მცირე და საშუალო ბიზნესის მდგომარეობა

ავტორის სტილი დაცულია

ლელა ღვინიაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის IV კურსის სტუდენტი
lela.ghviniashvili066@eab.tsu.edu.ge

ანოტაცია

სამეწარმეო სექტორი, განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოები, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ეკონომიკის განვითარებაში და საგრძნობი წვლილი შეაქვთ მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფაში. მცირე და საშუალო საწარმოები, დასაქმების ზრდისა და სამუშაო ადგილების შექმნის პოტენციალით, ასევე, ეკონომიკის განვითარებასა და ზრდაში შეტანილი წვლილის გათვალისწინებით, ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკის ქვაკუთხედად შეიძლება მივიჩნიოთ. ძლიერი და კარგად განვითარებული მცირე და საშუალო მეწარმეობის სექტორი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ექსპორტს, ინოვაციებს, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის შექმნას, და ამავე დროს, განსაკუთრებულ როლს ასრულებს ქვეყნის კეთილდღეობის დონის ამაღლებაში.

ბოლო წლების განმავლობაში, საქართველომ მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა, მათ შორის, ეკონომიკური რეფორმები, რომელთა მთავარი მიზანი იყო ბიზნესის კეთების და პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, ეკონომიკის ლიბერალიზაციის, ადმინისტრაციული ბარიერებისა და საგადასახადო ტვირთის შემცირების, სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესების, კორუფციასთან ბრძოლისა და სხვა გზებით. ამ რეფორმების შედეგად, საქართველომ ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებლებს მიაღწია. ამასთან, მნიშვნელოვნად გაიზარდა ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადები. საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა დადებითად იქნა შეფასებული სხვადასხვა სარეიტინგო სააგენტოების და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ და შესაბამისი შედეგები აისახა იმ ინდექსებსა და რეიტინგებში, რომლებითაც ფასდება ქვეყნების ეკონომიკური თავისუფლება.ზოგადი ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მიუხედავად, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების თვალსაზრისით, საქართველოში იგივე გამოწვევები დგას, რაც მრავალ განვითარებად ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ მცირე და საქართველოს მთავრობა ეკონომიკური განვითარების პროცესში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მცირე და საშუალო მეწარმეობას და მიზნად ისახავს სამეწარმეო გარემოს შემდგომ სრულყოფას, რაც ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო საწარმოების ზრდას და განვითარებას.
ბოლო პერიოდში მომხდარმა მნიშვნელოვანმა გარემოებამ, კორონა ვირუსმა, მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა მცირე და საშუალო საწარმოეის ზრდა განვითარებაზე. 2020 წლის მდგომარეობით, კორონავირუსმა გაოიწვია მცირე და საშუალო საწარმოების შოკური მდგომარეობა. ისინი აღმოჩნდნენ გამოუვალ მდგომარეობაში მოთხოვნის ვარდნასა და გადასახადების პრობლემების წინაშე. სწორედ ამიტომ მისი გავლენის უკეთ გასაანალიზებლად, დავიწყეთ მცირე და საშუალო საწარმოების ზოგადი განმარტებით, საქართველოში არსებული სიტუაციებით, განვითარების ინიციატივებით, საბოლოოდ კი განვიხილეთ კორონა ვირუსის გავლენა და სახელმწიფოს მხრიდან დახმარებები, რომლებიც მცირე და საშუალო საწარმოებს ეხმარება პანდემიის გავლენისგან თავის დაღწევაში.

Annotation
The entrepreneurial sector, especially small and medium enterprises, play an important role in the development of the economy and make a significant contribution to ensuring sustainable and inclusive economic growth. Small and medium enterprises, with their potential for employment growth and job creation, as well as their contribution to economic development and growth, can be considered the cornerstone of any country’s economy. A strong and well-developed small and medium-sized enterprise sector significantly contributes to exports, innovations, the creation of a modern entrepreneurial culture, and at the same time, plays a special role in raising the level of prosperity of the country.
In recent years, Georgia has implemented significant reforms, including economic reforms aimed at doing business and creating a favorable environment for foreign direct investment, liberalizing the economy, reducing administrative barriers and tax burdens, improving public services, and fighting corruption. As a result of these reforms, Georgia has achieved high rates of economic growth. At the same time, the inflows of foreign direct investment in the country have increased significantly. Georgia’s economic policy has been positively assessed by various rating agencies and international financial institutions, and the relevant results have been reflected in the indices and ratings that measure the economic freedom of countries. . Although the small and Georgian government attaches special importance to small and medium enterprises in the process of economic development and aims to further improve the entrepreneurial environment, which will promote the growth and development of small and medium enterprises.
An important circumstance that has occurred recently, the corona virus, has had a significant impact on the growth of small and medium enterprises. As of 2020, the coronavirus has caused a shock to small and medium-sized enterprises. They found themselves in a hopeless situation with falling demand and tax problems. That is why, in order to better analyze its impact, we started with a general explanation of small and medium enterprises, the situation in Georgia, development initiatives, and finally discussed the impact of the coronavirus and state aid to small and medium enterprises to escape the pandemic.

1. მცირე და საშუალო საწარმოები

მცირე და საშუალო საწარმოები (SMEს) თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ხერხემალია, ამიტომ სახელმწიფოსთვის მცირე და საშუალო საწარმოების საქმიანობა ყოველთვის აქტუალურია ნებისმიერი ეკონომიკური რეფორმის, თუ საწარმოთა რესტრუქტურიზაციის პროცესში.
ისტორიულად, მცირე ბიზნესის არსებობა ანტიკური კულტურიდან დასტურდება. XVIII საუკუნის II ნახევრიდან თვითდასაქმება და ვენჩურული საქმიანობა ადამიანის აქტიური ცხოვრების ნაწილად იქცა. მომხმარებელთა საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით გაჩნდა მცირე ბიზნესი. ამავე მიზეზით გამოჩდნენ ბაზარზე მეწარმეებიც.

SME-ს პირველი განმარტება შემუშავებული იქნა გაერთიანებულ სამეფოში ბოლტონის კომიტეტის მიერ (1971 წ.). გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ დააფინანსა კვლევითი პროექტი, რომლის ფარგლებშიც განისაზღვრა მცირე ბიზნესის სექტორის და მისი შესაძლებლობების შესწავლა იმ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებთან მიმართებაში, რომელიც პრივატიზაციას და დეინდუსტრიალიზაციას უკავშირდებოდა. ნაშრომში SMEს-ს დახასიათება განხორციელდა სამ პარამეტრზე დაყრდნობით, როგორებიცაა: დასაქმება, შემოსავალი და სხვა მახასიათებელი.
SME-ს ეროვნული ეკონომიკისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბევრი მიზეზის გამო. SME-ი ძირითადად მსხვილი კომპანიების წამმართველ ძალას წარმოადგენენ. როდესაც მცირე ბიზნესი იზრდება, ის მეტ ადამიანს ასაქმებს, ეროვნული შემოსავალი იზრდება და მიმდინარეობს სიმდიდრის განაწილება. (ჯოზეფ ჰასიდი, ალექსის-სტეფანოს კომსელისი, 2007-2008) ამასთან მცირე და საშუალო საწარმოები, უპირველეს ყოვლისა, არიან მოქნილნი, სწრაფად ეგუებიან ბაზრის ახალ კონიუნქტურას და საწარმო ცვლილებებს. მეორე მხრივ, მათ შეუძლიათ ოპერატიულად შექმნან და დანერგონ ახალი ტექნიკა და ტექნოლოგია, რასაც სწრაფად ვერ ახორციელებენ მსხვილი ფირმები. პრინციპულად ახალი ტექნიკის გამოშვება წარმოადგენს მნიშვნელოვან ფაქტორს, რომელიც არღვევს მსხვილმასშტაბიანი, სერიული წარმოების სტაბილურობას. მესამეც, მცირე ფირმებისათვის დამახასიათებელია ინიციატივისა და დინამიზმის სულისკვეთება. 38 ბოლო გარემოება მნიშვნელოვნად განასხვავებს მსხვილ და მცირე ფირმებს. ეს გამოიხატება განსაკუთრებულ ადამიანურ ურთიერთობებში და სპეციფიკურ სოციალურ-ფსიქოლოგურ კლიმატში, რომელიც ახასიათებს პატარა კოლექტივს, სადაც ყველანი გაეთიანებული არიან დამოუკიდებულობის და გადარჩენის მიზანსწრაფვით. (გოგიაშვილი, 2013)
მცირე და საშუალო საწარმოების განმარტება ეფუძნება საწარმოთა ბრუნვის მოცულობას და დასაქმებულთა რაოდენობას და გამოიყენება ბიზნესის შესახებ ოფიციალური სტატისტიკის მომზადების მიზნით. საშუალოა საწარმო, რომელშიც წლიურად დასაქმებულია რაოდენობა მერყეობს 20-დან 100 დასაქმებულამდე და რომლის წლიური ბრუნვა არ აღემატება 1,5 მლნ. ლარს. მცირეა საწარმო, რომელშიც წლიურად დასაქმებულთა რაოდენობა არ აღემატება 20-მდე დასაქმებულს და რომლის წლიური ბრუნვა არ აღემატება 500 ათას ლარს (SME Development Strategy of Georgia, 2015)

1

ხოლო, კომიტეტის კვლევითი ნაშრომის განმარტებით, მცირე და საშუალო საწარმო:

• წარმოებაში არაუმეტეს 200 და მშენებლობაში _ არაუმეტეს 25 კაცს ასაქმებს;
• წლიური შემოსავალი არ აღემატება (1971 წლის მდგომარეობით) 50,000-ს ფუნტ-სტერლინგს;
• მცირე საბაზრო წილით ხასიათდება, მესაკუთრის (ან მესაკუთრეების) მიერ იმართება და დამოუკიდებლად ფუნქციონირებს

2

ეს განსაზღვრება SME-ის უკეთეს სეგმენტაციას ახდენს და გვიჩვენებს, რომ მიმართულებების იდენტიფიკაცია შეიძლება დამოკიდებული იყოს მხოლოდ ერთი ქვეჯგუფზე.

SME-ს ბევრი ძლიერი მხარე აქვთ. მათ რიცხვში შედის:
• ფინანსური მდგრადობა და სპეციფიკურ ბაზრებზე შეღწევადობა
• ინოვაცია და ცვლილებებთან ადაპტაციის უნარი
• დიდი ბიზნესის SME-ზე დამოკიდებულება
• დასაქმება

თუმცა ამასთან, SME-ს ბევრი პრობლემა აქვთ, რომლებიც ფირმების გაკოტრებას იწვევენ. ჩვეულებრივ, ყოველ წელს დახურული ფირმების რაოდენობა უთანაბრდება იმ წელს დაარსებულთა რაოდენობას. მეორე მხრივ, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია წარუმატებლობის მაღალი დონე და ინოვაციური მენეჯმენტის გამოცდილების ნაკლებობა. (ჯოზეფ ჰასიდი, ალექსის-სტეფანოს კომსელისი, 2007-2008)

2. მცირე და საშუალო საწარმოები საქართველოში

ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ძირითად პრინციპს კერძო სექტორის განვითარება და ხელშეწყობა წარმოადგენს და შესაბამისად, საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა სწორედ კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობას მიიჩნევს ეკონომიკის განვითარების უმნიშვნელოვანეს მამოძრავებელ ძალად. სამეწარმეო სექტორი, განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ეკონომიკის განვითარებაში და საგრძნობი წვლილი შეაქვთ მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფაში. მცირე და საშუალო საწარმოები, დასაქმების ზრდისა და სამუშაო ადგილების შექმნის პოტენციალით, ასევე, ეკონომიკის განვითარებასა და ზრდაში შეტანილი წვლილის გათვალისწინებით, ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკის ქვაკუთხედად მიიჩნევა. ძლიერი და კარგად განვითარებული მცირე და საშუალო მეწარმეობის სექტორი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ექსპორტის ზრდას, ინოვაციების განვითარებას, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის შექმნას და ამავე დროს, განსაკუთრებულ როლს ასრულებს ქვეყნის კეთილდღეობის დონის ამაღლებაში. (SME Development Strategy of Georgia, 2015) საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და ხელშეწყობა წარმოადგენს, შესაბამისად ერთიანი მხარდამჭერი პოლიტიკის და შესაბამისი სტრატეგიის არსებობა ხელს უწყობს ქვეყანაში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას, როგორც შიდა, ისე გარე ბაზრებზე, რაც ეფუძნება ადამიანური კაპიტალის განვითარებას, სამეწარმეო კულტურის ჩამოყალიბებას, ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, ინოვაციებისა და კვლევების განვითარებას და სხვ. ყოველივე აღნიშნული კი ეკონომიკის წარმატებული ფუნქციონირების აუცილებელი პირობაა. (სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, 2018)

ბოლო წლების განმავლობაში, საქართველომ მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა, მათ შორის, ეკონომიკური რეფორმები, რომელთა მთავარი მიზანი იყო ბიზნესის კეთების და პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, ეკონომიკის ლიბერალიზაციის, ადმინისტრაციული ბარიერებისა და საგადასახადო ტვირთის შემცირების, სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესების, კორუფციასთან ბრძოლისა და სხვა გზებით. ამ რეფორმების შედეგად, საქართველომ ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებლებს მიაღწია. ამასთან, მნიშვნელოვნად გაიზარდა ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადები. საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა დადებითად იქნა შეფასებული სხვადასხვა სარეიტინგო სააგენტოების და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ და შესაბამისი შედეგები აისახა იმ ინდექსებსა და რეიტინგებში, რომლებითაც ფასდება ქვეყნების ეკონომიკური თავისუფლება. ზოგადი ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მიუხედავად, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების თვალსაზრისით, საქართველოში იგივე გამოწვევები დგას, რაც მრავალ განვითარებად ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ მცირე და საშუალო საწარმოებზე მოდის მოქმედი საწარმოების უდიდესი ნაწილი, მათი წვლილი მშპ-ში კვლავ ძალიან დაბალია.
საქართველოს მთავრობა ეკონომიკური განვითარების პროცესში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მცირე და საშუალო მეწარმეობას და მიზნად ისახავს სამეწარმეო გარემოს შემდგომ სრულყოფას, რაც ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო საწარმოების ზრდას და განვითარებას. (SME Development Strategy of Georgia, 2015)
კერძო სექტორის განვითარების და განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რაც ასევე ასახულია საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში – საქართველო 2020 (ივნისი, 2014), აგრეთვე, სამთავრობო პროგრამაში „ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის“ (რომელიც პერიოდულად ახლდება).

მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია შემუშავებულია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციასთან (OECD) აქტიური თანამშრომლობითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის (GIZ-ის) მხარდაჭერით. (სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, 2018)
2006 წლამდე საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში არ არსებობდა რაიმე ნორმატიული აქტი, რომლიც ერთის მხრივ განსაზღვრავდა თუ რა იყო მცირე და საშუალო ბიზნესი და მეორეს მრხივ განსაზღვრავდა პოლიტიკას ანდა სტრატეგიას ამ ზომის საწარმოების მიმართ. 2006 წელს ცვლილებები შევიდა კანონში “ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ” და აღნიშნული კანონით (მუხლი #3 – ტერმინთა განმარტებები) დადგინდა განმარტებები მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისათვის. კერძოდ:
მ) მცირე საწარმო – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი ყველა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმო, რომელშიც დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა არ აღემატება 20 დასაქმებულს და რომლის წლიური ბრუნვა – 500 000 ლარს;
ნ) საშუალო საწარმო – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი ყველა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმო, რომელშიც დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა არ აღემატება 100 დასაქმებულს და რომლის წლიური ბრუნვა – 1 500 000 ლარს;
საწარმოები ზომის მიხედვით დაიყოფა შემდეგნაირად: მსხვილი, საშუალო და მცირე.

3

3. მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამები და ინიციატივები

მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის მიზანი: მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, მათი კონკურენტუნარიანობის და ინოვაციების შესაძლებლობების ამაღლება, რის შედეგადაც მოხდება შემოსავლების და სამუშაო ადგილების ზრდა და შესაბამისად, ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის მიღწევა. მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით სტრატეგიული მიმართულებების და შესაბამისი პრიორიტეტული ღონისძიებების განსაზღვრა მოხდა არსებული მდგომარეობის და ინსტიტუციური ჩარჩოს ანალიზის და მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორების იდენტიფიცირების საფუძველზე.

მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის ეფექტიანი იმპლემენტაციის მიზნები:
1. 2020 წლისთვის მცირე და საშუალო საწარმოების გამოშვების ზრდა წლიურად საშუალოდ 10%-ით;
2. 2020 წლისთვის მცირე და საშუალო საწარმოებში დასაქმებულთა ზრდა 15%-ით;
3. 2020 წლისთვის მწარმოებლურობის ზრდა 7%-ით.
მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი ამოცანები:
4. ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის ამაღლება;
5. სამეწარმეო უნარების ამაღლება და თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დანერგვა;
6. მცირე და საშუალო საწარმოების მოდერნიზაციის და ტექნოლოგიური გაუმჯობესების ხელშეწყობა.

მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის მიზნებისა და ამოცანების მიღწევისთვის პრიორიტეტული ღონისძიებების შესაბამისი ქმედებები ასახულია მცირე და საშუალო მეწარმეობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმაში 2016-2017 წლებისთვის. სამოქმედო გეგმაში ასევე განსაზღვრულია პასუხისმგებელი უწყებები, ღონისძიებების განხორციელების ვადები და დაფინანსების წყაროები. მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია ეფუძნება ევროპის მცირე ბიზნესის აქტის „უპირველესად იფიქრე მცირეზე“ პრინციპს. (საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია, 2016-2020)
მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების, ახალი კონკურენტული ინდუსტრიების შექმნის და ასევე, არსებულის განვითარების მიზნით, საქართველოს მთავრობამ 2014 წელს დაიწყო სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“.

„აწარმოე საქართველოში“: პროგრამა ითვალისწინებს ინდუსტრიული და სოფლის მეურნეობის მიმართულებით მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერას, ახალი საწარმოების შექმნის/არსებული საწარმოების გაფართოების/გადაიარაღების ხელშეწყობას და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდას ფინანსებზე, უძრავ ქონებასა და ტექნიკურ დახმარებაზე ხელმისაწვდომობის საშუალებით. პროგრამას ახორციელებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ები – მეწარმეობის განვითარების სააგენტო, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ – სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო. 2015 წელს, „აწარმოე საქართველოში“ დაემატა ორი ახალი მიმართულება:
ა) სასტუმროების განვითარების ხელშეწყობა, რაც გულისხმობს ფრანჩაიზის ხარჯების დაფინანსებას და
ბ) კინოინდუსტრიის ხელშეწყობა.

2015 წლიდან დაიწყო „აწარმოე საქართველოს“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის მიმართულება, რომლის ძირითადი მიზანია საქართველოს რეგიონებში ეკონომიკური აქტივობის ზრდის ხელშეწყობა. მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის მიმართულება ითვალისწინებს ორ კომპონენტს: ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას. ტექნიკური დახმარების ფარგლებში, ბენეფიციარები მიიღებენ ბიზნეს და ინდივიდუალურ საკონსულტაციო მომსახურებას და გაივლიან ტრენინგებს. (საქართველოს მთავრობის დადგენილება №365, 2014)

4. Covid-19 -ის გავლენა მცირე და საშუალო საწარმოებზე

2020 წლის მდგომარეობით, კორონავირუსმა გამოიწვია მცირე და საშუალო საწარმოების შოკური მდგომარეობა. ისინი აღმოჩნდნენ გამოუვალ მდგომარეობაში მოთხოვნის ვარდნასა და გადასახადების პრობლემების წინაშე. როგორ არის შესაძლებელი ამ სიტუაციის გამოსწორება?

რათქმაუნდა ყველა ადამიანის ცხოვრებაზე იქონია გავლენა კორონავირუსის პანდემიამ. განვიხილავთ თუ როგორაა მცირე ბიზნსის „გადარჩენა“ შესაძლებელი და რატომ ჩააგდო განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობაში პანდემიამ მცირე და საშუალო ბიზნესი.

პირველ რიგში, მცირე და საშუალო ბიზნესის შენარჩუნება მეტად შრომატევადია, ასევე, ამხელა პრობლემის წინაშე მეტად დაუცველი, განსაკუთრებულად მაშინ, როდესაც კარანტინთან გვაქვს საქმე. დამატებთ, მათ ნაკლებ ლიკვიდური რეზერვები და შეზღუდული ფინანსური ალტერნატივები აქვთ, ძირითადად დამოკიდებული არიან ბაკნებზე. სწორედ ეს მიზეზები განაპირობებს მათ სავალალო მდგომარეობას და დაუცველობას 2020 წლის პანდემიის პირობებში. განსაკუთრებით ყურადღებამისაქცევია მცირე და საშუალო ბიზნესის მდგომარეობა, რადგან მათ დიდი ეკონომიკური როლი აკისრიათ. ევროპის ეკონომიკის ღერძს სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესი ქმნის. მაგალითისთვის, 2/3 დასაქმებულების სწორედ აქ არის დასაქმებული. ნათელია, რომ გადამწყვეტია მათი შრომისუნარიანობის შენარჩუნება, რათა პანდემიის დასრულების შემდეგ ეკონომიკური ზრდა შენარჩუნდეს და უმუშევრობის დონის ზრდამ ამას ხელი არ შეუშალოს.

მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, ამ ეტაპზე, თითქმის შეუძლებელია წარმოების შენარჩუნება, ამის მიზეზია შემცირებული მოთხოვნა, ვეღარ ყიდიან პროდუქტს და მომსახურებას, ასევე, ვერ ახერხებენ წარმოებას, თუმცა ფიქსირებული ხარჯები იგივე რჩება. მათ მაინც უწევთ გადასახადების, ხელფასების, რენტის გადახდა. პრობლემა მხოლოდ ის არ არის რომ სამუშაო ძალას არ აქვს შესაძლებლობა რომ გამოცხადდეს სამსახურში, აწარმოოს პროდუქტი, ასევე პრობლემაა მოთხოვნის მხარე. განსაკუთრებულად მწვავე მგომარეობაა ტურიზმის, ტრანსპორტის შემთხვევაში. მათ დასახმარებლად მინიმუმ სახსრების გამოყოფაა საჭირო, რათა შეძლონ ბიზნესის შენარჩუნება. კრედიტების გადავადება, გადასახადების შემცირება და სხვა. (trakler, 2020)
საქართველოც სწორედ ზემოთხსენებული პრობლემების წინაშე დგას. მცირე დასაშუალო ბიზნესის მფლობელები გამოუვალ მდგომარეობაში არიან და სახელმწიფოს იმედად არიან დარჩენილნი. მნიშვნელოვანია გადამწყვეტი ღონისძიებების გატარება. სახელმწიფოანგარიშის მიხედვით, ხელშეწყობის ისეთი ღონისძიებების გატარება, როგორებიცაა ფულადი ტრანსფერები ან ჯანდაცვის სუბსიდიები მოწყვლადი მოსახლეობისა და ოჯახების დასახმარებლად, ასევე, მოკლევადიანი ბიზნესსესხები და კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ეკონომიკური ვარდნის შესამსუბუქებლად და სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად. მცირე და საშუალო საწარმოები, რომლებზეც გავლენა იქონია არსებულმა სიტუაციამ, შეძლებენ მნიშვნელოვანი სარგებლის მიღებას მიზნობრივი სახელმწიფო სუბსიდიებიდან.

რაც შეეხება საქართველოს, მშპ-ის რეალური ზრდა, პროგნოზის თანახმად, მკვეთრად შემცირდება და 2020 წელს ნულოვან პროცენტს მიუახლოვდება, რამდენადაც COVID-19-ის ზემოქმედება დაემატება გამოწვევებით ისედაც აღსავსე საგარეო მდგომარეობას. ეს ნაწილობრივ შერბილდება ფისკალური სტიმულირებით მშპ -ის დაახლოებით 2 პროცენტით, კაპიტალური ხარჯვის სიჩქარის შეკავებით, საგადასახადო დავალიანების დაფარვის გადავადებით, დღგ-ის დაბრუნების დაჩქარებით და დარგობრივი მხარდაჭერის აღმოჩენით ზემოქმედების ქვეშ მყოფი საწარმოებისთვის, ისევე როგორც სოციალური ხარჯების ზრდით. აღნიშნული ღონისძიებების შედეგად, ანგარიშის თანახმად, მოსალოდნელია, რომ ფისკალურმა დეფიციტმა 2020 წელს მშპ-ის 5.2 პროცენტი შეადგინოს. საქართველოს ეკონომიკაზე მწვავე ზემოქმედება ექნება რამდენიმე ფაქტორს – სატრანსპორტო შეზღუდვები გავლენას ახდენს მოგზაურობაზე და ტურიზმზე, ხოლო შემაკავებელი ღონისძიებები ამცირებს ადგილობრივ მოთხოვნას.

ასევე, როგორც მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა, სებასტიან მოლინეუსმა აღნიშნა, მსოფლიო ბანკი საქართველოს ძლიერ და ერთგულ პარტნიორად დარჩება და მხარს დაუჭერს როგორც მთავრობის ღონისძიებებს ჯანდაცვის და სოციალური დაცვის მიმართულებით, ასევე ეკონომიკის აღდგენის მიმართულებით. ( THE WORLD BANK, 2020)

5. covid-19-ით დაზარალებული მცირე და საშუალო საწარმოების დახმარება სახელმწიფოს მხრიდან

მცირე და საშუალო ბიზნესი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს ეკონომიკაში, მოიცავს დასაქმებულთა 40%-ზე მეტს, მაგრამ ჯერ კიდევ იბრძვის საქმიანობის გაფართოებისთვის. EU4Business მხარს უჭერს მთავრობის ამბიციურ გეგმას რეფორმებთან და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. მისი პროგრამები ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის ზრდას, ფინანსებზე და ახალ ბაზრებზე წვდომის გაუმჯობესებით, ასევე ქალთა მეწარმეობის და მწვანე ენერგეტიკის პროექტების წყალობით. მცირე და საშუალო ბიზნესმა, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, შეიძლება ასევე მიიღოს ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა ევროკავშირის სტანდარტებთან ადაპტაციისთვის და უცხოურ ბაზრებზე გასვლისთვის.
როგორც, ზემოთ აღვნიშნეთ საქარველოში მცირე და საშუალო საწარმოებზე დიდი გავლენა მოახდინა პანდემიამ, რის გამოც სახელწიფოს მოუწია განვითარების ინიციატივებისა და ხელშეწყობის პროგრამების გადამუშავება და ახალი სამოქმედო გეგმის წარდგენა. საქართველოს მთავრობამ პანდემიის პერიოდი დაყო ნაწილებად რათა მცირე და საშაულო საწარმოებისთვის უსაფრთხო ყოფილიყო ბაზარზე დაბრუნება. მან ასევე ხელი შეუწყო საზარმოებს ფინანსური თვალსაზრისითაც.

საქართველოს მთავრობა მცირე და საშუალო საწარმოებს მხარს უჭერს შემდეგი ორი მიმართულებით:
1. ბიზნესის ანტი-კრიზისული მხარდაჭერის სერვისები
საკონსულტაციო და სასწავლო შესაძლებლობები, მათ შორის: სექტორული საგანმანათლებლო პროგრამები, ტრენინგები და კონსულტაციები ექსპერტებთან.
2. ფინანსებზე წვდომა

ქართულ ბანკებთან თანამშრომლობის საფუძველზე, ევროკავშირი მცირე და საშუალო საწარმოებს სთავაზობს კრედიტებს განსაკუთრებული პირობებით და გრანტებს გარკვეულ ბიზნეს სექტორებში
საქართველოს მთავრობა ახორციელებს ზომებს ეკონომიკური პროცესების შეჩერების შედეგებთან ბრძოლისა და იმ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით, რომლის წინაშეც დგას ყველა ბიზნესი, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო მეწარმეები. კერძოდ:
პირდაპირი დახმარება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან სამთავრობო წყაროებიდან:
• მცირე და საშუალო ზომის კომერციული სესხების პროცენტის სუბსიდირება, 6 თვის ვადით, (ლარში აღებული სესხების შემთხვევაში, სახელმწიფო დააფინანსებს სესხის პროცენტის 80%-ს, ხოლო აშშ დოლარში ან ევროში აღებული სესხების შემთხვევაში – 70%-ს) იმ მცირე და საშუალო ზომის სასტუმროებისთვის (4-დან 50 ნომრამდე), რომელთაც სესხი სასტუმროს აშენების, გაფართოების, აღჭურვის, გარემონტების ან რეკონსტრუქციის მიზნით 2020 წლის 1 მარტამდე აიღეს. სესხის მაქსიმალური მოცულობაა 1,000,000 ლარი, 300,000 აშშ დოლარი ან 250,000 ევრო. აღნიშნული დახმარებით ისარგებლებს დაახლოებით 2000 სასტუმრო (ღონისძიების დაახლ. ღირებულება 8 მლნ ლარია).
• დღგ-ს ავტომატურად დაბრუნების მექანიზმის ამოქმედება და, მომავალი ერთი წლის განმავლობაში, ბიუჯეტიდან დაგეგმილი 600 მილიონი ლარის ნაცვლად, 1.2 მილიარდი ლარის დაბრუნება დღგ-ს სახით
• ცვლილებები სახელმწიფო პროგრამაში “აწარმოე საქართველოში”, რომელიც გულისხმობს:
1. სესხებისა და ლიზინგის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსების მექანიზმში ახალი პირობების ამოქმედებას;
2. იმ ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალის გაფართოებას, რომელსაც სესხებისა და ლიზინგის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსების მიღება შეუძლიათ;
3. საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსების პერიოდის გაზრდას 24-დან 36 თვემდე;
4. თანადასაფინანსებელი სესხის მინიმალური მოცულობის შემცირებას 100,000 ლარიდან 50,000 ლარამდე;
5. ოპერაციული ხარჯების დაფინანსების გაზრდას
• მიკრო და მცირე საწარმოების მხარდაჭერის პროგრამა (უზრუნველყოფს ფინანსურ მხარდაჭერასა და კონსულტაციას მიკრო და მცირე საწარმოებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით, გარდა თბილისისა). გრანტის დაფინანსების ზედა ზღვარი გაიზარდა 30 000 ლარამდე. საგრანტო პორტფელის მოცულობა გაიზრდება 20 მილიონი ლარიდან 40 მილიონ ლარამდე.
• ერთწლიანი კულტურების წარმოებასთან დაკავშირებული მიმდინარე ხარჯების დასაფინანსებლად აღებულ აგროკრედიტებზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის 100%-იანი თანადაფინანსება. თანადაფინანსების ხანგრძლივობა: 6 თვე. ძირის დაფარვა მოხდება აღებული მოსავლის რეალიზების შემდგომ [ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობაა 5,000 ფერმერი
• 2012-2019 წლებში დაგროვილი სამელიორაციო მომსახურების დავალიანება განულდება
გადავადების პროგრამები და ინიციატივები
• ბიზნესებმა ტურიზმის სექტორში მიიღეს შეთავაზება საშემოსავლო და ქონების გადასახადის 4 თვით გადავადებასთან დაკავშირებით (2020 წლის მარტი – ივნისი). გადასახადის გადახდის ბოლო ვადაა 2020 წლის ნოემბერი. აღნიშნულით ისარგებლებს, დაახლოებით, 18,000 კომპანია და 50,000 დასაქმებული. გადასახადის დაგვიანებით გადახდის გამო, კომპანიებს პროცენტი არ დაერიცხებათ.
• სასტუმრო ინდუსტრიის წარმომადგენლებს , რომლებიც ვერ ახერხებენ საკუთარი სასესხო დავალიანების დაფარვას, კომერციული ბანკები სთავაზობენ დავალიანების რესტრუქტურიზაციას, მათი ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად.
• ყველა სხვა ბიზნესს, რომელიც ვერ ახერხებს საკუთარი სასესხო დავალიანების დაფარვას, კომერციულ ბანკები სთავაზობენ დავალიანების რესტრუქტურიზაციას, მათი ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად.
• „შეღავათიანი აგროკრედიტის” ძირითადი საშუალებების კომპონენტში გაიზრდება თანადაფინანსების პროცენტი [20,000-დან 1,500,000 ლარამდე]: არსებული წლიური 8%-ის ნაცვლად სახელმწიფო ფერმერს 48 თვის განმავლობაში დაუფინანსებს 11%-ს. გაიზრდება ლიზინგის თანადაფინანსების პროცენტიც, ნაცვლად არსებული 9%-ისა იქნება 12 %. ძირითადი საშუალებების კომპონენტს და ლიზინგს ემატება ყურძნის გადამმუშავებელი საწარმოების და მაკარონის ნაწარმის წარმოების დაფინანსება; (EU4Business)
ამ ყველაფრის გათვალისწინებით შეიძლება ითქვას რომ სახელმწიფო არაერთ პროგრამას ახორციელებს რათა პანდემიის გავლენა მცირე და საშუალო საწარმოებზე იყოს ნაკლებად მწვავე, ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი კატეგრიის დაზიანება თავისთავად გამოიწვევს ქვეყნის მდგომარეობის გაუარესებას, ამიტომ მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო საწარმოებისთვის მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება.
დღესდღეობით, ნელნელა იხსნებიან მცირე და საშუალო საწარმოები და სარგებლობენ სახელმწიფოს მხრიდან შეთავაზებული პროგრამებით.

დასკვნა

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მცირე და საშუალო საწარმოები (SMEს) თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ხერხემალია, ამიტომ სახელმწიფოსთვის მცირე და საშუალო საწარმოების საქმიანობა ყოველთვის აქტუალურია ნებისმიერი ეკონომიკური რეფორმის, თუ საწარმოთა რესტრუქტურიზაციის პროცესში.ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ძირითად პრინციპს კერძო სექტორის განვითარება და ხელშეწყობა წარმოადგენს და შესაბამისად, საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა სწორედ კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობას მიიჩნევს ეკონომიკის განვითარების უმნიშვნელოვანეს მამოძრავებელ ძალად. სამეწარმეო სექტორი, განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ეკონომიკის განვითარებაში და საგრძნობი წვლილი შეაქვთ მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფაში. მცირე და საშუალო საწარმოები, დასაქმების ზრდისა და სამუშაო ადგილების შექმნის პოტენციალით, ასევე, ეკონომიკის განვითარებასა და ზრდაში შეტანილი წვლილის გათვალისწინებით, ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკის ქვაკუთხედად მიიჩნევა. ძლიერი და კარგად განვითარებული მცირე და საშუალო მეწარმეობის სექტორი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ექსპორტის ზრდას, ინოვაციების განვითარებას, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის შექმნას და ამავე დროს, განსაკუთრებულ როლს ასრულებს ქვეყნის კეთილდღეობის დონის ამაღლებაში.
საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან სტრატებიებს ახორციელებს მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებისთვის. მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის მიზანი: მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, მათი კონკურენტუნარიანობის და ინოვაციების შესაძლებლობების ამაღლება, რის შედეგადაც მოხდება შემოსავლების და სამუშაო ადგილების ზრდა და შესაბამისად, ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის მიღწევა. მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით სტრატეგიული მიმართულებების და შესაბამისი პრიორიტეტული ღონისძიებების განსაზღვრა მოხდა არსებული მდგომარეობის და ინსტიტუციური ჩარჩოს ანალიზის და მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორების იდენტიფიცირების საფუძველზე.

2020 წელს მომხდარი პანდემიის შედეგებმა მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა მცირე და საშუალო საწარმოებზე. ისინი შოკურ მდგოარეობაში ჩავარდნენ, მოუწიათ წარმოების შეჩერება, რეალიზაციის შეწყვეტა რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. ამიტომ სახელმწიფოს მოუწია ეფექტური სტარეტეგუილი გეგმის შემუშავება, წარადგინა გეგმა რის მიხედვითაც მცირე და საშაულო საწარმოებს გაუწიეს ფინანსური, მორალური მხარდაჭერა, მოახდინეს სუბსდინება, სესხების გადავადება და სხვა მნიშვნელოვანი პროგრამები, რამაც მცირე და საშუალო საწარმოები შედარებით მარტივად გამოიყვანა შოკური მდგომარეობიდან, თუმცა ეს მხოლოდ მეოთხედია იმისათვის რომ პანდემიამ საერთოდ არ მოახდინოს გავლენა მცირე და საშუალო საწარმოებზე და დააბრუნოს ჩვეულ რეჟიმში.

გამოყენებული ლიტერატურა
1. (n.d.). Retrieved from საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური: www.geostat.ge
2. THE WORLD BANK. (2020, 04 08). COVID-19 -ის გამო საქართველოში ეკონომიკური ზრდა.
3. საქართველოს სატსტისტიკის ეროვნული სამსახური. (n.d.). ბიზნეს სტატისტიკის ძირითადი მაჩვენებლების.
4. EU4Business. (n.d.). COVID-19-ის საინფორმაციო მხარდაჭერა ბიზნესისთვის. Retrieved from EU4Business: covid-19-georgia.eu4business.eu
5. SME Development Strategy of Georgia. (2015).
6. trakler, a. (2020, 04 16). Does This Change Everything? Small business gets sick. Retrieved from european investment bank.
7. გოგიაშვილი, ო. (2013). მცირე და საშუალო ბიზნესის პრობლემები და მათი გადაჭრის გზები საქართველოში. ქუთაისი.
8. სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების. (2018). საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია 2016-2020. თბილისი.
9. საქართველოს მთავრობის დადგენილება №365. (2014). „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ. თბილისი.
10. საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია. (2016-2020). თბილისი.
11. ჯოზეფ ჰასიდი, ალექსის-სტეფანოს კომსელისი. (2007-2008). მეწარმეობის თეორიული საფუძვლები. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.

Leave a Reply

Your email address will not be published.