დოლარის მიმართ ყველა ვალუტა წონას კარგავს

როგორც საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ლარის კურსის ვარდნის კომენტირებისას განაცხადა, დოლარის მიმართ ყველა ვალუტა წონას კარგავს. ხადურის განცხადებით, ქართულმა ლარმა პოზიციები დაახლოებით 8 პროცენტით შეასუსტა მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნებში არის 20, 40 და 50 პროცენტიანი ვარდნაც.

“ჩვენთან სიტუაცია არის ნორმალური, რადგან ბევრი ანალიზის შედეგად მივედით დასკვნამდე, რომ სერიოზულ ცვლილებებს არ უნდა ველოდეთ”, – განაცხადა ხადურმა.

რაც შეეხება ლარის კურსის ვარდნის გავლენას საწვავის ფასების ზრდაზე, ფინანსთა მინისტრის შეფასებით, ეს ფასებზე პროპორციულად არ უნდა აისახოს.
“ნავთობი არ ძვირდება, შესაბამისად, ლარის კურის გაუფასურებამ საწვავის ფასის პროპორციული ზრდაც კი არ უნდა გამოიწვიოს. შეიძლება, ფასი ოდნავ გაიზარდოს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს პროპორციული”,- აღნიშნა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial