სახელმწიფოს როლი ეკონომიკურ ზრდაში

ანი კარაპეტიანი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი

anikarapetiani777@gmail.com

ანოტაცია
მოცემულ თემაში აღწერილია სახელმწიფო სექტორის როლი–ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა დასავლეთის ეკონომიკურ ზრდაში რენესანსის შემდგომ პერიოდში. მნიშვნელოვანი დასკვნა ისაა, რომ სახელმწიფოსა და ბაზარს შორის ანტაგონიზმი, რომელიც ახასიათებდა მე–20 საუკუნეს შედარებით ახალი ფენომენია. რენესანსის შემდგომ სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ამოცანაა შექმნას: კარგად ფუნქციონირებადი ბაზრები სამართლებრივი ჩარჩოების უზრუნველყოფით, სტანდარტები, საკრედიტო, ფიზიკური ინფრასტრუქტურა და საჭიროების შემთხვევაში, დროებით იფუნქციონეროს როგორც მეწარმემ.მოცემულ პერიოდზე დაყრდნობით, შესაძლოა ითქვას, რომ განსხვავებულია სახელმწიფოს როლი ერთი მხრივ რენესანსის აქტიურ–იდეალისტურ ტრადიციაში და მეორე მხრივ, ბარტერზე ორიენტირებულ, ადამ სმიტის, დავიდ რიკარდოსა და ნეო–კლასიკური ეკონომიკის პასიურ–მატერიალისტურ ტრადიციაში.

Annotation
This article attempts to trace and describe the role played by government sector-the state-in promoting economic growth since the Renaissance. One important conclusion is that the antagonism between state and market, which has characterized the twentieth century is a relatively new phenomenon. Since the Renaissance one very important task of the state has been to create well-functioning markets by providing a legal framework, standards, credit, physical infrastructure and if necessary to function temporarily as an entrepreneur of last resort. According to this period it’s clear that the role of the state in economic growth is different in activistic-idealistic renaissance tradition and on barter centered, passivistic-materialistic tradition of Adam Smith, David Ricardo and neo-classical economics.

ჰირშმანი ნებისმიერი აქტიური სტრატეგიის წინააღმდეგ სახელმწიფოს მხრიდან არგუმენტებს 3 ჯგუფად გამოყობს, რომლებსაც იყენებდნენ როგორც „მემარცხენეები“, ისე „მემარჯვენეები“. ესენია:
1. წინააღმდეგობა: ეკონომიკური ან სოციალური წესრიგის გაუმჯობესების ნებისმიერი მცდელობას განზრახულისაგან საპირისპირო ეფექტი აქვს.
2. ამაოება: სოციალური ან ეკონომიკური წესრიგის შეცვლის ნებისმიერი მცდელობა განწირულია მარცხისთვის.
3. ზიანი:სოციალური ან ეკონომიკური წესრიგის შეცვლის ნებისმიერი მცდელობა იწვევს ისეთ ხარჯებს, რომლებიც იმდენად მაღალია, რომ საფრთხეს უქმნის იმას, რაც ადრეა მიღწეული. (Albert, 1958)

სახელმწიფოს 3 როლი

სასარგებლოა, თუ სახელმწიფოს როლს დავყოფთ შემდეგ 3 ფართო კატეგორიად:
1. სახელმწიფო,როგორც ინსტიტუტებით უზრუნველმყოფელი ( ისინი შეიძლება მივიჩნიოთ,როგორც საჭირო წინაპირობები უხილავი ხელის მიერ ეკონომიკური ზრდის მისაღწევად).
2. სახელმწიფო,როგორც შემოსავლების განაწილების უზრუნველმყოფელი და „სადაზღვევო კომპანია“. აშკარაა,რომ „ღვეზელის განაწილება“ არ ხდება მისი ზრდისაგან დამოუკიდებლად. ეკონომიკური არგუმენტები შემოსავლის განაწილების შესახებ მოიცავენ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ შემოსავლის განაწილება აუცილებელია, რათა შეიქმნას და შენარჩუნდეს მასობრივი ბაზარი. როგორც ჩანს, ეს არგუმენტი დაცულია ევროპულ თანამეგობრობაში უზარმაზარ ტრანსფერულ გადარიცხვებთან დაკავშირებით ,სადაც აღნიშნულია,რომ „სიღარიბე ცუდია ბიზნესისათვის“. შემოსავლების არათანაბარი გადანაწილება საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წყობას, აქედან გამომდინარე თვითონ ერს და მის ეკონომიკას.
3. სახელმწიფო,როგორც ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი ფაქტორი. ცხადია, 1–ელ და მე–2 პუნქტში მოხსენიებული ინსტიტუტები მნიშვნელოვანია, მაგრამ არასაკმარისია ეკონომიკური ზრდისათვის. ამასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ აღნიშნული როლის შესრულებისათვის საჭიროა ერთი მხრივ „ბუნებრივი მოთხოვნის“ არსებობა, ხოლო მეორე მხრივ, სახელმწიფოს მხრიდან ისეთი მოთხოვნის ფორმირება, რომელიც აუცილებელია, მაგრამ არაა გამოკვეთილად ფორმირებული. მაგალითად,თუ მშობლებს შვილებისთვის არ სურთ განათლების მიცემა, რადგან თვითონაც არ მიუღიათ და ამასთანავე არსებულ დროს იყენებენ თავიანთი ყოველდღიურ შრომისათვის–სახელმწიფო ითავსებს ახალ როლს–ძალაუფრებრივ იძულებას, რათა შექმნას ზოგადი მოთხოვნა მათ მიერ ჩამოყალიბებულ ინსტიტუტებზე.

ისტორიულად, მოხსენიებული მე–3 როლი შეგვიძლია დავყოთ შემდეგნაირად.

• ერის ჩართვა: „შესაბამის ბიზნესში“ .ინტუიციურად ადვილი მისახვედრია,რომ იაპონია იაფი მაისურების წარმოებით მანქანებსა და ტექნიკასთან შედარებით ვერ მიაღწევდა თავის დღევანდელ პოზიციას, თუმცა ეს ინტუიციური ცოდნა არასაკმარისია ბარტერზე ორიენტირებული ეკონომიკური თეორიისათვის.
• შედარებითი უპირატესობის შექმნა შესაბამის ბიზნესში. მდიდარი ქვეყნების მაგალითიდან გამომდინარე, წარმატებული სტრატეგიის საერთო ელემენტი არის რწმენა იმის შესახებ, რომ თავისუფალი ვაჭრობა არაა საჭირო მანამ, სანამ ერი განავითარებს შედარებით უპირატესობას შესაბამის ეკონომიკურ საქმიანობაში.
• სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი როლი მდგომარეობს ინფრასტრუქტურის მოწოდებაში ,რომელიც წარმოადგენს მთავარ ფაქტორს ბაზრების გაფართოებისათვის.
• სახელმწიფოს უმნიშვნეოვანესი ამოცანაა სტანდარტების დანერგვა.ნეო–კლასიკური თვალსაზრისით, იგი საჭიროა ტრანზაქციული ხარჯების შესამცირებლად, ხოლო ევოლუციური თვალსაზრისით იმისათვის,რომ ჩამოყალიბდეს მასობრივი წარმოების ბაზა.ასევე დიდი როლი ენიჭება სახელმწიფოს მიერ სამართლებრივი სტანდარტების დანერგვასა და სოციალური ეფექტურობის უზრუნველყოფას,რაც საჭიროა კეთილდღეობისათვის.
• სახელმწიფოს გრძელვადიან მიზანს,ისევე როგორც მე–19 საუკუნის აშშ–ში წარმოადგენდა მაღალი ხელფასების სტრატეგია,რომელიც ორიენტირებული იყო ადამიანსა და მის საჭიროებებზე.ხელფასის დონის მნიშვნეობა აიხსნებდა იმით, რომ ის მთლიანი ეროვნული პროდუქტის 70%–ს შეადგენდა.აქედან გამომდინარეობს მოსაზრება,რომ „კეთილდღეობისაგან მაქსიმალური სარგებლიანობის მიღება აუცილებლად გულისხმობს ეროვნული ხელფასების ზრდას“.

გარდა ზემოთ აღნიშნულისა ,სახელმწიფოს როლი ინდუსტრიულ ქვეყნებში ასევე განიხილება, როგორც „სამოქალაქო თავისუფლების“ დაცვა ან „თავისუფლების“ ფორმა. საინტერესოა ვილჰელმ ჰუმბოლდტის შეხედულება სახელმწიფოს როლთან დაკავშირებით,იგი აღნიშნავდა: „სახელმწიფოს ორი თვალსაზრისიდან ერთი შეხედულება ახასიათებს,ის მიზნად ისახავს ბედნიერების ხელშეწყობას,ან უბრალოდ, უბედურების თავიდან აცილებას“. (von Humbolt, 1996)

ახალი ცოდნა, სისტემური ეფექტები და რენესანსული ეკონომიკის როლი ბოლოდროინდელი ეკონომიკური თეორიის თვალსაზრისით

რენესანსულ სახელმწიფოსთან დაკავშირებით საინტერესოა ფრენსის ბეკონის ე.წ ესე „The New Atlantis”, რომელშიც იგი აღწერს საზოგადოების განვითარებას, რისი საფუძველიც ახალი გამოგონებები და ინოვაციებია.ამასთანავე,ამ პერიოდში საყოველთაოდ გავრცელებული იყო აზრი იმის შესახებ,რომ ახალი ცოდნის სტიმულირება და მისი შენარჩუნება არის ის ეკონომიკური ეფექტები,რომლებიც ხელს უწყობენ ეკონომიკურ ზრდას.თუმცა საინტერესოა ის ფაქტი, რომ აღნიშნული ეფექტების გამოვლენა უკავშირდება ქალაქებს ,რადგან არსებობდა განსხვავება ქალაქებისა და ქალაქგარეთ ტერიტორიების კეთილდღეობასა და სიღარიბეს შორის.ამის მიზეზი კი შემდეგშია:
• მოსახლეობის ზომა და სიმჭიდროვე; ამასთან დაკავშირებით ადამ სმიტი წერს: „შრომის დანაწილება შეზღუდულია ბაზრის ფარგლებში.თუ ახალი პროფესიების ჩამოყალიბებისას არსებობს ფიქსირებული ხარჯები და მინიმალური მასშტაბის ეკონომია,მაშინ მართლდება არგუმენტი ,რომ უფრო დიდი მოსახლეობა ხელს უწყობს შრომის მეტად დანაწილებას“.
• ეკონომიკური საქმიანობის განსხვავებული თვისებები; რენესანსის ეკონომისტები თვლიდნენ,რომ განსხვავებებს ეკონომიკის კეთილდღეობაში ქმნიდა იგივე ფაქტორები, რაც იწვევდა განსხვავებულ შემოსავლებს ქვეყნებს შორის.აღნიშნულ საკითხთან შეიძლება ასეთი მაგალითის მოყვანა: თუ ერთ ქვეყანაში ყველა ადამიანი იქნება ჭურჭლის რეცხვით დაკავებული,ხოლო მეორეში საადვოკატო საქმიანობით და ამ ორ ქვეყანას შორის დავუშვებთ თავისუფალ ვაჭრობას, მაშინ ფაქტორი–ფასის მხრივ გათანაბრება შეუძლებელი იქნება. (Bacon, 1930)
მრავალფეროვნება,სინერგია და დადებითი უკუკავშირის მექანიზმები რენესანსის ეკონომიკაში; საფრანგეთში, ბიძასთან ერთად ცხოვრებისას ჰენრი VII–ემ აღმოაჩინა,რომ არსებობდა სინერგიული ეფექტები გადამამუშავებელ მრეწველობასა და მოსახლეობის იმ ნაწილის კეთილდღეობას შორის, ვინც მრეწველობის გარეთ იყო დარჩენილი.აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საინტერესოა ანტონიო სერას შეხედულება, რომელიც ამოსავალ წერტილად ცოდნას მიიჩნევდა და პირველი იყო,რომელიც მზარდი შემოსავლებისა და მექანიზმების გავლენას განიხილავდა ეროვნულ სისტემაზე. (Roscher & Schumpeter, 1882; 1951) იგი გამოყოფს ეკონომიკური ზრდის ფაქტორთა ორ ჯგუფს: სპეციფიკური (ექსპორტის ჭარბი რაოდენობა და გეოგრაფიული მდებარეობა) და საერთო ფაქტორები (სამრეწველო პროფესიების რაოდენობა და მრავალფეროვნება, მოსახლეობის რიცხოვნობა, დიდი სავაჭრო შესაძლებლობა და სახელმწიფო რეგულირება).

რენესანსთან დაკავშირებით უნდა ითქვას,რომ სინერგიული და სისტემური ეფექტები თანამედროვე ეკონომისტების აზრით შემოსავლების ზრდის საფუძველია და სახელმწიფო აქტიურად იყენებს კონკრეტული საკითხის გადაწყვეტისას.თუმცა საინტერესოა ახალი თეორიები სახელმწიფოში შემოსავლების ზრდის შესახებ ,რომლებიც ძირითადად ტექნოლოგიურ სივრცეში გამოიყენება და რომელიც ამცირებს სახელმწიფო ინტერვენციების როლს სიმეტრიულ ვაჭრობასთან შედარებით. სიმეტრიული ვაჭრობის არსებობა ერებს შორის განვითარების ერთსა და იმავე საფეხურზე არის არგუმენტი თავისუფალი ვაჭრობისათვის და არა ინტერვენციებისათვის.ჩარლზ კინგი, ჯერ კიდევ 1721 წელს ამტკიცებდა ,რომ ისეთი ვაჭრობაა მომგებიანი რომლის დროსაც ერებს შორის წარმოებული პროდუქტი იცვლება და წამგებიანია თუ ხდება ნედლეულის ექსპორტირება და წარმოებული პოდუქციის იმპორტირება. (King, 1721) თანამედროვე თეორიების მნიშვნელოვანი არსი იმაშიც მდგომარეობს, რომ ინდუსტრიებს შორის მცირე განსხვავებებს აქვთ უზარმაზარი ეფექტი ,ისე როგორც ქაოსის თეორიაში „პეპლის ეფექტს“–როცა, ასე თუ ისე ხალხი იწყებს ზრდადი ან კლებადი შემოსავლების ინდუსტრიაში საქმიანობას.

თუ ახალი თეორიები საკმაოდ კარგად აღწერს ეკონომიკური ზრდის მიზეზებს, მაშინ რატომაა, რომ ნეო-კლასიკური თეორია და მსოფლიო ბანკის პოლიტიკა ფუნდამენტური პრობლემის წინაშეა? ამისი ახსნა მდგომარეობს იმაში, რომ ორივე მათგანი არასწორ თვალსაზრისს ეყრდნობა იმ მხრივ, რომ ყველა ეკონომიკური საქმიანობა მსგავსია და ერთნაირი ზეგავლენის მატარებელია კონკრეტულ მიზანზე.გარდა ამისა, „ახალი ზრდის თეორია“ აშკარად აერთიანებს მზარდ შემოსავლებს სრულყოფილ კონკურენციასთან, ეს კი ეფუძნება არასწორ მოსაზრებას იმის შესახებ თუ როგორ წარმოიქმნება და ვრცელდება ცოდნა.

იმ სისტემებში,სადაც ზრდა აქტიურ-სპეციფიკურია, სახელმწიფოს აქვს უმნიშვნელოვანესი როლი ყველა განვითარებადი სახელმწიფოსათვის მსგავსად იმისა, რა როლიც მეწარმეებს ეკისრებათ კორპორაციების მართვაში.მაგრამ, ორივე მათგანი იზრდება და ავტოკრატიული ლიდერისა და ჩემპიონის როლი მცირდება.საყურადღებოა ის ფაქტი, რომ რაც მმართველი კლასის ინტერესებს წარმოადგენს რესურსებზე დაფუძნებული საქმიანოობა და გადამამუშავებელი მრეწველობა,მას შემდეგ დადებითი უკუკავშირის მექანიზმები პოლიტიკურ სისტემასაც მოიცავს. ამასთან დაკავშირებით არსებობს ასეთი გამონათქვამი: „რაც კარგია ჯენერალ მოტორსისათვის კარგია აშშ–სათვის“. ამასთან ერთად, ზოგიერთ ეკონომიკურ საქმიანობაში ბევრად უფრო მეტად ვიდრე სხვებში არსებობს საზოგადოებრივი ინტერესი მეწარმეების ინტერესებსა და სახელმწიფოს ინტერესებს შორის.ამის გამო, შეასაძლოა, რომ სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ისტორიული როლი ყოფილიყო ეკონომიკური საქმიანობა გადაეყვანა დადებითი უკუკავშირის საქმიანობაში.ეს იყო ფუნდამენტური ფაქტორი ინგლისში 1485 წელს და კორეაში 1980–იან წლებში. ეს იყო აგრეთვე მთავარი არგუმენტი „ამერიკის წარმოების სისტემა“–სა და „მაღალი ხელფასების სტრატეგია“–ში, რომელიც დომინირებდა აშშ–ს მე–19 სუკუნის პოლიტიკაში. ამერიკის სამოქალაქო ომი იყო ომი ჩრდილოეთის თავისუფალ მოვაჭრეებსა და სამხრეთის პოლიტიკოსებს შორის, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ეროვნული სიმდიდრის შექმნა შეუძლებელია ადგილობრივი მეწარმეების დაცვის გარეშე.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, ისეთი განვითარებადი სახელმწიფოები, რომლებიც ორიენტირებულნი არიან მზარდ შემოსავლებზე, წარმოადგენენ კეთილდღეობის ზრდის პარამეტრს და მათი არსებობა ისეთივე გადამწყვეტია, როგორც კონკრეტული სავალდებულო პუნქტის გავლა, რომლის გარეშეც დასახულ მიზანს ვერც კი მივუახლოვდებით. აქვე საჭიროა იმის გარკვევა, თუ რა იწვევს ქვეყნებს შორის შემოსავლებში განსხვავებას, რომელიც თავის მხრივ ეკონომიკურ ზრდაზე ზემოქმედებს? ამ კითხვაზე პასუხი ისევ და ისევ სისტემურ ეფექტებსა (რომელიც ტექნოლოგიებთანაა დაკავშირებული) და კუმულაციურ ასპექტებშია, რომელთა საფუძველი შრომის ბაზრის მეშვეობით სამუშაო ძალის ექსპორტია. ტექნოლოგიურ ცვლილებებთან დაკავშირებით არსებობს ფორდისტული მასობრივი წარმოების მაგალითი, რომელიც ორიენტირებულია ადგილობრივ ხალხზე და მონეტარული პოლიტიკის თვალსაზრისით უპირატესობას ანიჭებს შიდა ბაზარზე მაღალ ხელფასებს, საერთაშორისო დონეზე დაბალ ფასებთან შედარებით. მაღალი ხელფასები კი, რა თქმა უნდა, მომუშავე პერსონალის სტიმულირებისათვის საყოველთაოდ აღიარებული ფაქტორია, რადგან იწვევს სამუშაო ძალის საკუთარი შრომითი შედეგებით დაინტერესებას.

რენესანსი და ადამ სმიტის თეორია-ცოდნის როლის შესუსტება

მე–18 საუკუნის ბოლოს ახალი ეკონომიკური თეორია გამოდის ასპარესზე, რომელიც ბუნების „ბუნებრივ ჰარმონიაზე“იყო ფოკუსირებული.რენესანსის ოპტიმისტური თეორია ორიენტირებული იყო შეუზღუდავ პოტენციალზე „ადამიანი ,როგორც მწარმოებელი“, ხოლო ახალი ეკონომიკური თეორია ფოკუსირებული იყო „ადამიანი, როგორც მოვაჭრე და მომხმარებელი“. ეს ორი თეორია სრულიად განსხვავებულ ჭეშმარიტებას იზიარებდა, რადგანაც ერთი გამოხატავდა კაცის უნარს რომ შეექმნა და ეწარმოებინა, ხოლო მეორე ორიენტირებული იყო მსოფლიო ბარტერზე, რომელიც თავის მხრივ ეფუძნებოდა „ბუნებივი წესრიგის“ მექანიზმს. ძველი თეორია იყო დინამიური და ორგანული, ხოლო ახალი –მექანიკური და სტატიკური. ვერნერ სომბარტი რენესანსულ ეკონომიკას უწოდებს აქტიურ–იდეალისტურს, ხოლო ადამ სმიტის შემდგომ ეკონომიკას პასიურ–მატერიალისტურს. რენესანსის ეკონომიკაში აქცენტი კეთდებოდა წარმოებაზე, ნეოკასიკურ ეკონომიკაში ბარტერსა და გაცვლაზე.ლეიბნიზი, 1671 წელს ბარტერის წარმოშობას ხედავს წარმოების საფუძვლებში და არისტოტელესაგან აკეთებს ციტირებას, რომ „ვაჭრობას შეუძლია მხოლოდ იმდენი სარგებლის მოტანა,რისი წარმოების უნარიც საწარმოებს გააჩნიათ“.

ორ მსოფლიო შეხედულობას შორის ფუნდამენტური განსხვავება ჩნდება მაშინ, როდესაც ორი სკოლის ავტორები აღწერენ თუ რით განსხვავდება ადამიანი ცხოველებისაგან.ბარტერზე ორიენტირებული თეორიის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი-ადამ სმიტი ამის შესახებ ამბობს :„შრომის განაწილება წარმოიშობა ადამიანის ბუნებისადმი მიდრეკილებიდან, ნატურით გადახდა, ბარტერი და გადაცვლა არის მხოლოდ ადამიანებისათვის დამახასიათებელი და არაა აღმოჩენილი სხვა სულიერ არსებებში, ჯერ არავის უნახავს, რომ ძაღლი ერთ ძვალს ცვლიდეს მეორე ძაღლის ძვალში“. წარმოებაზე ორიენტირებული თეორიის წარმომადგენელის-აბრაამ ლინკონის პასუხი კი ასეთია: „ბევერები აშენებენ სახლებს; მაგრამ დღესდღეობით ისინი აშენებენ განსხვავებულად ან უკეთესად, ვიდრე აშენებდნენ 5000 წლის წინ. ადამიანი არ არის ერთადერთი სულიერი ვინც მუშაობს, მაგრამ ერთადერთია ვინც აუმჯობესებს მუშაობის ხარისხს, ამის მისაღწევად კი ის გამოგონებებსა და აღმოჩენებს იყენებს“. (Lincoln)
სმიტის თეორია რენესანსთან შედარებრით უპირატესობას ანიჭებდა ბაზარს და თვლიდა, რომ სახელმწიფო ინტერვენციებთან შედარებით ის მეტი ეფექტურობით ხასიათდება.ამის გამო, მის მიერ შემოთავაზებული მექანიზმი ანაცვლებდა ეკონომიკური ზრდის შესახებ არსებულ შეხედულებას:

• ის ეფექტურად ამტკიცებდა, რომ ცოდნას არ გააჩნდა ღირებულება არც საზოგადოებისათვის და არც ცალკეული ადამიანისათვის.ეს მსჯელობა შენარჩუნებულია დღევანდელ ეკონომიკურ თეორიაშიც, როდესაც ის ითვალისწინებს ხელფასების გათანაბრებას ქვეყნებს შორის, მაშინ როდესაც მინდინარეობს ქვეყნებს შორის სრულიად განსხვავებული შესაძლებლობების საფუძველზე წარმოებული საქონლის გაცვლა.
• მისმა თეორიამ უარყო „ადამიანური ინსტიტუტები“, რომლებსაც მისი აზრით უცვლელი აბსურდული შედეგები აქვთ და არ გააჩნიათ ლეგიტიმურობა.
• ადამ სმიტის ატომურმა ხედვამ მოიშორა ყოველგვარი სისტემური ეფექტების არსებობა.

ადამ სმიტის წინამორბედი ეკონომისტების ძირითადი მოსაზრება ისაა, რომ განსხვავებულ ეკონომიკურ აქტივობებს სხვადასხვა წვლილი შეაქვთ საერთო კეთილდღეობაში .ის პროფესიები, რომლებიც მეტ ცოდნას შეიცავენ, მიჩნეულნი არიან როგორც საერთო კეთილდღეობის წყარო .ამის ფონზე, ადამ სმიტის ნაშრომებთან დაკავშირებით საინტერესოა ერთი კითხვა –თუ რა როლს ასრულებს ცოდნა ადამ სმიტის სისტემაში. ამაზე პასუხს თავად სმიტის წიგნი გვაძლევს, სადაც იგი აღნიშნავს, რომ პროფესიების არჩევა არაა მნიშვნელოვანი, ის ანაწილებს უნარსა და ცოდნას როგორც ეკონომიკურ ფაქტორებს, რომლებიც ორ ვარაუდს ეფუძნება:

1. ის მიიჩნევს,რომ სამუშაო ძალა მოდის ადამიანების ერთიდაიგივე გაერთიანებიდან
2. სამუშაოს შესასრულებლად საჭირო უნარი შეიძლება ძალიან სწარაფად გამოიმუშავო, თუ შესაბამისი ინვესტიციები უკვე განხორციელებულია საჭირო ტექნიკაში და გიხსნიან თუ როგორ უნდა გააკეთო აღნიშნული დავალება. (Smith)

სწორედ ამიტომ ჩამოყალიბდა მოსაზრება, რომ სმიტისა და ნეო-კლასიკურ თეორიაში ახალი ცოდნის შექმნისა და სტიმულირების ადგილი არაა.

რომ შევაჯამოთ რენესანსის სახელმწიფო როლი და ადამ სმიტის ნეგატიური დამოკიდებულება ინტერვენციებისადმი, მივიღებთ მოსაზრებას, რომ ეკონომიკური ზრდის სასურველი დონის მისაღწევად რენესანსული სტრატეგია საკმაოდ გამართლებულია და მრავალი განვითარებადი სახელმწიფოსათვის იგი კარგ მაგალითს წარმოადგენს, ხოლო ადამ სმიტის უხილავი ხელის საშუალებით ეკონომიკური ზრდის მიღწევა, რომელიც უგულებელყოფს ესეოდენ მნიშვნელოვანი ცოდნის როლს, შედარებით შეზღუდულია და მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც ინდივიდუალური ინტერესი კოლექტიურ ინტერესსაც წარმოადგენს. ეს ხდება მაშინ, როცა მოსახლეობის უმეტესი ნაწილი დასაქმებულია მზარდი შემოსავლების სექტორში და არსებობს იმის პირობები, რომ მიღებული სარგებელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდეს. ეს უკანასკნელი კი გულისხმობს მაღალ ხელფასებს მწარმოებელ ქვეყანაში და ნაკლებად დაბალ ფასებს უცხოელი მომხმარებლისათვის.

და ბოლოს აუცილებელია, რომ სახელმწიფოს როლთან დაკავშირებით აღინიშნოს ქვეყნის ღიაობის შესახებ არსებული პოლიტიკა. მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ეკონომიკის გახსნილობა მიჩნეულია წარმატების მთავარ კრიტერიუმად. აშკარაა, რომ მოწინავე ერი მაღალი უნარ–ჩვევებით უკეთესია ღია ეკონომიკაში, ვიდრე ჩაკეტილში.ძალიან კარგია ჩილეს მაგალითი, რომელიც გამოხატავს ღია ეკონომიკის წარმატებას, ეს იყო საუკუნოვანი ბუნებრივი და სახელმწიფოს დაფინანსებით ხელშეწყობილი დაცვა. მე–19 საუკუნის ამერიკელ ეკონომისტებს ამაზე ერთსულოვნად ექნებოდათ ასეთი პასუხი: „ცხადია, რომ ქვეყნის გახსნილობა არის წარმატების კრიტერიუმი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მას მეზობელ ქვეყნებს შორის კავშირში განვიხალავთ, თუმცა ამ ყოველივეს აზრი არ ექნება თუ არ გავითვალისწინებთ იმ უნარ–ჩვევების ექსპორტს, რომელიც ერებს შორის მიმდინარეობს.

გამოყენებული ლიტერატურა
1. Albert, H. (1958). “The strategy of Economic development”. Jale university press.
2. Bacon, F. (1930). “New Atlantis”. New York: Tudor.
3. King, C. (1721). The british Merchant or commerce Preserv”d,John Darby.
4. Lincoln, A. (n.d.). “Speech of the 1860 Presidential Campaign.
5. Roscher, & Schumpeter. (1882; 1951). Principles of Political Economy; History of Economic Analysis.
6. Smith, A. (n.d.). “The wealth of Nations”.
7. von Humbolt, w. (1996). The Spere an Duties of Government.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial