შრომის ნაყოფიერების ამაღლების მეთოდები მეცნიერების დახმარებით

სალომე გობეჯიშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, IV კურსი.
sallogobejishvili1@gmail.com

ანოტაცია:
„ყველა პროდუქტი იწარმოება უმაღლესი რაოდენობითა და ხარისხით, თან ძალიან მარტივად, როცა თითოეული ადამიანი ასრულებს თავის სამუშაოს ნებისმიერ სხვა რამესთან ჩარევის გარეშე“ – ამას ამბობდა პლატონი ჯერ კიდევ V საუკუნეში. მწარმოებლურობა და პროდუქტიულობა ის თემაა, რომლის გარეშეც რეალურად არ არსებობს არცერთი სხვა თემატიკა, რამდენადაც ისაა პასუხისმგებელი ადამიანთა ფიზიკურ არსებობაზე და უკვე შემდეგში მათი ცხოვრების ხარისხზე, ინდივიდუალურ მოთხოვნილებებსა და საჭიროებებზე.
ის როგორც ჩვენ ვმუშაობთ დღეს არაა მუშაობა კლასიკური გაგებით. იმეილის შემოწმება გაღვიძებისთანავე, ყავის ჭარბად სმა და ყოველდღიურად საათობით მგზავრობა სამსახურამდე და უკან, ამას დამატებული დამატებითი საათებით მუშაობა ოფისშიდა ადამიანების რაოდენობრივად აღქმა მათი ინდივიდუალიზმის სათვალავში არ მიღებით – ეს ყველაფერი უარყოფითად აისახება ჩვენი ცხოვრების ხარისხზე. თუმცა, რაც უფრო უკეთ გვესმის საკუთარი თავის, როგორც ლიდერის, მით უკეთ ვიგებთ იმათ შესაძლებლობებს და მათ საზღვრებს, ვინც მუშაობს. ეს ახალი, ლიდერული პარადიგმა გულისხმობს ჯანსაღი, ბალანსირებული ცხოვრების ყველა ელემენტის შესწავლას. კვლევები ნეირომეცნიერებაში, ბიოლოგიასა და სხვა მომიჯნავე დარგებში ამის შესანიშნავ შესაძლებლობას იძლევა.
თითოეულ სამსახურს აქვს თავისი სპეციფიკა, რომელიც ყოველთვის არ ექვემდებარება პროცესთა განზოგადებული სახით აღწერას, ამასთანავე სწორედ ადამიანი, როგორც ინდივიდი არის ამ პროცესების შემადგენელი უმთავრესი ნაწილი და მისი წარმმართველი. ამიტომ ვთვლი, რომ აღნიშნული თემა იქნება განსახილველად ოპტიმალურიც და საინტერესოც.

“All products are produced in the highest quantity and quality, very easily when each person does his job without interfering with anything else,” Plato said this in the V century. Productivity is a subject without which there are no other issues as far as it’s responsible for the physical existence of human beings and, subsequently, on their quality of life, their individual needs.
The way we work today is not classical. Checking for emails when waking up, drinking too much coffee, and commuting hours back and forth every day, with the added extra hours of working in the office and not quantifying people’s perceptions of their individualism – all of which have a negative impact on our quality of life. However, the better we understand ourselves as a leader, the better we understand those opportunities and the boundaries of people who works. This new, leadership paradigm implies exploring all the elements of a healthy, balanced life. Research in neuroscience, biology, and other related fields provides an excellent opportunity to do so.
Each service has its specificities, which are not always described in a generalized way, but the person as an individual is an integral part and leader of these processes. So I think that this topic will be both: optimal and interesting to consider.

ახალი სამეცნიერო კვლევა ამბობს, რომ ზრდასრული ადამიანის გონებას საოცარი ტევადობა აქვს ცვლილებებისათვის. უსაფრთხო გარემოს, ჯანსაღ დიეტას, ვარჯიშს თუ თუნდაც მედიტაციას შეუძლიათ გაანადგურონ არაჯანსაღი ნერვული კვანძები და გადატვირთონ ჩვენი გონება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მომუშავეები არ არიან ფიქსირებული, მკაცრად განსაზღვრული რესურსები. მხარდამჭერი ლიდერობით, შესაფერისი გამოწვევებით, მინიმალური სტრესითა და ჯანსაღი ცხოვრების წესით მათ შეუძლიათ გახდნენ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია. კარგი მომუშავენი გახდებიან საუკეთესო, საუკეთესოები კი ბრწყინვალენი.

რაც არ უნდა სასაცილოდ და უცნაურად ჟღერდეს მეცნიერება ამბობს, რომადამიანს სამი ტვინი აქვს. ყველაზე ძველი სტრუქტურა ესაა რეპტილიის ტვინი, რომელიც შედგება მხოლოდ ღეროსა და ნათხემისაგან. ეს სტრუქტურა გვხვდება რეპტილიებში, ძუძუმწოვრებში, რომელთაც არ აქვთ განვითარებული ტვინის უფრო მაღალი დონის სტრუქტურები.
მეორე ესაა ლიმბური ტვინი, რომელსაც ფლობს ყველა ძუძუმწოვარი, ის პასუხისმგებელია მოგონებებზე, ემოციებზე და აკონტროლებს ჩვენი ქმედებების უმეტეს ნაწილს. თუ ჩვენ ვდარდობთ ჩვენს ურთიერთობებზე, სოციალურ სტატუსზე ეს წორედ ლიმბური ტვინის დამსახურებაა. და ბოლოსაა ნეო-ფენა, რომელიც პასუხისმგებელია ენაზე, აბსტაქციაზე ანუ განყენებულ, აზროვნების ოპერაციებსა და კრეატიულობაზე.

რატომაა ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი ბიზნესის სამყაროში? იმიტომ რომ ყველა ცდილობს იპოვოს გზები რათა გაზარდოს ინოვაციები და კრეატიულობა. როდესაც ადამიანი სამსახურში თავს დაუცველად გრძნობს, მისი ტვინის უფრო პრიმიტიული სტრუქტურებია გააქტიურებული და შეუძლებელია ნეოსფეროსთან მიწვდომა ინოვაციებისთვის. შენ არ შეგიძლია უთხრა თანამშრომელს: „იყავი ინოვაციური ან გათავისუფლებული ხარ“. შიში გამოიწვევს ადრენალინისა და კორტიზოლის გამოყოფას მის ტვინში, ამდენად მისი ტვინის კრეატიული სტრუქტურა არ იმუშავებს. იმ შემთხვევაშიც კი, როცა მენეჯერი არაა ასეთი ხისტი, დაუცველი და სტრესული გარემო უარყოფითად აისახება მომუშავესა და ბიზნესზე. ამდენად, შეიძლება „შიში შეიქმს სიყვარულსა“, თუმცა ნამდვილად ვერ შეიქმს ინოვაციურ პროდუქტს, პროდუქტს, რომელიც ხშირად წარმატების გასაღებია.

კიდევ ერთი რამ, რასაც ხაზს უსვამს მეცნიერება და რაც აუცილებლადაა გასათვალისწინებელი მწარმოებლურობის თემაში ესაა ადამიანის ბიოლოგიური ე.წ. ცირკადული რიტმი, რომელსაც ჩვენი სხეული და გონება მიყვება და გულისხმობს ფიზიკურ, მენტალურ და ქცევით ცვლილებებს, რომელიც მიყვება მკაცრად განსაზღვრულ 24 საათიან ციკლს, პასუხობს რა თუნდაც სინათლის ინტენსივობას ჩვენს გარშემო. ის, რომ მაგალითად, ჩვენი ძილის პროცესიც კი გარკვეულ ფაზებადაა დაყოფილი, ამის დადასტურებაა. ამგვარად სრული 8 საათი მუშაობა ჩვენი მოწყობის, აგებულების წინააღმდეგაა მიმართული. იდეალური სამუშაო რიტმი არის ოთხი ან ხუთი 90 წუთიანი სამუშაო ფაზა მათ შორის გარკვეული შესვენებებით. როცა ადამიანი გრძნობს რომ აღარ შეუძლია კონცენტრირება, იმას ნიშნავს რომ თუნდაც 15 წუთიანი შესვენების დროა და არა იმას, რომ ვთქვათ, ზარმაცია.
უნგრელ-ამერიკელი ფსიქოლოგი ერთ-ერთ თავის ბესტსელერში სახელწოდებით „ნაკადი“ წერს, რომ „სამუშაო რაც უფრო მეტად ემსგავსება თამაშს – თავისი მრავალფეროვნებით, შესაფერისი და მოქნილი გამოწვევებით, მკაფიო მიზნებითა და მუდმივი შეფასებით, მით უფრო სასიამოვნო იქნება ის, დამოუკიდებლად მომუშავეთა განვითარებისა და უნარებისგან დამოუკიდებლად.“

ხომ არის შემთხვევები, როცა ადამიანი გარკვეულ მოქმედებაში იმდენად ერთვება და იძირება, რომ ავიწყდება გარესამყაროსთან კავშირი. ეს ხდება ძირითადად პასიური მოქმედებების დროს, როგორიცაა, მაგალითად, დამატყვევებელი ფილმი თუ სატელევიზიო შოუ. ეს ხდება საკმაოდ აქტიური მოქმედებების დროსაც, როცა მაგალითად კალათბურთელი რამდენიმეჯერ ესვრის ბურთს სამიზნეს დროის ძალიან მცირე მონაკვეთში. თუმცა, ასეთი მდგომარეობის შექმნა არცისე მარტივია სამსახურის შემთხვევაში, რამდენადაც ხშირ შემთხვევაში ჩვენ ფოკუსირება გვიხდება არა მხოლოდ ერთ დავალებაზე, არამედ რამდენიმე ამოცანაზე, მაშინ როცა გარკვეული დროით მხოლოდ განსაზღვრულ მიზანზე, ამოცანაზე კონცენტრირება, რომელიც საკმარისად გამომწვევია, ბევრად ზრდის პროდუქტიულობას.

როგორც აღვნიშნე მეცნიერება და მისი დახმარებით აღმოჩენილი მიდგომები ჩვენი სამუშაოს აუცილებელი შემადგენელი ნაწილებია, თუმცა ადამიანის ტვინში განვითარებულ პროცესებზე გავლენას ახდენს არა მარტო სხვა ადამიანთა მიდგომები და უშუალოდ ორგანიზმში მიმდინარე პროცესები, არამედ ვიზუალურად აღქმადი, საოფისე, სამუშაო გარემო, რომელიც თავის მხრივ განაპირობებს ამ პროცესებს.

პირველი, რაც ამ მიმართულებით უნდა აღინიშნოს ბუნებრივი განათება და შესაფერისი ტემპერატურაა. საკმაოდ დიდი განსხვავებაა ბუნებრივი და ხელოვნურ სინათლეთა ეფექტებს შორის. ეს უკანასკნელი იწვევს თავის ტკივილს, თვალების წვას, კორტიზოლოს(სტრესის ჰორმონის) ოდენობის ზრდას, მაშინ როცა ბუნებრივი სინათლე ამცირებს სტრესის ამ ჰორმონის გამოყოფას ორგანიზმში. Drs. Boubekri და Cheung-ის მიერ 49 მომუშავეზე, რომელთაგანაც 27 მუშაობდა მცირე რაოდენობის ფანჯრების მქონე ოთახში ხოლო 22 საკმაოდ ნათელი ბუნებრივი სინათლის პირობებში, ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა რომ ბუნებრივი სინათლე: ამაღლებს განწყობას, ზრდის კონცენტრაციის უნარს, არეგულირებს ძილის მექანიზმს,იწვევს ბიოლოგური რიტმის სწორად ფუნქციონირებას, ამცირებს თავის ტკივილის შანსებს, აუმჯობესებს როგორც ფიზიკურ, ისე მენტალურ ჯანმრთელობას.
კიდევ ერთი ფაქტორი რაც უნდა გავითვალისწინოთ ესაა ოთახის ტემპერატურა. ზოგიერთი კვლევა ამტკიცებს, რომ იდეალური ტემპერატურა სამუშაო სივრცეში ესაა 21.1-22.8 გრადუსი ცელსიუთ, სხვა კვლევების მიხედვით ეს მაჩვენებელი 25 გრადუსია. 25-32 გრადუსის შუალედში კი ტემპერატურის ყოველი 1 გრადუსით ზრდა 2%-ით ამცირებს დასწრებათა რაოდენობას.

რა ფერებში უნდა იყოს ოფისი მოწყობილი? ოღონდ არა თეთრში! რატომაა რომ ელექტრონული გაყიდვების საიტთა უმეტესობა წარმოდგენელია ლურჯ ფერში? რატომაა რომ საკვების მწარმოებელი უმეტესი ბრენდი იყენებს ყვითელსა და წითელს? პასუხი ჩვენს ტვინშია, რამდენადაც ფერებს აქვთ უზარმაზარი გავლენა ჩვენს ემოციებზე, განწყობაზე და პასუხისმგებლობის გრძნობაზე.

Nancy Kwallek-მა გამოიკვლია ფერების გავლენა ადამიანთა 3 ჯგუფზე, მისცა რა მათ მკაფიოდ განსაზღვრული დავალებები, რომელთაც ერთი ჯგუფი ასრულებდa წითლად შეღებილ ოთახში, ერთი – ლურჯში, მესამე კი თეთრში. გამომდინარე იქიდან რომ ადამიანები იყოფიან ფერებისადმი საკმაოდ მგრძნობიარე და ნაკლებად მგრძნობიარეებად, წითელ ოთახში ნაწილმა დაბლოკა ფერის გავლენა და შეასრულა თავისი სამუშაო, იმ დროს როცა დანარჩენი ნაწილი მთლიანად განადგურდა ფერით. ორივე სახის ადამიანებმა მეტი შეცდომა დაუშვეს თეთრ ოთახში მუშაობისას. აღმოჩნდა, რომ ლურჯი და ლურჯ-მწვანე გარემო აღმოჩნდა უპირატესი უმრავლესობისათვის:
– ლურჯი დამამშვიდებელია. ის აუმჯობესებს კომუნიკაციისა და ნდობის ხარისხს და ამდენად აუმჯობესებს შრომის ნაყოფიერებას და ამცირებს გულისცემის სიჩქარეს.
– მწვანე ასევე დამამშვიდებელია. ის ასოცირდება ჰარმონიასა და ბალანსთან, ამცირებს სტრესს და იწვევს თვალების დასვენებას.
– ფორთოხლისფერი საუკეთესოა ისეთი სამუშაოსთვის, რომელიც მოითხოვს დიდი რაოდენობით ენერგიულობას. ის აუმჯობესებს ტვინისათვის ჟანგბადის მიწოდებას და შესაბამისად ტვინის ფუნქციონირებას.

თბილი ფერები(წითელი, ყვითელი, ფორთოხლისფერი) და ცივი(ლურჯი, მწვანე და იასამნისფერი) სხვადასხვაგვარად მოქმედებს მწარმოებლურობაზე. მაგალითად წითელი საუკეთესოა ისეთი სამსახურითვის, რომელიც განსაკუთრებულად მოითხოვს დეტალებზე ორიენტირებას.
ერგონომიკა მოიცავს ორი ბერძნული სიტყვის გაერთიანებას: ERGON ნიშნავს მუშაობას, ხოლო NOMOI ბუნებრივ წესებს. ეს არის მეცნიერება, რომელიც სწავლობს საგნების ისეთი დიზაინის შექმნას და მათ ისე მოწყობას, რომელიც პრევენციას მოახდენს ან აღკვეთს მომუშავეთა დაზიანების და დასტრესვის მაჩვენებლებს სამუშაო გარემოში. დღევანდელობაში, როცა უმეტესი ადამიანი დროის უმეტეს ნაწილს ატარებს კომპიუტერის წინ, ძვალკუნთოვანი დარღვევების რაოდენობამ მნიშვნელოვნად მოიმატა. ეს სამსახურთან დაკავშირებული დარღვევები კი სახელმწიფოსთვისაც საკმაოდ მნიშვნელოვან დანახარჯებს უკავშირდება. სტატისტიკურად, აღნიშნული ძვალკუნთოვანი დაავადებები არის გაცდენების უპირველესი მიზეზი აშშ-ში და ის ასევე დაკავშირებულია პენსიაზე უფრო ადრე გასვლასა და ეკონომიკურ არააქტიურობასთან.ერგონომიკა კი უზრუნველყოფს იმას, რომ საოფისე აღჭურვილობა, ხშირად გამოყენებადი საგნები ისე იყოს განლაგებული რომ იყოს ადვილად მისაწვდომი, გამოვიყენოთ მოსახერხებელი სკამები და იყოს ფეხების თავისუფლად დასალაგებელი ადგილი სამუშაო ადგილზე.

CDC კვლევამ აჩვენა, რომ ამერიკელთა 33% უძილობით იტანჯება, რაც პირდაპირ აისახება სამსახურში მათ დასწრებებზე და ზრდის ისეთ დაავადებათა რიცხვს, როგორიცაა ჭარბწონიანობა, მენტალური დაავადებები და გულის პრობლემები. კვლევებით აღმოჩნდა, რომ 40 წუთიან წაძინებას შეუძლია გაზარდოს ქმედებებისთვის მზაობა 40%-ით და საბოლოო ჯამში ზრდის კრეატიულობას, ამაღლებს განწყობას, არეგულირებს სისხლის მიმოქცევას, აუმჯობესებს შემეცნებით აზროვნებას, ამცირებს გულსისხლძარღვთა დაავადებების გაჩენის რისკებს, აკეთებს ინფორმაციის გადამუშავების უნარის ოპტიმიზაციას. ხოლო რაც შეეხება შესვენებებს, აქ გვაქვს შემდეგი მონაცემები:
– მიკროშესვენებები 30 წმ-დან 5 წთ-მდე ზრდის კონცენტრაციის დონეს 13%-ით
– ყოველ 10 წთ-ში 15 წმ-იანი შესვენება ამცირებს გადაღლილობას 50%-ით
– ყოველ საათში 5 წუთიანი შესვენებები აქრობს მაჯის, იდაყვების, ხელების ტკივილს
– რეგულარული შესვენება ყოველ 15 წუთში ზრდის პროდუქტიულობას 6.45%-ით.

რა თქმა უნდა, ეს რიცხვები შეიძლება სხვადასხვანაირად ვარირებდეს ცალკეულ შემთხვევებში, თუმცა ფაქტია, რომ ისეთი ფაქტორები როგორიცაა ძილი და შესვენებები ძალიან დიდ გავლენას ახდენს შრომის ნაყოფიერებაზე.

ზემოთმოყვანილი „სტანდარტული“ ვარიანტების გარდა შეგვიძლია ვთქვათ შემდეგი:
საქმის გაჭიანურება უარყოფითად აისახება მის შესრულებაზე. თუმცა რეალურად ის, რომ დილიდან კონცენტრირებული ვიყოთ ძირითადი, შედარებით დიდი საქმის შესრულებაზე იწვევს დემოტივაციას. ამის საპირისპიროდ, ყველაზე აუცილებელი ამოცანის გადადება გარკვეული დროით, იქნება ეს 1 თუ 2 საათი და მის მაგივრად სხვა, შედარებით მცირე დავალებების შესრულება გასაკეთებელი საქმეების სიიდან გვაძლევს ე.წ. პატარა გამარჯვებების განცდას. შეისწავლა რა 238 დასაქმებულის სამუშაო დღიურის ჩანაწერები, ჰარვარდის ბიზნეს სკოლის პროფესორმა Teresa Amabile-მა აღმოაჩინა, რომ ეს პატარა გამარჯვებები ბევრად აღრმავებს ჩვენს მოტივაციას. ხოლო ის თუ როგორ მოახდენ მათ ვიზუალიზაციას მთლიანად შენზეა დამოკიდებული: შეიძლება წარმოადგინო შენი პროგრესი ელექტრონული ცხრილის სახით, შეგიძლია უბრალოდ გადახაზო შესასრულებელი სამუშაოების სიიდან აწ უკვე შესრულებულები.

ის თუ რატომ მუშაობს ეს ხერხი გამომდინარეობს ნეოროტრანსმიტორის დოპამინის არსებობიდან, რომელიც პასუხისმგებელია ჩვენს მოტივაციაზე. ამგვარად გამოდის,რომ „მწარმოებლურობის გაჭიანურებას“ შეუძლია გამოიწვიოს ბევრად ძლიერი დომინოს ეფექტი და საბოლოო ჯამში მთავარი შესასრულებელი სამუშაოდან, დავალებიდან მივიღოთ გაზრდილი უკუგება.

Put your money where your mouth is –მარტივად რომ ვთქვათ, წარმატებისათვის დაჯილდოება წარმოადგენს მოტივაციის ძლიერ წყაროს ბევრისათვის, თუმცა წარუმატებლობის გამო დასჯა ბევრად ძლიერი მოტივატორია. რა იგულისხმება ამაში? ფსიქოლოგიაში ამას ჰქვია „Negativity Bias“, ნეგატიურობის გავლენა და ის გამომჟღავნდა, დადასტურდა არაერთ კვლევაში. მაგალითად ერთ-ერთ მათგანში ჯგუფ A-ს დაავალეს გარკვეული ამოცანის შესრულება იმისათვის რომ მისი წარმატებით შესრულების შემთხვევაში მიეღოთ თანხა, ჯგუფს B კი წინასწარ გადაუხადეს თანხა და „დაემუქრნენ“ მისი უკან დაბრუნებით იმ შემთხვევაში, თუ დავალებას ვერ(არ) შეასრულებდნენ. გამოვიდა, რომ მიღებულის დაკარგვის შიში ბევრად ძლიერი მოტივატორი აღმოჩნდა ვიდრე დაპირება რაიმეს გამომუშავებისა. ჩვენ კი შეგვიძლია ამ გავლენის ჩვენს სასარგებლოდ გამოყენება. მაგალითად, დაენიძლავო მეგობარს რაიმეზე, რომელში ვერგამარჯვების შემთხვევაშიც კარგავ დღის გამომუშaვებულ თანხას ან სცადო ე.წ. ანტიქველმოქმედების პლატფორმა, მაგალითად Stikk, რომლის მიერ მოცემული დავალების შეუსრულებლობის შემთხვევაშიც შენი თანხა გადაერიცხება შენთვის ყველაზე არასასურველ საქველმოქმედო განყოფილებას(ვთქვათ მხარს უჭერ დემოკრატიულ პარტიას და თანხა ერიცხება რესპუბლიკელებს). მთავარი აზრი გონივრული რისკის გაწევით საკუთარი თავის გამოწვევა და უნარების, შესაბამისად მწარმოებლურობის გაუმჯობესებაა.

კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია გაზრდილი სამუშაო საათები, რომელზეც გარკვეული კუთხით ზემოთ ვისაუბრე, თუმცა ამ შემთხვევაში ვგულისხმობ სიტუაციას, როცა გროვდება ზედმეტი სამუშაო, რომელთა შესასრულებლადაც ადამიანი ზრდის თავის სამუშაო საათებს, რაც არის ყველაზე საშინელი რამ რაც ამ შემთხვევაში შეიძლება გააკეთო. მეცნიერება საკმაოდ მკაფიოა ამ მხრივ. სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორის John Pencavel-ის მიერ წარმოდგენილ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ თითოეულ ჩვენგანს აქვს პერიოდი, როცა საათობრივი გამომუშავება, პროდუქტიულობა მცირდება. მიუხედავად იმისა, რომ მონაცემები აღნიშნული კვლევისათვის აღებული იყო პირველი მსოფლიო ომის დროს არსებული ქარხნებიდან, ჩვენ ვხედავთ იმავე ეფექტებს ახლაც, განსაკუთრებით ინტელექტუალურ სფეროში. იმის შემჩნევა კი თუ როდის ეცემა ჩვენი მწარმოებლურობის უნარი საკმაოდ მარტივია, რამდენადაც საკმაოდ მარტივია იმის დანახვა თუ როდის ვიწყებთ ჭოჭმანს, საქმის გაჭიანურებას და იმაზე ფიქრს, რომ 1 საათიანი შრომის შედეგად შეიძლებოდა გაგვეკეთებინა ბევრად მეტი ვიდრე მთელი შუადღის განმავლობაში გადაღლილობის ფონზე. უბრალოდ ადამიანმა უნდა შეამჩნიოს აღნიშნული და უკან დაიხიოს არა იმიტომ, რომ ვთქვათ ხვალ ჰქონდეს ძალები, არამედ იმიტომ, რომ შეინარჩუნოს ძალები გრძელვადიან პერიოდში.

საბოლოოდ კი, ერთი შეხედვით ძალიან მარტივი თუმცა მაინც აღსაღნიშნი რჩევა კი ასეთია: მაქსიმალურად ან სრულიად მოვწყდეთ სამუშაოს სამსახურს გარეთ. ის, რომ მუდმივად ხარ მზად უპასუხო იმეილს, მაშინ როცა ეს დრო ძალების აღსადგენად უნდა გამოიყენო, იწვევს მწარმოებლურობის უარყოფით ციკლს, სტრესის გაძლიერებას და შესაბამისად, საბოლოოდ, გადაწვას.

გამოყენებული ლიტერატურა:
1. www.15five.com
2. www.lifehack.org
3. greenhouse.co
4. www.sparringmind.com
5. www.makeuseof.com
6. theconversation.com
7. www.nplg.gov.ge
9. www.wiseoldsayings.com

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial