პროფავშირები – საქართველოში მდგრადი ეკონომიკური განვითარების საფუძველი

გრიშა ლაბაძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, მე-3 კურსი
grishalabadze@gmail.com

ანოტაცია
სტატიაში განხილულია პროფკავშირების, როგორც პროფესიული ინტერესებით დაკავშირებულ პირთა გაერთიენების, წარმოშობა/განვითარება საქართველოსა და მსოფლიოში ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით. წარმოდგენილია ქართული პრესის ფურცლებზე პირველი გამოხმაურება პროფკავშრებისადმი. ყურადღება გავამახვილე და კონკრეტული მაგალითებიც მოვიშველიე პროფესიული კავშირების არსსა და სახეებზე ინფორმაციის გადმოცემისას . სტატიაში მკაფიოდ არის ახსნილი პროფკავშირების უმნიშვნელოვანესი ფუნქციები. განხილიულია პფოფკავშირები საქართველოს კონტექტსში და კონკრეტული ფაქტების აღწერით არის გადმოცემული დღევანდელი რეალობა. სტატიის შემდეგი ნაწილი გრძელდება მდგრად განვითარებაზე მსჯელობით, სადაც გრძელდება კონკრეტული საგნობრივი მსჯელობა და მოყვანილია კონკრეტულ მიზნები. ახსნილია პირდაპირი კავშირები აღნიშნულ თემებს შორის. განხილულია საკანონმდებლო გარემო. სტატიია მთავრდება კითხვით თუ რა იქნება გონივრული ნაბიჯები მდგრადი ეკონომიკური განვითრებისთვის. წარმოდგენილი სტატია დაეხმარება მკითხველს სიღრმისეულად გაეცნოს პფოფკავშირებსა და მდგრად განვითარებას, ჩამოაყალიბოს მყარი და არგუმენტირებული პოზიცია.

პროფკავშირების წარმოშობა და განვითარება საქართველოსა და მსოფლიოში

პროფესიული კავშირი არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, საქმიანობის მიხედვით – საერთო საწარმოო, პროფესიული ინტერესებით დაკავშირებულ პირთა (მუშაკთა) ნებაყოფლობითი საზოგადოებრივი გაერთიანება (ორგანიზაცია), რომლის მიზანია პროფკავშირის წევრთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივი უფლებებისა და ინტერესების დაცვა და წარმომადგენლობა.

საქართველოს კონსტიტუციით ყველას აქვს პროფესიული კავშირის შექმნისა და მასში გაერთიანების უფლება. პროფესიული კავშირი შეიძლება შეიქმნას ნებისმიერ საწარმოში, დაწესებულებაში,ორგანიზაციაში,სხვასამუშაოადგილზე (საქართველოს ორგანული კანონი პროფესიული კავშირების შესახებ თავი I.).

პროფკავშირი ეს არის მოსამსახურეთა ასოციაცია და მისი მთავარი მიზანია წარმოადგინოს მოსამსახურეთა უფლებები დამსაქმებელთა წინაშე. პროფკავშირების შექმნის და მასში გაწევრიანების უფლება არის ადამიანის ძირითადი უფლება. კარგად ფუნქციონირებადი და პრესტიჟული პროფკავშირები ხშირად არის დემოკრატიის და ადამიანის უფლებათა სტანდარტების კარგი მაჩვენებლი. უკეთესი სამუშაო პირობებისათვის ბრძოლაში მონაწილეობის გარდა, პროფკავშირებს ყოველთვის ჰქონდა (და ახლაც აქვს) გადამწყვეტი როლი სოციალური მოძრაობების შექმნაში და სოციალური ცვლილებების განხორციელებაში. პროფკავშირების როლი განსხვავებულია მთელს ევროპაში. ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც ფაშისტური და კომუნისტური რეჟიმები არსებობდა, პროფკავშირები იყო, ან იქმნებოდა სახელმწიფო სტრუქტურების და პოლიტიკური ელიტის დაქვემდებარებაში და გადაქცეული იყო მათი მჩაგვრელი რეჟიმების ინსტრუმენტად. ამ ისტორიული რეალობის შედეგად, ბევრი კვლავ სკეპტიკურად არის განწყობილი პროფკავშირების როლისადმი და მხოლოდ ბოლო პერიოდში დაიწყეს ამ ქვეყნების მუშებმა მისი პოზიტიური როლის აღიარება მათი უფლებების დაცვის საკითხში.

პროფკავშირების შექმნის იდეა დასავლეთ ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში უკავშირდება კაპიტალიზმის განვითარების აღმავლობას, რასაც კანონზომიერად მოჰყვა ფაბრიკა-ქარხნებსა კერძო სექტორში მუშა-ხელის დასაქმების ზრდა. ზრდის ტენდენციას თან სდევდა ფერმერთა მხრიდან მშრომელთათვის შრომითი პირობების საკუთარი შეხედულებით შექმნა. დასაქმებულთა შრომითი პირობები ყველა შემთხვევაში დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებდა. ეს ეხებოდა, როგორც სამსახურში მიღება-დათხოვნასა და მუშაობის ხანგრძივობას, ისე შრომის ანაზღაურების მოცულობას. აღარაფერს ვამბობთ დაცული შრომის უსაფრთხოებებზე. ცხადი და ლოგიკურია, დღის წესრიგში დგებოდა შრომის ღირსებააყრილი უფლებების დამცავი მექამიზმის შემუშავება და ასეც მოხდა.

ინგლისის დედაქალაქში დაარსდა „ხალხთა შორის მუშების საზოგადოება“ (შემდგომში პროფესიული კავშირი). 1799–1800 წლებში მიღებული საკანონმდებლო აქტები უკანონოდ მიიიჩნევდნენ მუშათა შეკრებებს და უკრძალავდნენ მათ დემონსტრაციების ჩატარებას. სახელმწიფოს მცდელობებმა ვერ შეძლო მუშათა შეჩერება და 1824 წელს ინგლისში შეჩერებულ იქნა ანტიმუშური საკანონმდებლო აქტების მოქმედება, რითაც, ფაქტობრივად, მოხდა პროფკავშირული საქმიანობის ლეგალიზაცია. როგორც კი საზოგადოების სამოქმედო დებულება დაიწერა, მშრომელებმა წარმოების მეპატრონეს შრომის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით მიმართეს და შედეგსაც მიაღწიეს. დასაქმებულებმა არნახული ტემპით დაიწყეს “ხალხთა შორის მუშების საზოგადოებაში“ გაერთიანება. სტიმული იმდენად მაღალი იყო, რომ ერთ წელიწადში აღნიშნული საზოგადოებები ევროპის თითქმის ყველა ქვეყნის საწარმოში შეიქმნა. მუშათა ინტერესების დამცველი საზოგადოების შესახებ ინფორმაციები პრესის საშუალებით მთელი დედამიწის ზურგს ეფინებოდა. დიდ ინტერესს იწვევდა სტატიები იმის შესახებ თუ, როგორ შეიძლებოდა აუტანელი კოლონიალური შრომის პირობებიდან თავის დაღწევა. სამოქმედო დებულების მიხედვით, მუშახელს უფლება მიეცა ებრძოლა საკუთარი შრომის უფლებების დასაცავად.

„ხალხთა შორის მუშების საზოგადოების“ წარმატებულმა მოქმედებებმა დანარჩენი ქვეყნებისთვისაც მიმბაძველი ხასიათი შეიძინა. გამონაკლისი არც საქართველო იყო. მით უმეტეს, რომ იმ წლებში, არა მარტო თბილისში, არამედ მთელ რიგ მაზრებში ადგილობრივი გაზეთები გამოდიოდა და მათ ევროპიდან, როგორც პოლიტიკური, ისე საზოგადოებრივი საყოფაცხოვრებო ინფორმაციები მიეწოდებოდა.

პირველი ინფორმაცია პროფკავშირების შესახებ ქართულ პრესაში, სათაურით “ხალხთა შორის მუშების საზოგადოება”, 1871 წლის 12 იანვარს, გაზეთ “დროებაში” გამოქვეყნდა:

„ეს საზოგადოება, ან ასოციაცია შემდგარა თითქმის, მხოლოდ მუშა-ხალხისაგან, მაგრამ იმის წევრებად არიან აგრეთვე მწერლები და სხვა პირებიც, რომელნიც გამოჩენილნი არიან თავის ხალხის მოყვარული აზრებით და რომელთაც ჰსურთ მდაბიო, მუშა ხალხის მდგომარეობის გაუმჯობესება. სულ წევრების რაოდენობის რიცხვი 2.500.000-ია, ესენი თითქმის მთელ დედამიწაზე არიან გაფანტულნი. ყველგან სადაც კი ცოტაოდენობითაა შესული მუშებში განათლების სხივი, ყველგან ნახავთ ამ ასოციაციის წევრებს. ცენტრალური მმართველობის კომიტეტი კი ლონდონშია. აქ სწყდება ასოციაციის ყველა საზოგადო და ღირსშესანიშნავი საქმეები. სხვაგან სატახტო ქალაქში არიან ამ კომიტეტის განყოფილებანი, მაგალითად: პარიზში, ბერლინში, ბრიუსელში, ვენაში და აგრეთვე ამერიკის ბევრ ქალაქებში. უმთავრესი, ანუ ცენტრალური ლონდონის კომიტეტი თხუთმეტ წევრისაგან არის შემდგარი. ყოველ კვირას ამ კომიტეტს უცხო ქვეყნებიდან მოსდის იმათი ანგარიში და სხვადასხვა საჭირო ცნობები, როგორც მაგალითად: 1) ადგილობრივ პოლიტიკურ მოძრაობაზე, 2) უწყება თავის ახალ წევრებზე, 3) თავის ღონისძიებების მდგომარეობაზე, 4) მდიდარი ფაბრიკანტებისა და თანხის პატრონების სია, 5) თავიანთი მოქმედებისა და გადაწყვეტილებების ანგარიში და სხვა.

ამ ასოციაციას დიდი შესაძლებლობა აქვს. ყოველი წევრი, ყოველი მუშა შეძლებისა და გვარად თითო ოროლ შაურს სწირავს კვირაში და აქედან დიდი ფული შესდგა. უმთავრესი დანიშნულება ამ საზოგადოებისა ისაა, რომ ყოველ ღონისძიებით და ყოველ შემთხვევაში მუშებს ხელი გაუმართოს და ეცადოს იმის ცუდი მდგომარეობის გამოკეთებაზე. ამ აზრის მისაღწევად ასოციაცია გამოსცემს წიგნებსა და გაზეთებს მუშებისათვის, ჰკითხულობს საპუბლიკო ლექციებს, მართავს იმათთვის საავადმყოფოებს და საკითხავ ოთახებს და სხვა. ეს ასოციაცია არის მთელი ქვეყნის მუშების შემაერთებელი. ის ცდილობს, რომ ყველა მუშებს ჰქონდეთ ერთი აზრი, ერთი წადილი და ერთნაირი მოქმედება. ვთქვათ სადმე, რომელიმე ფაბრიკანტი მუშებს ავიწროვებს, ცოტა ჯამაგირს აძლევს, ან ბევრს ამუშავებს, ამის გამო ამათ უთანხმოება მოუხდა და მუშებმა თავი დაანებეს მუშაობას (შეადგინეს “სტაჩკა”), რომ ამათ ჯამაგირი მოამატებინონ ფაბრიკანტს; მაშინვე ცენტრალური კომიტეტი უგზავნის ამ მუშებს ფულებს, რომ გარკვეულ დრომდი შეძლონ ცხოვრება. აქვე აძლევს დარიგებას იმის თუ, როგორ უნდა მოიქცნენ.“

ინგლისში 1920 წლისათვის პროფკავშირის წევრთა წილი საერთო მუშების საერთო რაოდენობაში 60%-ს შეადგენდა. საფრანგეთში მუშათა კავშირების ორგანიზების უფლება ოფიციალურად ხელისუფლების მიერ 1930 წელს იქნა აღიარებული, ხოლო გერმანიაში მხოლოდ მეორე მსოგლიო ომის შემდეგ.

პროფკავშირების არსი და სახეები

არსებობს პროფკავშირების ორი ტიპი: დარგორბრივი პროფკავშირები – აერთიანებენ დარგის ყველა მომუშავეს, მათ მიერ შესრულებული სამუშაოს მიუხედავად და პროფკავშირები პროფესიული სპეციფიკის მიხედვით, ანუ საამქრო – აერთიანებენ ერთი გარკვეული პროფესიის მომუშავეებს.

დარგობრივი პროფკავშირების მაგალითებია საავტომობილო დარგის, ქვანახშირის მომპოვებელ მაღაროელთა, კაუჩუკის მწარმოებელ მომუშავეთა გაერთიანება.
პროფკავშირები ფირმებთან მოლაპარაკებას აწარმოებენ შრომითი ხელშეკრულების სხვადასხვა საკითხის, მათ შორის, მომუშავეთა შრომის ანაზღაურებისა და შემწეობის, შრომის პირობების, დასაქმების, ზეგანაკვეთური სამუშაოს, სამსახურში დანიშვნის, დაწინაურებისა და სამსახურიდან გათავისუფლების სამოქმედო გეგმების, ასევე, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის დავის გადაჭრის მექანიზმის შესახებ. მოლაპარაკება შეიძლება სხვადასხვა დონეზე მიმდინარეობდეს.

ერთი მხრივ, მოლაპარაკება შეიძლება იყოს ცენტრალიზებული, რა შემთხვევაშიც მოლაპარაკების მაგიდასთან იკრიბებიან მთელი დარგის წარმომადგენლები და ხელშეკრულება ფორმდება რამდენიმე დამსაქმებელთან ერთდროულად. დეცენტრალიზებული (ადგილობრივი) მოლაპარაკების დროს კი მოლაპარაკების მაგიდასთან იკრიბებიან პროფკავშირებისა და ერთი რომელიმე ფირმის წარმომადგენლები, ან მოლაპარაკება იმართება ფირმაში ერთი რომელიმე სფეროს მომუშავეებს და მენეჯმენტის წარმომადგენლებს შორის. მოლაპარაკებების შუალედური ტიპია კოლექტიური მოლაპარაკება რამდენიმე დამსაქმებელთან, რაც იმართება ადგილობრივ პროფკავშირებსა და რამდენიმე ფირმას შორის; ასეთი მოლაპარაკების მაგალითია მოლპარაკება სამშენებლო დარგის პროფკავშრებსა და ამ რეგიონში მომუშავე მშენებლებს შორის.

როგორც მასშტაბური კოლექტიური ორგანიზაცია, დემოკრატიულ ქვეყნებში პროფკავშირები ერთგვარ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ. ხშირ შემთხვევაში ისინი ცდილობენ, ისარგებლონ არსებული პოლიტიკური მდგომარეობით. ზოგიერთ ქვეყანაში (მაგალითად, დიდ ბრიტანეთში) პროფკავშირებს საკუთარი პოლიტიკური პარტიაც კი აქვთ. სხვა ქვეყნებში კი, მაგალითად შეერთებულ შტატებში, პროფკავშირები არ წარმოადგენენ რომელიმე პოლიტიკური პარტიას, მაგრამ ასრულებენ ლობისტების ფუნქციას სხვადასხვა კანონის მიღებისას, შტატისა თუ ადგილობრივი მთავრობის დონეზე.

პროფკავშირების ფუნქციები

პროფკავშირები განვითარების საფუძველს ცალკეული მომუშავეებისა და დამსაქმებლების რეალური უფლებების ასიმეტრიულობა წარმოადგენს. საქართველოში, თუკი მომუშავე უარს ამბობს დამსაქმებლის პირობების შესრულებაზე, იგი, საერთოდ კარგავს სამსახურს.

პროფკავშირების ორ ძირითად ფუნქციას გამოყოფენ:
პროფკავშირების დამცავი ფუნქცია ყველაზე ტრადიციულია და იგი პირდაპირაა დაკავშრებული დაქირავებულთა სოციალურ-შრომით ურთიერთობებთან. საქმე ეხება არა მარტო დამსაქმებლების მიერ მომუშავეების უფლებების დარღვევის თავიდან აცილებას, არამედ უკვე დარღვეული უფლებების აღდგენასაც. შვედეთის პროფკაშირების კონფედერაციის ინიციატივით 1990-იან წლებში მსოფლიოში დაიწყო ერგონომიკის მოთხოვნების შესაბამისი ახალი სტანდარტების დანერგვა, რაც ითვალისწინებს ელქტრომაგნიტური გამოსხივებისა და ხმაურის, მონიტორზე გამოსახულების ხარისხის მკაცრ რეგლამენტირებას.

პროფკავშირების წარმომადგენლობითი ფუნქცია დაკავშირებულია მომუშავეების ინტერესების დაცვასთან არა მარტო ფირმის, არამედ სახელმწიფოს დონეზე. წარმომადგენლობის მიზანია დამატებითი შეღავათების მოპოვება. კონკურენტული ბრძოლის გამძაფრების პირობებში პროფკავშირები სულ უფრო მეტად აცნობიერებენ იმას, რომ მომუშავეების კეთილდღეობა დამოკიდეულია არა მარტო დამსაქმებლის მიმართ წინააღმდეგობაზე, არამედ შრომის ეფექტიანობის ამაღლებაზე. ამიტომ თანამედროვე პროფკავშირები სულ უფრო ნაკლებად მიმართავენ მასობრივი გაფიცვების პრაქტიკას.

ზოგჯერ ამ ფუნცქციებს უმატებენ მესამე – ეკონომიკურ ფუნციასაც, რომელიც გულისხმობს წარმოების ეფექტციანობის ამაღლებას.

პროფკავშირები სქართველოში

როგორც აღვნიშნეთ საქართველოში პროფკავშირული მოძრაობა მე-19 საუკუნის 70-იანი წლებიდან იღებს სათავეს. სქართველოში დღეს 147 პროფკავშირული ორგანიზაციაა რეგისტრიტებული. საქართველოს გაერთიანებული პროფესიული კავშირების (რომელიც 21 წევრი ორგანიზაციის თანამშორმლების მიერ ხელფასის 1%-თ ფინანსდება) თავჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი, აცხადებს „ არა მარტო საიდან ფინანსდებიან, არამედ, საერთოდ რას საქმიანობენ ისიც არ ვიცი გარდა 2-3 ორგანიზაციისა, რომლებიც ზოგიერთი მთავრობებმა, ზოგიც დამსაქმებლებმა შექმნეს ჩვენი ორგანიზაციის საფუძველზე და თვითონვე აკონტროლებენ, რათა მუშებს წარმოდგენა შეუქმნან და სურვილი მოუკლან რეალური პროფკავშირების ქონისა საწარმოში.“ აღნიშნული საკითხი არაერთხელ გამხდარა საქართველოს კრიტიკის საგანი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან (აშშ-ს სახ. დეპარტამენტის ანგარიშები, ევროკავშირი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, ჯენევა.)

რამდენად ეფექტიანია საქართველოში პროფესიული კავშირები?

დღეს 170 000 წევრს ითვლის საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება, ამ ადამიანებისთვის მისი წევრობა ეფექტიანია. ზოგადად მსოფლიოში ხელფასი, პენსია, დაზღვევა, შვებულება, შესვენება, შეგანაკვეთური შრომის ანაძღაურება და მსგავსი ტერმინები პროფკავშირების მიერ გაკეთებული საკითხები და სიკეთეებია, რაც მსოფლიო საზოგადოებისთვის მოუტანია ამ ორგანიზაციას. ჩვენი ქვეყნის მაგალითებითაც დასტურდება აღნიშნული : „აგარის“ ქარხნის დაკეტვის შემდგომ დაახლოებით 550 ადამიანი უმუშევარი დარჩა, რომ არა პრფკავშირების მოქმედებები, ისინი დღესაც უმუშევრები იქნებოდნენ. „საქართველოს ფოსტის“ წინააღმდეგ სასამართლოს გზით მოგებულია 2 მილიონამდე, როცა ისინი დასაქმებულებს უკანონოდ ათავისუფლებდნენ. წლების მიხედვით პროფკავშირების მიერ საზოგადოებისთვის სხვადასხვა მოქმედებებით მიერ მოტანილი თანხა 200 მილიონი ლარის სიახლოვეს მერყეობს. „ფეროშენადნობთა ქარხანაში“ 10-15%-თ მომატებული ხელფასიც პროფკავშირების დამსახურებაა. საჯარო სამსახურში, იმათთვის, ვისაც ბავშვები ჰყავს სამუშაო დღე 09:30-ზე იწყება.

მდგრადი განვითარება

2015 წლის 25 სექტემბერს გაეროს 193 წევრი ქვეყანა შეთანხმდა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის დოკუმენტზე, სათაურით – „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის“. ეს დღის წესრიგი მოიცავს 17 მიზანს და 169 ამოცანას.
ახალი მიზნები წარმოადგენენ გაბედული მდგრადი განვითარების დღის წესრიგის ნაწილს, და ორიენტირებულნი არიან მდგრადი განვითარების სამ ურთიერთდაკავშირებულ ელემენტზე: ეკონომიკური ზრდა, სოციალური ინკლუზია და გარემოს დაცვა.
მდგრადი განვითარების მიზნები და ამოცანები გლობალური ბუნების და უნივერსალური გამოყენებისანი არიან, რადგან ითვალისწინებენ განსხვავებულ ეროვნულ თვისებებს, შესაძლებლობებს და განვითარების დონეს და პატივს სცემენ ეროვნულ პოლიტიკას და პრიორიტეტებს. ისინი ერთმანეთისგან დამოუკიდებელნი არ არიან – მათი განხორციელება ინტეგრირებულად უნდა მოხდეს.

მდგრადი განვითარება საზოგადოების განვითარების ისეთი სისტემას გულისხმობს, რომელიც საზოგადოების ეკონომიკური განვითარებისა და გარემოს დაცვის ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს ადამიანის კეთილდღეობას, ცხოვრების დონის ხარისხის ზრდას და მომავალი თაობების უფლებას ისარგებლონ შექცევადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებებისაგან მაქსიმალურად დაცული ბუნებრივი რესურსებითა და გარემოთი.

მდგრადი განვითარება გულისხმობს ეკონომიკური ზრდის ისეთ ფორმას, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოების კეთილდღეობას მოკლე, საშუალო და რაც მთავარია, ხანგრძლივი ვადით.

გამოვყოთ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებიდან შემდეგი:
მიზანი 1: სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა
მიზანი 2: შიმშილის აღმოფხვრა, სასურსათო უსაფრთხოებისა და გაუმჯობესებული კვების მიღწევა და მდგრადი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა
მიზანი 3: ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნვლეყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის.
მიზანი 8: სტაბილური, ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, სრული და პროდუქტული დასაქმება და ღირსეული სამუშაო ყველასათვის.

მდგრადი განვითარების გამოწვევები საქართველოში

ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმით საქართველომ მდგრადი განვითარების სტრატეგიის შემუშავების ვალდებულება აიღო თავზე. დღემდე ეს პროცესი მდორედ მიედინება.

დღესდღეობით კეთილდღეობის, ცხოვრების ხარისხის ევროპული ცნება, გარდა წმინდა ეკონომიკური მახასიათებლებისა (მთლიანი შიდა პროდუქტი და მისი დინამიკა) მოიცავს ადამიანის უსაფრთხოებას და ჯანმრთელობას, ღირსეული მუშაობის და სრულფასოვანი დასვენების შესაძლებლობას, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობას, კომფორტულ და უსაფრთხო სოციალურ გარემოს, და აგრეთვე თაობათა სოლიდარობას – უზრუნველყოფილ სიბერეს მოხუცებისთვის და დღეს არსებულ ან უკეთეს ფიზიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ გარემოს მომავალი თაობებისთვის. ყოველივე ამას ევროპელები ცხოვრების ხარისხს უწოდებენ. ეს მიდგომა ფაქტობრივად ევროპული ფასეულობების ქვაკუთხედია. და სწორედ ამიტომ, “მდგრადი განვითარების” პარადიგმა დღევანდელი ევროპული კონსტიტუციის შემადგენელი ნაწილია.

გავიხსენოთ გაეროს მდგრადი განვითრების მე-8 მიზანი: „სტაბილური, ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, სრული და პროდუქტული დასაქმება და ღირსეული სამუშაო ყველასათვის.“ იგი პირდაპირ ინსტრუმენტად უნდა აღიქმებოდეს ჩვენნაირი ეკონომიკის ქვეყნების მიერ, სტაბილური, მგდრადი ეკონომიკური ზრდის განხორციელების გზაზე. ნებისმიერი საზოგადოებრივი სიკეთე, მხოლოდ და მხოლოდ, მიიღება ადამიანთა შრომის შედეგად. შეუძლებელია ქვეყანა იყოს ეკონომიკურად მოწინავე , გააჩნდეს მიღწევები მდგრადი ეკონომიკური განვითარების ჭრილში და ამასთანავე შრომითი უფლებები იყოს უგულებელყოფილი. ჩვენ კანონმდებლობის დონეზე წინ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ბოლო ათწლეულში. უნდა აღინიშნოს 30.11.2018 დათარიღებული „საქართველოს ორგანული კანონი პროფესიული კავშირების შესახებ“. იგი წარმოადგენს ურყევ სამართლებრივ საფუძველს პროფკავშირული ორგანიზაციების განვითარებისათვის. თუმცა, სამართლებრივ ჭრილში, სერიოზულ კრიტიკას იმსახურებს ექსპერტების მხრიდან. აღსანიშნავია თავი მე-3. პროფესიული კავშირის უფლებათა გარანტიები. მე-4 თავის 26-ე და 27-ე მუხლები კი პროფესიული კავშირის უფლებათა დაცვისა და მათი დარღვევის შემთხევევაში პასუხისმგებლობას განსაზღვრავენ. და მაინც, რა უნდა ვქნათ? …

გამოყენებული ლიტერატურა
www.geostat.ge საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
gtuc.ge საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება
matsne.gov.ge საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
www.tsu.geთსუ მაკროეკონომიკის კათედრა – „შრომის ეკონომიკა “ რედაქტორები: ასოც. პროფესორი მ. ცარციძე, ეკონომიკის დოქრტორი ნ. ლაცაბიძე
www.moh.gov.ge საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
www.mes.gov.ge საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
www.ilo.org შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია
www.ungeorgia.ge გაერო საქართველოში
oikos-international.org „ოიკოს ინთერნეიშენალი“

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial