აშშ-ს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი გაუარესდა

Congressional Budget Office-მა (CBO)26 იანვარს გამოაქვეყნა აშშ-ს ეკონომიკური განვითარების პროგნოზი 2025 წლისთვის. პროგნოზის მიხედვით, აშშ-ს დეფიციტი 2018 წლიდან გაიზრდება, ამასთანავე, თუ მშპ-ს ზრდა წინა პროგნოზების მიხედვით იყო საშუალოდ 2.7%, ახლა ეს საპროგნოზო მაჩვენებელი 2.5%-მდე შემცირდა.
„CBO-მ წინა პერიოდში გამოქვეყნებულ პროგნოზებს იმის გათვალისწინებით გადახედა, რომ გამოშვება ქვეყენაში შემცირებულია, ასევე, მოსალოდნელზე ნაკლები ტემპით მიდის ეკონომიკის გაჯანსაღება. დღეს არსებული გამოშვების პოტენციური მაჩვენებლის გათვალისწინებით, CBO პროგნოზით, 2024 წლისთის რეალური მშპ-ს ზრდა ქვეყანაში 1%-ით ნაკლები იქნება იმასთან შედარებით, რასაც გასული წლის აგვისტოში გამოქვეყენებულ ანგარიშში ვწინასწარმეტყველებდით“, – ვკითხულობთ CBO-ს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
ანგარიშის მიხედვით, მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში მოსალოდნელია აშშ-ს სახაზინო ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთის ზრდა „თუმცა განაკვეთი რეცესიის დაწყებამდე არსებულ საშუალო მაჩვენებელზე დაბალი იქნება“, – წერია ანგარიშში.
რაც შეეხება ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელს, 2017 წლისთის ის 2%-ს მიაღწევს და ამ ნიშნულის გარშემო შენარჩუნდება 2025 წლამდე.
გრაფიკზე მოცემულია CBO-ის პროგნოზი მშპ-ს, უმუშევრობის და ათწლიანი ობლიგაციების შემოსავლიოანობის შესახებ.

screen shot 2015-01-26 at 2.03.11 pm