ნავთობი ზღვაში და ნავთობი ტანკერში

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის სიჭარბეა. ამას 100 მილიონი ბარელი ნავთობი განაპირობებს, რომელსაც ტანკერებში ინახავენ სხვადასხვა ზღასა თუოკეანეში.

ნავთობის სიჭარბე გამოიწვია ხმელეთზე მისმა დიდმა ტევადობამ. Financial Times (FT) – ის ინფორმაციით, 100 მილიონ ბარელზე მეტი ნავთობი და ნავთობპროდუქტები გემებზე ინახება. ეს პროცესი სწრაფად მიმდინარეობს. წლის დასაწყისში ტანკერებში ნავთობის რაოდენობა მცირე იყო. ეს განაპირობა ტანკერების დაბალმა ფასმა და დღეს უკვე ბევრი ნავთობკომპანია ნავთობს ტანკერებზე ინახავს. ამ წელს ტანკერის ფასმა დაიკლო და 60 000 დოლარამდე დაიწია, როცა ოქტომბრის დასაწყისში დაახლოებით 208 ათასი დოლარიც კი იყო.

მაისში ნავთობის ფასები კი მერყეობდა 4,5 დოლარიდან 1,5 დოლარამდე. ეს კი იმის მანიშნებელია, რომ 2,2 მილიონმა ბარელმა ნავთობმა შეიძლება გამოიმუშავოს 9,5 მილიონი დოლარი. ამის გამო, ტანკერზე ნავთობის შენახვა უფრო მომგებიანია, ვიდრე მისი ახლავე გაყიდვა. შავი ოქროს ზღვაზე შენახვა კიდევ უფრო მომგებიანი ხდება, რადგან ბარელის ფასმა შეიძლება აიწიოს და 6 დოლარსაც კი მიაღწიოს.
„ოპეკმა მიიღო გადაწყვეტილება და არ შეამცირა ნავთობის მოპოვება, რათა თავის წილი შეენარჩუნებინა ბაზარზე .ამან კი ტანკერების ბაზარზე უკმაყოფილება გამოიწვია“- – განაცხადა სვეინ მოკნის ხარფელდმა, სატანკერო კომპანიის DH Tankers დირექტორმა .

შავი ოქროს მოცურავე საწყობების არეალი საკმაოდ ფართოა – ჩინეთიდან მექსიკის ყურემდე. ტანკერებში ნედლი ნავთობის შენახვით პირველ ადგილზე ჩინეთია, რომელიც უსწრებს ამერიკას და მალე გახდება კიდეც უდიდესი იმპორტიორი ნედლი ნავთობის. ჩინეთის სამ ქალაქში: ტიანცზინში, ცინდაოში და დალიანში მდებარეობს 5 შევსებული ტანკერი, თითოეულის მოცულობა აღემატება 2 მილიონ ბარელს.

პეკინი თავის რეზერვს ავსებს. ამ წელს იყიდა დაახლოებით 120 მილიონი ბარელი შავი ოქრო.
ინდონეზიის, მალაიზიის და სინგაპურის ნაპირებთან 14 დიდი, სამი სხვადასხვა კლასის ტანკერი 35 მილიონი ბარელი ნედლ ნავთობს ინახავს.

ევროპაში ნავთობწარმოების ძირითადი პუნქტებია – როტერდამი და მალტა. 10 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობით სავსე ტანკერები მოძრაობენ ძველ მსოფლიო წყლებში.
მექსიკის ყურეში, ამერიკის ნაპირებთან 20 მილიონი ბარელი ნავთობი „დაცურავს“.
8 მილიონი – გაერთიანებული ემირატების სანაპიროებთან.
ორმუზის სრუტეში კი ირანის ტანკერებს, 40 მილიონი ბარელი ნავთობით, სანქციების მოხსნა ელოდებათ, როგორც კი ირანი ნავთობის ბაზარზე დაბრუნდება.

Expert.ru – დან თარგმნა მარიამ გვარამიამ