ადამიანისეული კაპიტალის მნიშვნელობა და საქართველო

ხატია ჯავახიშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი
javakhishvilikhatia@gmail.com

ანოტაცია
წინამდებარე სტატიაში განხილულია ადამიანისეული კაპიტალის, როგორც ეკომომიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი, განმსაზღვრელი ფაქტორის როლი ქვეყნის კეთილდღეობისა და ეკონომიკის თვისებრივად ახალ მდგომარეობაში გადასვლის წინაპირობა. თავდაპირველად, განხილულია ადამიანისეული კაპიტალის ზოგადი არსი, მისი ძირითადი ელემენტები და ფორმირების წყაროები. შემდგომ კი, ვინაიდან თანამედროვე მსოფლიოში პოსტინდუსტრიული განვითარების უმნიშვნელოვანესი წინაპირობა სწორედ მძლავრი ადამიანისეული კაპიტალისა და განათლების სისტემის ფორმირებაა, აღწერილია ადამიანისეული კაპიტალის, როგორც ეკონომიკური ზრდის, ინოვაციური განვითარებისა და ეროვნული ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის განმსაზღვრელი ფაქტორის მნიშვნელობა უშუალოდ საქართველოში.

Annotation
This article discusses the role of human capital as one of the key determinants of economic development as a prerequisite for the country’s prosperity and transition to a qualitatively new economy. First, the general essence of human capital, its basic elements, and sources of formation are discussed. Further, since the most important precondition for postindustrial development in the modern world is the formation of powerful human capital, the importance of human capital as a factor of economic growth, innovative development and the competitiveness of the national economy is described directly in Georgia.

პირველად ტერმინი „ადამიანისეული კაპიტალი“ გამოიყენა ნობელის პრემიის ლაურეატმა თეოდორ შულცმა XX საუკინის 60-იან წლებში და შემდგომ განავითარა მისმა მიმდევარმა გარი ბეერმა. ამ პრობლემის დამუშავებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით ასევე ე. დეისონს, ს. ფიშერს, ჯ. კენდრიკს, ა. მარშალს, ჯ.ბ. კლარკს, მ. ბლაუგს, ფ. მახლუპის, ჯ. მინცერის, ო. ნორდჰოუგის და სხვა. საინტერესოა ადამიანური პოტენციალის კვლევები, რომლებიც ეფუძნება ნეოკლასიკური თეორიის სინთეზს და სხვა მიმართულებებს (ინსტიტუციონალიზმი, ეკონომიკური იმპერიალიზმი), რომელთა წარმომადგენლები არიან ვ.ს. გოილო, ა.ი. დობრინინი, ი.ვ. ილინსკი, მ.მ. კრიტსკი, ს.ლ. კურგანსკი, ლ.გ. სემკინა, ე.დ. ცირენოვა და სხვ. ადამიანური კაპიტალის თეორიის სხვადასხვა ასპექტების თანამედროვე შეხედულებები განხილულია ქართველი მეცნიერ-მკვლევარების – მ. ჯულაყიძის, ე. ჯულაყიძის, ნ. ბასარიას, მ. თორიას, ა. აბრალავას, ე.ბარათაშვილის, ც.ლომაიას, ო.შატბერაშვილის და სხვათა ნაშრომებშიც. (მუჯირი, 2016)
ადამიანისეული კაპიტალი არის ის ცოდნა და უნარი, რომელსაც ადამიანი იძენს განათლებისა და პრაქტიკული გამოცდილების გზით და იყენებს წარმოების პროცესში. ახალი ეკონომიკა მოითხოვს ადამიანისეული კაპიტალის უკიდურესად მაღალ ხარისხს, რომელიც ორიენტირებული უნდა იქნეს უახლეს ტექნიკასა და ტექნოლოგიაზე, ინფორმაციულ-კომპიუტერული სისტემის ფართოდ გამოყენებაზე, მოქნილ წარმოებაზე, ინოვაციების სისტემის დანერგვაზე. ადამიანისეული კაპიტალის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია განათლება. მას დიდი მნიშვნელობა აქვს ეკონომკური განვითარებისთვის ვინაიდან დადებით გარეგან ეფექტს იწვევს. განათლებულ ადამიანს მეტი შესაძლებლობები აქვს ისეთი ახალი იდეების შესამუშავებლად, რომელიც მიმართული იქნება როგორც ტექნოლოგიის სრულყოფის, ასევე მართვისა და ორგანიზაციის ახალი მეთოდების შემუშავებისკენ. ამიტომაცაა, რომ ქვეყნისათვის მეტად არასასურველია ე. წ. „ტვინების გადინება“ – მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის გასვლა ქვეყნიდან ცხოვრების უკუთესი პირობების საძებნელად. (აბესაძე, 2015)

ვინაიდან კაპიტალის შექმნისა და გაფართოების პროცესი ინვესტირების პროცესს წარმოადგენს, განათლების მიღებაზე გაწეული დანახარჯები არის ადამიანში განხორციელებული ინვესტიციები. ასეთი ინვესტიციები განხორციელდება მაშინ, როდესაც დიდი მოთხოვნა იქნება მაღალკვალიფიციურ მუშაკებზე, რომელთაც მაღალ ანაზღაურებაზე დაინტერესებაც ექნებათ.

ინვესტიციები ადამიანისეულ კაპიტალზე შიძლება განვიხილოთ, როგორც დანახარჯები , გაწეული: აღზრდაზე, განათლებაზე, თვითგანათლებაზე, ჯანმრთელობის დაცვაზე, გამოცდილების ამაღლებაზე, მეცნიერების განვითარებაზე, მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებასა და ინტელექტუალურ საქმინობაზე, მეწარმეობრივი უნარის ზრდასა და ბიზნესკლიმატის გაუმჯობესებაზე, შრომის ინფორმაციულ უზრუნველყოფაში, მოქალაქეთა და ბიზნესის უსაფრთხოებაზე, ეკონომიკურ თავისუფლებაზე, კულტურაზე, ხელოვნებაზე და სხვა. სწორედ ადამიანისეული კაპიტალის ხარისხობრივი და რაოდენობრივი ზრდა წარმოადგენს ეკონომიკის გარდაქმნის უმიშვნელოვანეს ფაქტორს ეკონომიკური და იურიდიული ინსტიტუტების მოდენიზაციისა და სრულყოფის მიმართულებით.

შეიძლება გამოიყოს ადამიანისეული კაპიტალის შემდეგი ძირითადი ელემენტები: 1. ფიზიკური და სულიერი სიჯანსაღე; 2. გონებრივი და ფიზიკური უნარი; 3. ჩვევები (პროფესიული და ინსტიტუციური); 4. გამოცდილება (პროფესიული და ცხოვრებისეული); 5. ცოდნა (პროფესიული და ზოგადი) 6. მოტივაცია და სხვა. (აბესაძე, 2015)

ფიზიკური და სულიერი სიჯანსაღე დამოკიდებულია ქვეყანაში ჯანდაცვის განვითარების დონეზე, საზოგადოებაში არსებულ მორალურ-ფსიქოლოგიურ კლიმატზე, ადამიანის მატერიალურ შესაძლებლობებზე, თავისუფალი დროს სიდიდეზე და სხვა. გონებრივი და ფიზიკური უნარი ადამიანის პიროვნული თავისებურებებით განისაზღვრება. არ მოიძებნება ისეთი ორი ადამიანი, რომლებიც ზუტად ერთი და იმავე გონებრივ და ფიზიკურ უნარს ფლობდეს. პროფესიული ჩვევები, ბუნებრივია, სამსახურის დროს სამუშაოს შესრულების შდეგად მიიღწევა, ხოლო ინსტიტუციური (ფორმალური და არაფორმალური) ქვეყნის მოწყობის დონით. პროფესიული გამოცდილებაც ასევე სამსახურის დროს სამუშაოს შერეულების შედეგად მიიღწევა, ხოლო ცხოვრებისეული მთელი ცხოვრების მანძილზე დაგროვებული პრაქტიკით. ცხოვრებისული გამოცდილება არცთუ მცირე როლს თამაშობს ადამიანის სამსახურეობრივი მოვალების შესრულებაში, მის წინსვლაში. ცოდნა სწავლის პროცესში მიღება, რომლის განმტკიცებაც ხდება მისი პრაქტიკული რეალიზაციის დროს. მოტივაცია ნიშნავს, თუ რამდენად კეთილსინდისიერად ასრულებს ადამიანი მასზე დაკისრებულ მოვალეობას. იგი დამოკიდებული, როგორც პიროვნულ თვისებებზე, ისე წარმოების ორგანიზაციის დონესა და მორალურ და მატერიალურ სტიმულირებაზე. საგულისხმოა, რომ, სხვა ფაქტორებთან ერთად, ადამაიანისეული კაპიტალის ფორმირებისა და სრულყოფისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს დასაქმებას. (აბესაძე, 2015)

ადამიანისეული კაპიტალის ყველა ელემენტი ერთამანეთთან მჭიდრო კავშირშია. მაგალითად თუ ადამიანი ფიზიკურად და სულიერად ჯანსაღი არ არის , მაშინ საუბარიც კი ზედმეტია სხვა ელემენტების რეალიზაციაზე. მიუხედავად ამის, სხვადასხვა ეკონომიკურ სისტემაში ადამიანური კაპიტალის ელემენტებს განსხვავებული მნიშვნელობა აქვს. ასე მაგალითად, თუ კაპიტალიზმამდელ ეკონომიკურ სისტემაში ეკონომიკური კატეგორია იყო მიწა, კაპიტალიზმის დროს კი კაპიტალი, ახალი (პოსტინდუსტრიული) ეკონომიკის პირობებში ძირითადი ეკონომიკრი კატეგორიაა ცოდნა. სწორედ ამიტომაა, რომ განვითარებულ ქვეყნებში ადამიანისეულ კაპიტალს უდიდესი მნიშვნელობა ენგანათებასაიჭება. იგი წარმოადგენს თანამედროვე საზოგადეობის განვითარების მთავარ ფაქტორს.

ადამიანისეული კაპიტალის ფორმირების, სრულყოფისა და ასევე მისი ეფექტიანი გამოყენებისათვის აუცილებელია ქვეყანაში შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის არსებობა. ეს შეეხება როგორც განათლკაიტალსებასა და ჯანდაცვის სისტემას, ისე მეცნიერების განვითარების დონეს, დასაქმებას, მორალურ-ფსიქოლოგიურ კლიმატს, წარმოების ორგანიზაციის ფორმებსა და მეთოდებს. ამიტომაც, ადამიანისეული კაპიტალის მნიშვნელობის შეფასების დროს აუცილებელია გავითვალისწინოთ, თუ განვითარების რა საფეხურზე იმყოფება ქვეყანა. შეუძლებელია, ადამიანისეული კაპიტალის ფორმირებისა და გამოყენების პირობები, მაგალითად განვითარებულ და ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში ტოლფასად ჩავთვალოთ. განვითარებულ ქვეყნებში საწარმოოო ძალთა განვითარების დონე ისეთ საფეხურზე იმყოფება, როდესაც უმთავრესი ხდება ამ საწარმოო ძალთა მომსახურება, რაც შესაბამის მაღალკალიფიციურ და მრავალმხრივ ცოდნას მოითხოვს ანუ ადამიანური კაპიტალის უკიდურესად მაღალ ხარისხს, რომელიც ორიენტირებული უნდა იყოს უახლეს ტექნიკასა და ტექნოლოგიებზე, ინფორმაციულ-ტექნიკური სისტემის ფართოდ გამოყენებაზე, მოქნილ წარმოებაზე, ინოვაციების სისტემის დანერგვაზე და ა.შ. ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში კი საუბარია ეკონომიკური კრიზისის დაძლევაზე, ეკონომიკის პროგრესული სტრუქტურის ფორმირებაზე, საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრებაზე. მაშასადამე, იქ, უპირველეს ყოვლისა, მისაღწევია საწარმოო ძალთა განვითარების ისეთი დონე, რომლებიც ადამიანიებისაგან უპირატესად არა, ფიზიკურ, არამედ ინტელექტუალურ შრომას საჭიროებს. მაგრამ არ შეიძლება ადამიანისეული კაპიტალის ფორმირებისა და სრულყოფის პროცესი მოვწყვიტოთ ეკონომიკას , მის საწარმოო ძალთა განვითარების დონეს. ამ შემთხვევაში მივიღებთ ისეთ შედეგს, სადაც გვეყოლებაა ფორმალურად განათლებული ადამიანიების დიდი არმია, რომელთაც ან არ შეეძლებათ თავიანთი ცოდენის პრაქტიკული რელიზაცია ან თავად არ ექნებათ საჭირო რეალური ცოდნა. (აბესაძე, 2015)

ამავე დროს, საინტერესოა კონკურენტუნარიანი ადამიანური კაპიტალის ფორმირების ფაქტორებისადმი მრავალდონიანი მიდგომა. კერძოდ, ტ.ი.ილინსკაია აღნიშნავს, რომ განვითარების თანამედროვე პირობებში ადამიანური კაპიტალის უმთავრეს თვისებას წარმოადგენს მისი კონკურენტუნარიანობა, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს ქვეყნის ინოვაციურ განვითარებაზე და ეკონომიკის ზრდაზე. ავტორი გამოყოფს ადამიანური კაპიტალის კონკურენტუნარიანობის შემდეგ დონეებს: ნანოდონე, მიკროდონე და მაკროდონე, რომლებიც ქმნიან ადამიანური კაპიტალის კონკურენტუნარიანობის მრავალდონიან კონუსს.

ნანოდონეზე ხდება ცალკეული ინდივიდის კონკურენტუნარიანობის შესწავლა, რომლის მაჩვენებლებია განათლების დონე, პროფესიული კვალიფიკაცია, ჯანმრთელობის დონე, ადამიანის კულტურა, პიროვნული მახასიათებლები, კომუნიკაციურობა.

მიკროდონეზე შეისწავლიან იმ ორგანიზაციების ადამიანური კაპიტალის კონკურენტუნარიანობას, რომელიც განისაზღვრება მისი კომპეტენციით, ანუ თვისებათა პარამეტრების ერთობლიობით, რომლითაც ხასიათდება ადამიანური კაპიტალის გამოყენების ეფექტიანობა. კომპეტენციის ხარისხის პარამეტრები განისაზღვრება ცოდნით, უნარებით, მუშაკის პიროვნული თვისებებით, ინოვაციური და ინფორმაციული აქტიურობით, რომლებსაც კომპანიის პერსონალი გამოიყენებს პროდუქტის შექმნის ან მომსახურების გაწევის მიზნით.
მაკროდონეზე იქმნება ეროვნული ადამიანური კაპიტალის კონკურენტუნარიანობა, რომლის განვითარების მაჩვენებლებია ეროვნული ეკონომიკური სისტემის, განათლების, ჯანდაცვის, კულტურისა და ფიზიკური განვითარების მდგომარეობა, დემოგრაფიული სიტუაცია. ადამიანური კაპიტალის კონკურენტუნარიანობა შესაძლებელია მიღწეულ იქნას მის ყველა დონეზე დროული, სწორი ინვესტირების და მართვის შედეგად. (მუჯირი, 2016)

დღესდღეობით ეროვნული ადამიანსეული კაპიტალი არის ეროვნული სიმდიდრის შემადგენელი ნაწილი. იგი წარმოადგენს განვითრებადი ქვეყნების ეროვნული სიმდიდრის თითქმის ნახევარს და განვითარებული ქვეყნების 70-90 პროცენტს. იგი იმატებს ქვეყნის ადამიანისეული კაპიტალის ხარისხის მატების ან მაღალკვალიფიციური კადრების გარედან შემოდინების დროს და იკლებს, როდესაც ადგილი აქვს ქვეყნის ადამიანისეული კაპიტალის ხარისხის კლებას, ქვეყნიდან მარალკვალიფიციური კადრების გადინების ან გადინებას ან დაბალკვალიფიციური კადრების შემოდინებას. (აბესაძე, 2015)

საქართველოს ადამიანისეული კაპიტალი

ახლა კი საინტერესოა ადამიანისეული კაპიტალის ფორმირების, სტრუქტურისა და პერსპექტივის განხილვა უშუალოდ საქართველოს მაგალითზე. უდავოა, რომ საქართველოში რეფორმების დაწყებიდან (საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ) სრულყოფილ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა ვერ მოხერხდა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ დღეისათვის ჯერ კიდევ დაბალ დონეზეა საბაზრო ინფრასტრუქტურა (სასაქონლო, საფონდო და შრომის ბირჟები, სადაზღვევო სერვისი, საინვესტიციო ინსტიტუტები, მარკეტინგული, კოლსანტინგური, საინფორმაციო სამსახურები და სხვ.), მდორედ პროგრესულია როგორც ეკონომიკური (სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო წარმოება, დაბალია მცირე ბიზნესის განვითარების დონე), ისე სოციალური სტრუქტურა (ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა ძლიერი საშუალო ფენა, საკმაოდ დიდია უმუშევრობისა და სიღარიბის დონე). წლების განმავლობაში საქართველოში სახეზე გვაქვს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი, არაეფექტიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რომლებიც საკმარისად ვერ ასტიმულირებს ეკონომიკურ ზრდასა და უმუშევრობის შემცირებას. სახეზეა ასევე სამუშაო ძალის არასასურველი მიგრაცია. უცხოეთში იმყოფება კვალიფიციური, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის დიდი ნაწილი არაკვალიფიციური სამუშაოების შესასრულებლად, რაც მნიშვნელოვნად აკნინებს მძლავრი ეროვნული ადამიანისეულ კაპიტალის ჩამოყალიბებას.

საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარების და ინოვაციური აქტივიზაციის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ მომზადებულია შემდეგი სახელმწიფო დოკუმენტები:
საქართველოს სოციალური-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია- „საქართველო 2020“; რეგიონალური განვითარების სტრატეგია(2010წ.); საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ (2005); საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ(2007); საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ (2006წ.); საქართველოს კანონი შრომითი მიგრაციის შესახებ(2015წ.); განათლებისა და მეცნიერების სისტემის განვითარების სტრატეგიული მიმართულებები (2014წ.). (მუჯირი, 2016)

დამტკიცდა სახელმწიფო პროგრამები და ჩამოყალიბდა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, რომელიც არის საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილი,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სტატისტიკას თუ მოვიშველიებთ, ვნახავთ, რომ მოსახლეობის რაოდენობა, რაც პირდაპირ კავშირშია ადამიანისეული კაპიტალის ფორმირებასთან, 4 116.8 ათასიდან 3 729.6 ათას კაცამდე შემცირდა 2000-2019 წლებში, (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2020) პარალელურად უმუშევრობის დონეც გაიზარდა 10,3-დან 12,7%-მდე, 2009 წელს კი მაქსიმალურ ნიშნულს 18,3%-ს მიაღწია (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2020). ემიგრანტთა რაოდენობა 70 746 კაციდან (2002 წელს) 98 935 კაცამდე გაიზარდა (2018წელი) (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2020). ემიგრაცია მეტად მტკივნეულია ადამიანისეული კაპიტალის ფორმირებისთვის ვიანიდან ამ დროს ვხვდებით ე. წ. „ტვინების გადინების“ პრობლემის წინაშე, რაც განსაკუთრებით მწვავედ აისახება განითარებადი ქვეყნების კეთილდღეობაზე. მიუხედავად მაღალი კვალიფიკაციისა, დაბალი შრომის ანაზღაურების გამო საქართველოს მოქალაქეებს ურჩევნიათ იმუშაონ უცხო ქვეყანაში შედარებით დაბალ თანამდებობაზე. რაც კიდევ უფრო ამძიმებს ქვეყნის ეკონომიკურ სურათს.
აღსანიშნავია, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კურსდამთავრებულთა რაოდენობა 19 797-დან 24 275-მდე გაიზარდა 2000-2018 წლებში. თავად დაწესებულებათა რიცხვი კი მკვეთრად შემცირდა 171-დან 63-მდე. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია განათლების ხარისხის ზრდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულელბებში, ასევე სტუდენტთა გაგზავნა საზღვარგარეთ გაცვლითი პროგრამების მეშვეობით სასწავლებლად, ფაქტობრივად, გაორმაგდა (313 სტუდენტი2005 წელს და 673 – 2019 წელს). ეს ყველაფერი, რა საკვირველია, ადამიანისეული კაპიტალის ფორმირებაზე დადებით გავლენას ახდენს და იწვევს მის გაუმჯობესებასა და დახვეწას მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალით. (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2020)

მნიშვნელოვანია, განათლების სამინისტროს ჩართულობები და შემუშავებული სტრატეგიები ამ მიმართულებით, რამაც უნდა უზრუნველყოს განათლების და ცოდნის ფორმირების საერთაშორისო სტანდარტები. „საქართველო 2020“ განვითარების სტრატეგია როგორც შინაარსობრივად, ისე მეთოდოლოგიურად ინკლუზიური ზრდის (ინკლუზიური ზრდა გულისხმობს ღარიბთა პირობების გაუმჯობესებას არა გადანაწილების პოლიტიკით, არამედ მათი ჩართულობით ეკონომიკურ აქტივობაში) მოდელის კონცეფციის მიხედვით არის აგებული. (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, 2020)

გასული წლის ივნისში (18/06/2019) საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკს შორის ხელი მოეწერა ფინანსურ შეთანხმებას, დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს განათლების სისტემისთვის მსოფლიო ბანკი 90 მილიონ ევროს გამოყოფს. „ინოვაციების, ინკლუზიური განათლების და ხარისხის“ პროექტი ხელს შეუწყობს ადამიანური კაპიტალის განვითარებას სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის, ხარისხიანი განათლებისა და ხელსაყრელი სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის გზით. (საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, 2020)

2020 წლის 22 იანვარს საქართველოს მთავრობასა და აზიის განვითარების ბანკს შორის მოლაპარაკებების საფუძველზე, აზიის განვითარების ბანკი 50$ მლნ საინვესტიციო პროექტს განახორციელებს, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანური კაპიტალის განვითარებას, უკეთესი დასაქმებისა და მომავალი წარმატებისთვის. „უნარები უკეთესი დასაქმებისათვის“ (Skills for Better Jobs Sector Development Program) აზიის განვითარების ბანკისა და საქართველოს მთავრობის მიერ ერთობლივად შემუშავდება და მისი განხორციელება 2020 წლის ბოლოს დაიწყება. პროგრამა ორიენტირებული იქნება განათლების სექტორში უნარების განვითარებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, შესაბამისი პროგრამების დანერგვასა და სხვადასხვა მექანიზმებით კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდაზე განათლების სისტემაში. (საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, 2020)

დასკვნა
დაბოლოს, დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციული ცვლილებების ფონზე ადამიანური კაპიტალი გახდა ეროვნული ეკონომიკის ზრდის მამოძრავებელი ფაქტორი, მისი დაგროვება კი – ქვეყნის ინოვაციური განვითარების და კონკურენტუნარიანობის ზრდისა და მოსახლეობის კეთილდღეობის საფუძველი. დღეს ადამიანური კაპიტალი განიხილება, როგორც ეკონომიკისა და საზოგადოების განვითარების რთული, ინტენსიური ფაქტორი, ხოლო მისი ხარისხი პირდაპირპროპორციულად აისახება ქვეყნის ეკონომიკის ზრდასა და კონკურენტუნარიანობაზე. იგი მოიცავს საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კულტურული, ინოვაციური და პიროვნული ადამიანური პოტენციალის საფუძველზე დაგროვილ უნარ-ჩვევებს და ცოდნას. ეროვნული, კონკურენტუნარიანი ადამიანური კაპიტალი განაპირობებს ეკონომიკურ სტაბილურობას, ზრდას და მაღალ რეიტინგს საერთაშორისო ეკონომიკურ სივრცეში. მართალია, პროცესები დაწყებულია, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში სამუშაო ამ საკითებზე კიდევ ძალიან ბევრია, რათა სრულად მოხდეს არსებული ადამიანისეული კაპიტალის ათვისება, რაც საბოლოო ანგარიშით ეროვნული კეთილდღებას გაზრდის.

გამოყენებული ლიტერატურა:
აბესაძე, რ. (2015). ეკონომიკური განვითარება. თბილისი: თსუ გამომცემლობის სტამბა.
მუჯირი, ი. (2016). ადამიანური კაპიტალის ტრანსფორმაცია და ინოვაციური პროცესების აქტივიზაცია. თბილისი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. (2020, 02 19). Retrieved from www.mes.gov.ge
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. (2020, 02 19). Retrieved fromwww.mes.gov.ge
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. (2020, 02 19). Retrieved from www.economy.ge
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. (2020, 02 19). Retrieved from www.geostat.ge
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. (2020, 02 19). Retrieved from www.geostat.ge
საქართველოს სტატისტიკის ეროვული სამსახური. (2020, 02 19). Retrieved from www.geostat.ge

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial