სამეცნიერო სტატიების გამოქვეყნების წესი

ჟურნალში „საქართველოს ეკონომიკა“ სამეცნიერო სტატიების გამოქვეყნების წესი

1. სტატია წარმოდგენილი უნდა იყოს 6-14 გვერდიანი მოცულობით, სათაური უნდა შედგებოდეს არაუმეტეს 8 სიტყვისაგან, სათაური უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენებზე;

2. სტატიის სათაურის შემდეგ მითითებული უნდა იყოს ავტორის (ან ავტორების) სრული სახელი, გვარი (წოდება თუ გააჩნია), ავტორის ტელეფონი და ელექტრონული მისამართი, ასევე ქართულ და ინგლისურ ენებზე;

3. სამეცნიერო სტატიაში უნდა იყოს მითითებული, თუ უმუშავია ვინმეს ამ თემაზე და თუ არსებობს გამოქვეყნებული კვლევები;

4. ავტორმა სამეცნიერო სტატიას უნდა დაურთოს ოთხმოცსიტყვიანი ლიდი/რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენებზე;

5. ავტორთან შეთანხმებით სტატიას შეიძლება შეეცვალოს სათაური;

6. სტატიაში არ უნდა იყოს გამოყენებული სტატისტიკიდან ამოღებული ცხრილი, რომელსაც არ ექნება დართული ავტორის ანალიზი;

7. აუცილებელია სტატიის ბოლოში გამოყენებული წყაროების მითითება;

8. სტატიის ტექსტი აკრეფილი უნდა იყოს sylfaen-ით, დაცული უნდა იყოს 12-იანი შრიფტი და ხაზებს შორის 1,5-იანი დაშორება;

9. თუ სტატია მოიცავს მეთოდოლოგიას, უნდა გამოიყოს ცალკე ქვესათაურით. სათაურები უნდა იყოს მოკლე, განსაზღვრული და დაუნომრავი. ცხრილები, დიაგრამები – მინიმუმამდე დაყვანილი, არაბული ციფრების გამოყენებით. ტექსტში აუცილებლად მიუთითეთ: „იხ. ცხრილი #… “;

10. სტატიები წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ფორმით;

11. სარედაქციო კოლეგია უზრუნველყოფს სტატიის ფარულ რეცენზირებას; ონლაინ ფორმატით ქვეყნდება დადებითი რეცენზიის მიმღები სტატია;

12. უარყოფითი რეცენზიის შემთხვევაში, სტატია უბრუნდება ავტორს, რომელსაც აქვს საშუალება სურვილის შემთხვევაში გაითვალისწინოს შენიშვნები და რედაქტირებული სტატია გამოაგზავნოს განმეორებით;

13. მოთხოვნების დარღვევით წარმოდგენილი მასალა ჟურნალში არ გამოქვეყნდება;

14. ჟურნალის „საქართველოს ეკონომიკა“ რედაქცია პასუხს არ აგებს სამეცნიერო სტატიებში წარმოდგენილი მონაცემების სისწორეზე;

15. ჟურნალი „საქართველოს ეკონომიკა“ შესაბამის კლასიფიკატორში დაფიქსირებული რეფერირებად-რეცენზირებული ჟურნალია.