ნავთობმოპოვების ზრდის ტენდენცია რუსეთსა და საქართველოში

მოამზდდა ლინა ეპიშევამ

მსოფლიო თანამეგობრობის ყურადღება სპარსეთის ყურესა და ახლო აღმოსავლეთის სიტუაციის მიმართ, უპირველეს ყოვლისა, გამოწვეულია იმით, რომ ეს რეგიონი ნახევარზე მეტ მსოფლიოს უზრუნველყოფს ნავთობით. სპარსეთის ყურის ნავთობის კრიტიკული მნიშვნელობა პრაქტიკაში გამოვლინდა. მიწოდების შემცირება ყოველთვის აფერხებდა მაღალ განვითარებული ქვეყნების ფუნქციონირებას.

ბენზინის მიწოდებაში შეფერხება, შეზღუდვები კერძო ავტომობილების გამოყენებაზე, 70 წლებში არაბებისა და ისრაელს შორის ურთიერთობის გამწვავების დროს განვითარებულ ქვეყნებზე ნეგატიური ზეგავლენა მოახდინა. ნავთობთან დაკავშირებული ომის სხვა მაგალითია ჩეჩნეთი. ნავთობის მოპოვების და მისი ტრანზიტული ტრანსპორტირების ინტერესები, რა თქმა უნდა, ამ ხოცვა-ჟლეტის მთავარი მამოძრავებელი ფაქტორია.

მსოფლიოში ნავთობის ფასმა უმაღლეს წერტილს 11 სექტემბრის შემდეგ მიაღწია. ნავთობის ფასი ერთ ბარელზე 26,8 დოლარიდან 17,3 დოლარამდე მერყეობდა. სიტუაცია მას შემდეგ გამწვავდა, რაც სადამ ჰუსეინმა შეაჩერა ერაყიდან ნავთობის ექსპორტი, საუდის არაბეთიდან კი “ნავთობის იარაღით” მუქარა გაისმა. დიდ პრობლემას წარმოადგენდა, აგრეთვე, ოპეკის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილება არ მოეხსნათ შეზღუდვები ნავთობის წარმოებაზე. აშშ-ის და ევროპის გამოცოცხლებული ეკონომიკა კი სულ უფრო მეტ ენერგო რესურსებს მოითხოვდა. კლიენტები მზად იყვნენ ნავთობში უფრო მეტი თანხა გადაეხადათ. აუცილებელი გახდა მსოფლიო ბაზარზე ენერგორესურსების იმპორტიორების რიცხვის გაზრდა.

ნავთობის შეუფასებელი წყაროა რუსეთი, რომელიც არ არის ოპეკის წევრი და მსოფლიო ბაზარზე ნავთობის უმსხვილეს იმპორტიორს წარმოადგენს. მას ეკუთვნის მსოფლიო მარაგის 10%. მსოფლიოში მოპოვებული ნავთობის 9% რუსული წარმოშობისაა.

რუსეთში ნავთობის სექტორში პრივატიზაციის პროცესმა წარმატებულად ჩაიარა. 90-იან წლების დასაწყისში ნავთობკომპანიების “დიდმა ექვსეულმა” 5 მილიარდი დააბანდა ნავთობის ძიებაში, მოწყობილობასა და ჭაბურღილის აღდგენაში. ოცი წლის წინ ბევრი ექსპერტი ვარაუდობდა, რომ რუსეთი იძულებული გახდებოდა, ნავთობი საზღვარგარეთიდან შემოეტანა. ამის მაგივრად, ბოლო ორი წლის განმავლობაში ნავთობის მოპოვება 15%-ით გაიზარდა. გასული წლის თებერვალში რუსეთმა უფრო მეტი ნავთობი მოიპოვა, ვიდრე საუდის არაბეთმა.

მსოფლიოში ნავთობის მარაგის მოცულობით, რუსეთი თანდათან მეორე ადგილზე გადადის საუდის არაბეთის შემდეგ. მსოფლიო ბანკის შეფასებით, რუსეთის მარაგი 49 მილიარდ ბარელს შეადგენს. თუ შევკრებთ რუსეთის 10 უმსხვილესი ნავთობკომპანიის მონაცემებს, სულ სხვა ციფრს – 76 მილიარდს – მივიღებთ. ამასთან, ეს ციფრი დამტკიცებულია მსოფლიოს უმსხვილესი აუდიტორული კომპანიების მიერ. თუ მას ჩ2 და ჩ3 კატეგორიის ნავთობის მოსაძიებელ მარაგს დავუმატებთ, მივიღებთ 105-111 მილიარდ ბარელს. ეს მსოფლიო მარაგის 18%-ით უფრო მეტია, ვიდრე ერაყში.

რუსეთის ნავთობის ინდუსტრიაში ლიდერობენ “სიბნავთობი” და “იოკოსი”, რომლებმაც ნავთობმოპოვება 19,7% და 17,2%-ით გაზარდეს. ამ კომპანიების წარმომადგენლები ამას მუშაობის ეფექტურობით ხსნიან. ამასთან, ბევრს საუბრობენ ნავთობის მოპოვების ახალ ტექნოლოგიებზე, მართვის თანამედროვე მეთოდებზე, დასავლურ კორპორაციულ კულტურაზე და სხვ.

მენავთობეები დარწმუნებულნი არიან, რომ ინტენსიური ტექნოლოგიების გამოყენებამ შეიძლება შეამციროს მოპოვების თვითღირებულება და გაზარდოს ჭაბურღილის საშუალო სადღეღამისო დებეტი. მაგრამ ნავთობკომპანიების ხელმძღვანელებს არ გააჩნიათ ერთიანი აზრი იმის თაობაზე, თუ რამდენად ხანგრძლივი იქნება ეს ეფექტი და რა შედეგებს გამოიღებს საბადოების მზარდი დამუშავება. “ლუკოილის” ვიცე-პრეზიდენტის, ლეონიდ ფედუნის აზრით, საბადოების დამუშავება მხოლოდ მოკლევადიან ეფექტს გამოიწვევს.

კონსერვატულმა და ნოვაციურმა კომპანიებმა აქტიურად დანერგეს მოპოვების ახალი ტექნოლოგიები. ეს ტენდენცია მომავალშიც გაიზრდება.

ვლადიმირ პუტინის პრეზიდენტობის დროს ინვესტიციური კლიმატის გაუმჯობესებამ, ახლო აღმოსავლეთში მდგომარეობის დესტაბილიზაციის და საინვესტიციო შეზღუდვების, სხვა რეგიონებში საბადოების სიძვირიანობის გამო ბოლო დროს დასავლურმა ნავთობ-კომპანიებმა გამოთქვეს სურვილი კაპიტალი რუსეთში დააბანდონ. მიუხედავად ამისა, რუსეთის ნავთობ აქტივების მასიური შესყიდვა ჯერჯერობით შორეულ პერსპექტივად რჩება, რადგან დასავლური ნავთობ-კომპანიები რუსეთს სარისკო ქვეყნად მიიჩნევენ. კერძოდ, აქ ჯერ ვერ მოგვარდა დაბეგვრასთან და რუსეთის ენერგეტიკაში ინვესტიციებთან დაკავშირებული პრობლემები.

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს შეფასებით, პროდუქციის განაწილების შესახებ ხელშეკრულების (ნავთობინდუსტრიაში ფართოდ გავრცელებული კონტრაქტის სახე, რომელიც იდება იმ სახელმწიფოებთან, რომლებიც განვითარებულ დასავლეთს არ მიეკუთვნებიან) სწორი გზით დანერგვის შემთხვევაში, უახლოესი ათი წლის განმავლობაში ქვეყანამ შეიძლება მოიზიდოს 80 მილიარდ დოლარიანი უცხოური ინვესტიციები.

ნავთობმოპოვების და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის პროცესი საქართველოშიც მიმდინარეობს, თუმცა, რუსეთთან შედარებით უფრო მცირე მასშტაბით. ქართველ სპეციალიტთა აზრით, ყოველწლიურად საქართველო ნავთობპროდუქტების იმპორტზე ათობით მილიონ დოლარს ხარჯავს, რაც ქვეყნის სავაჭრო ბალანსს აუარესებს. ამასთან, საქართველოს აქვს შესაძლებლობა მოიპოვოს და გაზარდოს ნავთობის გადამუშავების მოცულობა. გეოლოგიური მონაცემები მოწმობენ იმაზე, რომ საქართველოს შეუძლია საკუთარი რესურსებით მოთხოვნის დაკმაყოფილება, თუ ამ სფეროში ინვესტიციების საკმარის რაოდენობას მოზიდავს. საქართველო არასდროს არ ითვლებოდა მსხვილ ნავთობმომპოვებელ ქვეყანად, მაგრამ ნავთობის მარაგი ქვეყნის ტერიტორიაზე მაინც არსებობს. ქვეყნის საერთო ტერიტორიიდან 26,5 ათასი კმ.2 ხმელეთზე და 9 ათასი კმ.2 შავი ზღვის შელფებზე ნავთობის მოპოვების პერსპექტიულ ტერიტორიებად ითვლება. ქართველ სპეციალისტთა პროგნოზით, საქართველოში ნავთობის და გაზის მარაგმა შეიძლება 580 მილიონ ტონას მიაღწიოს. დღესდღეობით, საქართველოს საწარმოო მარაგი მხოლოდ 12 მილიონ ტონას შეადგენს.

ერთობლივი საწარმოების – JKX და Ramko Energy (დიდი ბრიტანეთი), Chevron, Frontera Resources და GAOR (აშშ), Iorisveli და National Petrolium (შვეიცარია) – დახმარებით, ნავთობის მოცულობის დაცემა შეჩერდა და შემდგომში კი მისი მოპოვების მოცულობა გაიზარდა. ფირმა Fრონტერა ღესოურცეს -ის განცხადებით, ნავთობის მარაგი ტარიბანის საბადოში, კახეთში, ასობით მილიონ ტონას შეადგენს, გაზის მარაგი კი – 70 მილიარდ მ3. ერთობლივმა ქართულ-ამერიკულმა კომპანია Frontera Eastern Georgia თითქმის ერთი წლის წინ ექსპლუატაციაში ტარიბანის საბადოში განლაგებული ჭაბურღილი “ნიკო-1” შეიყვანა. კომპანია გეგმავს 2005 წლამდე 50 ჭაბურღილი გაბურღოს და 6,5 მილიონი ტონა ნავთობი მოიპოვოს. საგარეჯოს რაიონში ნავთობის მოპოვებას ქართულ-ბრიტანული კომპანია “ნინოწმინდა” ახორციელებს.

2001 წელს გაგრძელდა ერთობლივი ქართულ-შვეიცარული ფირმის “იორის ველის” ლიცენზია. ეს კომპანია ნავთობს ქართლ-კახეთში მოიპოვებს. კანადური კომპანია კი “კანარგო” ნავთობს აღმოსავლეთ საქართველოში იძიებს. ამასთანავე, საქართველო მონაწილეობას ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტში იღებს.

ესე იგი, უცხოური ინვესტიციების წყალობით, საქართველოში აღინიშნა მკაფიო ტენდენცია ნავთობის მარაგის მოცულობის გაზრდისაკენ

Leave a Reply

Your email address will not be published.