მიგრაციისა და  ეკონომიკის ურთიერთკავშირი

ავტორის სტილი დაცულია

თამარი ფარჩუკიძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის
IV კურსის სტუდენტი

Tamari.parchukidze593@eab.tsu.ge   

ანოტაცია

მიგრაცია თანამედროვე მსოფლიოს გარდაუვალი თანმდევი ნაწილია. ჯერ კიდევ პირველყოფილი ადამიანი და ადამიანთა ჯგუფები/თემები მიგრირებდნენ და გადაადგილდებოდნენ A-პუნქტიდან B-პუნქტში. მიზეზი ამისა სხვადასხვა – ზოგჯერ აკლიმატიზაცია, ზოგჯერ – საკვების ძიება იყო . განვითარებასთან ერთად ,კი მოთხოვნილებებიც გაიზარდა ,შესაბამისად მიგრაციის მიზეზებმაც იმატა  და გამრავალფეროვნდა, რამაც მიგრანტთა რიცხვის მატებაც გამოიწვია. ძირითადი ნაწილი ხალხისა მიიჩნევს, რომ ეს უარყოფითი მოვლენაა, რომელიც „მიხედვას“ საჭიროებს.

Annotation

Migration is an inevitable part of the modern world. Even primitive man and groups of people (communities) migrated and moved from point A to point B. Sometimes the reason for this was acclimatization or searching for food. Along with the development, the needs also increased, accordingly, the reasons for migration increased and diversified, which led to an increase in the number of migrants. The main part of the people believes that this is a negative event that needs to be “looked after”.

მიგრაცია

“Migration is an expression of the human aspiration for dignity, safety and a better future. It is part of the social fabric, part of our very make-up as a human family” ~ Ban Ki-moon

“მიგრაცია არის ადამიანის სწრაფვის გამოხატულება ღირსების, უსაფრთხოებისა და უკეთესი მომავლისკენ. ეს არის სოციალური ქსოვილის ნაწილი და ჩვენი, როგორც ადამიანური ოჯახის შემადგენლობა” – ბან კიმუნი.

მიგრაციის ოფიციალური განმარტება ასეთია – მიგრაცია (ლათ. Migratio — გადასახლება) — ადამიანის გადაადგილება ქვეყნის შიგნით ან მის საზღვრებს გარეთ; ან გადასახლება სხვადასხვა ვადით (რამდენიმე საათიდან სიცოცხლის ბოლომდე), რომელიც სტატისტიკურად აღრიცხვადი საზღვრების (ძირითადად ქალაქის, ქვეყნის და სხვა ადმინისტრაციული საზღვრების) გადაკვეთაში გამოიხატება. განასხვავებენ:

  • მუდმივ მიგრაციას, რომელიც დაკავშირებულია საცხოვრებელი ადგილის სამუდამოდ შეცვლასთან.
  • დროებით მიგრაციას, როდესაც გადასახლება ხდება საკმაოდ ხანგრძლივი დროით.
  • სეზონურ, ქანქარისებურ, შიდა, გარე, იძულებით და სხვა სახის მიგრაციებს.

მოსახლეობის მასობრივი გადაადგილება სახელმწიფოებს შორის საგრძნობლად ცვლის განსახლების საერთო სურათს და ცალკეული ქვეყნების მოსახლეობის დემოგრაფიულსოციალურ და რასობრივ-ეთნიკურ სტრუქტურას. მიგრაციის გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს როგორც პოლიტიკური (მათ შორის, ეთნიკური წმენდა ან გენოციდი), ისე ეკონომიკური (მატერიალური პირობების გაუმჯობესება), რელიგიური, სოციალ-კულტურული, ბუნებრივ-ეკოლოგიური და სხვა. [1]

გლობალიზაცია აქტიურს ხდის მიგრაციული ნაკადების მოძრაობას მსოფლიო შრომის ბაზრის ცვალებადი მოთხოვნებით, ახდენს საერთაშორისო მიგრაციული ნაკადების ხარისხობრივი სტრუქტურის ტრანსფორმაციას. მიმდინარე ცვლილებების კლასიფიკაცია შესაძლებელია ზოგიერთი ნიშნებით; ეს ნიშნებია:

         1) მიგრაციული ნაკადების დროითი მახასიათებლები.

საერთაშორისო მიგრაციის ყველა სახეობიდან და ფორმიდან დროებითი შრომითი მიგრაცია უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში განვითარდა ყველაზე დინამიურად.

ეს დაკავშირებული, ერთის მხრივ, სატრანსპორტო საშუალებების სიჭარბემ, რომელმაც გაადვილა ადამიანთა გადაადგილება და “შეამცირა” მანძილი ქვეყნებსა და კონტინენტებს შორის. ასეთ პირობებში დროებითი სამუშაო საზღვარგარეთ არის უფრო რაციონალური, ვიდრე მუდმივი მიგრაცია, რამდენადაც იგი ნიშნავს მცირე მატერიალურ და ემოციურ დანახარჯებს.

მეორეს მხრივ, მსოფლიო შრომის ბაზრის გლობალიზაცია მოითხოვს მიგრაციული ქცევის უფრო მეტ მოქნილობას, რომლის გარანტირებაც შეუძლია დროებით შრომით მიგრაციას. უცხოელი მუშების დროებითი მიზიდვა აგრეთვე შეესაბამება განვითარებული ქვეყნების მიგრაციულ პოლიტიკას, რომლებიც კერძოდ შეადგენენ “გლობალიზაციის ელიტას” და ბევრად განსაზღვრავენ პირობებს რომლითაც დანარჩენი ქვეყნები მონაწილეობენ გლობალიზაციის პროცესებში.

2) მიგრანტთა კვალიფიკაციური მახასიათებლები.

განვითარებული ქვეყნების შრომის ბაზრებზე, რომლებიც პირველ რიგში განსაზღვრავენ შრომითი მიგრანტების მსოფლიო მიგრაციული ნაკადების მიმართულებას და ინტენსივობას, წარმოიშვა მდგრადი მოთხოვნა უცხოელთა  შრომის ორ კვალიფიციურ “პოლუსზე:” დაბალი კვალიფიკაციის და ყველაზე მაღალი კვალიფიკაციის მუშაკებზე.

არაპრესტიჟული სამუშაო ადგილები, რომლებიც არ მოითხოვენ მაღალ კვალიფიკაციას, ხოლო შრომის პირობები არის მძიმე და ხელფასი კი დაბალი, ხელმისაწვდომია დამხმარე სამუშაოების სახით მშენებლობაზე, სოფლის მეურნეობაში და წარმოებაში, აგრეთვე საზოგადოებრივი სერვისის სფეროში და შინა მოსამსახურეებად. სამუშაოს ეს სახეობები ფაქტიურად უკვე განკუთვნილია მიგრანტებისათვის (ასე მაგალითად, გერმანიაში 1990-იან წლებში გამოთქმები “სახლში დამხმარე,” “დამლაგებელი” – die Putzfrau და “პოლონელი დამლაგებელი” – polnische Putzfrau პრაქტიკულად იხმარება, როგორც სინონიმები),  ასე რომ შეიძლება ითქვას, რომ შრომითმა მიგრანტებმა არა უბრალოდ შექმნეს განსაზღვრული ანკლავები მიმღები ქვეყნების შრომის ბაზრებზე, არამედ ისინი გადაიქცნენ გლობალური ეკონომიკური რეჟიმის სტრუქტურულ ელემენტად, რომლითაც შენდება და ვითარდება განვითარებული ქვეყნების ეკონომიკა, ამასთან ერთად ამ ქვეყნების ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობა სულ უფრო და უფრო დამოკიდებულია შრომით მიგრანტთა ნაკადებზე.

ამავდროულად განვითარებული ქვეყნები მიგრანტთა ხარჯზე წარმატებით ფარავენ სპეციალისტთა მუდმივ დეფიციტს თანამედროვე პროფესიებზე, რომლებიც მოითხოვენ მაღალი კვალიფიკაციის მეცნიერებს, მენეჯერებს, საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტებს და ა.შ.

ამრიგად, მსოფლიო შრომის ბაზარზე შეინიშნება პოლარიზაცია დროებითი შრომითი მიგრანტებისა მათი კვალიფიკაციის მახასიათებლების მიხედვით, ე.წ. “პროფესიონალი მიგრანტებისა” (მეცნიერები, უმაღლესი მმართველობითი პერსონალი, ინჟინრები, ტექნიკოსები, მეწარმეები, რომელთათვისაც მიმღებ ქვეყნებში იქმნება უფრო ხელსაყრელი პირობები მათი შრომითი მოწყობისათვის) და დაბალკვალიფიციური მუშაკებისა, რომლებზედაც მოთხოვნა აგრეთვე მაღალია და ტარდება მკაცრი შერჩევა, როდესაც არსებობს მათი დიდი რაოდენობით მოწოდება.        [6]

მიგრაციის ტიპები

ადამიანთა მიგრაცია არის ადამიანების გადაადგილება მსოფლიოს ერთი ადგილიდან მეორეში. ადამიანთა მიგრაციის ტიპები მოიცავს:

  • შიდა მიგრაცია – ადამიანების გადაადგილება ქვეყნის ერთი რეგიონიდან მეორეში ახალ საცხოვრებელ ადგილზე დამკვიდრების მიზნით, ან ამგვარი შედეგით. აღნიშნული მიგრაცია შეიძლება იყოს დროებითი ან მუდმივი. შიდა მიგრანტები გადაადგილდებიან, მაგრამ რჩებიან წარმოშობის ქვეყნის საზღვრებში (მაგ. სოფლად დასახლებულთა მიგრაცია ქალაქებში)გარე მიგრაცია: სხვა სახელმწიფოში, ქვეყანაში ან კონტინენტზე გადასვლა
  • ემიგრაცია – ერთი ქვეყნიდან მეორეში გამგზავრება საცხოვრებლად. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ნორმების თანახმად, ყველა ადამიანს აქვს უფლება, თავისუფლად დატოვოს ნებისმიერი ქვეყანა, საკუთარის ჩათვლით და რომ სახელმწიფომ მხოლოდ ძალზე იშვიათ შემთხვევებში შეიძლება დააწესოს შეზღუდვები პირის უფლებაზე, დატოვოს მისი ქვეყნის ტერიტორია.იმიგრაცია: ახალ ქვეყანაში გადასვლა

  • იმიგრაცია – პროცესი, რომლის შედეგად არამოქალაქეები ჩადიან სხვა ქვეყანაში, იქ დასახლების მიზნით.

  • სეზონური მიგრაცია: ყოველ სეზონზე გადაადგილება ან შრომითი ან კლიმატური პირობების საპასუხოდ.

  • ჯაჭვური მიგრაცია – პროცესი, როდესაც დანიშნულების ქვეყანაში დასახლებული პირები დახმარებას უწევენ სამშობლოში დარჩენილ ოჯახის წევრებს და ახლობლებს საზღვარგარეთ გამგზავრებაში. ეს დახმარება შეიძლება იყოს როგორც ფინანსური, ასევე მატერიალურ-ტექნიკური და ინფორმაციული. ჯაჭვური მიგრაციის შედეგად მიმღებ ქვეყნებში იქმნება ერთი და იგივე სახელმწიფოდან/რეგიონიდან ჩამოსულ იმიგრანტთა კლასტერები.

  • ცირკულარული მიგრაცია – ქვეყნებს შორის ადამიანების განგრძობითი მიმოსვლა (დროებითი და ხანგრძლივი მიმოსვლის ჩათვლით), რაც ნებაყოფლობით წარმართვის შემთხვევაში, შესაძლოა, სასარგებლო აღმოჩნდეს ყველა ჩართული მხარისთვის და მოემსახუროს როგორც გამგზავნი, ასევე მიმღები ქვეყნების შრომითი ბაზრის საჭიროებებს

  • ფარული მიგრაცია – ფარული, საიდუმლო მიგრაცია, განხორციელებული საიმიგრაციო მოთხოვნების დარღვევით. ფარული მიგრაცია სახეზეა მაშინ, როდესაც არამოქალაქე პირი არღვევს ქვეყანაში შესვლის რეგულაციებს, ან ლეგალურად შესვლის შემდეგ რჩება ქვეყანაში დადგენილ ვადაზე მეტ ხანს, საიმიგრაციო წესების დარღვევით.

  • გამარტივებული მიგრაცია – ლეგალური მიგრაციის ხელშეწყობა ან წახალისება მგზავრობის გაადვილების გზით. ხელშეწყობა გულისხმობს ნებისმიერ ზომას, როგორიცაა ვიზის მიღების პროცესის გამარტივება ან მგზავრების შემოწმების უზრუნველყოფა კვალიფიცირებული და სათანადოდ დაკომპლექტებული პერსონალის მიერ.

  • იძულებითი მიგრაცია – ზოგადი ტერმინი, რომელიც გამოიყენება მიგრაციული ნაკადების დასახასიათებლად, რომელთა შემთხვევაშიც არსებობს იძულების ელემენტი, მათ შორის სიცოცხლისა და არსებობის მიმართ საფრთხე, რომელიც გამოწვეულია ბუნებრივი, თუ ადამიანის ჩარევით განპირობებული მიზეზებით (მაგ., ლტოლვილთა და ქვეყნის შიგნით გადაადგილებულ პირთა ნაკადები, ასევე ბუნებრივი, ეკოლოგიური, ქიმიური და ბირთვული კატასტროფებით, შიმშილობით და განვითარების პროექტებით გამოწვეული გადაადგილება).[3]

ადამიანები, რომლებიც მიგრირებენ, იყოფა რამდენიმე კატეგორიად:

  • ემიგრანტი- არის ადამიანი, რომელიც ტოვებს ერთ ქვეყანას მეორეში საცხოვრებლად.

  • იმიგრანტი არის ადამიანი, რომელიც სხვა ქვეყნიდან შემოდის ახალი სახლის შესაქმნელად.

  • ლტოლვილი- ლტოლვილად პირი ითვლება მხოლოდ მაშინ თუ იგი გადაკვეთს ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვარს და შემწეობისა და მფარველობისათვის მიმართავს უცხო ქვეყნის ხელისუფლებას. ლტოლვილად ჩაითვლება აგრეთვე ყველა პირი, რომელიც აგრესიის, უცხოური ოკუპაციის, უცხოური დომინაციის ან მისი წარმოშობის ან ეროვნების ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან მის ნაწილში საჯარო წესრიგის სერიოზულად ხელმყოფი მოვლენების გამო იძულებულია დატოვოს თავისი საცხოვრებელი და თავშესაფარი ეძიოს თავისი წარმოშობის ან ეროვნების ქვეყნის გარეთ.
  • და სხვა.

მიგრაციის სალდო

მიგრაციის სალდო ეწოდება სახელმწიფოდან გასული და შემოსული ადამიანების შეფარდებას. სალდო ნიშნავს ნაშთის მაჩვენებელს. თუ ქვეყნიდან გასული ადამიანების რიცხვი აღემატება ქვეყანაში შემოსულთა რიცხვს, მიგრაციის სალდო უარყოფითია, ხოლო თუ შემოსული ადამიანების რიცხვი აჭარბებს გასულების რაოდენობას, სალდო დადებითია.[2]

გრაფიკი 1: მიგრაციის  სალდო და მისი კოეფიციენტი 2015-2022 წლების მიხედვით-საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/322/migratsia [3]

გრაფიკზე მოცემულია მიგრაციის სალდო,მისი კოეფიციენტი და მათი ცვლა 1994 წლიდან 2022 წლის ჩათვლით.როგორც გრაფიკიდან ჩანს მიგრაციის სალდო 1994 წლიდან 2019 წლის ჩათვლით უარყოფითი იყო (1994 წელს ეს მაჩვენებელი -194.6 -ს შეადგენდა,ხოლო 2019 წელს კი – 8.2-ს). 2020 წელს უკვე დადებითია კოეფიციენტი და 15.7-ს უტოლდება.თუმცა 2021 წელს ისევ უარყოფითია და -6.0-ია. 2022 წლის ბოლო მონაცემებით კი ეს მაჩვენებელი დადებითია და 54.5 -ის ტოლია.

საერთაშორისო მიგრაცია

საერთაშორისო მიგრაციისადმი ინტერესი ბოლო პერიოდში უფრო გაძლიერდა, მიზეზი კი მისი მასშტაბების ზრდაა. 2022 წლისათვის დაახლოებით 270 მლნ-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა იმ ქვეყნებში, რომლის მოქალაქეებიც ისინი არ იყვნენ. (2000 წელთან შედარებით მიგრანტთა რაოდენობა 45%-ით გაიზარდა). მათი რაოდენობა მთელი მსოფლიო მოსახლეობის 3%-ს აღემატება. ყველაზე მეტი იმიგრანტი (დაახლოებით 80 მილიონი) არის ევროპაში; დაახლოებით 48 მილიონი იმიგრანტია ჩრდილო ამერიკის კონტინენტზე. ცალკეული ქვეყნების მიხედვით 2022 წლისათვის იმიგრანტების ყველაზე პოპულარული დანიშნულების ადგილები იყო აშშ – 48 მილიონზე მეტი, რუსეთი– 12 მლნ., გერმანია – 10 მლნ., საფრანგეთი – 8 მლნ. 2015 წელს ჩატარებული გამოკვლევის მიხედვით დაახლოებით 640 მილიონ ახალგაზრდას უნდოდა სხვა ქვეყანაში წასვლა, მაგრამ ისინი ამას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ. 2020 წლისათვის მსოფლიოში იმყოფებოდა 21,5 მილიონი ლტოლვილი, რომლებმაც მიატოვეს თავიანთი მშობლიური ქვეყანა იქ არსებული ომების, ეთნოკონფლიქტებისა და დევნა-შევიწროების გამო.

საერთაშორისო მიგრაციის ინტენსივობა სწრაფი ზრდის ტენდენციით ხასიათდება. თუ 1990-იან წლებამდე საერთაშორისო მიგრანტთა რიცხოვნობა ყოველწლიურად 2 მლნ ადამიანით მატულობდა, ამჟამად ზრდამ 3 – 4 მილიონს მიაღწია. საერთაშორისო მიგრაციის აღრიცხვა რთულია, რადგან ბევრი ქვეყანა მთლიანად ვერ აღრიცხავს მიგრაციულ ნაკადებს და იძლევა მიახლოებით შეფასებებს, რაც ხშირად ნაკლებად სარწმუნოა. [4]

კარგია თუ არა მიგრაცია ეკონომიკისთვის?

მიგრაცია ხელს უწყობს ინოვაციებისა და ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას. საერთაშორისო მიგრაციას აქვს როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე. ეჭვგარეშეა, რომ იქ, სადაც მიგრაცია ზრდის სამუშაო ძალას, მოსალოდნელია მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა. თუმცა, სიტუაცია ცოტა ბუნდოვანია, როდესაც საქმე ეხება მშპ-ს ერთ სულ მოსახლეზე ზრდას. [5]

მიგრაცია ბევრ ქვეყანაში სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების მახასიათებელია, მაგრამ მიგრანტების მოსახლეობის პროფილი მნიშვნელოვნად განსხვავდება. ნაწილობრივ ეს გამოწვეულია მიგრაციის მრავალფეროვანი წყაროებით. ევროპის დიდ ნაწილში, მაგალითად, მოქალაქეები სარგებლობენ თავისუფალი გადაადგილების ფართო უფლებებით. ავსტრალიაში, კანადასა და ახალ ზელანდიაში შრომითი მიგრაციის მართვა მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სხვა წყაროებში შედის ოჯახური და ჰუმანიტარული მიგრაცია;თუმცა,როგორიც არ უნდა იყოს მისი წყარო, მიგრაცია მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენს საზოგადოებებზე .გამონაკლისი არც მიგრაციის ეკონომიკური გავლენაა. „სარგებელი ან ტვირთი – რა არის რეალობა?“ ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, შეიძლება სასარგებლო იყოს მიგრაციის გავლენის შესწავლა სამ სფეროში – შრომის ბაზარი, სახელმწიფო სამსახური/საჯარო საფულე და ეკონომიკური ზრდა.

შრომის ბაზრები

  • მიგრანტებმა შეადგინეს სამუშაო ძალის ზრდის 47% შეერთებულ შტატებში და 70% ევროპაში ბოლო ათი წლის განმავლობაში.
  •  მიგრანტები ავსებენ მნიშვნელოვან ნიშებს ეკონომიკის სწრაფად მზარდ და “კლებულ” სექტორებში.
  •  ადგილობრივების მსგავსად, ახალგაზრდა მიგრანტები უფრო ათვისებადები, შემგუებლითუნარიანებიანები,ინფორმირებულები არიან, ვიდრე საპენსიო ასაკში მყოფი მიგრანტები.
  • მიგრანტებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს შრომის ბაზრის მოქნილობაში, განსაკუთრებით ევროპაში.

სახელმიფო სამსახური /საჯარო საფულე

  • მიგრანტები უფრო მეტს იღებენ გადასახადებში და სოციალურ შენატანებში, ვიდრე იღებენ სარგებელს.
  • შრომითი მიგრანტები პოზიტიურ გავლენას ახდენენ სახელმწიფო სახსრებზე.
  • დასაქმება არის მიგრანტების წმინდა ფისკალური წვლილის ყველაზე დიდი განმსაზღვრელი.

ეკონომიკური ზრდა

  • მიგრაცია ზრდის სამუშაო ასაკის მოსახლეობას.
  • მიგრანტები ჩამოდიან სხვადასხვა საჭირო უნარებით და ხელს უწყობენ მიმღები ქვეყნების ადამიანური კაპიტალის განვითარებას.
  • მიგრანტები ასევე ხელს უწყობენ ტექნოლოგიურ პროგრესს.

ამ ზემოქმედებების გაგება მნიშვნელოვანია, თუ ჩვენს საზოგადოებაში მიგრაციის როლზე სასარგებლო დებატები უნდა განხრციელდეს. ასეთი დებატები კი, თავის მხრივ, აუცილებელია საჭირო პოლიტიკების შემუშავებისთვის ისეთ სფეროებში, როგორიცაა განათლება და დასაქმება ,რომელიც მიგრაციის უპირატესობებს მაქსიმალურად გაზრდის, განსაკუთრებით კი,მიგრანტების დასაქმების მდგომარეობის გაუმჯობესებით. ამ პოლიტიკების ნაზავი, რა თქმა უნდა, განსხვავდება და ყველა  ქვეყანაში სხვადასხვანაირია;

მიგრანტებს იმაზე მეტი წვლილი შეაქვთ სახელმწიფოს განვითარებაში, ვიდრე თავად იღებენ სარგებელს ქვეყნისგან – მათ მიერ გაცემული გადასახადები და სოციალური შენატანები აღემატება სახელმწიფოსგან მიღებულ შეღავათებს

ბოლოდროინდელმა მუშაობამ მიგრაციის ფისკალურ ზემოქმედებაზე ევროპის OECD-ის ყველა ქვეყანაში(The Organization for Economic Cooperation and Development -ავსტრალია,ავსტრია,ბელგია,ბრაზილია,კანადა,ჩილე,ჩინეთი,ჩეხეთის რესპუბლიკა,დანია,ესტონეთი,ფინეთი,საფრანგეთი,გერმანია,საბერძნეთი,უნგრეთი,ინდოეთი,ინდონეზია,ირლანდია,ისრაელი,იტალია,იაპონია,სამხრეთ კორეა,ლუქსემბურგი,მექსიკა,ნიდერლანდები,ახალიზელანდია,ნორვეგია,პოლონეთი,პორტუგალია,რუსეთი,სლოვაკეთი,სლოვენია,ესპანეთი,სამხრეთ აფრიკა,შვედეთი ,შვეიცარია, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები), ისევე როგორც ავსტრალიაში, კანადასა და შეერთებულ შტატებში, წარმოადგინა ახალი და საერთაშორისო შედარებითი მტკიცებულებები.(Liebig and Mo, 2013)კვლევა ვარაუდობს, რომ მიგრაციის კუმულაციური ტალღების გავლენა, რომელიც ჩამოვიდა ბოლო 50 წლის განმავლობაში OECD-ის ქვეყნებში საშუალოდ ნულთან ახლოსაა  და იშვიათად აღემატება მთლიან შიდა პროდუქტს 0,5%-ით დადებითი ან უარყოფითი თვალსაზრისით.

გავლენა ყველაზე მაღალია შვეიცარიასა და ლუქსემბურგში, სადაც ემიგრანტები უზრუნველყოფენ მშპ-ს დაახლოებით 2%-ის წმინდა სარგებელს საჯარო საფულეზე.

დასკვნა

მიგრაცია თანამედროვე სამყაროს თანმდევი და უწყვეტი, შეუქცევადი პროცესია, რომელიც ამჟამინდელი მონაცემებით რომ ვიხელმძღვანელოთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახლო მომავალშიც აქტიურად წარიმართება. ყურადსაღები მიზეზებია მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მოსახლეობის არათანაბარი ზრდა, სამუშაოს შოვნის არათანაბარი შესაძლებლობა და ქვეყნებს შორის შრომის ანაზღაურებაში დიდი განსხვავება. ამას ემატება სამოქალაქო ომები, ეთნოკონფლიქტები, პოლიტიკური დევნა-შევიწროვება. ასე რომ, შეგვიძლია ვთქვათ -მიგრაციის რიცხვის კლება თუ მომატება პირდაპირ კავშირში იქნება მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან.

წყაროები

  1. https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90
  2. https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90
  3. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/322/migratsia

            გამოყენებული ლიტერატურა:

  • თამაზ ზუბიაშვილი-მოსახლეობა და მსოფლიო განვითარება
  • OECD LIBRARY-MIGRATION POLICY DEBATES
  • მიგრაციის საერთაშორისო სამართალი,მიგრაციის განმარტებითი ლექსიკონი-მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია.