რეგიონული განვითარება როგორც ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა საქართველოსთვის და მისი განვითარების პერსპექტივები

ნინო სერვასტიანცი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი
III კურსი
nino.servastiantsi@gmail.com

ანოტაცია

რეგიონული განვითარება საქართველოსთვის წლებია ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. ეკონომიკური სარგებელი არ ნაწილდება თანაბრად საზოგადოებაში.დისბალანსს ასევე იწვევს ურბანიზაცია- საქართველოს მოსახლეობის მესამედი დედაქალაქში ცხოვრობს.თბილისი ქვეყნის პოლიტიკური და ფინანსური ცენტრია. ასეთი განაწილება, ცხადია, უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე.საქართველოს პერიფერიებში სოციალური ფონი ბევრად მძიმეა ვიდრე თბილისში. სწორედ ეს გამოწვევა გახდა მთავრობისათვის ახალი ინკლუზიური სტრატეგიის საფუძველი, რომელიც ორიენტირებულია საქართველოს მოსახლეობის კეთილდეღეობის ზრდისაკენ. მსოფლიო ბანკის შეფასებით, ეკონომიკური ზრდა უდავოდ აუცილებელია სიღარიბის შესამცირებლად, მაგრამ იმისათვის რომ ზრდა იყოს მდგრადი მან უნდა უზრუნველყოს სამუშაო ძალის ფართო ჩართულობა ზრდის პროცესში . ინკლუზიური ზრდა გულისხმობს ღარიბთა პირობების გაუმჯობესებას არა გადანაწილების პოლიტიკით, არამედ მათი ჩართულობით ეკონომიკურ აქტივობაში.

აღსანიშნია ის ფაქტი, რომ რესურსების არათანაბარმა განაწილებამ შესაძლებელია ეკონომიკური ზრდა გამოიწვიოს, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში სწორედ არათანაბარი განაწილება ხდება კრიზისის მიზეზი.აუცილებელია ქვეყნის მოსახლეობის მოთხოვნები მაქსიმალურად იყოს დაკმაყოფილებული. სწორედ ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს ადამიანური რესურსების განვითარება და არსებული პოტენციალის მაქსიამალურად ეფექტიანი გამოყენება. ამ მიზნის მისაღწევად მთავრობის სტრატეგიაა, შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული სამუშაო ძალის განვითარება, სოციალური უზრუნველყოფის სისტემის სრულყოფა, ხარისხიანი ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სისტემისა და კერძო სექტორის თავისუფლების უზრუნველყოფა მთავრობის ოპტიმალური, ეფექტიანი და გამჭვირვალე საქმიანობის პირობებში.

ნაშრომში ასევე იქნება თითოეული რეგიონის ეკონომიკური შეფასება და მასთან დაკავშირებული მთავრობის გეგმები, ამასთანავე ანალიზი იმისა თუ როგორ მიმდინარეობს ეკონომიკური ინკლუზიური ზრდა 2019 წლამდე და შესრულდება თუ არა დასახული გეგმები 2020 წლისათვის.

თემის აქტუალურობა

დღეს, არა მარტო ჩვენი ქვეყნის, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეინიშნება ეკონომიკური არასტაბილურობა. ამ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთ გზად მიჩნეულია რეგიონების, როგორც ეკონომიკის ძირითადი ერთეულის, როლის გაძლიერება. ეს მოვლენა აქტუალურს ხდის რეგიონის ეკონომიკის რესურსული უზრუნველყოფის მართვის კომპლექსური ინსტრუმენტის შექმნას. თანამედროვე რეალობისთვის შესაბამისი ბუნებრივი რესურსების რეგიონის დონეზე მართვის პრაქტიკულად არარსებობას მივყავართ აუცილებლობამდე, რათა მოხდეს ბუნებრივ-სანედლეულო ბაზის და საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური განვითარებას შორის ურთიერთობების ოპტიმიზაცია. სწორედ ამიტომ 2014 წელს მთავრობამ შეიმუშავა „სტრატეგია 2020“ რომელიც მიმართულია ინკლუზიური ზრდისაკენ.

საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა კეთილდღეობის ზრდას უმუშევრობის შემცირებით მიაღწევს. ამავდროულად, ხელისუფლება მოსახლეობას საბაზისო სოციალური გარანტიებით და უღარიბესი ფენებისათვის მიზნობრივი სოციალური დახმარებით უზრუნველყოფს. საქართველოს მთავრობა პრიორიტეტულად მიიჩნევს იმ პრობლემების გადაჭრას, რომლებიც, პირველ რიგში, დასახული კეთილდღეობის მიღწევას აფერხებს. ანალიზის საფუძველზე ეკონომიკის განვითარების ხელშემშლელ კრიტიკულ პრობლემათა შორის გამოიკვეთა კერძო სექტორის დაბალი კონკურენტუნარიანობა, არასათანადოდ განვითარებული ადამიანური კაპიტალი და ფინანსებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა.

ასეთ ვითარებაში ხელისუფლებამ უნდა წაახალისოს კერძო სექტორი, ხელი შეუწყოს ინვესტიციების მოზიდვას და შექმნას სამართლიანი და დაცული ბიზნესგარემო. მისი ამოცანაა, აგრეთვე, ბიზნესის განვითარების სტიმულირება ინოვაციების და სამეწარმეო უნარების განვითარების და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის ხელშეწყობით, რაც ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს. კეთილდღეობის მისაღწევად სახელმწიფო მნიშვნელოვან როლს ასრულებს საზოგადოებისთვის საბაზისო სოციალური დაცვის სისტემის შექმნისა და შესაბამისი სერვისით უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია „საქართველო 2020“-ში (შემდგომში – სტრატეგია) აღწერილია ის პრიორიტეტები და პრობლემები, რომელთა გადაჭრა საჭიროა გრძელვადიანი, მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მისაღწევად. ამასთან, ინკლუზიური ეკონომიკური განვითარების მისაღწევად დიდი მნიშვნელობა ენიჭება რეგიონულ განვითარებას. საერთაშორისო გამოცდილება ცხადყოფს, რომ ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა დიდწილადაა დამოკიდებული არა მარტო საერთო ეროვნული, არამედ რეგიონული განვითარების პოლიტიკის ეფექტიან დაგეგმვასა და განხორციელებაზე, ძლიერ და კონკურენტუნარიან რეგიონებზე. რეგიონული განვითარება განიხილება როგორც უმნიშვნელოვანესი ფაქტორი საერთო ეროვნული წარმატების მისაღწევად.

რეგიონული განვითარების პოლიტიკის სწორად დაგეგმვისა და განხორციელების უპირატესობად შეიძლება განვიხილოთ ამა თუ იმ რეგიონის შედარებითი უპირატესობის, მისი სპეციფიკის, არსებული პოტენციალის გამოვლენა და მისი ოპტიმალური გამოყენება. ამასთან ერთად, ადგილობრივი ინფრასტრუქტურის შემდგომი მოწესრიგება და განვითარება რეგიონებს შორის უთანასწორობის შემცირების, ადგილობრივი ეკონომიკის ზრდისა და მისი სტიმულირების, პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვისა და ევროკავშირთან შემდგომი დაახლოების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. თანმიმდევრული დეცენტრალიზაცია და სუბნაციონალური ერთეულების წამყვანი როლი ადგილობრივი ეკონომიკური პროცესების სტიმულირებაში ეკონომიკური განვითარების უმნიშვნელოვანეს ფაქტორად მიიჩნევა. ამდენად, სტრატეგიით განსაზღვრული პოლიტიკის განხორციელებისას, აუცილებელია კონკრეტული ღონისძიებები ითვალისწინებდეს ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობას და მათ ამა თუ იმ საჭიროებას, ცალკეული რეგიონის განვითარების პრიორიტეტების შესაბამისად.

რას გულისხმობს ინკლუზიური ზრდა? (ISET)

ინკლუზიური ზრდა გულისხმობს ეკონომიკურ განვითარებას, რომელსაც ფართო საზოგადოებისთვის მოაქვს სარგებელი. ამის საწინააღმდეგოდ, ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას სარგებელი მოაქვს საზოგადოების მხოლოდ ვიწრო ჯგუფში შემავალი ცალკეული ინდივიდებისათვის. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეკონომიკური ზრდა ინკლუზიურია, თუკი ეკონომიკურ განვითარებას თან ახლავს სიღარიბის შემცირება. განსხვავებულია ინკლუზიური ზრდის მიღწევის გზები. განვითარებასთან ერთად უთანასწორობის შესამცირებლად შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა ტიპის პოლიტიკა, მაგ. აქტივების (განათლება, ჯანმრთელობა, მიწა, კაპიტალი) ახლებური გადანაწილება, აქტივებიდან ამონაგებზე (ხელფასებზე, რენტაზე) ზემოქმედება, და ბოლოს, ყველაზე გავრცელებული რედისტრიბუციის პოლიტიკა, რომელიც გულისხმობს მოკრებილი გადასახადებით ღარიბთა საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფას. ინკლუზიური ზრდა გარკვეულწილად წინააღმდეგობრივი ცნებაა. იმისათვის, რომ ეკონომიკა განვითარდეს, საჭიროა ეკონომიკურ ეფექტიანობაზე ზრუნვა. ინკლუზიურობა კი ხშირ შემთხვევაში გულისხმობს სოციალური სამართლიანობის პრინციპის წინ წამოწევას. მთავრობებს ხშირად უწევთ ეფექტიანობასა და სამართლიანობას შორის არჩევნის გაკეთება. საჭიროა ბალანსი ამ ორ პრინციპს შორის, რომ ქვეყანა ორიდან რომელიმე უკიდურესობაში არ მოხვდეს: ექსკლუზიური ზრდა (ანუ, როცა მდიდრები მდიდრდებიან და ღარიბები ღარიბდებიან) ან ფისკალური კრახი მეტისმეტი სოციალური უსაფრთხოების პროგრამების შედეგად. ინკლუზიური ზრდა, რომელიც თავისთავად, ბუნებრივად და მთავრობის მიერ რედისტრიბუციის დამატებითი მცდელობების გარეშე ხდება, ბიზნესისთვის სასარგებლოა. კერძოდ, საშუალო ფენის ზრდა ქვეყანაში არსებული ბიზნესებისთვის მოთხოვნისა და შედეგად, მოგების ზრდას ნიშნავს. მეორე მხრივ, როცა ინკლუზიურობა მთავრობის აქტიური პოლიტიკის შედეგად მიიღწევა, ჩნდება რისკი, რომ გაზრდილ დანახარჯებს მთავრობა ადრე თუ გვიან ბიზნესებს გადააკისრებს, გადასახადების გაზრდით. გარდა ამისა, მთავრობის მიერ ინიციირებული სოციალური პროგრამები, რომლებიც ღარიბებს ეხმარება, პოტენციურად ზრდის ბიზნესების მიერ გადასახდელ ხელფასებს, რომელზეც სოციალური პროგრამის „სამიზნე“ დათანხმდება. ეს უკანასკნელი, ამ ეტაპზე, როცა უმუშევრობა მაღალ ნიშნულზეა შენარჩუნებული, ბიზნესებისთვის ჯერ კიდევ არ წარმოადგენს დიდ დაბრკოლებას, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ რაღაც ეტაპზე ბიზნესის განვითარებისათვის ესეც შემზღუდველი გახდეს.

„ვაშინგტონის კონსესუსიდან“ ინკლუზიურ ზრდამდე

ინკლუზიური ზრდის თემატიკის აქტუალიზება რაც აისახა ეკონომიკური პოლიტიკის სტრატეგიულ დოკუმენტში „საქართველო 2020“ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ როგორც ანარეკლი იმ დებატებისა რაც აკადემიურ და ეკონომიკური პოლიტიკის გამტარებლებს შორის მიმდინარეობს. ფაქტიურად „სტრატეგია 2020“ გამოდის კლასიკური არგუმენტით იმათ წინაღმდეგ ვინც აქცენტს აკეთებს ეკონომიკურ ზრდაზე უპირველეს ყოვლისა. სტრატეგიის ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ რომ მიუხედავად ეკონომიკის სწრაფი ზრდისა მას შედეგად არ მოყოლია უთანასწორობის შემცირება.

გასული ათწლეულის ეკონომიკური პოლიტიკა ახლოს იდგა „ვაშინგტონის კონსენსუსის“ სახელით ცნობილ პარადიგმასთან, რაც გულისხმობს აქცენტის გაკეთებას მაკროეკონომიკურ სტაბილიზაციაზე და მაშტაბური ინფარასტრუქტურული პროექტების განხორციელებით კერძო ინვესტიციების ფესილიტაციას. რასაც შედეგად მოყვება ეკონომიკური ზრდა. ხოლო ეკონომიკის კუზნეცისეული განვითარების ლოგიკით ეკონომიკური ზრდა საბოლოოდ მიგვიყვანს უთანასწორობის პრობლემის დაძლევამდე. ან როგორც ჯ.კენედი იტყოდა „ზღვის მოქცევა ყველა ნავს ატივტივებს[2]“ 90-იანი წლებში „ვაშიგტონის კონსენსუსის“ ლოგიკამ დომინატის ფუნქცია დაკარგა. მის მიმართ სკეპტიციზმი დაკავშირებული იყო მის მეტწილად თეორიულ ხასიათთან. აგრეთვე იმის გამოც, რომ ე.წ. „ინდუსტრიული პოლიტიკა“ , რომელიც უარყოფილი იყო „ვაშიგტონის კონსენსუსის“ მიხედვით წარმატებული აღმოჩნდა მთელ რიგ შემთხვევებში: სამხრეთ კორეა, ჰონკონგი, ჩინეთი და სხვა. „ვაშიგტონის კონსენსუსის“ ლოგიკა ასევე გამოეთიშა მსოფლიო ბანკის ეკონომიკურ პოლიტიკასაც, და დღეს აშკარად დომინირებს ე.წ. „ ინკუზიური ზრდის“ პარადიგმა.

რატომ გახდა აქტუალური ინკლუზიური ზრდა? როცა ამ თემაზე ვსაუბრობთ რამდენიმე საკითხი საჭიროებს უფრო მეტ განხილვას. რას ნიშნავს თავად ინკლუზიური ზრდა? ღარიბთა შემოსავლებზე ზრუნვას? სულ მცირე შეიძლება ითქვას რომ ინკლუზიური ზრდის მიზანი პროდუქტიული დასაქმების ხელშეწყობაა. ინკლუზიური ზრდა მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ სიღარიბე „არასასურველია“, თუ იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში საფრთხე შეექმნება მომავალ ეკონომიკურ ზრდას? ან რამდენად არის ეკონომიკური ზრდა სიღარიბის და უთანასწორობის შემცირების გარანტი? როგორც ჩანს საკითხთა სპექტრი საკმაოდ ვრცელია, პირველ რიგში ჩვენ გვჭირდება დისკუსიის წამოწყება დასმულ საკითხებზე რათა განვსაზღვროთ თუ რატომ გახდა „ინკლუზიური ზრდის“ პარადიგმა აქტუალური რომელიც გაზიარებულია სტრატეგია 2020-ის მიერ, რომ არ შეგვექმნას ცრუ მოლოდინები და შევაფასოთ საქართველოს დღევანდელი მიღწევები ამ კუთხით.

მსოფლიო ბანკის შეფასებით, ეკონომიკური ზრდა უდავოდ აუცილებელია სიღარიბის შესამცირებლად, მაგრამ იმისათვის რომ ზრდა იყოს მდგრადი მან უნდა უზრუნველყოს სამუშაო ძალის ფართო ჩართულობა ზრდის პროცესში . ინკლუზიური ზრდა გულისხმობს ღარიბთა პირობების გაუმჯობესებას არა გადანაწილების პოლიტიკით, არამედ მათი ჩართულობით ეკონომიკურ აქტივობაში.

„ვაშინგტონის კონსესუსის“ მიმართ სკეპტიციზმი დაიწყო ემპირიული მონაცემების ინტერპრეტაციით, რამაც აჩვენა რომ ეკონომიკური ზრდის პარალელურად სიღარიბე და უთანასწორობა არ მცირდებოდა, ხოლო ასეთი ვითარება ხელს შეუშლიდა გრძელვადიანი ეკონომიკურ ზრდას და დაისვა კითხვა, არის თუ არა უთანასწორობა დაბალი ეკონომიკური ზრდის ფაქტორი? ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, რომ უთანასწორობა განსაკუთრებით აქტივების (მაგ. მიწის) მფლობელობის კუთხით განაპირობებს დაბალ ეკონომიკურ ზრდას. მაინც რატომ შეიძლება გამოიწვიოს უთანასწორობამ დაბალი ეკონომიკური ზრდა? პირველი ახსნა არის პოლიტიკური, კერძოდ, რაც უფრო დიდია ეკონომიკური უთანასწორობა მით მეტი ადამიანი ირჩევს ისეთ პოლიტიკურ ძალას რომლის განაცხადი და პოლიტიკა მიმართულია შემოსავლების გადანაწილებაზე გადასახადების გზით, რაც თავის მხრივ იწვევს ინვესტიციების სურვილის და რაოდენობის შემცირებას და დაბალ ეკონომიკურ ზრდას.

მეორე ახსნა თუ რატომ შეუძლია ეკონომიკურ უთანასწორობას ეკონომიკური ზრდის შეფერხება უკავშირდება კრედიტის ბაზარს. კერძოდ, თუ აქტივები არათანაბრად არის განაწილებული და ეკონომიკური აქტივობა მოითხოვს კრედიტს გირაოთი, ვინაიდან ღარიბ მოქალაქეებს არ აქვთ საკმარისი აქტივები, რომ დააგირაონ მაგალითად, იმისათვის რომ წამოიწყონ ეკონომიკური აქტივობა, მიიღონ განთლება, მაშინ ეს იწვევს ნაკლებ ჩართულობას ეკონომიკური პროდუქტის შექმნაში და ნაკლებ ეკონომიკურ ზრდას. მაგრამ რამდენად მიზანშეწონილია აქტივების გადანაწილების გზით სიტუაციის შეცვლა.

პირიქით, როგორც კვლევები ცხადყოფს აქტივების გადანაწილების შედეგად მიღებული დადებითი ეფექტი ღარიბთათვის არის უარესი ვიდრე ინვესტიციების შემცირება თავიდან შედარებით მდიდარი სუბიექტების მიერ. (პრაქტიკულად ეს არის ზიმბაბვეს გამოცდილება 2008 წელს როდესაც მოხდა მსხვილი მიწათმფლობელების მიწების გადანაწილება მცირემიწიან ფერმერებზე რასაც თან მოყვა პროდუქციის წარმოების დაცემა ჰიპერინფლაცია და სრული კრახი). საბოლოოდ, ყველაზე სწორი სტრატეგია უთანასწორობის შესამცირებლად და მაღალი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად არის მწარმოებლური აქტივების ზრდა, ეს კი მიიღწევა ამ აქტივების დაგროვებით, მაგალითად ინვესტირებით ადამინისეულ კაპიტალში. ინკლუზიური ზრდის მთავარი პოსტულატი სწორედ პროდუქტიული დასაქმების ზრდაა.

ორი განსხვავებული შეხედულება არსებობს იმის შესახებ თუ რა უნდა იყოს ეკონომიკური პოლიტიკის მიზანი ღარიბთა შემოსავლების ზრდის კუთხით. პირველი, უთანასწორობის შესამცირებლად და ღარიბთა შემოსავლების ზრდისათვის საჭიროა სპეციალური პროგრამები. მეორე, ისინი ვინც აღიარებენ კუზნეცის მრუდის ფორმის დამოკიდებულების არსებობას მიიჩნევენ, რომ მთავარი აქცენტი უნდა იყოს გადატანილი ეკონომიკურ ზრდაზე.

მაშინ, როდესაც ქვეყანაში განვითარებას იწყებს ინდუსტრიული სექტორი, რომელიც უფრო პროდუქტიულია ვიდრე სოფლის მეურნეობა, აგრო სექტორში დასაქმებულთა შეფარდებითი შემოსავლები კლებულობს და ხდება სოფლიდან ქალაქად მიგრაცია, ინდუსტრიულ სექტორში შემოსავლები უფრო უთანაბროდ არის განაწილებული ვიდრე სოფლის მეურნეობაში. შესაბამისად, უთანასწორობა ამ დროს იმატებს. საბოლოო ეტაპზე კი ეკონომიკური ზრდის პარალელურად ხდება შემოსავლების უთანაბრობის შემცირება. „კუზნეცის მრუდისეული“ განვითარების სცენარი ამტკიცებს იმას რომ ეკონომიკურ ზრდას საბოლოოდ მივყავართ უთანასწორობის შემცირებისაკენ. მეტიც, მაგალითად, ა. კრაი და სხვები აჩვენებენ, რომ ეკონომიკური ზრდა ამავე ტემპით იწვევს ღარიბთა შემოსავლის ზრდას, და ემპირიული მონაცემების მიხედვით ღარიბთა შემოსავლების ზრდას ზოგად ეკონომიკური ზრდის პარალელურად ჩამორჩენა არ აქვს. მეტიც, ე.წ. ლიბერალური პოლიტიკის ქვაკუთხედი სტაბილური ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, მცირე ზომის მთავრობა უფრო მეტად ზრდის დაბალშემოსავლიანთა წილს მთელს შემოსავლებში.

„კუზნეცისეული“ ლოგიკის ტესტირებაში ბევრი მკვლევარის დრო და ენერგია დაიხარჯა, საბოლოოდ კი მივიღეთ რომ ეს ლოგიკა ამართლებს კროს სექციულ ანალიზში (ანუ თუ ყველა ქვეყნის მონაცემს ავიღებთ ერთი პერიოდისათვის და შევისწავლით კავშირს შემოსავალსა და უთანასწორობას შორის), მაგრამ ეს თეორია უძლურია ახსნას ევოლუციური განვითარების მიმართულება უთანასწორობასა და შემოსავალს შორის ქვეყნის შიგნით ისტორიულ მონაცემებზე დაყრდნობით.

მაგალითად, IMF-ის მკვლევარების ანალიზი აჩვენებს, რომ უთანასწორობა უარყოფითად მოქმედებს ეკონომიკურ ზრდაზე და ასევე მის ხანგრძლივობაზე. მათ ასევე გადაამოწმეს ოკუნის დაკვირვება რომლის მიხედვითაც უთანასწორობა (რომელიც ხელს უშლის ეკონომიკურ ზრდას) თუ გადაწყვეტილი იქნება გადანაწილების პოლიტიკით არის უფრო მეტი ზიანის მომტანი ეკონომიკური ზრდის კუთხით ვიდრე თავად უთანასწორობა, და ემპირიულად აჩვენეს, რომ ოკუნის თეორია სწორია მხოლოდ ექსტრემალურ შემთხვევებში როცა გადანაწილების პოლიტიკა ჯინის კოეფიციენტს ცვლის მნიშვნელოვნად (0.13 -ით), სხვა შემთხვევაში გადანაწილება ზრდის მიმართ ნეიტრალურია.

საბოლოოდ, თუნდაც კუზნეცის მრუდის ირგვლივ გაუგებრობამ ანუ იმის დანახვამ რომ მომავალში ეკონომიკური ზრდა იმთავითვე სულაც არ მივყავართ შემოსავლების დისპროპორციის შემცირებასთან, და უთანასწორობა საფრთხეს უქმნის ზრდის პროცესს განაპირობა ინკლუზიური ზრდის პარადიგმის გააქტიურება.

„სტრატეგია 2020“

განვითარების ხედვა საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა სამ უმთავრეს პრინციპს ემყარება. პირველი პრინციპი ეკონომიკის რეალური (წარმოების) სექტორის განვითარებაზე ორიენტირებული სწრაფი და ეფექტიანი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფაა, რაც განაპირობებს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემის გადაჭრას, სამუშაო ადგილების შექმნასა და სიღარიბის დაძლევას. მეორე პრინციპია ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი ეკონომიკური პოლიტიკის გატარება, რაც გულისხმობს მოსახლეობის საყოველთაო ჩართულობას ეკონომიკური განვითარების პროცესში (დიასპორის, მიგრანტების, ეთნიკური უმცირესობების და სხვა ჯგუფების ჩათვლით), ეკონომიკური ზრდის შედეგად საზოგადოების თითოეული წევრის კეთილდღეობას, მათ სოციალურ თანასწორობასა და მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას. მესამე ძირითად პრინციპს ეკონომიკური განვითარების პროცესში ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება, ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და მდგრადობის უზრუნველყოფა და ბუნებრივი კატაკლიზმების რისკების თავიდან აცილება წარმოადგენს. საქართველოს მთავრობა აღიარებს დემოკრატიული განვითარების, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემის, კანონის უზენაესობისა და ეფექტიანი მმართველობის პრინციპებს, რომელთაც ეფუძნება მისი პოლიტიკა. ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის ქვაკუთხედია. საქართველოს მთავრობა მოწოდებულია განუხრელად დაიცვას ქვეყნის დემოკრატიული განვითარების კურსი და უზრუნველყოს საერთო ევროპული ფასეულობების მტკიცე მხარდაჭერა, რაც ევროკავშირთან დაახლოების საფუძველი გახდება. შესაბამისად, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ ეფექტიან განხორციელებას (რომლის განუყოფელ ნაწილს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება წარმოადგენს), რაც ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეტაპობრივი ეკონომიკური ინტეგრაციის საწინდარია. განვითარების ამ ეტაპზე და არსებული რეალობის გათვალისწინებით, საქართველოს საქართველოს მთავრობის მიზანი იმგვარი ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებაა, რომელიც ქვეყნის მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს. ეკონომიკური პოლიტიკა უნდა დაეფუძნოს ეკონომიკური თავისუფლებისა და საკუთრების უფლების პატივისცემასა და დაცვას. ამავდროულად, სახელმწიფო იქნება ეკონომიკურ პროცესებში სამართლიანობის დაცვის გარანტი. ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობა აამოქმედებს ეკონომიკის მარეგულირებელ მექანიზმებს, კრიზისულ შემთხვევაში კი ხელს შეუწყობს ბაზარზე მოთხოვნის სტიმულირებას. ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის მთავარი პრინციპი კერძო სექტორის თავისუფლების უზრუნველყოფაა მთავრობის ოპტიმალური, ეფექტიანი და გამჭვირვალე საქმიანობის პირობებში. ეს გულისხმობს იმგვარი ეკონომიკური წესრიგის ჩამოყალიბებას, როდესაც კერძო სექტორი თავად იღებს გადაწყვეტილებებს, დაცულია საკუთრების უფლების უზენაესობა და ეკონომიკური განვითარების მთავარ მამოძრავებელ ძალად კერძო სექტორი გვევლინება. თავისუფალი საბაზრო ურთიერთობები შერწყმული იქნება სახელმწიფო რეგულაციების ოპტიმალურ მოდელთან. სახელმწიფო უზრუნველყოფს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას. ოპტიმალური და ეფექტიანი მთავრობის პრინციპზე დაყრდნობით, სახელმწიფო მინიმალურად ჩაერთვება სამეწარმეო საქმიანობაში და კონკურენციას არ გაუწევს კერძო სექტორს. სახელმწიფოს მონაწილეობა ეკონომიკურ აქტივობაში შემოიფარგლება მხოლოდ იმ სფეროებში საქმიანობით, რომლებშიც კერძო სექტორი სუსტი და არაეფექტიანია. საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობას ეკონომიკის განვითარების უმნიშვნელოვანეს მამოძრავებელ ძალად მიიჩნევს. კონკურენციის არსებობა, როგორც შიდა, ისე გარე ბაზრებზე, ეკონომიკის წარმატებული ფუნქციონირების აუცილებელი პირობაა. საჭიროა საერთაშორისო ვაჭრობაში ორმხრივი გახსნილობის უზრუნველყოფა და თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის არეალის გაფართოება. უცხოური ინვესტიციებისადმი ქვეყნის მზაობისა და მიმზიდველობის უზრუნველყოფა შესაძლებელი გახდება სტაბილური და პროგნოზირებადი ეკონომიკური პოლიტიკით, ასევე საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებთან ინტეგრირებით და ქვეყნის ფინანსური რისკების შემცირებით. საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა ეკონომიკურ ეფექტიანობასთან ერთად, იხელმძღვანელებს სოციალური უსაფრთხოების და სოციალური სამართლიანობის პრინციპებით. უმუშევრობის შემცირება და ღირსეული შრომის პირობებით მოსახლეობის უზრუნველყოფა, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლების, ჯანდაცვისა და საბაზისო სოციალური უზრუნველყოფის სისტემების ინკლუზიურობაზე ორიენტაცია ამ პრინციპების განმახორციელებელ ინსტრუმენტებს წარმოადგენს. საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა კეთილდღეობის ზრდას უმუშევრობის შემცირებით მიაღწევს. ამავდროულად, ხელისუფლება მოსახლეობას საბაზისო სოციალური გარანტიებით და უღარიბესი ფენებისათვის მიზნობრივი სოციალური დახმარებით უზრუნველყოფს. საქართველოს მთავრობა პრიორიტეტულად მიიჩნევს იმ პრობლემების გადაჭრას, რომლებიც, პირველ რიგში, დასახული კეთილდღეობის მიღწევას აფერხებს. ანალიზის საფუძველზე ეკონომიკის განვითარების ხელშემშლელ კრიტიკულ პრობლემათა შორის გამოიკვეთა კერძო სექტორის დაბალი კონკურენტუნარიანობა, არასათანადოდ განვითარებული ადამიანური კაპიტალი და ფინანსებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა. ასეთ ვითარებაში ხელისუფლებამ უნდა წაახალისოს კერძო სექტორი, ხელი შეუწყოს ინვესტიციების მოზიდვას და შექმნას სამართლიანი და დაცული ბიზნესგარემო. მისი ამოცანაა, აგრეთვე, ბიზნესის განვითარების სტიმულირება ინოვაციების და სამეწარმეო უნარების განვითარების და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის ხელშეწყობით, რაც ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს. კეთილდღეობის მისაღწევად სახელმწიფო მნიშვნელოვან როლს ასრულებს საზოგადოებისთვის საბაზისო სოციალური დაცვის სისტემის შექმნისა და შესაბამისი სერვისით უზრუნველყოფის თვალსაზრისით. საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია „საქართველო 2020“-ში (შემდგომში – სტრატეგია) აღწერილია ის პრიორიტეტები და პრობლემები, რომელთა გადაჭრა საჭიროა გრძელვადიანი, მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მისაღწევად. ამასთან, ინკლუზიური ეკონომიკური განვითარების მისაღწევად დიდი მნიშვნელობა ენიჭება რეგიონულ განვითარებას. საერთაშორისო გამოცდილება ცხადყოფს, რომ ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა დიდწილადაა დამოკიდებული არა მარტო საერთო ეროვნული, არამედ რეგიონული განვითარების პოლიტიკის ეფექტიან დაგეგმვასა და განხორციელებაზე, ძლიერ და კონკურენტუნარიან რეგიონებზე. რეგიონული განვითარება განიხილება როგორც უმნიშვნელოვანესი ფაქტორი საერთო ეროვნული წარმატების მისაღწევად. რეგიონული განვითარების პოლიტიკის სწორად დაგეგმვისა და განხორციელების უპირატესობად შეიძლება განვიხილოთ ამა თუ იმ რეგიონის შედარებითი უპირატესობის, მისი სპეციფიკის, არსებული პოტენციალის გამოვლენა და მისი ოპტიმალური გამოყენება. ამასთან ერთად, ადგილობრივი ინფრასტრუქტურის შემდგომი მოწესრიგება და განვითარება რეგიონებს შორის უთანასწორობის შემცირების, ადგილობრივი ეკონომიკის ზრდისა და მისი სტიმულირების, პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვისა და ევროკავშირთან შემდგომი დაახლოების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. თანმიმდევრული დეცენტრალიზაცია და სუბნაციონალური ერთეულების წამყვანი როლი ადგილობრივი ეკონომიკური პროცესების სტიმულირებაში ეკონომიკური განვითარების უმნიშვნელოვანეს ფაქტორად მიიჩნევა. ამდენად, სტრატეგიით განსაზღვრული პოლიტიკის განხორციელებისას, აუცილებელია კონკრეტული ღონისძიებები ითვალისწინებდეს ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობას და მათ ამა თუ იმ საჭიროებას, ცალკეული რეგიონის განვითარების პრიორიტეტების შესაბამისად.

დასკვნა და რეკომენდაციები

მიუხედავად, იმისა, რომ ბოლო წლებში ხელისუფლება უფრო მეტ ყურადღებას უთმობს რეგიონებს და იქ ეკონომიკური საქმიანობის წახალისება, საგრძნობი გაუმჯობესება ჯერ არ მომხდარა. სახელმწიფოს მიერ რეგიონების განვითარებისთვის განხორციელებული პროგრამებიდან აღსანიშნავია, სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი პროექტები, „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში მეწარმეობის ხელშეწყობა და „მთის კანონით“ მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის დახმარების პროგრამები. თუმცა აღსანიშნავია, რომ თუ რეგიონებში სოციალური ფონი არ ამაღლდა, მოსახლეობის მიგრაციას მცირე დოზით გაცემული სოციალური დახმარებები ვერ შეაჩერებს. ასე მაგალითად, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გაცემული დახმარებების მიუხედავად, როგორიც იყო უფასო ხვნა-თესვა და სხვა, ამ სფეროში მდგომარეობა მხოლოდ მცირედით გამოსწორდა. ამიტომ ხელისუფლებას რეგიონების განვითარების უფრო სპეციალიზებული გეგმის შემუშავება მართებს სადაც კარგად იქნება გაანალიზებული თუ რა სფეროებს და წარმოების რა ნაწილში სჭირდებათ დახმარება. ანუ, თუ უმეტესად ხდებოდა პროდუქციის მოყვანის ხელშეწყობა, ხომ არ ჯობია, რომ მთავრობა კონცენტრირდეს გადამამუშავებელი წარმოების განვითარებაზე უფრო მეტად, ვიდრე ხვნა-თესვის სუბსიდირებაზე. შესაბამისად, ფერმერები, რომლებიც დაინახავენ, რომ აქვთ პროდუქციის გაყიდვის საშუალება თავად იქნებიან დაინტერესებულნი პროდუქტის მოყვანაში.

აქვე აღსანიშნავია, „აწარმოე საქართველოს“ პროგრამაც, რომელიც ორიენტირებულია სწორედ რეგიონებში, როგორც მცირე და საშუალო, ისე მსხვილი ბიზნესის მხადაჭერაზე. თუმცა ამ პროგრამის ბიუჯეტი მცირეა და ვერ ხდება მასშტაბური მიზნების მიღწევა. პროგრამის არსებობის სამი წლის მანძილზე სულ 50 მილიონ ლარზე ცოტა მეტი დაიხარჯა მეწარმეობის მხარდასაჭერად.

რეგიონების დაბალი განვითარების ერთ-ერთ მიზაზად ადგილობრივი თვითმმართველობების ფინანსური დაოუკიდებლობის არარსებობა სახელდება. ადგილობრივი თვითმმართველობების საბიუჯეტო შემოსავლებში საკუთარი შემოსავლების ხვედრითი წილი ჯერაც ძალზე დაბალია, რაც ამცირებს, როგორც მათი საბიუჯეტო დამოუკიდებლობის ხარისხს, ასევე, მიწოდებული საზოგადოებრივი მომსახურებების ხარისხს. თავის მხრივ, გამოთანაბრების ახალმა სისტემამ ვერ შეძლო 2008 წლიდან საშემოსავლო გადასახადის ცენტრალურ ბიუჯეტში მიმართვის შედეგად შემცირებული შემოსავლების ეფექტიანად კომპენსირება. შესაბამისად ადგილობრივი ხელისუფლებები დიდწილად ცენტრალურ მთავრობაზე არიან დამოკიდებული და შეზღუდულნი არიან ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებაში.

გამოყენებული ლიტერატურა და ვებგვერდების მისამართები:
1. საქართველოს მთავრობის დადგენილება N400 2014 წლის 17 ივნისი ქ. თბილისი (www.economy.ge).
2. საქართველოს რეგიონალური განვითარების პროგრამა 2018-2021(www.mrdi.gov.ge);
3. რეგიონის განვითარება CNN (www.cso.ge);
4. www.mrdi.gov.ge
5. old.1tv.ge
6. enpard.ge
7. forbes.ge
8. docplayer.net
9. idfi.ge

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial