ასოცირების ხელშეკრულების ერთწლიანი შესრულების მონიტორინგი

ფონდმა „ღია საზოგადოება საქართველო“ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ერთწლიანიშესრულების მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა. იგი 2014 წლის 1 სექტემბრიდან მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე, ხელშეკრულების ძალაში შესვლის პერიოდს მოიცავს.
დოკუმენტში გადმოცემულია საქართველოს მიერ ასოცირების დღის წესრიგის პოლიტიკური ნაწილის – ანტიკორუფციული, ადმინისტრაციული და საჯარო სამსახურის რეფორმების განხორციელება, შრომითი უფლებები და სტანდარტები, სასამართლო სისტემის თანასწორი მოპყრობისა და ბავშვთა უფლებების საკითხების შეფასება.

ანგარიშში მთავარ მიგნებებზეა ყურადღება გამახვილებული, რომლის მიხედვითაც, არასაკმარისია თანამშრომლობა ერთსა და იმავე აქტივობაზე პასუხისმგებელ სხვადასხვა უწყებებს შორის, არ არსებობს მექანიზმი, რომელიც სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ვალდებულებებს შეაფასებს, არ არსებობს დეტალური განრიგი მიღწეული პროგრესის გასაკონტროლებლად.
ვიზალიბერალიზაციას და ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ღონისძიების პირველ ნაწილში ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთი ხუციშვილმა, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრმა, დავით ბაქრაძემ და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, იანუშ ჰერმანმა ისაუბრეს.
10637735_927453097351080_1769574825_n

„2014 -2015 წლების ნოემბერში ასოცირების ორი საბჭო გაიმართა ბრიუსელში, სადაც ერთმნიშვნელოვნად აღინიშნა, რომ საქართველო წარმატებით ართმევს თავსშეთანხმების შესრულებას. თუმცა გვესმის, რომ როცა საუბარია ისეთ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც პრაქტიკულად ჩვენს დღის წესრიგს განსაზღვრავს, მნიშვნელოოვანია, რომსაზოგადოების ყველა ნაწილის აზრი იქნას გათვალისწინებული იმ პრიორიტეტთან დაკავშირებით, რომელიც სამოქმედო გეგმით განისაზღვრა. შემდეგ კი ერთად მივიღოთ მონაწილეობა შესრულების მონიტორინგის თვალსაზრისით, რადგან ამ კუთხით სამოქალაქო ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია.
მიმდინარე წლის 28 დეკემბერს მომავალი სამთავრობო კომისია იქნება, სადაც ჩვენ 2016 წლის სამოქმედო გეგმასდავამტკიცებთ.“- აღნიშნა ბაქრაძემ.
როგორც ხუციშვილმა თქვა, ანგარიშშიასახულიაროგორცპროგრესი, ასევეგამოწვევებიც: “ანგარიშში, რომელსაცდღესჩვენიფონდიწარადგენს 6 არასამთავრობოორგანიზაციასთანერთად, ასახულიაისწინსვლადაგამოწვევები, რომელიცაისახებაასოცირებისხელშეკრულებისპირველიწლისსაქმიანობისმანძილზე. მნიშვნელოვანიაის, რომამ 6 მიმართულებით, რომელიცმოიცავსპოლიტიკურნაწილს, არაერთიპროგრესიამიღწეული, თუმცარჩებასერიოზულიგამოწვევებიც. მიღწევააარასრულწლოვანთამართლმსაჯულებისკოდექსი, რომელიცევროპულსტანდარტებსშეესაბამება. თუმცა, ამავედროს, ასევეამსფეროში, სერიოზულიგამოწვევებიაპროკურატურისმიმართულებით, სადაც რეალურირეფორმაარ განხორციელებულა დამასშირეალურიცვლილებადღესაცარმომხდარა”.

ფონდ “ღიასაზოგადოება-საქართველოსთან” ერთადანგარიშზე “საერთაშორისოგამჭვირვალობა -საქართველომ”,საიამ, “ციხისსაერთაშორისორეფორმამ”, კავშირმა “საფარი”, და “პარტნიორობაადამიანისუფლებებისთვის”, “კონსტიტუციის 42 მუხლმა” იმუშავეს.

ავტორი: ნინო ტაბაღუა

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial