ღია ფონდი ღიად რჩება

მოამზადა ლინა ეპიშევამ

საფრანგეთში ამერიკელი ფინანსისტი და მილიარდერი ჯორჯ სოროსი და კიდევ სამი ადამიანი წარდგნენ სასამართლოს წინაშე. მათ ბრალი ედებათ მაქინაციებში, რომლებიც დაკავშირებულია ფრანგული ბანკის შოციეტე Gენერალ-ის შესყიდვასთან.

სოროსის გარდა ამ საქმეში ჩარეულია, აგრეთვე, ფინანსთა მინისტრის ყოფილი მრჩეველი ჟან შარლ ნაური, ბანკირი ჟან პიერ პეირო და ლივანის ბიზნესმენი სამირ ტრაბულსი.

ოთხივეს ადანაშაულებენ იმაში, რომ მათ ბანკის აქციების ყიდვის შედეგად 11 მილიონი დოლარი შეაგროვეს ბანკის შესყიდვის შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გამოქვეყნებამდე. პროკურატურას 14 წელი დასჭირდა საბუთების შეგროვებისათვის.

მთავარი პრობლემა, რომელსაც გამოძიება შეეჯახა, იმაში მდგომარეობდა, რომ სკანდალში ჩარეული ქვეყნები თავს იკავებდნენ ფრანგ პროკურორებთან თანამშრომლობისაგან.

გამოძიება Societe General-ის საქმესთან დაკავშირებით 1990 წელს დაიწყო, როდესაც გამოქვეყნდა მოხსენება 1987 წელს პრივატიზირებული ბანკის წარუმატებელი შესყიდვის შესახებ. პრივატიზაციიდან ერთი წლის შემდეგ ბანკი შთანთქმის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა მისი მენეჯერების თანხმობის გარეშე. Marceau Investissement შეისყიდაSociete General-ის აქციების 10%. 90-იან წლებში პირები, რომლებიც გაასამართლეს ამ საქმესთან დაკავშირებით, ამნისტირებულნი იყვნენ.

ახლა სკანდალმა კვლავ იფეთქა. ინსაიდერული ინფორმაციის გამოყენებაში ბრალს სდებენ მილიარდერ ჯორჯ სოროსს. პროკურორები, რომლებიც თანამშრომლობდნენ ნიდერლანდების, დიდი ბრიტანეთის, შვეიცარიის და ლუქსემბურგის ხელისუფლებასთან, ცდილობდნენ, შეეგროვებინათ ფინანსური საბუთები ამ საქმესთან დაკავშირებით. ისინი აღიარებენ, რომ ჯერჯერობით ბევრი რამ რჩება გაუხსნელი. ჯერ არ არის ცნობილი, როდის გამოიტანს სასამართლო განაჩენს. თუ სოროსის ბრალი დადასტურდება, მას 2,5 მილიონი ევროს ჯარიმა და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ელის. მსგავს არასასიამოვნო სიტუაციაში იგი პირველად ხვდება, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ათწლეულის მანძილზე ის სარისკო საქმიანობას ეწეოდა მას შემდეგ, რაც მან გამყოლის, მერე კი საბანკო კლერკის და უოლ სტრიტის საბირჟო ანალიტიკოსის სამსახური დატოვა.

39 წლის ასაკში სოროსმა დაარსა ოფშორული საინვესტიციო ფონდი “კუანტუმი” და 1998 წლისათვის აშშ-ში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ადამიანად იქცა. სოროსის სახელთან დაკავშირებულია მრავალი მასშტაბური ოპერაციები სავალუტო ბაზარზე, რომლის შედეგად ჩაიქცა რამდენიმე აზიური ვალუტა და ბრიტანული ფუნტი სტერლინგი. სოროსის ფონდმა “ღია საზოგადოება” რამდენიმე ათასი დოლარი დახარჯა საქართველოში განათლების, რეგიონური თანამშორმლობის და კორუპციასთან ბრძოლის პროგრამებზე. ფონდი თანამშრომლობდა ნატოსთან ტექნიკური რესურსების უზრუნველსაყოფად და კავკასიის ინტერნეტ ქსელის (CARENA) შესაქმნელად.

“ღია საზოგადოება – ფონდი საქართველო” მხარს უჭერდა თვითმმართველობის არჩევნებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სტუდენტები არჩევდნენ თვითმმართველობის ორგანოს უნივერსიტეტის ბიუჯეტის გამჭვირვალობის და ადმინისტრაციის ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფის მიზნით. “ღია საზოგადოების” ფონდი თანამშრომლობდა ევრო საბჭოსთან საქართველოში უმაღლესი განათლების მოხსენების მოსამზადებლად.

კავკასიის რეგიონში, “ღია საზოგადოების” ფონდი მთავარ ყურადღებას თანამშრომლობას და კონფლიქტების გადაწყვეტას აქცევდა. ფონდმა გააგრძელა მუშაობა ევროსაბჭოსთან ახალი სახელმძღვანელოს “კავკასიის ერების ისტორიის” გამოსაშვებად. ფონდის მნიშვნელოვანი ამოცანა იყო “ღია საზოგადოების” პრინციპების დამკვიდრება სოხუმის, ცხინვალისა და ახალციხის კონფლიქტურ რეგიონებში, სადაც, 2001 წელს ფონდმა დაარსა ოფისები. აღმასრულებელი დირექტორების, საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის წევრების შეხვედრის დროს დამუშავებულ იქნა რეგიონებში სოროსის ფონდების თანამშრომლობის სტრატეგია. მსგავსი შეხვედრები დაგეგმილია 2003 წლისათვის. ამ წელს ფონდი აპირებს რამდენიმე რეგიონური პროექტების განხორციელებას.

ბევრი სოროსს ადანაშაულებდა იმაში, რომ მისი ძირითადი მიზანი იყო გროშის ფასად ფასეული ინფორმაციის შეგროვება. საინტერესოა, თუ როგორ აისახება საქართველოს “ღია საზოგადოების” ფონდზე სოროსის გასამართლება. სოროსის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, მის უფროსს არავითარი უკანონო ქმედება არ ჩაუდენია. ის დარწმუნებულია, რომ პროცესის მსვლელობის დროს ჯორჯ სოროსს გაამართლებენ. მისივე თქმით, ამერიკელი ბიზნესმენი ამ საკითხზე მჭიდროდ თანამშრომლობს “ფრანგ ხელისუფლებასთან”.

“იტარ-ტას”-ის ცნობით, სასამართლო განხილვა შეიძლება ნახევარი წელიც გაგრძელდეს.