ნავთობის ფასებმა ზრდა დაიწყო

მოამზადა მარი წიკლაურმა

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასებმა ბარელში თითქმის 24 ამერიკული დოლარი შეადგინა. ეს იმის მაუწყებელია, რომ ფასების დაწევაზე მიმართული სპეკულანტების სამკვირიანი თამაში დასასრულს მიუახლოვდა – მათ კვლავ დაიჯერეს ამერიკელი ბენზინის მომხმარებლების მსყიდველუნარიანობა. თუმცა, ფასები მნიშვნელოვნად არ გაიზრდება. იმიტომ, რომ ახლა სპეკულანტები ომობანას აღარ თამაშობენ. აისის შუა რიცხვებში ჩრდილო ზღვის Brent-ზე ბარელის ფასი, რომელიც მსოფლიოში ნავთობის ფასების ორიენტირად ითვლება, 27 ამერიკულ დოლარს შეადგენდა. სპეკულანტები გატაცებით თამაშობდნენ ფასების ზრდაზე და ამას ასაბუთებდნენ პალესტინა-ისრაელის შეიარაღებული დაპირისპირებითა და აშშ-ის მუქარით ერაყის წინააღმდეგ, ომის დაწყების შესახებ.

ორი დღის წინ კი ნავთობი უკვე ოდნავ გაძვირდა, მისმა ფასმა ბარელში 23 ამერიკული დოლარი შეადგინა. ეს მოხდა იმიტომ, რომ სპეკულანტებმა გადაწყვიტეს, ყურადღება სამხედრო მოქმედებებიდან მიწოდება-მოთხოვნის თანაფარდობაზე გადმოეტანათ. ამ თანაფარდობას რაც შეეხება, აქ საქმე შემდეგნაირად არის:

11 ივნისს საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ (ინდუსტრიული ქვეყნების ორგანიზაცია, რომელიც თავის დროზე ოპეკის გასანეიტრალებლად შეიქმნა) ბაზრის მდგომარეობის შესახებ თავისი მორიგი მოხსენება გამოაქვეყნა.მასში ნათქვამია, რომ მაისში ოპეკის წევრებმა დღეში 1.4 ბარელით გადააჭარბეს მათ მიერვე დაწესებული წარმოების კვოტები და, ამგვარად, დღეში 23.1 მლნ ბარელს აწარმოებენ. მოხსენებაში ასევე ხაზგასმულია, რომ ” რუსეთმა და დსთ-ის სხვა ქვეყნებმა მაისში ახალი რეკორდი დაამყარეს, და ექსპორტი დღეში 5,67 მლნ ბარელით გაზარდეს”.(რუსეთმა კი შემდეგ ექსპორტის შეზღუდვაზე უარის თქმა გადაწყვიტა). ამ დროს მოთხოვნა არცთუ ისე დიდია. ადრე სააგენტოს პროგნოზების მიხედვით, მე-3 კვარტალშიმსოფლიო ნავთობზე მოთხოვნა დღეში 1 მლნ ბარელით უნდა გაზრდილიყო. ახლა მისი პროგნოზების მიხედვით მოთხოვნა 700 ათას ბარელს უნდა შეადგენდეს. მოხსენებაში ხაზგასმულია, აღარ არის გასაკვირი,AAრომ სპეკულანტები ფასების ზრდაზე აღარ თამაშობენ “გეოპოლიტიკური რისკი, რომელიც თებერვლიდან მოყოლებული ნავთობის ფასებს განსაზღვრავდა, შემცირდა, დაგროვილი ნავთობის მარაგი კი იმას მოწმობს, რომ ბაზარზე მიწოდება ძველებურად აღემატება მოთხოვნას”.

თუმცა, ნავთობის სპეკულანტები ყოველთვის აქცევდნენ ყურადღებას მოთხოვნის მდგომარეობას არა იმდენად მსოფლიოში, რამდენადაც აშშ-ში, რომელიც მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორია. მაისის ბოლოსთვის არსებული მონაცემებით გასაყიდი ბენზინის მარაგი ამერიკელ ვაჭრებთან 216 მილიონ ბარელს შეადგენდა, რაც შარშანდელ მაჩვენებელს 4 მლნ ბარელით აღემატება.მაშინ ამ მარაგის ზრდამ ფასების ვარდნა განაპირობა.აღსანიშნავია, რომ 13 ივნისს გამოქვეყნებული იყო მონაცემები აშშ-ში მაისის თვეში არსებული საბითუმო ფასების შესახებ. ეს ფასები 0.4 პროცენტით დაეცა, რაც 2001 წლის დეკემბრიდან ვარდნის ყველაზე დიდი მაჩვენებელია. ამასთანავე, ფასების საერთო ვარდნა, პირველ რიგში,ენერგო მატარებლების ფასების ვარდნით აიხსნება – მაისში ისინი 2.3%-ით დაეცა (აპრილში 2.5%-იანი ზრდა იყო დაფიქსირებული). აშშ-ში ბენზინი მაისში 9.6%-ით გაიაფდა, რაც უცნაურად ჩანდა, ვინაიდან ჩვეულებრივ ამერიკელები ბენზინს ზაფხულის სეზონისთვის იმარაგებენ. ამასთანავე, მაისის განმავლობაში ამერიკის მთავრობა ეჭვობდა, რომ აშშ-ის ეკონომიკამ უკვე დაიწყო აღმავლობა.აქედან გამომდინარე, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ამერიკული წარმოების ნავთობის მიმართ ინტერესი გაიზრდება და ამერიკელები თავს იმდენად მდიდრებად იგრძნობენ, რომ ძვირადღირებულ ბენზინს იყიდიან. მოკლედ,ბენზინი იაფდება. ეკონომიკური ზრდის პროცესი ძალზედ ნელა მიდის. როგორ არ უნდა ითამაშონ სპეკულანტებმა ფასების ვარდნაზე?ბოლოს და ბოლოს ნავთობმა კვლავ გაძვირება დაიწყო, იმიტომ, რომ გაჩნდა ახალი მონაცემები, რომლის მიხედვითაც გასაყიდი ბენზინის მარაგი აშშ-ში შემცირდა და მისი მოცულობა დაახლოებით ისეთივეა, როგორც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.

ამერიკის მთავრობამ განაცხადა, რომ ეკონომიკური ზრდა აშშ-ში არცთუ ნაკლებად განვითარდება, ნებისმიერ შემთხვევაში, წლიური 3%. შესაბამისად, ამერიკელებმა საბოლოოდ მაინც გადაწყვიტეს დაეწყოთ შვებულებების საავტომობილო სეზონი. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ნავთობის ფასები სწრაფად დაიწყებენ ზრდას.სპეკულანტებს კარგად გამოსდით ფასების ზრდაზე თამაში, როდესაც მოწოდებასთან დაკავშირებით რაღაც პრობლემები იჩენს თავს, მაგალითად, თუ ოპეკი გადაწყვეტს წარმოების შემცირებას. მაგრამ თავის კონფერენციაზე Eერთი კვირის შემდეგ კარტელი საკუთარ წარმოებას უკვე არ შეამცირებს (და, არც გააფართოებს). თუმცა, ნავთობის მწარმოებლისათვის ისიც დადებულია, რომ სპეკულანტებმა შეწყვიტეს სამკვირიანი თამაში, ფასების ვარდნაზე.