საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის ეკონომეტრიკული ანალიზი

თეონა ნასყიდაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი
te.naskidashvili@gmail.com

შესავალი
აღნიშნულ სტატიაში განხილულია ევროკავშირთან და საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები ეკონომეტრიკულ ჭრილში, რაც ნაშრომს კვლევით ხასიათს ანიჭებს, ვინაიდან ნაშრომში გამოკვლეულია თუ რა ზეგავლენას ახდენს ექსპორტისა და იმპორტის მოცულობა და გაცვლითი კურსის ცვლილება მშპ-ზე. უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირის ისტორის მიმოხილვას გავეცნობით, თუ რატომ ჩამოყალიბდა ეს გაერთიანება და ვინ ედგა ამ გაერთიანების ჩამოყალიბებას სათავეში. შემდეგ უშუალოდ გადავალთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, გავიგებთ როდის გახდა მისი აქტიური წევრი საქართველო, რა ხელშეკრულებები დაიდო მათ შორის, როგორ შეიცვალა მათი ურთიერთობა წლების განმავლობაში. ბოლოს გადავალთ საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტის ეკონომეტრიკულ ანალიზზე, ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტ-იმპორტის და გაცვლითი კურსის დახმარებით. ხაზს გავუსვამთ რა ფაქტორული ცვლადები ზემოქმედებენ მის ჩამოყალიბებაზე, შემდეგ ავაგებთ ეკონომეტრიკულ მოდელს, დავადგენთ კოეფიციენტების მნიშვნელოვნებას. ამასთან შემოვიღებთ ფიქტიურ ცვლადს, რომლის მნიშვნელობებსაც დავყოფთ 2001/08-დან 2008/18-მდე და დავასკვნით მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ არა 2008 წლის შემდეგ. ბოლოსკენ უკვე განვიხილავთ მონაცემთა ერთობლიობის ერთგვაროვნების შეფასებას ჩოუს ტესტის გამოყენებით და დავადგენთ განტოლებ არის თუ არა ჰეტეროსკედასტური.

ევროკავშირის შექმნის ისტორია

საუკუნეების განმავლობაში, ევროპის კონტინენტმა მრავალი სისხლისმღვრელი ომი იხილა, მეორე მსოფლიო ომმა კი ევროპას არა მხოლოდ მილიონობით დაღუპული მოქალაქე, არამედ განადგურებული ეკონომიკა და მყიფე უსაფრთხოება მოუტანა. ნათელი იყო, რომ ქვეყნებს შორის მშვიდობის უზრუნველყოფა მხოლოდ ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაციის მეშვეობით იქნებოდა შესაძლებელი.

სწორედ ამ მდგომარეობის გათვალისწინებით, 1951 წელს შეიქმნა ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანება რომელშიც შევიდა ექვსი სახელმწიფო – ბელგია, დასავლეთ გერმანია, ლუქსემბურგი, საფრანგეთი, იტალია და ნიდერლანდები. ეს გაერთიანება ხელმძღვანელობდა ნახშირისა და ფოლადის წარმოებასთან და რეალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ორი წლის შემდეგ, აღნიშნული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, შეიქმნა სამთავრობათაშორისო კომიტეტი, რომელმაც მოამზადა საფუძველი რომის ხელშეკრულებისათვის. რომის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი ასპექტი იყო შეთანხმება საერთო ბაზრის შექმნის თაობაზე, რასაც მომავალში საბაჟო კავშირის ჩამოყალიბება უნდა მოჰყოლოდა. საერთო ბაზარი ითვალისწინებდა ევროგაერთიანების წევრ ქვეყნებს შორის ბარიერების გაუქმებას საქონლის, მომსახურების, კაპიტალისა და ადამიანების გადაადგილების კუთხით.

რომში ცალკე ხელშეკრულებით დაარსდა ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანება, ე.წ. „ევრატომი“, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა ევროპაში – ატომური ენერგიის ინდუსტრიის განვითარება, ენერგიის გადანაწილება გაერთიანების წევრ სახელმწიფოებზე და დარჩენილი რესურსის მიყიდვა არაწევრი ქვეყნებისთვის.

1967 წელს მოხდა ზემოხსენებული სამი ორგანიზაციის გაერთიანება, რომელსაც “ევროკავშირი” ეწოდა. ევროკავშირი დღეისათვის 28 დემოკრატიული სახელმწიფოს უნიკალური პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანებაა, რომელიც მიზნად ისახავს მშვიდობის, კეთილდღეობისა და თავისუფლების უზრუნველყოფას თავისი 500 მილიონზე მეტი მოქალაქისთვის.

საქართველოსა და ევროკავშირის შორის ურთიერთობის ჩამოყალიბება

1992 წელს ევროგაერთიანებამ საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა და მასთან თანამშრომლობა დაიწყო. თავდაპირველად ეს თანამშრომლობა დაბალი ინტენსივობით მიმდინარეობდა, მაგრამ 1996 წლსთვის სიტუაცია შეიცვალა, ევროკომისიისა და საქართველოს პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას, რომელიც 1999 წელს შევიდა ძალაში. პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება მოიცავდა მრავალ სფეროს, სადაც მხარეები იღებდნენ ვალდებულებას, ერთობლივად ემუშავათ გარკვეული პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მიზნების მისაღწევად.

2016 წლისათვის საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულება შევიდა ძალაში.მისი მიზანი საქართველოსა და ევროკავშირს შორის პოლიტიკურ ასოცირება და ეკონომიკური ინტეგრაციაა. ევროკავშირსა და საქართველოს შორის მოქმედებს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცე, ხოლო 2017 წლის 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები სარგებლობენ შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის უფლებით. ევროკავშირი საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია და ყოველწლიურად საქართველოს ტექნიკური და ფინანსური დახმარების სახით 100 მლნ ევროზე მეტ თანხას გამოყოფს.

დღევანდელი ვაჭრობა ციფრებში

ევროკავშირი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია. ქვეყნის ვაჭრობის 27%-მდე ევროკავშირთან, შემდეგ თურქეთთან (13.6%) და რუსეთთან (11%) ხორციელდება. 2018 წელს ევროკავშირის ვაჭრობა საქართველოსთან მისი მთლიანი ვაჭრობის 0,1% -ს შეადგენდა, 2.8 მილიარდი ევროს ბრუნვით. 2018 წელს ევროკავშირის ექსპორტი საქართველოში 2.1 მილიარდი ევროს ტოლი იყო. მთავარ საექსპორტო პროდუქტებს მინერალური პროდუქტები, დანადგარები, მოწყობილობები და ქიმიური პროდუქტები წარმოადგენს. საქართველოდან ევროკავშირის ძირითადი იმპორტი მინერალურ პროდუქტებს, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს, არაძვირფას ლითონებს და ქიმიურ პროდუქტებს მოიცავს. 2018 წელს ევროკავშირის მიერ საქართველოდან იმპორტირებული საქონლის ღირებულება 653 მილიონი ევროს შეადგენდა.

საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტსის ეკონომეტრიკული ანალიზი

საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტი მზარდი ტენდენცით ხასიათდება, თუ შევადარებთ ერთმანეთს 2001 და 2018 წლის წინასწარ მონაცემებს დავნახავთ რომ ეს განსხვავება მკვეთრად არის გამოვლენილი, 2001 წელს ის შეადგენდა 6,238 მილიარდ ლარს, ხოლო 2018 წლისთვის 35,321.9 მილიარდ ლარს. ასეთ პირობებში მნიშვნელოვანია მშპ-ს ზრდაზე მოქმედი ფაქტორებს გამოვლენა და ზემოქმედების ხასიათის განსაზღვრა.
ზოგადი დაშვებების პირობებში შეიძლება მივიღოთ განტოლება, რომელიც მშპ-ს ზრდას სხვადასხვა ფაქტორთა ფუნქციის სახით აღწერს. ასეთი ფუნქცია შემდეგი სახით შეიძლება წარმოვადგინოთ:
1
აღსანიშნავია ,რომ მშპ-ს ზრდაზე გავლენას სხვა ფაქტორებიც ახდენს, მაგრამ ზემოთ მოყვანილი ფაქტორული ცვლადები რეპრეზენტატულია, ფორმალიზებული ეკონომეტრიკული ანალიზის ჩასატარებლად. ფაქტორული და შედეგობრივი ცვლადების სტატისტიკური მნიშვნელობები ემპირიული პერიოდის ყოველი წლისთვის წარმოდგენილია ცხრილში (იხ. ცხრილი1).

2

მოყვანილი მონაცემებით ვციდლობთ დავახასიათოთ შედეგობრივ ცვლადზე ამხსნელი ცვლადების ზემოქმედების ხასიათი, სიძლიერე და მიმართულება, რომელიც 2001-2018 წლებში საქართველოში ჩამოყალიბდა.

რეგრესიის ფუნქციის სახის შერჩევა

ეკონომეტრიკული მოდელის სწორი სპეციფიკაცია მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ფუნქციის სახის სწორ შერჩევაზე, რომელიც შედეგობრივი ცვლადის ცვლილების ხასიათითა და ფაქტორულ ცვლადებზე დამოკიდებულების ხარისხით განისაზღვრება.

3

მთლიანი შიდა პროდუქტი. დიაგრამზე (დიაგრამა 1) წარმოდგენილია 2001-2018 წლებში საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტის დინამიკა მლრდ ლარებში წლების მიხედვით. როგორც ნახაზიდან ჩანს, ტრენდი აღმავალია, რაც იმას ნიშნავს, რომ შედეგობრივი ცლადი პერიოდის განმავლობაში ზრდისკენ იყო მიმართული. ამასთან ცალკეული დაკვირვებები უმნიშვნელოვნად არის გადახრილი საშუალო მნიშვნელობიდან. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი აღნიშნული განაწილების არის ის, რომ შედეგობრივი ცვლადი გარკვეული პერიოდულობით იმეორებს მიახლოებით ერთსა და იმავე მნიშვნელობას. ამას გარდა, მკვეთრად არ არის განსხვავებულია მოვლენის განვითარების ტენდენცია დროის სხვადასხვა პეიოდში, მაგრამ უნდა აღინიშნოს რომ 2009 წელს დაფიქსირდა შემცირება, რაც სავარაუდოა გამოიწვია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომა.

გაცვლითი კურსი – რომელიც გვიჩვენებს , ევროს ფასს ლარებში, ერთ-ერთი მნიშვნელოვნად განმსაზღვრელი ფაქტორია შედეგობრივი ცვლადის ფორმირების პროცესში. გაფანტულობის ველზე (დიაგრამა2) წარმოდგენილია, დამოკიდებულება გაცვლით კურსა და შედეგობრივ ცვლადს შორის. როგორც ნახაზიდიან ჩანს მათ შორის კავშირი დადები რაც ნიშნავს იმას, რომ გაცვლითი კურსის ზრდა, სხვა თანაბარ პირობებში, საშუალოდ იწვევს მშპ-ს ზრდას.

იმპორტის მოცულობა – წინამდებარე ეკონომეტრიკულ ანალზში, შედეგობრივ ცვლადზე გავლენის მქონე კიდევ ერთი ცვლადის როლში იმპორტის მოცულობაა (x_2) , გამოსახული მლრდ ლარებში, რომელიც გვიჩვენებს იმ საქონლის საერთო ღირებულებას, რომელიც გადის საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში. დიაგრამა 3 -ზე დაყრდნობით შეგვიძლია დავასკვნათ, სხვა თანაბარ პირობებში, აღნიშნული ფაქტორის ზრდა იწვევს მშპ-ს ზრდას.

ექსპორტის მოცულობა. ბოლოს კი განვიხილოთ ექსპორტის მოცულობა (x_3), გამოსახული მილიარდ ლარებში. დიაგრამ 4-ზე დაყრდნობით ფაქტორული ცვლადის ზრდა დადებითად აისახება მშპ-ს ზრდაზე. ამასთან, გაფანტულობის ველს თუ კარგად დავაკვირდებით დავინახავთ, რომ ექსპორტის მოცულობის საშვალო მნიშვნელობებიდან გადახრა არც თუ ისე დიდია.

4

მოდელის ფუნქციის ფორმა

ეგზოგენური და ენდოგენური ცვლადების ცვლილების ხასიათისა და ურთიერთ-დამოკიდებულების თავისებურებებიდან გამომდინარე შევეცადოთ რეგრესიული მოდელი (1) შევაფასოთ შემდეგი მათემატიკური ფუნქციის გამოყენებით:
5
სადაც y შედეგობრივი ცვლადია, x_1,x_2,x_3, ფაქტორული ცვლადებია, ხოლო β_0,β_1,β_2,β_(3 ,) საძიებელი პარამეტრებია, ხოლო u შემთხვევითი წევრია. მოცემული ფუნქციის შეფასებითვის ვისარგებლოთ უმცირეს კვადრატთა მეთოდით.
ფუნქციას ექნება შემდეგი სახე:
6
ეკონომიკური ინტერპრეტაცია

მოდელი გვიჩვენებს მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ სულზე განგარიშებით (Y) გაცვლით კურსზე (X1), იმპორტის მოცულობაზე (X2) და ექსპორტის მოცულობაზე დამოკიდებულებას ევროკავშირის ქვეყნებში (X3 ) ( ექსპორტ-იმპორტის მოცულობა გამოსახულია მილიარდ ლარებში) . მოდელიდან ჩანს,რომ თუ გაცვლითი კურსი (X1) გაიზრდება ერთი მილიარდი დილარით და ექსპორტ-იმპორტის მოცულობა იქნება ფიქსირებული, მაშინ მშპ ერთ სულ მოსახლეზე შემცირდება 0.2918 ათასი დოლარით (b1_ით). თუ იმპორტის მოცულობა გაზრდა 1 მილიარდი დოლარით , ისე რომ გაცვლით კურსი და ექსპორტის მოცულობა იქნება ფიქსირებული, მშპ ერთ სულ მოსახლეზე გაიზრდება 1.5602 ათასი დოლარით (b2_ით). ხოლო თუ ექსპორტის მოცულობას გავზრდით1 მილიარდი დოლარით, ისე რომ გაცვლითი კურსი და იმპორტის მოცულობა იქნება ფიქსირებული, მაშინ მშპ ერთ სულ მოსახლეზე გაიზრდება 0.5304 ათასი დოლარით (b_3-ით).
კოეფიციენტების და მოდელის მნიშვნელოვნება
კოეფიციენტების მნიშვნელოვნების შესამოწმებლად ჩამოვაყალიბოთ შესაბამისი ნულოვანი ჰიპოთეზა H_0 ∶ β_j=0 , რომელსაც შევამოწმებთ H_1 ∶ β_j≠0 ( j=0,1,2,) ალტერნატიული ჰიპოთეზის საწინააღმდეგოდ. შევადგინოთ ნორმირებული სიდიდეები :
7
აღნიშნული კოეფიციენტები მეტი არის 2.1448-ზე ( t-კრიტიკულზე) მოდულით, აქედან გამომდინარე ყველა კოეფიციენტი სტატისტიკურად მნიშვნელოვანი არ არის, მნიშვნელოვანია b1 და b3.
გავითვალისწინოთ ზემოთ მოყვანილი კრიტიკული წერტილის მნიშვნელობა და ჩავწეროთ კოეფიციენტების 95%-იანი ნდობის ინტერვალები შემდეგი სახით:
8
როგორც მოსალოდნელი იყო, მიღებული ოთხი შუალედიდან რიცხვით ღერძზე ფარავს ნულს ორი b2 და b4 , ანუ ისინი მნიშვნელოვნები არ არიან . ამასთან მოდელიც მნიშვნელოვანია, ვინაიდან F= 280.13 ,მაშინ როცა F=3.3438.

მულტიკოლინიარობის გამოვლენა დაა აღმოფხვრა
ჩვენი მოდელის ტესტირებისთვის გამოვიყენოთ წყვილურ კორელაციის კოეფიცენტების ანალიზზე დაფუძნებული მეთოდი . ამ ხერხის შემთხვევაში, აიგება კორელაციური მატრიცა
9
და აიღება ის კორელაციის კოეფიციენტი ან კოეფიციენტები რომელთა მნიშვნელობა 0.8-ს აღემატება. კორელაციის კოეფიციენტის ამაზე მაღალი მნიშვნელობა მულტიკლონიარობაზე მიგვანიშნებს.
ჩვენი კონკრეტული მოდელისთვის კორელაციური მატრიცა არის შემდეგი სახის:
10
ვხედავთ რომ r_(x_3 x_3 )=0.9139>0.8 რაც მულტიკოლონიარობის არსებობის ნიშანია, შემდგომ განვიხილავთ გაფართოვებულ მატრიცას, r_(yx_2 ) და rვხედავთ რომ r_(x_3 x_3 )=0.9139>0.8 რაც მულტიკოლონიარობის არსებობის ნიშანია, შემდგომ განვიხილავთ გაფართოვებულ მატრიცას, r_(yx_2 ) და r_(〖yx〗_3 ) წყვილებიდან ამოვაგდებთ მას რომელსაც დაბალი მნიშვნელობა აქვს._(〖yx〗_3 ) წყვილებიდან ამოვაგდებთ მას რომელსაც დაბალი მნიშვნელობა აქვს.
11
ასეთი ტესტირების შედეგად მულტიკოლინიალურობის მიზეზი აღმოჩნდა x3 ფაქტორი. მისი ამოგდების შემდეგ რეგრესის განტოლება მიღებს შემდეგ სახეს:
12
ფიქტიური ცვლადი, როგორც ასეთი ხელოვნურია, ვინაიდან მისი მნიშვნელობები პირობითად არის განსაზღვრული იქიდან გამომდინარე, თუ რა შესაძლო მდგომარეობები შეიძლება გააჩნდეს თვისებრივ ცვლადს. ჩვენი მოდელის მაგალითზე, საინტერესოდ ჩავთვალე, გამეგო თუ რა შედეგი შედეგობრივ ცვლადზე მოყვა 2008 წლის ომს საქართველოში. შესაბამისად ფიქტიური ცვლადი აღვნიშნე:
13
შევნიშნავთ, რომ 2008 წლის მერე მდგომარეობა გაუმჯობესდება.

მონაცემთა ერთობლიობის ერთგვაროვნების შეფასება ჩოუს ტესტით

მონაცემთა ერთობლიობის შესაფასებლად გამოიყენება ჩოუს ტესტი. მისი არსი ისაა რომ მონაცემები შესაბამისი ფიქტიური ცვლადის პირობით იყოფა რამდენიმე ქვეერთობლიობად, ისმევა ჰიპოთეზა მათი ნარჩენების კვადრატების ჯამის შესახებ და ფიშერის სტატისტიკით დგინდება მონაცემების ერთგვაროვნების საკითხი.
განვიხილოთ ჩოუს ტესტი ჩვენი მოდელის მაგალითზე:
14
ვინაიდან ჩვენი სტატისტიკა ნაკლებია კრიტიკულ წერტილზე ეს იმას ნიშნავს რომ ეს ორი ქვეერთობლიობა ერთგვაროვანია და აზრი არ აქვს მათ ცალ-ცალკე განხილვას.

ჰეტეროსკედასტურობის გამოვლენა

როგორც წესი, ჰეტეროსკედასტურობის მოვლენა მაშინ წარმოიქმნება, როდესაც წრფივი რეგრესიის მოდელისათვის გაუს-მარკოვის პირობებიდან არ სრულდება მხოლოდ ჰომოსკედასტურობის მოთხოვნა, ანუ როდესაც შემთხვევითი წევრის დისპერსია ყველა დაკვირვებისთვის მუდმივი სიდიდე არ არის.
ჰეტეროსკედასტურობა განსაკუთრებით ორ შემთხვევაში წარმოიშვება. ერთი, როცა რეგრესიის განტოლების აგება დროითი მწკრივების საფუძველზე ხდება. ასეთ სიტუაციაში ზოგჯერ ფაქტორულის და შედეგობრივი ცვლადები ერთად იზრდება რაც შემთხვევითი წევრის გაფანტულობის ზრდას იწვევს. მეორე, როცა საქმე დაკვირვების არაერთგვაროვან ობიექტებთან გვაქვს. უნდა აღინიშნოს, რომ ჰეტეროსკედასტურობა სივრცობრივი მონაცემებისთვისაა უფრო დამახასიათებელი, ვიდრე დროითი მწკრივებისთვის.

რაც შეეხება ჰეტეროსკედასტურობის გამოვლენას, არსებობს 2 ტიპის ტესტი: პირველი ტიპის ტესტებში შემთხვევითი წევრის დისპერსიის ერთ ცალკე აღებულ ცვლადზე დამოკიდებულების არსებობის შესაძლებლობა მოწმდება. მეორე ტიპის ტესტებში კი, ამხსნელი ცვლადების გარკვეულ ერთობლიობაზე დამოკიდებულების არსებობა მოწმდება. ესენია: სპირმენის რანგული კორელაციის ტესტი, გოლფელდ-კვანდტის ტესტი, პარკის ტესტი, გლეიზერის ტესტი, ბრეუშ-პაგანის ტესტი და უაიტის ტესტი. ჩვენი მოდელის მაგალითზე განვიხილავთ უაიტის ტესტს.

უაიტის ტესტი

უაიტის ტესტი არის ყველაზე უნივერსალური და ხშირად გამოყენებადი ტესტი. მისი შინაარსობრივი მხარე ორ გარემოებას ეფუძნება. ერთი, რომ თუ მოდელში ჰეტეროსკედასტურობას აქვს ადგილი, მაშინ იგი რაღაცა ფორმით ჩვეულებრივი საწყისი რეგრესიის ნარჩენობით წევრებში აისახება. მეორე, ჰეტეროსკედასტურობა ხშირად იმითაა გამოწვეული, რომ რეგრესიის მოდელის შემთხვევითი წევრის დისპერსიები ამხსნელ ცვლადებზეა რაიმე სახით დამოკიდებული.
განვიხილოთ უაიტის ტესტი ჩვენი მოდელის მაგალითზე:
გავიხსენოთ ჩვენი ჭეშმარიტი მოდელი
15
ახლა კი საკმარისია გამოვთვალოთ ლაგრანჟის მამრავლი და შევადაროთ ის შესაბამის კრიტიკულ წერტილს.
ჩვენ შემთხვევაში:
ლაგრანჟის მამრავლიze nR_e^2=8.1678 ხოლო კრიტიკული წერტილი χ_კრ^2 (5)=11.0705
როგორც ვხედავთ კრიტიკული წერტილი მეტი აღმოჩნდა ლაგრანჟის მამრავლზე, რაც იმას ნიშნავს საწყისი ჰიპოთეზის უარყოფის საფუძველი არ გვაქვს და ვაკეთებთ დასკვნას ჰეტეროსკედასტურობის არ არსებობის შესახებ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მოდელში ჰეტეროსკედასტურობა არ არსებობს.

დასკვნა

ნაშრომის დახმარებით გავერკვიეთ, რომ „ევროკავშირის“ ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა შემდეგმა ექვმა სახელმწიფომ – ბელგიამ, დასავლეთ გერმანიამ, ლუქსემბურგმა, საფრანგეთმა, იტალიამ და ნიდერლანდებმა. ამ გაერთიანებამ ხელი შეუწყო ბევრ პროგრეს საქართველოში, კერძოდ ასოცირების ხელშეკრულება, რომელიც ძალაში შევიდა 2016 წელს საქართველოს ეხმარება მოახდინოს ევროკავშირში პოლიტიკური ასოცირება და ეკონომიკური ინტეგრაცია. მაგრამ ეს ნაშრომი უფრო მეტს მოიცავს, ვიდრე უბრალო ისტორიის აღწერას. კონკრეტულად, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ექსპორტის, იმპორტის, გაცვლითი კურსის დახმარებით ავაგეთ მშპ-ს რეგრესიული განტოლება და შემდეგ მოვახდინეთ მისი ანალიზი ეკონომეტრიკულად. როგორც ტესტირებამ გვიჩვენა, ორი კოეფიციენტი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. შემოვიღეთ ფიქტიური ცვლადები, რომელზე დაყრდნობითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2008 წლის მერე მდგომარეობა გაუმჯობესდება,ამასთან განვიხილეთ ჩოუს ტესტი, რომლის დახმარებითაც დავასკვენით, რომ განხილული ორი ქვეერთობლიობა ერთგვაროვანია და აზრი არ აქვს მათ ცალ-ცალკე განხილვას. მოდელი არ იყო ჰეტეროსკედასტური.

გამოყენებული ლიტერატურა

1. ეკონომეტრიკის ფორმულები და თეორიული მასალა ეფუძვნება შემდეგ წიგნს- ანანიაშვილი ი. (2012). ეკონომეტრიკა. თბილისი. მერიდიანი
2. infocenter.gov.ge
3. eeas.europa.eu
4. eeas.europa.eu
5. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული საგენტო (www.geostat.ge)