ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი ქართული კომპანიისთვის სესხს გამოყოფს

ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი საქართველოში კომპრესირებული ბუნებრივი აირის გაზგასამართი სადგურების ინფრასტრუქტურის გაფართოებას დააფინანსებს. 65 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სინდიცირებული სესხი კომპანია „ვისოლს“ ბენზინის ეკოლოგიურად უსაფრთხო ალტერნატივის მოხმარების სტიმულირებისთვის გამოეყოფა. შეთანხმების ხელმოწერას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. მინისტრმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა ღონისძიების დამსწრე საზოგადოებას, სადაც ქართული ბიზნესისა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ის მიესალმება საქართველოში ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, მითუმეტეს რომ მომხმარებელი ტრადიციულის ნაცვლად ეკოლოგიურად უსაფრთხო საწვავს მიიღებს. მინისტრი ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობის მხრიდან მხარდაჭერას დაპირდა.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის გამოყოფილი სესხი მოხმარდება „ვისოლის“ საინვესტიციო პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი კომპრესირებული ბუნებრივი აირის 38-მდე ახალი გაზგასამართი სადგურის გახსნას. სესხის სტრუქტურა გულისხმობს ორ კომპონენტს: A კატეგორიის კრედიტი 40 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით ევრობანკის მიერ გამოიყოფა, ხოლო B კატეგორიის კრედიტს ჰოლანდიის განვითარების ბანკი გამოჰყოფს 25 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით. საქართველოს კორპორატიულ სექტორში ეს არის სინდიცირებული სესხის გამოყოფის პირველი შემთხვევა, რომელშიც ადგილობრივი კერძო პარტნიორი და საერთაშორისო ბანკი მონაწილეობენ.
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი საქართველოში კომპრესირებული ბუნებრივი აირის გაზგასამართი სადგურების ინფრასტრუქტურის გაფართოებას დააფინანსებს. 65 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სინდიცირებული სესხი კომპანია „ვისოლს“ ბენზინის ეკოლოგიურად უსაფრთხო ალტერნატივის მოხმარების სტიმულირებისთვის გამოეყოფა.

შეთანხმების ხელმოწერას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. მინისტრმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა ღონისძიების დამსწრე საზოგადოებას, სადაც ქართული ბიზნესისა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ის მიესალმება საქართველოში ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, მითუმეტეს რომ მომხმარებელი ტრადიციულის ნაცვლად ეკოლოგიურად უსაფრთხო საწვავს მიიღებს. მინისტრი ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობის მხრიდან მხარდაჭერას დაპირდა.