„საქართველოს შეუძლია უკვე იამაყოს იმ წარმატებით, რასაც მან მიაღწია“

„საქართველოს შეუძლია უკვე იამაყოს იმ წარმატებით, რასაც მან მიაღწია“
– ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა სერ სუმა ჩაკრაბარტიმ EBRD-ის 24-ე ყოველწლიური შეხვედრის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„პრემიერ-მინისტრო, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თქვენს შესანიშნავ გუნდს, ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის უნარიანი ხელმძღვანელობით. საქართველოს აქვს ხანგრძლივი ისტორია, რომელიც მან გაიარა ტრანსფორმაციის გზაზე, მაგრამ შეინარჩუნა თავისი კულტურის მდგრადობა.

თუკი ჩვენ ვისაუბრებთ საქართველოს საბაზრო ეკონომიკაზე, რომელიც უკვე 25 წელია, ვითარდება, შეიძლება ითქვას, მას აქვს გრძელვადიანი ხედვა და მოწადინება. რა თქმა უნდა, წინ კიდევ ბევრია გასაკეთებელია. საქართველოს შეუძლია იამაყოს იმ შედეგებით, რომელსაც მან უკვე მიაღწია. თქვენი ქვეყნის წარმატება ჩვენი ბანკის წარმატება გახლავთ“ – განაცხადა სუმა ჩაკრაბარტიმ და ამ კონტექსტში ევროპის რეკონსტრუქცისა და განვითარების ბანკსა და საქართველოში შორის თანამშრომლობაზე ისაუბრა.რომლის ფარგლებშიც EBRD-იმ საქართველოში ჯამში 2.6 მილიარდი ევროს ინვესტიციები განახორციელა და გარდა ამისა, მრავალი სხვა ინვესტორიც შემოიყვანა საქართველოში.