თურქეთის ცენტრალური ბანკი ახალი გამოწვევის წინაშე

თურქეთის მთავრობის მოწოდებამ ცენტრალური ბანკისთვის – შეემცირებინა საპორცენტო განაკვეთები – გააძლიერა ეჭვები იმის შესახებ, რომ თურქეთის ცენტრალურ ბანკზე პოლიტიკური ზეწოლა ძალიან დიდია. თურქეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებებს მაისის ბოლოს მოჰყვა ცენტრალური ბანკის რეაქცია, როცა მან საპროცენტო განაკვეთი 0.5%-ით, 9.5%-მდე დასწია.
ეკონომისტებმა ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს და აღნიშნავენ, რომ ეს ნაბიჯი ეჭქვეშ აყენებს თურქეთის ცენტრალური ბანკის ინფლაციის სამიზნე მაჩვენებლის მიღწევას. ერდოღანის აზრით კი, ეს „მცირე“ ცვლილება თურქეთის ეკონომიკის ზრდას განაპირობებს, რადგან ინვესტიციების უფრო დიდი მასშტაბებით განხორციელებას შეუწყობს ხელს.

„ნუ აქცევთ საპროცენტო განაკვეთის 0.5%-იან შემცირებას საგანგაშო მოვლენად. ცენტრალური ბანკის წარმომადგენლებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ საზოგადოების წინაშე ვარ ანგარიშვალდებულნი“ – განაცხადა ერდოღანმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეკონომიკის მინისტრი ნიჰატ ზეიბეკიც გამოეხმაურა: „ჩემი აზრით, პრემიერ-მინისტრის ეს განცხადება სამართლიანია“.

ამ განცხადებების შემდეგ ლირა, რომელიც სტაბილურდებოდა, 1%-ით გაუფასურდა მაისის ბოლო კვირაში. ბონდების მაჩვენებელი უკეთესი იყო, რადგან ინვესტორებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ ცენტრალური ბანკი უფრო მეტად მდგრადი იქნებოდა პოლიტიკური ზეწოლის მიმართ და არ შეამცირებდა საპროცენტო განაკვეთს.
ერდოღანი ცენტრალურ ბანკს ხშირად მოუწოდებდა უფრო რბილი მონეტარული პოლიტიკის გატარებისკენ, ინვესტიციებისა და ეკონომიკის ზრდის წახალისებისთის, მაგრამ ბევრი ანალიტიკოსი, ერდოღანის აგრესიულ ტონში უფრო მეტად ცენტრალური ბანკის დამოუკიდებელ საქმიანობაში ჩარევის სურვილს ხედავდა და არა ღრმა ეკონომიკურ გათვლებს.

სეპეციალისტთა შეფასებით, ცენტრალური ბანკის ამჟამინდელ ხელმძღვანელს, ერდემ ბასკის (რომელიც თურქეთის ცენტრალური ბანკის მეთაურად 5 წლის ვადით 2011 წელს აირჩიეს) ორი გზა ჰქონდა: ან უნდა გადამდგარიყო და ხელისუფლებისთვის მიეცა შანსი, დაენიშნათ ხელისუფლებისადმი ლოალურად განწყობილი ხელმძღვანელი ან ეღარებინა დამარცხება პოლიტიკური წნეხის წინააღმდეგ და გაეტარებინა შერბილებული მონეტარული პოლიტიკა.

ცენტრალურ ბანკზე პოლიტიკოსთა გაზრდილმა ზეწოლამ, ბევრი დააფიქრა თურქეთში ცენტრალური ბანკის დამოუკუდებლობის მნიშვნელობაზე. „ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობა თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაპოვარია. მისი დამოუკიდებლობის ხარისხი თურქეთის ეკონომიკის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“ – განაცხადა თურქეთის ფინანსთა მნისიტრმა მეჰმედ სიმსეკმა.

თუმცა ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი მათ საქმიანობაში პრემიერ-მინისტრის ჩარევის ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ მისი განცხადებები თურქული პოლიტიკური კულტურის ნაწილია. ამ შეფასებას არ იზიარებენ ეკონომისტები.

„მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წარმომადგენლებს ავიწყდებათ ის ფაქტი, რომ მათ ბოლო გადაწვეტილებაზე დიდი გავლენა იქონია პრემიერ-მინისტრის ვერბალურმა შენიშვნებმა“, – აღნიშნავენ თურქი ეკონომისტები.

პრემიერ-მინისტრმა ცენტრალურ ბანკზე ზეწოლა აპრილიდან გააძლიერა, მას შემდეგ, რაც ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი გაზარდა იანვარში. ამ რადიკალურმა ნაბიჯმა ეკონომისტებში ცენტრალური ბანკის მიმართ ნდობა გზარდა.

ერდოღანი კი აღნიშვნავს, რომ ცენტრაულრი ბანკის პოლიტიკა ფასების მაღალ დონეზე შენარჩუნებას უწყობს ხელს, მაღალი საპროცენტო განაკვეთები მაღალ ინფლაციით დასრულდა – აცხადებს თურქეთის პრემიერ-მინისტრი. „მიაღწია თუ არა ინფლაციის მაჩვენებელმა დასახულს ნიშნულს? მინდა გითხრათ, რომ თქვენ ეს ვერ შეძელით, ამიტომ ეს უნდა გამოვასწოროთ“ – მიმართა ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელობას ერდოღანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

მისი განცხადება შემდეგ სტატისტიკურ მაჩვენებელს ეყრდნობა: თურქეთის ინფლაციის მაჩვენებელმა 2-წლიან მაქსიმუმს მიაღწია და 9.38% შეადგინა, უახლოეს პერიოდში სავარაუდოა მისი 10%-მდე ზრდა. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც თურქეთის ცენტრალური ბანკის მთავარ საზრუნავს 2006 წლიდან მოყოლებული, ფასების სტაბილურობა წარმოადგენს, მან 2009-10 წლების გარდა, ვერც ერთ სხვა წელს ვერ მიაღწია ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელს.

ცენტრალური ბანკის ბოლო მიმოხილვის მიხედვით, წლის ბოლოსათვის თურქეთში 8.33%-იანი ინფლაცია უნდა დაფიქსირდეს. მოხსენებაში ასევე აღნიშნულია, რომ ინფლაციის ნელ-ნელა შემცირება მაისის ბოლოდან დაიწყება, მაგრამ მიმოხილვაში ასევე ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ რთული დასაჯერებელია ცენტრალურმა ბანკმა, წლის დასაწყისში დასახულ ბენჩმარკს მიაღწიოს.

ბევრი ეკონომისტი თურქეთის ხელისუფლებას უკვე აფრთხილებს იმ რისკების შესახებ, რაც მთავრობის ცენტრალური ბანკის საქმიანობაში ჩარევას მოჰყვება. ერდოღანი კვლავ განაგრძობს ცენტრალური ბანკისთვის დირექტივების მიცემას. თუ ბანკი ამ ზეწოლას ვერ გაუმკლავდება, ინვესტორები ყოყმანის გარეშე მოიცილებენ თავიდან თურქულ აქტივებს“ – წერენ დასავლელი ანალიტიკოსები.