ოლიგოპოლიური ბაზრები საქართველოში

მარიამ ქსოვრელი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის მეოთხე კურსის სტუდენტი
mariam.qsovreli7@gmail.com

ანოტაცია

კონკურენცია არის მეტოქეობა ცალკეულ სუბიექტებს (კონკურენტებს) შორის რაიმე ასპარეზზე უპირატესობის მოსაპოვებლად. ეკონომიკის სფეროში იგი წარმოგვიდგება როგორც მეწარმეთა შეჯიბრი საქონლის (მომსახურების) წარმოებისა და გასაღების ხელსაყრელი პირობებისათვის. ვინც გაიმარჯვებს ამ შეჯიბრში, მას გარანტირებული აქვს მტკიცე პოზიციები და მაქსიმალური მოგება.
იმ პირობების თავისებურებათა გათვალისწინებით, რომლებშიც წარმოიშობა კონკურენცია, ეკონომიკურ მეცნიერებაში გამოყოფენ საბაზრო სტრუქტურის (ბაზრის მოდელის) 4 ძირითად ტიპს: სრულყოფილი კონკურენცია, მონოპოლისტური კონკურენცია, ოლიგოპოლია და მონოპოლია.
მონოპოლია არის ბაზარი, სადაც მხოლოდ ერთი გამყიდველია და მისმიერ წარმოებულ საქონელს ახლო შემცვლელები არ აქვს. მონოპოლიურ ბაზარზე ძირითად რესურსს ერთი ფირმა ფლობს, მთავრობა ამ ფირმას რაიმე საქონლის წარმოების ექსკლუზიურ უფლებას აძლევს და წარმოების დანახარჯები ისეთია, რომ ერთი მწარმოებელი უფრო ეფექტიანად მუშაობს, ვიდრე მრავალი.
დღესდღეობით, ბაზარი საქართველოში მონოპოლიურია და სრულყოფილი კონკურენცია არ არსებობს, რადგან ყველა იმ საქონელს, რომელსაც თითქმის ყოველდღიურად მოვიხმართ ერთი და იგივე ფასი აქვს და თანაც ძალიან მაღალი. რეალურად საქართველოს ბაზარი ყველაზე ახლოს ოლიგოპოლიასთანაა, რაც ასრებითად იგივე მონოპოლიაა, თუმცა მათი ორგანიზაციული და ფუნქციური ხასიათი განსხვავდება. თუ მონოპოლია ბაზარზე ერთი კომპანიის ბატონობას ნიშნავს, ოლიგოპოლიის პირობებში ბაზარს რადენიმე ერთმანეთთან შეთანხმებული სუბიექტი აკონტროლებს . იდება კარტერული გარიგებები, ჩნდება ე.წ. საიდუმლო ოლიგოპოლიები და „მეტოქეთა“ ფარული შეთანხმებებისა და ქმედებების შედეგად ვიღებთ ერთიან მაღალ ფასებს და არჩევანის უფლება პროდუქციის ხარისხზეც იზღუდება.

Abstract

Competition is the rivalry between the individual subjects (competitors) to gain any advantage over any aspect. In the field of economy it is represented as a competition for entrepreneurs for the convenience of producing and selling goods (services). Those who win in this competition are guaranteed strong positions and maximum earnings.
Considering the peculiarities of the conditions in which competition arises, economic science is the four main types of market structure (market model): perfect competition, monopolistic competition, oligopoly and monopoly.
Monopoly is a marketplace, where only one seller and its derivative goods have no close substitutes. One firm owns the main resource on the monopoly market, and the government gives the company an exclusive right to produce any goods, and the cost of production is that one producer works more efficiently than many.
Nowadays, the market is monopolistic in Georgia and there is no comprehensive competition, since all the commodities we have spent on a daily basis have the same price and are very high. In fact, the Georgian market is closest to the oligopoly, which is the same monopoly, but their organizational and functional character vary. If monopoly is the dominance of one company on the market, under the oligopoly, the market is monitored by some of the parties agreed with each other. Carter trades are made, so the so-called Secret oligopolies and “rivals” are the result of hidden agreements and actions we receive uniformly high prices and the right to choose is limited to the quality of the product.

შესავალი

სრულყოფილი კონკურენცია ისეთი საბაზრო სტრუქტურაა, სადაც მრავალი მყიდველი და გამყიდველია, მწარმოებლების საქონელი და მომსახურება იდენტურია, მყიდველებსა და გამყიდველებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ ბაზარზე შესვლა და მისი დატოვება. როდესაც ეს პირობები შესრულებულია, არც ერთ გამყიდველს არ შეუძლია გავლენის მოხდენა დადგენილ ფასზე. ამის გამო სრულყოფილი კონკურენციის ბაზრებზე მოქმედ საწარმოებს ფასის მიმღებს უწოდებენ, ისინი იღებენ ბაზრის მიერ განსაზღვრულ ფასს და შემდეგ იღებენ გადაწყვეიტლებას, რამდენი აწარმოონ ამ ფასად.

ოლიგოპოლია ისეთი საბაზრო სტრუქტურაა, სადაც რამდენიმე მსხვილი საწარმო აწარმოებს მთელი პროდუქციის დიდ ნაწილს. ოლიგოპოლიაში საწარმოები კონკურენციას სხვადასხვანაირად ეწევიან. ისინი პროდუქციის დიფერენცირებაზე მეტად ზრუნავენ, რათა მომხმარებლებმა იცოდნენ წარმოებულ პროდუქციებს შორის განსხვავება. ოლიგოპოლიის დროს საწარმოები ფასის მაძიებლები არიან, თუმცა ვინაიდან ბაზარზე რამდენიმე საწარმოა, ფასი დამოკიდებულია ყველა საწარმოზე. თუ ერთი შეამცირებს ფასს, მეორე საწარმოც ამცირებს მომხმარებელთა შესანარჩუნებლად, თუმცა ეს ორივე საწარმოს შემოსავალს შეამცირებს, ამიტომ ფასთა კონკურენციას ნაკლებად აქვს ადგილი ოლიგოპოლიის დროს. მოგების გაზრდის მიზნით საწარმოები გარიგებას დებენ ფასების დადგენაზე. გარიგებას ხშირად მთავრობა კრძალავს. ოლიგოპოლიურ ბაზარზე ახალი ფირმების შეღწევა საგრძნობლად გაძნელებულია მონოპოლიურ მდგომარეობაში მყოფი მსხვილი ფირმების მიერ გავლენის სფეროების განაწილების გამო. ბაზარზე რამდენიმე მსხვილი ფირმის მეტოქეობა განაპირობებს იმის შესაძლებლობასა და აუცილებლობას, რომ ფასისმიერ კონკურენციასთან ერთად გამოყენებული იქნეს არაფასისმიერი კონკურენცია. თითოელი ფირმის ქცევა სულ უფრო მჭიდროდ დამოკიდებული ხდება კონკურენტი ფირმების რეაქციასა და ცდილობს თავისი შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზებას კონკურენტული ფირმების ქცევათა გათვალისწინებით. თითოეულ ფირმას მიაჩნია, რომ კონკურენტებიც ანალოგიურად იქცევიან.
მობილური კომუნიკაციების ბაზარი

მობილური კომუნიკაციების ბაზარი ასეთი დარგის მაგალითია. კომუნიკაციები საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი სფეროა. დღეისათვის საქართველოში მობილურ კომუნიკაციების ბაზარზე 4 ძირითადი მოთამაშეა – ჯეოსელი, მაგთიკომი, ბილაინი და სილქნეტი.

აბონენტები

საქართველოში მობილური აბონენტების რაოდენობამ 2016 წლის ბოლოს (მეოთხე კვარტალში) 5.5 მლნ აბონენტი შეადგინა. 2015 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, აბონენტების რაოდენობამ 31 ათასი აბონენტით მოიკლო, მობილური აბონენტების სიმკვრივემ კი 148% შეადგინა. 2016 წლის ბოლოს მობილური აბონენტების რაოდენობის მიხედვით მაგთიკომი ლიდერობს, მისმა საბაზრო წილმა 39.2% შეადგინა, ჯეოსელის – 35.1%, ბილაინის – 25.3%, სილქნეტის კი 0.4%. 2017 წლის პირველ 9 თვეში შემოსავალი ყველაზე მეტად მაგთის გაეზარდა და ზრდამ დაახლოებით 10,5 მლნ ლარი შეადგინა. ჯეოსელის შემოსავალი წლიურად საშუალოდ 8 მლნ ლარით გაიზარდა.

შემოსავალი

მობილური ოპერატორების საცალო შემოსავალი 2016 წელს 418 მლნ ლარი იყო, რაც 2015 წელს მიღებულ საცალო შემოსავალზე 2.7%-ით (11.1 მლნ ლარით) მეტია. საცალო შემოსავლების თვალსაზრისით, მაგთიკომის საბაზრო წილი 45.8%-ს შეადგენდა, ჯეოსელის – 36.8%, ბილაინის – 17.0%, სილქნეტის კი 0.3%. 2017 წლის პირველ 9 თვეში საქართველოში მოქმედმა მობილურმა ოპერატორებმა ჯამში 333,7 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს (დღგ-ს და აქციზის გარეშე). სექტემბერში მობილური ოპერატორების შემოსავლებმა 39,543,777.12 ლარი შეადგინა რაც აგვისტოსთან შედარებით, 2,4 მლნ ლარით შემცირებული მაჩვენებელია. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით, წლის პირველ 9 თვეში მობილური ოპერატორების შემოსავლები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 23,5 მლნ ლარით გაიზარდა.

თვის განმავლობაში აბონენტისგან მიღებულმა საშუალო შემოსავალმა (ARPU – Average Revenue per User,დღგ-ს და აქციზის ჩაუთვლელად) 2016 წლის ბოლოს (მეოთხე კვარტალში) 6.46 ლარი შეადგინა. 2015 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, იგი 35 თეთრით გაიზარდა (5.8%-ით). აღსანიშნავია, რომ 2016 წელს მაგთიკომის და ჯეოსელი ARPU გაიზარდა, მობიტელის და სილქნეტის კი შემცირდა. 2017 წლის პირველ 9 თვეში საქართველოში მოქმედმა მობილურმა ოპერატორებმა ჯამში 333,7 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს (დღგ-ს და აქციზის გარეშე). სექტემბერში მობილური ოპერატორების შემოსავლებმა 39,543,777.12 ლარი შეადგინა რაც აგვისტოსთან შედარებით, 2,4 მლნ ლარით შემცირებული მაჩვენებელია.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით, წლის პირველ 9 თვეში მობილური ოპერატორების შემოსავლები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 23,5 მლნ ლარით გაიზარდა.

შემოსავლები, მობილური კომპანიების მიხედვით, შემდეგია:
• მაგთიკომი – 154,1 მლნ ლარი
• ჯეოსელი – 123,2 მლნ ლარი
• ბილაინი – 55,2 მლნ ლარი
• სილქნეტი – 809 939 ლარი
• ჯიმობაილი – 108 439 ლარი
წლის პირველ 9 თვეში შემოსავალი ყველაზე მეტად მაგთის გაეზარდა და ზრდამ დაახლოებით 10,5 მლნ ლარი შეადგინა. ჯეოსელის შემოსავალი წლიურად საშუალოდ 8 მლნ ლარით გაიზარდა.
გამავალი ტრაფიკი

2016 წელს ჯამურმა გამავალმა ხმოვანმა ტრაფიკმა 10.3 მლრდ. წუთი შეადგინა. 2015 წელთან შედარებით, ტრაფიკი 9.4%-ით გაიზარდა (885 მლნ. წუთით). შესაბამისად გაიზარდა (MOU)19- თუ 2015 წლის მეოთხე კვარტალში იგი 142 წუთს შეადგენდა, 2016 წლის მეოთხე კვარტალში მან 157 წუთი შეადგინა.

მობილური ოპერატორების გამავალი ტრაფიკის უდიდეს ნაწილს – 70.7%-ს – საკუთარ მობილურ ქსელზე დასრულებული ზარები შეადგენს. მას მოსდევს სხვა ოპერატორის მობილურ ქსელზე დასრულებული ზარები- 25.7%. ფიქსირებულ ქსელებზე დასრულებული ზარების წილი 2.4%-ია, საერთაშორისო ზარების – 0.8%.
ყველა დანარჩენი ზარების წილმა სულ (ინტერაქტიული, ცხელ ხაზზე განხორციელებული უფასო ზარები) 0.4% შეადგინა.

პორტირება

პორტირების შესაძლებლობამ მობილურ ოპერატორებს შორის კონკურენცია გაზარდა. 2016 წელს მობილური ოპერატორების ქსელში 79 ათასი ნომრის პორტირება განხორციელდა. ყველაზე მეტი პორტირება მაგთიკომის ქსელში განხორციელდა – 43 ათასი, მას მოსდევს ჯეოსელი – 26 ათასი და მობიტელი – 10 ათასი ნომერი. 2016 წელს მაგთიკომის ქსელში 20 ათასი აბონენტით მეტი დაპორტირდა ვიდრე მაგთიკომიდან გადავიდა. ჯეოსელის და მობიტელის ქსელში კი პირიქით.

კომუნიკაციების ეროვნული კომისია

ფიჭური კავშირგაბმულობა ერთ-ერთია იმ სფეროთაგან, რომელიც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში მკაცრი რეგულირების ქვეშაა მოქცეული და ამ სექტორს დიდი ყურადღება ეთმობა. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორების ურთიერთჩართვის ტექნიკურ, სამართლებრივ და ეკონომიკურ საკითხებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია არეგულირებს, რომლის ძირითადი მიზანი მომხმარებელთა ინტერესების დაცვა და ნებისმიერი ოპერატორის მომსახურების მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფაა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მაუწყებლობის სფეროს და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს მარეგულირებელმა ორგანომ საქმიანობა 2000 წლის 1 ივლისს დაიწყო. კომისია ექვსი წლის ვადით არჩეული ხუთი წევრისგან შედგება. დებულების თანახმად, კომისია საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მუდმივმოქმედი დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოა. კომისია ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პარლამენტის წინაშე და ხელისუფლების სამივე შტოს წარუდგენს თავისი საქმიანობის შესახებ წლიურ ანგარიშს. კომისია არც ერთ სახელმწიფო უწყებას არ ექვემდებარება და სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ ფინანსდება. კომისიის შემოსავლის წყარო ელექტრონული კომუნიკაციების და მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული და ლიცენზიის მფლობელი პირების მიერ გადახდილი რეგულირების საფასურია, რომელიც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული და ლიცენზიის მფლობელი პირების წლიური შემოსავლის 0.75% შეადგენს, ხოლო მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული და ლიცენზიის მფლობელი პირების წლიური შემოსავლის 0.5 %-ს. კომისიის ძირითად მიზნებს და ამოცანებს წარმოადგენს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიც არის:
– ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში მონოპოლიური საქმიანობის დაუშვებლობა;
– გამჭვირვალე მარეგულირებელი გარემოს ჩამოყალიბება და კონკურენციის ხელშეწყობა;
– ხარისხიანი, მრავალფეროვანი და ინოვაციური სატელესაკომუნიკაციო მომსახურებათა მომხმარებლებათა ხელშეწყობა;
– თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა და ამ მიზნით საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობა;
– მომხმარებელთა ინტერესების დაცვა.

კარტელი

კარტელის შემადგენლობაში მყოფი მწარმოებლები ღიად თანხმდებიან ერთობლივი ფასწარმოქმნისა და წარმოების მოცულობის დადგენის შესახებ. დარგში შემავალი ყველა მწარმოებელი არ თვლის საჭიროდ კარტელში შესვლას. კარტელების უმრავლესობა ერთიანდებიან მხოლოდ მწარმოებლების განსაზღვრული ქვეჯგუფები. თუ კარტელურ შეთანხმებაში შედის მწარმოებლების საკმაოდ დიდი რაოდენობა, ხოლო ამასთან ერთად საბაზრო მოთხოვნა არაელასტიკურია, ასეთ კარტელს ფასების აწევა კონკურენტულ დონესთან შედარებით მნიშვნელოვნად უფრო მაღლა შეუძლია.

კარტელები ხშირად საერთაშორისო მნიშვნელობის არიან. ამერიკული ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა უფლებას არ აძლევს ამერიკულ კომპანიებს აწარმოონ მოლაპარაკებები. ზოგიერთ ქვეყნებში კომპანიებს კარტელების ფორმირებაში ხელს არაფერი უშლით.

კარტელის წარმატების ორი პირობა არსებობს. პირველი პირობა – კარტელის ფორმირება ისეთი წევრებით ხდება, რომლებიც თანხმდებიან ფასებზე და წარმოების მოცულობებზე, ხოლო შემდეგ იცავენ მოცემულ შეთანხმებას. კარტელის წევრებს შუძლიათ ერთმანეთთან შეხვედრა, რათა განამტკიცონ შეთანხმება. კარტელის მონაწილეებს შეიძლება ჰქონდეთ სხვადასხვა დანახარჯები, საბაზრო მოთხოვნის განსხვავებული შეფასებები და ამოცანები, შესაბამისად მათთვის მისაღები ფასების დონეც განსხვავებული აღმოჩნდება. უფრო მეტიც, კარტელის მონაწილეებს შეიძლება „თაღლითობის“ ცდუნება გაუჩნდეთ – პროდუქტზე ფასების უმნიშვნელო შემცირებით მოახერხონ მათთვის გამოყოფილი ბაზრის წილზე უფრო დიდი წილის ხელში ჩაგდება.

მეორე პირობა – კარტელს გააჩნია მონოპოლიური ძალაუფლების პოტენციალი. პოტენციური მონოპოლიური ძალაუფლება წარმატების ყველაზე მნიშვნელოვანი პირობაა.

ტარიფები

ნებისმიერი სფეროს მომსახურების ფასს ბაზარი განსაზღვრავს, მაგრამ როდესაც საქმე ეხება რეგულირების ქვეშ მყოფ საქმიანობას, მაშინ ფასის განსაზღვრა მარეგულირებელ კომპანიაზეა დამოკიდებული. კომპანიათა სატარიფო პოლიტიკა შეიცავს კარტელური გარიგებების აშკარა ნიშნებს. აღნიშნული პოლიტიკა წახალისებულია ხელისუფლების მხრიდან და შედეგად ისედაც მძიმე სოციალური ფონის კიდევ უფრო დამძიმებას უწყობს ხელს. ამასთან, პრაქტიკულად უცნობია, თუ ვინ არიან ფიჭური კავშირგამულობის გიგანტი კომპანიების დამფუძნებლები და მოწილეები და შესაბამისად ვის გამდიდრებას უწყობს ხელს არაადეკვატურად მაღალი ტარიფებით მიღებული მათი მოგება. შედეგად ზარალდება მომხმარებელი, რომელსაც არჩევანის საშუალება პრაქტიკულად მოსპობილი აქვს და იძულებულია კარტელის წევრთა მიერ დაწესებული უალტერნატივო და ძალზედ მაღალი ტარიფი იხადოს.

ბოლო წლებში საქართველოში მობილური კავშირგაბმულობის სიძვირეზე მრავალი კვლევა ჩაატარეს, რომლის მიხედვითაც ჩვენს ქვეყანაში მობილურით სარგებლობის ტარიფი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე ძვირ ხუთეულში შევიდა.

მიმდინარე კვლევის ფარგლებში, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მობილურ და ფიქსირებულ ქსელებში ურთიერთჩართვის ტარიფის გაანგარიშების დროს მომავალზე ორიენტირებული ნაზარდი დანახარჯების „BU LRIC“ მეთოდოლოგია გამოიყენა. აღნიშნული მეთოდოლოგიის ფარგლებში საქართველოში პირველად მოხდა სატელეფონო მომსახურების ბაზრებზე ზარის წამოწყების და ზარის დასრულების მომსახურებების ერთმანეთისგან გამიჯვნა და ამ მომსახურებებზე „BU LRIC“ მოდელით გაანგარიშებული ტარიფების დადგენა.
BU-LRIC მოდელის გაანგარიშების შედეგები

დღეს არსებული სატარიფო რეგულირებით ფიქსირებულ ქსელში ურთიერთჩართვის საბითუმო მომსახურებაზე (ზარის წამოწყება/ზარის დასრულება) ზედა ზღვრული ტარიფი – 2 თეთრს შეადგენს წუთზე, გადასახადების ჩათვლით. ხოლო მობილურ ქსელში- 3,5 თეთრს გადასახადების ჩათვლით. კომისიის გადაწყვეტილებით, მობილური და ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების საბითუმო ბაზრის (ურთირთჩართვის) ეტაპობრივად შემცირდება, პირველი შემცირება 2018 წლის 1 ივლისს მოხდება, საბოლოოდ შემცირებული ტარიფი 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

ნავთობპროდუქტების ბაზარი

ოლიგოპოლიის მაგალითია ასევე საქართველოში ნავთობპროდუქტების ბაზარი. ამ სფეროს რამდენიმე ფირმა აკონტროლებს. „ვისოლი“, „ლუკოილი“, „სოკარი“, ”რომპეტროლი” და ბაზარზე შედარებით მოგვიანებით გამოჩენილი ”გალფი”.

2015 წლის 25 სექტემბერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ნავთობპროდუქტების ქართული ბაზრის შესახებ რიგით მეორე კვლევა გამოაქვეყნა, რომლის საანგარიშო პერიოდი 2010 – 2015 წლებს მოიცავს. ორგანიზაციის პირველი კვლევა 2012 წელს გამოქვეყნდა. მასში მოცემული იყო ამ დარგში 2012 წლამდე არსებული ძირითადი ტენდენციები, პრობლემები და მათ გადასაჭრელად საჭირო რეკომენდაციები. ახალმა კვლევამ შემდეგი ძირითადი მიგნებები გამოავლინა:

ბაზრის მახასიათებლები

• საქართველოში მოხმარებული ნავთობპროდუქტები მთლიანად იმპორტირებულია და 2014 წელს იგი საქართველოს უმსხვილეს საიმპორტო საქონლის ჯგუფს წარმოადგენდა. 2014 წელს ქვეყანაში შემოტანილ იქნა 1.415 მლრდ ლარის ღირებულების 903.2 ათასი ტონა საავტომობილო საწვავი;
• 2012 წლამდე ნავთობპროდუქტების ბაზარზე მკვეთრად გამოკვეთილი ოლიგოპოლიური სტრუქტურა ჩამოყალიბდა, სადაც ხუთიკომპანია დომინირებდა, როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტში, ისე საბითუმო და საცალო ვაჭრობაში. ამასვე ადასტურებენ კონკურენციის საზომი სტატისტიკური ინდიკატორებიც;
• სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ 2013-2014 წლებში ამ ბაზარზე კონკურენცია მცირედით გაიზარდა, თუმცა ბაზრის სტრუქტურა კვლავ შორს არის სასურველისგან. 2013 წელს მსხვილი საწარმოების წილი მთლიან ბრუნვაში, წინა წელთან შედარებით, 2%-ით შემცირდა და 93% შეადგინა;
• 2013-2014 წლებში, 2012 წელთან შედარებით, დაახლოებით 1000 პუნქტით შემცირდა ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსიც1, რაც ასევე წინსვლაა. თუმცა, საწვავის იმპორტიორ კომპანიათა რიცხვის შემცირებამ და ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსის ზრდა მცირე მასშტაბის იყო, რაც აჩენს იმის რისკს, რომ მომავალში ამ ბაზარზე ოლიგოპოლია კვლავ შენარჩუნდება.

ბაზრის რეგულირება

• 2014 წელს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის მიღებისა და, კონკურენციის სააგენტოს ახალი სახით ჩამოყალიბების შემდეგ სახელმწიფოს შესაძლებლობები კონკურენციის დაცვის მხრივ გაიზარდა. 2015 წლის ივლისში სააგენტომ საწვავის ბაზრის შესწავლა დაასრულა და კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევისთვის რვა კომპანია ჯამში 55 მილიონამდე ლარით დააჯარიმა. რამდენიმე კომპანიამ აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა;
• საწვავის ხარისხის კონტროლის ეფექტური მექანიზმი ფაქტიურად არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია სტანდარტები, რომლებსაც საქართველოს ბაზარზე გაყიდული ნავთობპროდუქტები და ბუნებრივი აირი უნდა აკმაყოფილებდეს. ამასთანავე, ხარისხობრივი ნორმების დარღვევისთვის არ არის განსაზღვრული ადეკვატური სანქცია;
• 2010-2015 წლებში სულ 489 ნიმუშის (ბენზინის და დიზელის) შემოწმება განხორციელდა, საიდანაც 38% (187 ნიმუში) არ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით განსაზღვრულ ხარისხობრივ ნორმებს.
ფასები
• ნავთობპროდუქტებზე ქართული ბაზრის ხუთი ძირითადი მოთამაშის ფასების ცვლილება ბოლო სამი წლის განმავლობაში ფაქტობრივად ერთდროულად ხდებოდა, რაც კარტელური შეთანხმების არსებობის საფუძველს აჩენს.
• მთლიანობაში, საწვავის ადგილობრივი ფასები ნავთობის მსოფლიო ფასების საერთო ტენდენციას მიყვებოდა, თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც მსოფლიო ფასების ცვლილება ქართულ ბაზარზე რამდენიმე თვის დაგვიანებით აისახებოდა. ეს ტენდენცია განსაკუთრებით თვალშისაცემია ფასების კლების დროს;

საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგად:

• გამოკითხულთა 26% საწვავს სხვადასხვა კომპანიებისგან იძენს, 20% „ვისოლის“ საწვავს ანიჭებს უპირატესობას, 17% „გალფის“ ავტოგასამართ სადგურებში იძენსსაწვავს, გამოკითხულთა 16% – „რომპეტროლის“, ხოლო 14% – „სოკარის“ მიერ მიწოდებული საწვავის მომხმარებელია. ხუთ დიდ კომპანიას შორის შედარებით ნაკლებად პოპულარული „ლუკოილია“, გამოკითხულთა მხოლოდ 10%-მა განაცხადა, რომ საწვავს ამ კომპანიის ავტოგასამართ სადგურებში იძენს;
• გამოკითხულთა 50%-ის თქმით, საწვავის არჩევისას პრიორიტეტული მათთვის საწვავის ხარისხია, ხოლო 41%-ისგანცხადებით, მათი არჩევანი საწვავის ფასზეა დამოკიდებული.

ფარმაცევტული ბაზარი

ასეთივე სიტუაციაა ფარმაცევტულ ბაზარზე. აქ მთავარი მოთამაშეები არიან სააფთიაქო ქსელი„ავერსი“, „ პე-ეს-პე“ და „ჯი-პი-სი“,

8 დეკემბერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ’’ ფარმაცევტული ბაზრის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა, რომელშიც მოცემულია ამ დარგში არსებული ძირითადი ტენდენციები. კვლევა 2012-2016 წლებს მოიცავს, თუმცა ზოგიერთ უფრო ადრინდელ საკითხსაც შეეხება.

ორგანიზაციის აზრით, ფარმაცევტული ბაზარი საბაზრო ძალაუფლების არც თუ ისე მკაფიო კონცენტრაციით ხასიათდება. 2015 წლის იმპორტის მონაცემების თანახმად, ბაზრის, დაახლოებით, 70 % ხუთმ სხვილ კომპანიაზეა გადანაწილებული. ესენი არიან შპს „პსპ ფარმა” -22.32 %, შპს „ეი-ბი-სიფარმაცია” – 14.91 %, შპს „ავერსი-ფარმა” -14.54 %, სს „ჯიპისი – 10.20 %”დაშპს „გლობალფარმი” – 7.02 %. აქედან გამომდინარე, ფარმაცევტული ბაზარი შეიძლება დახასიათდეს როგორც სუსტი ოლიგოპოლია, თუმცა სულ ახლახან დაანონსებული „ეი-ბი-სიფარმაციისა’’ დასს „ჯი-პი-სი’’-ს გაერთიანება ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვისა და, შედეგად, დომინირებული პოზიციების ბოროტად გამოყენების რისკებს კიდევ უფრო მეტად აჩენს. მეორე მხრივ,კომპანიების შერწყმახელს შეუწყობს რესურსების გაერთიანებას, ხარჯების ოპტიმიზაციასა და ეფექტიანობის გაზრდას.

საქართველომ GMP საერთაშორისო სტანდარტებზე გადასვლა კვლავ ვერ მოახერხა, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს ქვეყნის შიგნით წარმოებული მედიკამენტების ექსპორტს.

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო ვერ უზრუნველყოფს თავის ფუნქციებს, ფარმაცევტული პროდუქტის აღიარებითი რეჟიმის რეგისტრაციის წესი კი ქმნის ბაზარზე უხარისხო მედიკამენტების შემოსვლის მცირე რისკებს.

რეცეპტების სისტემის დადებითი ეფექტი, მის ადმინისტრირებაში არსებული ხარვეზების გამო, არც თუ ისე დიდია.ჯარიმები ან არ გამოიყენება ან მცირეა.

ქვეყანაში კვლავ აქტუალურ პრობლემად რჩება ავადმყოფისათვის ერთდროულად გაუმართლებლად მრავალი წამლისა და სამკურნალო პროცედურის დანიშვნა და ზედამხედველობის სრულყოფილი სისტემის არარსებობა.

განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები ძირითადად რეცეპტების (ელექტრონული რეცეპტების) შემოღებას და მასთან დაკავშირებულ თანმდევ პროცესებს,ჯარიმების ზრდას, ეხებოდა.

2014 წელს, განსაკუთრებით კი აპრილის შემდეგ, ყველა ფარმაცევტულ პროდუქტზე ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2016 წლის მაისის თვიდან მედიკამენტთა ზოგიერთ ჯგუფზე ფასები უკვე შემცირდა. ფასების კლების ტენდენცია ამჟამადაც ნარჩუნდება.

იმპორტის მონაცემების მიხედვით, საწარმოები „ავერსი-რაციონალი” და „ჯი-ემ-პი”მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საქართველოში ფარმაცევტული წარმოების სექტორის განვითარებაში, მათ ბაზრის 97 % უკავიათ. ამჟამად ბაზარზე დაშვებულია 11,168 მედიკამენტი, რომელთა შორის 12,25 % საქართველოშია წარმოებული.
დასკვნა

არის თუ არა ქართული ბაზარი მონოპოლიური ან ოლიგოპოლიური ან არის თუ არა მომხმარებელი კარტელური გარიგების მსხვერპლი , ეს ოფიციალურად ჯერ არავის შეუსწავლია, რადგან საქართველოში ანიმონოპოლიური სამსახური არ არსებობს, რომელიც ბაზარს შეისწავლიდა და კონკურენციის პირობებს შექმნიდა. მიუხედავად იმისა, რომ ამის დამადასტურებელი ოფიციალური ცნობები არ არსებობსს, მაგალითების მოყვანა თვალსაჩინოს ხდის, თუ როგორ ეწევიან მოთამაშე ფირმები „ფარულ“ გარიგებებს.

მაგალითისთვის შიძლება მოვიყვანოთ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რომელმაც რამდენიმე მინიშნება გააკეთა გაუმართლებლად მაღალ ტარიფებზე და რომელიც ბოლო წლებია, გაურკვეველი მიზეზების გამო, თვალს ხუჭავს ფიჭური კავშირგაბმულობის გიგანტების მოქმედებაზე და მათ არაჯანსაღი კონკურენციის განხორცელებაში ხელს არ უშლის, ქმნის რა ფაქტობრივად კარტელური ფასებით ოპერირების საშუალებას. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ასეთი ქმედება, გარდა სახელისუფლო კეთილი ნების არარსებობისა, განპირობებულია იმითაც, რომ ამ ორგანოს დაფინანსება მთლიანად ბაზრის მოთამაშეების შემოსავლებიდან ხდება. შესაბამისად, მას უძნელდება იმ ბიზნესების კონკურენტულ და ლოგიკურ ჩარჩოებში მოქცევა, რომლებიც მას შემოსავლით, ხოლო მის წევრებსა და აპარატს არაადეკვატურად მაღალი ხელფასებით უზრუნველყოფენ.

ქართულ ბაზარზე მინიმუმ 7 დარგში სრული მონოპოლია ან ოლიგოპოლიაა. რაც პირველ რიგში ხარისხზე და ფასზე აისახება. შედეგად ზარალდება მომხმარებელი, რომელსაც არჩევანის საშუალება პრაქტიკულად არ აქვს და იძულებულია კარტელის წევრთა მიერ დაწესებული უალტერნატივო და ძალზედ მაღალი ტარიფი იხადოს.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. gncc.ge
2. intermedia.ge
3. www.radiotavisupleba.ge
4. www.transparency.ge
5. www.gncc.ge
6. gncc.ge
7. sabazroekonomiacsb.blogspot.com