1. სტატიები წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ფორმით მეილზე: info@geoeconomics.ge;
2. სარედაქციო კოლეგია უზრუნველყოფს სტატიის ფარულ რეცენზირებას. ქვეყნდება დადებითი რეცენზიის მიმღები სტატია; უარყოფითი რეცენზიის შემთხვევაში სტატია უბრუნდება ავტორს გასასწორებლად;
3. ყველა სტატიის რეცენზირებისათვის განსაზღვრულია მაქსიმუმ ორკვირიანი ვადა;
4. ავტორმა სტატიას უნდა დაურთოს მინიმუმ ოთხმოცსიტყვიანი რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენებზე;
5. ავტორთან შეთანხმებით სტატიას შეიძლება შეეცვალოს სათაური;
6. სტატიაში გამოყენებული ვიზუალური მასალა უნდა იყოს jpg ფორმატით, უნდა ახლდეს აღწერა (სთაურის სახით) და წყარო;
7. ვიზუალური მასალა უნდა იყოს დანომრილი;
8. სტატიაში არ უნდა იყოს გამოყენებული სტატისტიკიდან ამოღებული ცხრილი, რომელსაც არ ექნება დართული ავტორის ანალიზი;
9. არ შეიძლება სტატია შედგებოდეს მხოლოდ თეორიული მასალისგან, სტატია უნდა ეთმობოდეს უახლესი ტენდენციების ანალიზს, შეფასება-მსჯელობას, მიმდინარე სტატისტიკის განხილვას და ა.შ.
10. სტატიაში ყველგან, სადაც კი სხვა წყაროდან აღებული მასალაა გამოყენებული უნდა მიეთითოს წყარო ნუმერაციით ტექსტში და ასევე სტატიის ბოლოს გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალში;
11. სტატიის ტექსტი აკრეფილი უნდა იყოს sylfaen-ით, დაცული უნდა იყოს 12-იანი შრიფტი და ხაზებს შორის 1,5-იანი დაშორება, სტატიის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 12 გვერდს;
12. სტატიის სათაურის შემდეგ მითითებული უნდა იყოს ავტორის (ან ავტორების) სრული სახელი, გვარი (წოდება თუ გააჩნია); ავტორის ტელეფონი და ელექტრონული მისამართი;
13. თუ სტატია მოიცავს მეთოდოლოგიას, უნდა გამოიყოს ცალკე ქვესათაურით. სათაურები უნდა იყოს მოკლე, განსაზღვრული და დაუნომრავი
14. მოთხოვნების დარღვევით წარმოდგენილი მასალა ჟურნალში არ გამოქვეყნდება;
15. ჟურნალის „საქართველოს ეკონომიკა“ რედაქცია პასუხს არ აგებს სტატიებში წარმოდგენილი მონაცემების სისწორეზე;
16. ჟურნალი „საქართველოს ეკონომიკა“ შესაბამის კლასიფიკატორში დაფიქსირებული რეფერირებად-რეცენზირებული ჟურნალია.