ვიშეგრადის ქვეყნები საქარველოს და უკრაინას გამოცდილებას უზიარებენ

11 დეკემბერს, სასტუმრო „ძველ თბილისში“ ევროინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით, ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის კონფერენცია გაიმართა. იგი
პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება საქართველოსა და უკრაინისთვის“ ფარგლებში მიმდინარეობდა.

ძირითადი მიმართულებები ვაჭრობაში დაცვითი ზომები, კონკურენცია, გამჭვირვალობა და სახელმწიფო შესყიდვები გახლდათ. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო თითოეული ექსპერტის მიერ მოამზადებული პოლიტიკის ანალიზის დოკუმენტი, რომელშიც გააანალიზებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის რატიფიცირებული ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების ანალიზი, ამ მიმართულებით სტატუს-კვოს შეფასება, აღებული ვალდებულებების საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის შესაძლო ეფექტების შეფასება. ანალიტიკურ სტატიაში ასევე გაანალიზებულია სულ მცირე ევროკავშირის წევრი ერთი ქვეყნის გამოცდილება, ექსპერტის მიერ აღებული ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით.

ისინი გამოცდილების გაზიარებასა და მოსალოდნელ შედეგებზე : ცნობიერების დონის ამაღლებაზე, ერი მხრივ საქარველოსა და უკრაინსა შორის და მეორე მხრივ ვიშეგრადის ქვეყნებსა და საქარველოს შორის ახალი კავშირების დამყარებაზე, საქარველოსა და უკრაინის ინტგერაციის ხელშეწყობა ევროკავშირის ბაზარსა და სამომავლო რეფორმირების პროცესის შესახებ საერთო ხედვის შესახებ მსჯელობდნენ.

ღონისძიებას ნათია დაღელიშვილი უძღვებოდა და მას პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები, ქართველი ბიზნესმენები და ეკონომიკის სფეროში მოღვაწე საჯარო პირები ესწრებოდნენ.

ავტორი: ნინო ტაბაღუა

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial