ნავთობინდუსტრიას კიდევ ერთი გავლენიანი ფიგურა გამოაკლდა

მსხვილ საბანკო ჩეკებთან და მრავალსართულიან სახლებთან ერთად (რომელსაც მფლობელები იშვიათად ხედავენ), თანამედროვე აღმასრულებელი დირექტორების განუყოფელი ნაწილი კერძო თვითმფრინავებია. დროის უმეტეს ნაწილს თანამედროვე ტოპ-აღმასრულებელი დირექტორები კერძო თვითმფრინავების ბორტზე ატარებენ და მუდმივად გზაში არიან ერთი საკონფერენციო დარბაზიდან მეორისკენ. ამ ცოტა ხნის წინ მსოფლიოს გავლენიანი აღმასრულებელი დირექტორების რიგს გამოაკლდა ფრანგული ნავთობ გიგანტი, კომპანიის „ტოტალის“ მთავარი აღმასრულებელი დირექტორი ქრისტოფ დე მარჟელი.

მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში მსუბუქი მოტორიანი თვითმფრინავი ფალკონი თოვლის საწმენდ მანქანას შეეჯახა. კატასტროფის შეეგად თვითმფრინავის ბორტზე მყოფი 4 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა. მათ შორის იყო „ტოტალის“ პრეზიდენტიც. შეჯახებისას თვითმფრინავს ცეცხლი წაეკიდა და მიუხედავად იმისა, რომ სახანძრო სამსახური კატასტროფის ადგილზე მალევე მივიდა, ბორტზე მყოფთა გადარჩენა ვერ მოხერხდა. თვითმფრინავი მოსკოვიდან პარიზისკენ მიფრინავდა და ის აფრენის მომენტში შეეჯახა თოვლის საწმენდ მანქანას. შეჯახების შედეგად თოვლის საწმენდი მანქანის მძღოლი არ დაშავებულა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის ამ დროს ალკჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო. რუსებმა უკვე გაავრცელეს განცხადება, რომ მიესალმებიან ფრანგი საგამოძიებო ჯგუფის ჩასვლას და მათ გამოძიებაში მონაწილეობის მიღებას. ტრაგედიის შემდეგ ვლადიმერ პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტ ოლანდს დეპეშა გაუგზავნა, სადაც „რუსეთის ჭეშმარიტი მეგობრის“ დაღუპვის შესახებ მწუხარებას გამოთქვამდა.

პუტინის ამ დამოკიდებულებას საფუძველი აქვს. დე მარჟელი მისტრალის რუსეთისათვის მიყიდვის ერთ-ერთი ლობისტი იყო. ის დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს სკეპტიკურად უყურებდა და აცხადებდა, რომ ევროპული ეკონომიკა არ არის მზად იარსებოს რუსული გაზის გარეშე. ივნისში დე მარჟელმა განაცხადა, რომ „ტოტალს“ არ აშინებს შეზღუდვები, რომელიც აშშ-მ მისი პარტნიორის გენადი ტიმჩენკოს წინააღმდეგ შემოიღო და რომ „ტოტალისა“ და „ნოვოტეკის“ პარტნიორულ ურთიერთობებში არაფერი შეიცვლებოდა. მარჟელი ასევე არ აპირებდა ურთიერთობის გაწყვეტას „ლუკოილთან“, გაზპრომთან“ და „რისნეფტთან“. თუმცა, სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ „ტოტალმა“ დასავლეთ ციმბირში მიმდინარე პროექტი, რომელსაც ის „ლუკოილთან“ ერთად ახორციელებდა, შეაჩერა.

დე მარჟელი „ტოტალის“ პრეზიდენტად 2007 წელს დაინიშნა. ის ერთ-ერთი მუდმივი მონაწილე იყო იმ საკონსულტაციო საბჭოსი, რომელიც რუსეთში ინვესტიციების მოზიდვაზე მუშაობდა. „ტოტალი“ საკუთარ პროექტებს რუსეთში 1989 წლიდან ახორციელებს. 2008 წელს ის გახდა „გაზპრომის“ პარტნიორი შტოკმანოვსკის გაზის საბადოს პროექტში, რომლის 25%-ის მფლობელი ფრანგული კომპანიაა.

ერთხელ დე მარჟელმა იხუმრა, რომ ხალხმა ბევრი არაფერი იცის „ტოტალის“ შესახებ გარდა იმისა, რომ ის „ცუდია“. ნავთობის ინდუსტრიის ხელმძღვანელები დასავლელ ჟურნალისტებში სარგებლობენ „მდუმარე ბოსების“ რეპუტაციით, მაგრამ დე მარჟელს მათგან განსხვავებით მოიხსენიებდნენ, როგორც „ულვაშებიან, უბადლო იუმორის მქონეს“. მას ახასიათებდნენ, როგორც განსხვავებული პრიორიტეტების მქონე ჯარისკაცს ხომალდიდან, რომელმაც ნავთობის ინდუსტრიაში თავის ჭუჭყიანი კუთხე აირჩია და ამ გზას ბოლომდე მიჰყვებოდა. მიზნის მისაღწევად სავალ გზაზე ის არანაირ დაბრკოლებას არ ერიდებოდა. ყველასთვის შეეძლო საჭირო დროსა და ადგილზე საკადრისი პასუხის გაცემა. გასულ წელს მისმა კომპანიამ გადაიხადა 398 მილიონი აშშ დოლარი, რომელიც დააკისრა აშშ-მ ირანის ენერგო რესურსებთან დაკავშირებული დავის დროს. 2006 წელს დააკავეს და დე მერჟერი 48 საათის განმავლობაში იყო დაკითხვაზე ირანის ნავთობის სკანდალთან დაკავშირებით.

ის იყო უფრო მართალი, ვიდრე მტყუანი, როცა ამბობდა, რომ „ნავთობ კომპანია უნდა წავიდეს იქ, სადაც არის ნავთობი, უნდა გადავდოთ გვერდზე ზედმეტი დახვეწილობა და დავაკმაყოფილოთ ენერგიაზე მოთხოვნა, რომლის გარეშეც სასურველი კეთილდღეობა არ არსებობს. ათიდან 9 შემთხვევაში მოუწოდო დასავლურ კომპანიებს არ მოიპოვონ ნავთობი სხვადასხვა რეჟიმების დროს, არის უგუნური დავალება“ – აცხადებდა დე მარჟელი. მაგრამ ეს

მეათე შემთხვევა იყო, ერაყი: 2003 წელს CIA’s Duelfer-ისა და Volker-ის ანგარიშების გასაჯაროების შემდეგ ატყდა სკანდალი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პროგრამის „ნავთობი საკვებისათვის“ (ეს პროგრამა ირანს უფლებას აძლევდა გაეყიდა საკუთარი ნავთობი მსოფლიო ბაზრებზე საკვებსა და სამედიცინო პროდუქციაზე, ამ ნავთობიდან მიღებული შემოსავლით ირანს ეკრძალებოდა საკუთარი არმიის დაფინანსება) გარშემო. ნათელი გახდა, რომ რამდენიმე რუსული და დასავლური კომპანია ფარულად თანამშრომლობდა სადამ ჰუსეინთან მომავალში ნავთობთან დაკავშირებული გარიგეგების თაობაზე. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, რუსული და ფრანგული ნავთობ კომპანიები კვებავდნენ ჰუსეინს ილუზიით, რომ მათი სახით მას ჰყავდა მოკავშირეები, რომელთაც შეეძლოთ „საძულველი და იზოლირებული“ ამერიკული სუპერძალის დამარცხება. როგორც ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, ჰუსეინის რეჟიმის დამხობაში ამან საბოლოოდ დიდი როლი ითამაშა.