პროკრედიტ ბანკმა 2013 წელი შეაჯამა

5 ივნისს, პროკრედიტ ბანკის სათავო ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე დირექტორთა გუნდის ორ ახალ წევრი წარადგინეს: ასმუს როტნესი და სოფიო კორძახია. შედეგად, დღეის მდგომარეობით ბანკის დირექტორთა გუნდი შემდეგნაირად გამოიყურება: გენერალური დირექტორი – ასმუს როტნე, დირექტორი – ქეთევან ხუსკივაძე, დირექტორი – სოფიო კორძახია. ასმუს როტნე – დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე / გენერალური დირექტორი.

ასმუს როტნე 2014 წლის აპრილიდან პროკრედიტ ბანკის გენერალური დირექტორია. ის პროკრედიტ ჯგუფში 2002 წლიდან მუშაობს. 2002-დან 2007 წლამდე იყო პროკრედიტ ბანკ საქართველოს ფილიალების ქსელის მენეჯერი და გენერალური დირექტორის მოადგილე. პროკრედიტ ჯგუფში მუშაობის 12-წლიანი პერიოდის განმავლობაში ასმუს როტნე გახლდათ პროკრედიტ ბანკ სომხეთისა და პროკრედიტ ბანკ მოლდოვას გენერალური დირექტორი, ასევე, პროკრედიტ ბანკ რუმინეთის გენერალური დირექტორის მოადგილე.
ქეთევან ხუსკივაძე – დირექტორთა საბჭოს წევრი / დირექტორი. 2010 წლის შემოდგომაზე დაინიშნა ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრად და სათავეში უდგას რისკების და იურიდიულ განყოფილებებს. პროკრედიტ ბანკში ბანკის დაარსების დღიდან 1999 წლიდან მუშაობს. ქეთევან ხუსკივაძემ 2008 წელს დაამთავრა პროკრედიტ აკადემია (ფიურტი, გერმანია).

სოფიო კორძახია – დირექტორთა საბჭოს წევრი / დირექტორი. 2014 წლის გაზაფხულზე დაინიშნა ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრად და სათავეში უდგას ადამიანური რესურსებისა და ფინანსურ განყოფილებებს. პროკრედიტ ბანკში მუშაობს 2005 წლიდან. სოფიო კორძახიამ 2011 წელს დაამთავრა პროკრედიტის რეგიონული აკადემია (მაკედონია). ამჟამად სწავლობს პროკრედიტ აკადემიაში (ფიურტი, გერმანია).

პრესკონფერენციაზე ბანკმა ასევე წარმოადგინა 2013 წლის შემაჯამებელი ანგარიში: 2013 წლის მანძილზე ფილიალების ძირითადი ნაწილი ახალი კონცეფციის მიხედვით გარემონტდა, შესაბამისად ყველა კლიენტს სასიამოვნო გარემოში, მასზე მორგებული, სწრაფი და ხარისხიანი მომსახურების მიღება შეუძლია. ასევე მოხდა ფილიალების თვითმომსახურების ზონით აღჭურვა, რაც ბანკის კლიენტს საშუალებას აძლევს, კვირაში 7 დღე, 24 საათის განმავლობაში მიიღოს დისტანციური მომსახურების სრული სერვისი.
კლიენტთა მთლიანი სახსრები 7 %-ით გაიზარდა და 562 მლნ ლარი შეადგინა (324 მლნ აშშ დოლარი). მთლიანი საკრედიტო პორტფელი 2 %-ით შემცირდა და 711 მლნ ლარი შეადგინა (410 მლნ აშშ დოლარი); 2013 წლის წმინდა მოგებამ კი 20 მლნ ლარი (11 მლნ აშშ დოლარი) შეადგინა, რაც დაგეგმილზე 12 %-ით მეტია.

ასმუს როტნე, პროკრედიტ ბანკი საქართველოს გენერალური დირექტორი – “დიდი სიხარულით დავბრუნდი პროკრედიტ ბანკ საქართველოში. მაღალკვალიფიციური გუნდი, ნდობით აღჭურვილი კლიენტები და ბანკის ასეთი ძლიერი იმიჯი მაძლევს იმის მოტივაციას, რომ მთელი ძალებით შევუდგე მუშაობას. დარწმუნებული ვარ ჩემს წვლილს შევიტან ბანკის განვითარებასა და დასახული მიზნების მიღწევაში”.