„მომავალი ფული“ -კრიპტოვალუტა

ვასილ ზაგაიძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტი

vasili.zagaidze@gmail.com

რა არის კრიპტოვალუტა?
ყველაფერი შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც ფული, თუ ადამიანები ამაზე შეთანხმდნენ და მიანიჭეს შესაბამისი ფუნქცია. კაცმა არ იცის მომავალში როგორი იქნება იგი. აუცილებელია ფული რამდენიმე კრიტერიუმს აკმაყოფილებდეს, იყოს ანგარიშსწორების საშუალება, ღირებულების დაგროვების/შენახვის საშუალება, აღრიცხვის საშუალება და აგრეთვე იყოს გამოსაყენებლად მოსახერხებელი. ახლა მგონი კრიპტოვალუტების დროა. რუბიკონი გადალახულია, ქაღალდის ბანკნოტების დრო წარსულს ჩაბარდა. ფული, როგორც საყოველთაო გაცვლის ექვივალენტი უკვე საუკუნეებია არსებობს, ეკონომიკური ურთიერთოების ჩასახვამ გამოიწვია მისი ეტაპობრივი განვითარება. ადამიანები ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან შეთანხმდნენ, იმისათვის, რომ ერთმანეთთან ეწარმოებინათ გაცვლა-გამოცვლის პროცესი აუცილებელი იყო მოეფიქრებინათ ისეთი უნივერსალური რაღაც, ეტალონი, რაც ყველაფერზე გადაიცვლებოდა. ასე დაიბადა და განვითარდა საყოველთაო ექვივალენტის ერთეულის იდეა. ეს ერთეული კაცობრიობის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მუდმივად იცვლებოდა საზოგადოების პროგრესის დონის ცვლილებასთან ერთად. სხვადასხვა დროს ეს იყო ხორბალი, საქონელი, ოქროს მონეტა, ბანკნოტები და ახლა უკვე კრიპტოვალუტა. კრიპტოვალუტა ფულის ტექნოლოგიური განვითარების ყველაზე თანამედროვე ფორმაა.

21-ე საუკუნეში კრიპტოვალუტა ერთ-ერთი უდიდესი ინტერესის საგანია, ვინაიდან იგი ზრდადობით გამოირჩევა და უფრო მეტ ქვეყანაში იმკვიდრებს ადგილს.

კრიპტოვალუტა არის ელექტრონული ფული, რომლის საფუძველზეც წარმოადგენს ბლოკჩეინის სისტემა. სახელმწიფოს და ბანკებიდან დამოუკიდებლად ოპერირებს. თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით მათ აქვთ ღირებულება, შესაბამისად ხდება მათით ვაჭრობა სხვადასხვა პლატფორმებზე.არ არსებობს ამ ვალუტის ფიზიკური სახე, ყველანაირი ოპერაცია ხორციელდება ინტერნეტით.

კრიპტოვალუტის მოქმედების სფერო რაც დრო გადის მით უფრო იზრდება, შესაბამისად ბევრ ქვეყანაშია შესაძლებელი მისი სასურველ ვალუტაში გადაცვლა. ვინაიდან კრიპტოვალუტის ფასები იზრდება, ფინანსისტები დაინტერესებულ პირებს რეკომენდაციას აძლევენ, რომ რაც შეიძლება მალე განახორციელონ ინვესტიცია. რაც მეტია ფასთა სხვაობა კრიპტოვალუტის საწყის და გაყიდვისას გაზრდილ ღირებულებას შორის, მით მეტია ამ ვაჭრობის მოგება.

კრიპტოალუტაზე თუ ვისაუბრებთ უსაფრთხოების თვალსაზრისით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყოველთვის არსებობს უსაფრთხოების რისკი, ვინაიდან ელექტრონული საფულეები ჰაკერების თავდასხმის ერთ-ერთი ობიექტია. ამასთანავე, არ არსებობს ორგანო, რომელიც იცავს დეპოზიტს კრიპტოვალუტაში. ალბათ სწორედ ამიტომ საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადების თანახმად, კრიპტოვალუტა არ არის ლეგალური გადახდის საშუალება; იგი საფრთხის შემცველია როგორც ფინანსურად, ასევე ლეგალურად, რადგანაც სავაჭრო ბირჟები სხვადასხვა ქვეყნების შექმნილია და არ არსებობს მათი რეგულატორი. შესაბამისად, ეროვნული ბანკი კრიპტოვალუტის ქართველ მომხმარებლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული საგადასახადო რეჟიმი

კრიპტოვალუტების სამართლებრივი სტატუსი საკმაოდ გაურკვეველია. ევროკავშირის ფარგლებში არსებობს შეხედულება, რომლის თანახმადაც კრიპტოვალუტის რეგულაცია შეიძლება მოექცეს ელექტრონული ფულის დირექტივების (2009/110/EC) ჩარჩოში. მაგრამ კრიპტოვალუტა ვერ აკმაყოფილებს დირექტივით განსაზღვრულ ელექტრონულ ფულად აღიარების კრიტერიუმებს მოპოვების ნაწილში. მეორე ევროპული კანონი, რომლის კონტექსტშიც მოიაზრებენ კრიპტოვალუტების რეგულირებას არის საგადასახადო მომსახურების დირექტივა (2007/64/EC), რომელიც აწესრიგებს ფულადი ანგარიშსწორების პრინციპებს, მათ შორის ელექტრონული ფულის მიმართულებით, თუმცა არაფერს ამბობს ელექტრონული ფულის გამოშვების და პრუდენციული რეგულირების საკითხებზე.

ბოლო პერიოდში კრიპტოვალუტების ფასი მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის. აღნიშნული მეტწილად განპირობებულია რეგულაციის საკითხის წინ წამოწევით. ჩინეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, რუსეთსა და სხვა დიდ ქვეყნებში კრიპტოვალუტების შესაძლო რეგულაციის შესახებ გაკეთებული განცხადებები პირდაპირ აისახება კრიპტოვალუტების ფასებზე. სწორედ რეგულაციის არარსებობა წარმოადგენს ბიტკოინის დღევანდელი ფასის მნიშვნელოვან ნაწილს. თუმცა ბევრმა ქვეყანამ დაიწყო რეგულაციების მიღება. ძირითადად რეგულაციები კრიპტოვალუტების სტატუსსა და საგადასახადო დაბეგვრას მოიცავს. უმეტესად განიხილება სამი ძირითადი საგადასახადო მოდელი, რომლებიც ქვემოთ არის განხილული.

პირველი მიდგომა იყენებს საშემოსავლო გადასახადს. ქვეყნების უმეტესობა ბეგრავს კრიპტოვალუტას, როგორც ტრადიციულ შემოსავალს, რომელიც მიიღება დასაქმებისგან ან წარმოების რეალიზაციიდან. ძირითად შემთხვევებში შემოსავლები კრიპტოვალუტის მოპოვებიდან ან ვაჭრობიდან განიმარტება როგორც „სხვა ეკონომიკური აქტივობა“. ევროპის ქვეყნების უმეტესობა, ლათინური ამერიკის და აზიის ქვეყნების ნაწილი სწორედ საშემოსავლო გადასახადის მიდგომას იყენებს.

დაბეგვრის მეორე მეთოდი ეფუძნება კაპიტალზე მოგების გადასახადს და ეხება ყველა „ტრეიდერს“, რომელმაც განახორციელა ინვესტიცია კრიპტოვალუტაში მომავალი მოგების მიღების მიზნით. კაპიტალზე მოგების გადასახადი განსხვავებულია და დამოკიდებულია მოკლე და გრძელვადიან ამონაგებზე. ამ მიდგომის იდეა, ის არის, რომ კრიპტოვალუტა ძირითადად გამოიყენება მისი ფლობისა და ვაჭრობისათვის, მსგავსად აქციების, ობლიგაციების, უძრავი ქონების და სხვა საკუთრებისა. შესაბამისად, როგორც სხვა აქტივი კრიპტოვალუტის ღირებულებაც შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს.

დაბეგვრის მესამე მეთოდს შერეული შეიძლება ვუწოდოთ, რადგან ქვეყნების ნაწილი არ იყენებს ცალსახა საგადასახადო მიდგომას კრიპტოვალუტის მიმართ. მაგალითად, შვედეთში კრიპტოვალუტის გაცვლა ან გაყიდვა ექვემდებარება კაპიტალზე მოგების გადასახადს. კრიპტოვალუტის მოპოვება კი იბეგრება როგორც შემოსავალი ბიზნეს ოპერაციებიდან. მსგავსი მიდგომა გამოიყენება ავსტრალიაშიც, კერძოდ დაბეგვრის მიზნებიდან გამომდინარე კრიპტივალუტა მიეკუთვნება „სხვა ბიზნეს აქტივებს“ და ექვემდებარება საშემოსავლო გადასახადის გადახდას (0-55%-მდე, შემოსავლის დონეზე დამოკიდებულებით). კომპანიები კი, რომლებიც ვაჭრობენ კრიპტოვალუტით ვალდებულნი არიან გადაიხადონ 25%-იანი გაუნაწილებელი მოგების გადასახადი (მოგების განაწილების შემთხვევაში 45%). ბრიტანეთის საგადასახადო კანონმდებლობა განიხილავს ბიტკოინს, როგორც აქტივს და არა ლეგალურ ვალუტას. აღნიშნული წარმოქმნის შემოსავლის ან კაპიტალზე ამონაგების გადახდის ვალდებულებას („ტრეიდერი“ იხდის საშემოსავლო, ხოლო ინვესტორი კაპიტალზე ამონაგების გადასახადს). „მოპოვება“ განიხილება როგორც ბიზნესის ნაწილი, ამიტომ ექვემდებარება სტანდარტულ 20%-იან ბიზნეს გადასახადს. ფიზიკური პირები იხდიან კაპიტალზე ამონაგების გადასახადს.

მილიონერები – კრიპტოვალუტით გამდიდრებულები

ამ დროისთვის ცნობილია, რამდენიმე მილიარდერი, რომლებიც აქტიურად ახდენდა ინვესტირებას ვირტუალურ ვალუტებში და ამით სერიოზული მოგებაც კი მიიღო. მაგალითად, ჰეჯ-ფონდის Fortress Investment Group-ის ყოფილი მენეჯერი მაიკლ ნოვოგრაცი, რომელმაც აგვისტოში განაცხადა, რომ თავისი კაპიტალის 10% ბიტკოინსა და ეთერიუმში ჩადო.

კიდევ ერთი კანდიდატი კრიპტოვალუტების მილიარდერობაზე არის ჩარლი შრემი, რომელმაც 2011 წელს, ჯერ კიდევ სტუდენტობის ხანაში, იყიდა 500 ბიტკოინი – იმ დროს 1 ბიტკოინი მხოლოდ 3 დოლარი ღირდა. იმ პერიოდში დაიწყო კრიპტოვალუტის კურსის ზრდა, ამიტომაც შრემმა გადაწყვიტა გაერისკა – ის ათასობით რაოდენობის ბიტკოინებს ყიდულობდა, შემდეგ შექმნა ბირჟა BitInstant, რომელსაც ამერიკაში ბიტკოინებით ვაჭრობის 70 000 წერტილი ეკუთვნის, ძირითადად მსხვილი სუპერმარკეტების ტერიტორიებზე, მაგალითად, Walmart-ში. 2015 წლისთვის ჩარლი შრემის ქონება ა 45 მლნ. დოლარით გაიზარდა.

ტყუპები კემერონ და ტაილერ ვინკლკოსები მრავალი წლის განმავლობაში, უშედეგოდ ედავებოდნენ მარკ ცუკერბერგს Facebook-ის ავტორობას, ასევე ითვლებიან მოწინავე მოთამაშეებად კრიპტოვალუტების ბაზარზე. 2013 წელს მათ შექმნეს ფონდი Winklevoss Capital და დადეს ფსონი ბიტკოინებზე. იმ დროს, მათ უკვე გააჩნდათ სერიოზული კაპიტალი – 100 000 ბიტკოინი. თუ მათ მარაგები გაყიდული არ აქვთ, ბიტკონში მათ მიერ დაბანდებული ინვესტიციების მოცულობამ უნდა მიაღწიოს 400 მლნ. დოლარს.

ჩრდილოეთ ამერიკის ფარგლებს გარეთ – თავიანთი გმირები ჰყავთ – ჩინელმა იოფუ გოუმ ბიტკოიების ბაზარზე 2010 წელს დაიწყო მუშაობა, მაშინ როდესაც ეს იყო ახალი და უჩვეულო. იმ დროს მისი მიზანი არა გამდიდრება, არამედ სტუდენტური ხარჯების დაფინანსება იყო. თუმცა როდესაც ბიტკოინი გაძვირდა, გოუ გადავიდა სამრეწველო მოცულობებზე და შექმნა ინკუბატორი CoinApex.

ღრუბლოვანი მაინინგი

ღრუბლოვანი მაინინგი (დისტანციური, ღრუბლოვანი მაინინგი) – ეს არის დისტანციური გამოყენება გამოთვლითი სიმძლავრეების კრიპტოვალუტის მოსაპოვებლად (მაგ. Bitcoin და Litecoin). მაინინგის ამ მოდელის გაჩენა გამოიწვია ბიტკოინის ფასის ზრდის შედეგად წარმოშობილმა მოპოვების სირთულემ, რამაც არახელსაყრელი გახადა მაინინგი სახლის პირობებში მაინინგ ენთუზიასტებისთვის. აღსანიშნავია რომ არსებობს ორი ვარიანტი ღრუბლოვანი მაინინგის:
პირველი ვარიანტი – დისტანციური ჰოსტინგი. კრიპტოვალუტის ეს ხერხი მიესადაგება მათ, ვინც კარგად ერკვევა მაინინგში და სურს ქონდეს კონტროლი აპარატურაზე. ამ მოდელის უკუმხარეა ის რომ მოითხოვს თანხისა და დროის სერიოზულ ინვესტიციას, მოწყობილობა საკმაოდ ძვირი ღირს და მოითხოვს მაინერის პარამეტრების კონფიგურაციის ცოდნას. ამ ვარიანტის დროს მოწყობილობა მდებარეობს ტექ-ცენტრში, მომხმარებელს აქვს სრული კონტროლი და წვდომა მაინერზე, რაც ხორციელდება დისტანციურად. მაინერის პარამეტრებზე და კონფიგურაციაზე პასუხისმგებელია მომავალი მფლობელი, რომელიც იხდის ელექტრო ენერგიისა და მომსახურების საფასურს.

აქედან გამომდინარე, მოცემული ვარიანტის უპირატესობა მდგომარეობს მაინინგ-პროცესის სრულ კონტროლში და შეთანხმების დასრულების შემდეგ მოწყობილობების მიღებაში. უკუმხარეს წარმოადგენს დიდი ფულადი დანახარჯი და შესაბამისად რისკი.

მეორე და უფრო მისაღები ვარიანტია, სიმძლავრის გარკვეული ნაწილის დისტანციური ყიდვა, რომელსაც გამოიმუშავებს ჩვენი მოწყობილობები. ისინი განთავსებულია საიმედო დატაცენტრში (ღრუბლოვანი მაინინგი). ცენტრის სპეციალისტები თავად ირჩევენ პულებს, ეფექტურობიდან და საიმედოობიდან გამომდინარე, აგრეთვე უზრუნველყოფენ მოწყობილობების მხარდაჭერას და სერვისის უწყვეტ მუშაობას.

ეს ვარიანტი იძლევა სერიოზულ უპირატესობებს: თქვენ არ გიწევთ ლოდინი, არ გაწუხებთ ხმაური და უდიდესი დენის გადასახადი. ყველაზე მთავარია, რომ არაა აუცილებელი ფლობდეთ სპეციალურ ცოდნას მაინერის დასაკონფიგურებლად ან გაწიოთ დიდი ხარჯები. შესაძლებელია იყიდოთ ნებისმიერი სიმძლავრე, პირველადი შენატანი მხოლოდ დამოკიდებულია მომხმარებლის სურვილზე და ამბიციაზე. აქედან გამომდინარე, ინვესტირება და რისკი გაცილებით მცირეა ვიდრე დისტანციური ჰოსტინგის ვარიანტში.

ჰალვინგი-2020 წლის ყველაზე დიდი მოვლენა კრიპტოვალუტის ბაზრისთვის

ბიტკოინის ჰალვინგი, მოვლენა, რომელიც ახალი ბიტკოინების გამომუშავებას კიდევ ერთხელ გაანახევრებს.

რეალურად, ამ პროცესს არავინ აკონტროლებს. ჰალვინგი ბიტკოინის ბუნების შემადგენელი ნაწილია, რომელიც მისმა შემქმნელმა, სატოში ნაკამოტომ, 11 წლის წინ განსაზღვრა და ბიტკოინის ბლოკჩეინის ერთ-ერთი განუყოფელი მახასიათებელია.

ჰალვინგი 2020 წლის მაისში მოხდება, რაც დიდი ცვლილება იქნება კრიპტოსავალუტო ბაზრისათვის. ბაზრის მოთამაშეები ფასის მკვეთრ ზრდას ელიან, რასაც თავისი გამარჯვებულები და დამარცხებულები აუცილებლად ეყოლება. „ეს მოვლენა ერთი დიდი შეკითხვაა ამ ინდუსტრიისთვის“ – განაცხადა Eyal Avramovich-მა, MineBest-ის აღმასრულებელმა დირექტორმა. თეორიულად, თუ მიწოდება მცირდება, მოთხოვნა კი იგივე რჩება, ფასები იზრდება, თუმცა ეს მარტივი პროგნოზების გაკეთების საშუალებას მაინც არ გვაძლევს.

Picture2

ბიტკოინის მაინერები ამჯერად 12.5 ბიტკოინით ჯიდლოვდებიან, მაისის შემდეგ კი ეს რიცხვი განახევრდება და 6.25 გახდება. წინა 2 ჰალვინგის (2012 წლის ნოემბრის და 2016 წლის ივლისში) შემდეგ ერთი წლის განმავლობაში ბიტკოინი 80-ჯერ გაიზარდა. არავინ იცის, ფასების ეს მატება რამდენად იყო ჰალვინგის შედეგი, რადგან ამ ბაზარზე ბევრი სხვა ფაქტორიც ცვლის სიტუაციას.

ფაქტია, რომ ბიტკოინის ბაზრის არამდგრადობა ბენეფიტებს მაღალი სიხშირით მოვაჭრეებს აძლევს, რომლებიც თვლიან, რომ მათთვის ეს მოვლენა საკმაოდ პოზიტიურია და ჰალვინგი ბაზარს გამოაცოცხლებს. თუმცა საპირისპირო სიტუაციაა მაინერებთან, რომლებისთვისაც ბაზრის არასტაბილურობა შემაფერხებელი შეიძლება იყოს, რადგან მათ გაუჭირდებათ მაინინგის ინვენტარში გასაკეთებელი ინვესტიციის მართებულობის შეფასება.
მათი აზრით, მაქსიმუმ რისი გაკეთებაც მათ ახლა შეუძლიათ არის ის, რომ დარწმუნდნენ მათი ინვესტიცია და ინვენტარი რისკის ქვეშ არ არის.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. www.coolseskhebi.com
2. forbes.ge
3. commersant.ge
4. hashflare.io
5. blog.mycoins.ge

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial