EBRD კავკასიის რეგიონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს ამცირებს

EBRD-ის ახალი ეკონომიკური პროგნოზის მიხედვით, კავკასიის ქვეყნების ეკონომიკებზე უარყოფით გავლენას ახდენს უკრაინა-რუსეთის კრიზისი და რუსეთის ეკონომიკის შემცირება.
საქართველოში, ბანკის ანალიტიკოსთა პროგნოზის მიხედვით, მშპ-ს ზრდის 2.3%-მდე შემცირებაა მოსალოდნელი 2015 წელს, 2014 წელს არსებული 4.8%-იანი მაჩვენებლიდან. 2016 წლისთის კი ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი საქართველოსთვის 2.6%-ია.
უარყოფითი მაჩვენებელია მოსალოდნელი სომხეთში (-1.5%) 2015 წლისთვის, რაც შეეხება 2016 წელს, ზრდის სავარაუდო პროგნოზი 1%-ით განისაზღვრა.
რაც შეეხება აზერბაიჯანს, როგორც 2015, ისე 2016 წელს მოსალოდნელია ზრდის 1%-იანი მაჩვენებელი.