ხელოვნური ინტელექტის როლი ბიზნესის განვითარებაში

ციალა კუჭაძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

ანოტაცია

დღესდღეობით სიტყვა “ხელოვნური ინტელექტი” ძალიან პოპულარულია, რთული შესამჩნევი არაა, რომ ნელ-ნელა სამეცნიერო ფანტასტიკის ფილმებიდან ის უკვე ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურად იწყებს გადასვლას, „ხელოვნური ინტელექტი“ თანამედროვე კომპიუტერული მეცნიერების ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ დარგად იქცა და სავარაუდოდ, კაცობრიობის მომავალი სწორედ მასზეა დამოკიდებული.

AI (Artificial Intelligence – ხელოვნური ინტელექტი) არ მოქმედებს მხოლოდ ტექნოლოგიურ, ანალიტიკურ, მედია ან გართობის ინდუსტრიებზე. იგი ნაბიჯ-ნაბიჯ მკვიდრდება ყველა დარგში, ვაჭრობიდან დაწყებული სოფლის მეურნეობით დამთავრებული. საკითხი ისმება შემდეგნაირად: ბრძოლა გამოვუცხადოთ ახალ ტექნოლოგიებს და “ეშმაკის მანქანებად” შევრაცხოთ ან დავიმეგობროთ ისინი და გამოვიყენოთ საკუთარი ბიზნესის განსავითარებლად.

Annotation

Nowadays, the term “artificial intelligence” is very popular, and it is easy to see that gradually, starting with science fiction films in everyday life, “artificial intelligence” has become one of the most visible areas of modern computer science, and probably the future of mankind depends on it.
AI (artificial intelligence – artificial intelligence) affects not only the technological, analytical, media or entertainment industry. This is a step by step in all areas, from trade to agriculture. The solutions are: fight with new technologies and call them with “devil machines” or use them to grow your business.

ტერმინი „ხელოვნური ინტელექტი“ პირველად გამოიყენა ჯონ მაკარტიმ 1956 წელს. ტერმინის ავტორის თქმით „ხელოვნური ინტელექტი გულისხმობს პროგრამასა თუ კომპიუტერს, რომელიც ზუსტად ისეთივე ინტელექტუალურ ფუნქციას შეასრულებს როგორსაც ადამიანი.“

დღესდღეობით არსებული ინტელექტუალური სისტემის ალგორითმები ემყარება ეგრეთ-წოდებულ ნეირონული ქსელების (neural network) ღრმა სწავლების (Deep Learning) პრინციპს. რაც გულისხმობს ალგორითმის შექმნისას ნეირონული ქსელისათვის უკვე არსებული, წარსულში დაგროვებული, ცოდნის ანუ მაგალითების ჩვენებას, რის შემდეგაც იგი შეძლებს ამ ფაქტების ხარჯზე პრობლემის გადაჭრის გზის აბსტრაქციას, და მისთვის ადვილი იქნება ახალი პრობლემის გადაჭრა. მარტივად რომ ვთქვათ, ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია წარსული გამოცდილების ხარჯზე მომავლის წინასწარმეტყველება.

ჩვენ ხელთ არსებული ციფრული ინფორმაციის მაშსტაბები უკვე გრანდიოზულია. მისი ზომა იმდენად დიდია რომ ადამიანთათვის მისი გაანალიზება და დამუშავება შეუძლებელია,

ღრმა დასწავლის (Deep Learning) საშუალებით კი მათი გაანალიზება შესაძლებელია, მაგრამ საჭიროა დიდი გამოთვლითი რესურსი, 50 წლის წინ ტექნოლოგიურად შეუძლებელი იყო ასეთი მასშტაბების გამოთვლების ჩატარება, დღევანდელ რეალობაში კი ეს პრობლემა გადაჭრილია. ძირითადი ფაქტორები კი რომლებმაც გამოიწვია ხელოვნური ინტელექტის პოპულარიზაცია და აქტუალობა არის ინფორმაციისა და გამოთვლითი რესურსის ზრდა.

ხელოვნური ინტელექტის გამოყენების რამდენიმე მაგალითი:
Google – „დამხმარე ასისტენტი“

დღესდღეობით ყველა ჩვენ თანამედროვე ტელეფონს აქვს “დამხმარე ასისტენტი” რომელიც ნაწილობრივ სწორედ რომ ხელოვნური ინტელექტის გამოვლინებაა. Google -ს მიერ შექმნილ ასეთ ასისტენტს რომელიც ანდროიდის ტელეფონებისთვის არის განკუთვნილი უკვე შეუძლია ჩვენს მაგივრად დარეკოს სალონში და შეგვითანხმოს შეხვედრა, რამდენიმე წლის წინ ეს ფანტასტიკად ითვლებოდა.

Tesla – ავტონომიური მანქანა

გარდა ამისა, Tesla -არის კომპანია რომელმაც უკვე უამრავი მანქანა გამოუშვა ავტონომოიური მართვის სისტემით, რომელსაც შეუძლია ინტელექტუალური გადაწყვეტილებების მიღება და მანქანის დამოუკიდებლად მართვა გზის 90% მონაკვეთზე.

Amazon

Amazon არის ყველაზე დიდი ინტერნეტ სავაჭრო მაღაზია, ისინი ინტელექტუალურ ალგორითმებს რეკომენდაციის სისტემისთვის, რომელსაც ადვილად შეუძლია შემოგვთავაზოს ნივთი რომელსაც ჩვენ დიდი ალბათობით მოგვეწონება და შევიძენთ. რა თქმა უნდა, ეს მათი ბიზნესისთვის ძალიან მომგებიანია.

ბანკების დიდი ნაწილი უკვე იყენებს ინტელექტუალურ ალგორითმებს რომელთა საშუალებითაც შეუძლიათ განსაზღვრონ მათთან მისული თითოეული კლიენტი მოიტანს თუ არა სარგებელს და რამდენად დიდი იქნება ეს სარგებელი კომპანიისთვის. ამ ყველაფრის გასაგებად კი საკმარისია ჩვენ მიერ შევსებულ ანკეტაში არსებული მინიმალური ინფორმაცია.

წამყვანი კომპანიების ქარხნების დიდი ნაწილი უკვე გადასულია ავტომატიზაციურ სისტემებზე, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია უფრო სწრაფად, ხარისხიანად და იაფად მეტი პროდუქციის წარმოება. დასაქმებული მუშა ხელის რაოდება კი ნელნელა მცირდება, რაც საგრძნობლად ასევე ამცირებს კომპანიის ყოველდღიურ ხარჯებს.

ხელოვნური ინტელექტის გამოყენება საქართველოში

ორგანიზაციების მართვის ხელოვნური ინტელექტი

„სილიკონ ველი თბილისის“ სივრცეში ინფორმაციული ტექნოლოგიების ქართველმა სპეციალისტებმა „ორგანიზაციების მართვის ხელოვნური ინტელექტი“ შექმნეს. პროგრამა კომპანიების მართვის პროცესის გამარტივებას შეუწყობს ხელს. მისი გამოყენება შესაძლებელია საფინანსო ინსტიტუტების, ბიზნეს კომპანიებისა და სახელმწიფო ორგანიზაციების მართვის პროცესში. „ორგანიზაციების მართვის ხელოვნური ინტელექტი“ არის ქართული ტექნოლოგიური სიახლე, რომლესაც მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია.

„ფაქტობრივად, ეს არის ტექნოლოგიური ასისტენტი, რომელიც ინფორმაციასა და რეკომენდაციებს ყოველწუთიერად გაწვდის, ხშირ შემთხვევაში კი შეიძლება გადაწყვეტილების მიღების პროცესშიც ჩაერიოს”
– აღნიშნა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა მიხეილ ბატიაშვილმა.

Emotions are Georgia

Emotions are Georgia – ასე ჰქვია ახალ კამპანიას, რომელიც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დაკვეთით მომზადდა. კამპანია სრულად აგებულია ტურისტების შთაბეჭდილებებსა და ემოციებზე საქართველოში მოგზაურობისას და მასზე Windfor’s-მა იმუშავა. კამპანიის ავტორებმა 7 მილიონი ვიზიტორის მიერ სოციალურ ქსელებში გაბნეული ემოციები ერთად შეაგროვეს და პირველად, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, საქართველოს ციფრული გზამკვლევი შექმნეს.

ინოვაციური ქართული „ჩატ-ბოტი“ ,,თიბისი ბანკისგან“

„თი-ბოტი“ არის ხელოვნური ინტელექტის პირველი გამოყენება საბანკო სივრცეში. „თი“ ცხოვრობს ფეისბუქ მესენჯერში, არხში, სადაც ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვან დროს ვატარებთ. „თი“ არის ძალიან ახალბედა, თუმცა, ამავდროულად, საკმაოდ პერსპექტიული, დღესდღეობით „თი“ -ს შეუძლია დაგითვალოთ სესხის პირობები. მაგალითად, თუ ეტყვით რამდენი თანხა გინდათ და რამდენის გადახდა გსურთ ყოველთვიურად – „თი“ გეტყვით რა პროცენტში შეიძლება, რომ აიღოთ სესხი და რა ვადაში შეძლებთ მის დაფარვას. შეუძლია დაგაკავშიროთ კონსულტანტს თუკი თქვენს ნომერს ჩააწერინებთ.

საქართველოს სტრატეგია ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიმართულებით და ამ სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და კორპორაცია PwC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ანანდ რაომ შეხვედრაზე, რომელიც 2019 წლის 23 იანვარს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

საუბრისას იმსჯელეს მსოფლიოში ხელოვნური ინტელექტის განვითარების პოტენციალსა და ინოვაციების დანერგვის მნიშვნელობაზე, ასევე საქართველოს როლზე აღნიშნულ სფეროში.

საფრთხე და შესაძლებლობები

ხელოვნური ინტელექტი ჩვენი მომავალია, ამას არავინ უარყოფს, და დღეს უკვე უამრავი მეცნიერი ცდილობს ჩვენი დროის სრულყოფილი ხელოვნური ინტელექტის შექმნას. დღევანდელი ხელოვნური ინტელექტის მდგომარებობა გავს “შროდინგელის კატის” სიტუაციას, განსხვავება ისაა რომ ჩვენ უკვე გადავწვიტეთ და დავიწყეთ ყუთის გახსნა. ორი ურთიერთ საწინააღმდეგო ვარიანტი გვაქვს კარგი და ცუდი.

ხელოვნური ინტელექტის განვითარება მთლიანად შეცვლის არსებულ ცოდნასა და წარმოდგენებს. შესაძლებელი გახდება ისეთი კონცეფციების გაგება და პრობლემების გადაჭრა რომელთა არსებობაც კი არ იყო ცნობილი. ამ პოტენციალის ბოროტად გამოყენების შემთხვევაში კი დიდი საფრთხე ემუქრება ადამიანთა რასას. “ ხელოვნური ინტელექტი” გავს ატომურ იარაღს, თუმცა ამ უკანასკნელთან შედარებით ბევრად დიდი მასშტაბისაა, საჭიროა მისი სწორად მიმართვა და კონტროლი.

უკვე არსებობს მაგალითები, როდესაც არასწორად გამოიყენეს აღნიშნული . 2018 წელს Facebook – მა ვერ შეძლო დაეცვა მილიონობით ადამიანის პირადი ინფორმაცია. ეს ინფორმაცია Cambridge Analitica-მ გამოიყენა ბოროტად და მოახერხე ადამიანების მანიპულირება პოლიტიკური შეხედულებების კუთხით, რამაც დიდი ზიანი მიაყენა როგორც ამ ფაქტით დაზარალებულ ადამიანებს ასევე ამერიკის დემოკრატიულ სისტემას.

ამგვარად, „ხელოვნური ინტელექტი“ უდიდეს შესაძლებლობას აძლევს ბიზნესს ნაკლები დანახარჯებით მეტი სარგებელი მიიღოს, თუმცა დგება ამ მძლავრი იარაღის კეთილსინდისიერად გამოყენების პრობლემაც, ამიტომ მნიშვნელოვანია გვესმოდეს მისი არსი, საფრთხე და შესაძლებლობები.

გამოყენებული ლიტერატურა
1. John McCarthy – Father of Artificial Intelligence
2. J McCarthy, Circumscription – A form of mathematical reasoning,
3. Artificial Intelligence, Vol.13, Nos.1–2, 1980
4. Bengio, Y.; Courville, A.; Vincent, P. (2013). “Representation Learning: A Review and New Perspectives”. IEEE Transactions on Pattern Analysis and Machine Intelligence.
5. Deep Learning – Goodfellow, Yoshua Bengio and Aaron Courville
6. John McCarthy (Computer Scientist) –Wikipedia
7. www.tesla.com
8. assistant.google.com
9. www.bpn.ge
10. emotionsaregeorgia.com
11. www.marketer.ge

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial