ჩრდილოვანი ეკონომიკა,როგოროც სტატისტიკური ანალიზის ობიექტი

ირაკლი გახარია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
მე-3 კურსი
irakli.gaxaria8@gmail.com

ანოტაცია
სტატიაში განხილულია ჩრდილოვანი ეკონომიკის არსი,სტრუქტურა,ბუნება,მისი სიდიდის გამოთვლაზე, შედეგებზე და მისი არსებობის მიზეზებზე. განხილულია ის შედეგები რომლებიც იყო გამოქვეყნებული საერთაშორისო სავალუტო ფონდის საიტზე. წარმოდგენილია კეპლერის უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორის ფრიდრიხ შნაიდერის 2006 და 2018 წლის ნაშრომების განხილვა, რომელშიც შედის მედოდიკის და შედეგების ანალზი. აგერევე სტატიაში მოკლედ,მაგრამ მკაფიოდ არის განხილული ჩრდილოვანი ეკონომიკის გამომწვევი მიზეზები.სტატიის წაკითხვის შემდეგ მკითხველს ექენება წარმოდგენა იმის შესახებ თუ რა არსი ჩრდილოვანი ეკონომიკა,როგორია მისი ბუნება,რა მეთოდიკაა გმაოყენებული მის გაანგარიშებაში და რა მიზეზების გამო იქმნება ის. და ასევე დააფიქრებს იმაზე თუ რაოდენ დიდ როლს ასრულებს ჩრდილოვანი ეკონომიკა ქვეყნების მდგომარეობაში.

Annotation
The article discusses the essence, structure, nature of the shadow economy, its size, implications, and reasons for its existence. The results published on the IMF website are discussed. A review of the 2006 and 2018 papers by Kepler University Professor of Economics Friedrich Schneider is presented, which includes an analysis of the method and results. This article briefly but clearly discusses the causes of shadow economy. After reading the stats, the reader will have an idea of the essence of shadow economy, its nature, the methodology used in its calculation, and the reasons for its existence. And readerwill also think about how big role a shadow economy plays in the situation of countries.

ჩრდილოვანი ეკონომიკა და მისი სტრუქტურა

ჩრდილოვანი ეკონომიკა არის ეკონომიკური ურთიერთობების გზა, რომელიც მოიცავს ეკონომიკური საქმიანობის არაკომერციულ, არარეგულირებულ და უკანონო ტიპებს. თითოეულ ქვეყანაში არსებობს ეკონომიკური საქმიანობის ისეთი კომპონენტი, რომელიც არ ჯდება ჩამოყალიბებულ და დაკანონებულ ნორმებში. ეკონომიკის ამ სექტორს სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებულად უწოდებენ: ფრანგულ ლიტერატურაში – “მიწისქვეშა”, “არაფორმალურ” ეკონომიკას; იტალიურად – “საიდუმლო”, “წყალქვეშა”; ინგლისურად – “არაოფიციალური”, “ფარული”; გერმანულად – “ჩრდილოვანი”. შინაარსის თანახმად, სხვადასხვა ავტორები ჩრდილოვან ეკონომიკას ანიჭებენ სხვადასხვა ტიპის საქმიანობას. გერმანიაში, პირველ რიგში, საიდუმლო ფინანსურ გარიგებებს ეწეოდა ჩრდილოვანი ეკონომიკა; სხვები თვლიან, რომ ის უპირველესად მოიცავს კრიმინალურ საქმიანობას; სხვები თვლიან, რომ ჩრდილოვან ეკონომიკას, როგორც სპეციალურ სექტორს, ქმნის ყველა, ვინც თავს არიდებს გადასახადების გადახდას.შინაარსის თანახმად, სხვადასხვა ავტორები ჩრდილოვან ეკონომიკას ანიჭებენ სხვადასხვა ტიპის საქმიანობას. გერმანიაში, პირველ რიგში, საიდუმლო ფინანსური გარიგებებს ეწოდა ჩრდილოვან ეკონომიკა; სხვები თვლიან, რომ ის,უპირველესად, მოიცავს კრიმინალურ საქმიანობას; არიან ასევე ისინი ვინც თვლიან, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკა, როგორც სპეციალური სექტორი, ჩამოაყალიბეს ყველამ, ვინც თავს არიდებს გადასახადების გადახდას. გაეროში ეროვნული ანგარიშების სპეციალისტები ჩრდილოვან ეკონომიკას ყოფენ სამ საქმიანობად: ფარული (ან ჩრდილოვანი), არაფორმალური (ან არაოფიციალური) და არალეგალური.

ფარულში ასახულია კანონით ნებადართული საქმიანობა, რომელიც ოფიციალურად არ არის ნაჩვენები ან არ არის შეფასებული საგადასახადო გადასახადის თავიდან აცილების მიზნით.
არაფორმალური მოქმედებს კანონიერად და მიზნად ისახავს საქონლისა და მომსახურების წარმოებას საკუთარი საყოფაცხოვრებო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად (მაგალითად, ინდივიდუალური მშენებლობის განხორციელება). უკანონო არის საქმიანობა, რომელსაც ახორციელებენ თანამშრომლები ხელშეკრულების იურიდიული რეგისტრაციის გარეშე.

ჩრდილოვანი სტრუქტურების წარმოქმნის ინტერესები და ბუნება

კრიმინალური და სამართალდამცავი საქმიანობის ეკონომიკური თეორია ფორმირებას იწყებს 1960-იანი წლების ბოლოს,როგორც ეკონომისტების პასუხი დასავლეთის ქვეყნებში დანაშაულის მკვეთრ ზრდაზე. ახალი თეორიის შემოქმედად მიიჩნევა ამერიკელი ეკონომისტი გერი ბეკერი. 1968 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში “დანაშაული და სასჯელი: ეკონომიკური მიდგომა”, იგი ასახავს დანაშაულის შესწავლისა და მასთან ბრძოლის ახალი მიდგომის ძირითად პრინციპებს. მისი იდეა იყო, რომ საზოგადოების სამართლებრივი სისტემა დაპირისპირების სფეროა რაციონალურ დამნაშავეებსა და წესრიგის დამცველებს შორის. პოტენციური დამნაშავეები წინდახედულად გამოთვლიან დანაშაულის შესაძლო შემოსავალებს, და ადარებენ მათ სასჯელისგან შესაძლო დანაკარგებს. ისინი ირჩევენ იმ საქმიანობის სახეობას (ლეგალური და უკანონო), რომელიც მაქსიმალურად ზრდის მათ კეთილდღეობას. წესრიგის დამცველები ასევე იქცევიან რაციონალურად. ისინი ირჩევენ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის იმ მეთოდებს, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს საზოგადოების რიგითი წევრების ზიანს.ჩვეულებრივ, ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბი და დინამიკა განისაზღვრება შემდეგი ფაქტორებით: ეკონომიკის ზოგადი მდგომარეობა; მოსახლეობის ცხოვრების დონე; სახელმწიფო შეზღუდვები. უფრო ზუსტად კი, ჩრდილოვანი ეკონომიკის წარმოშობის არსი და ბუნება აღწერილი ჰქონდა წამყვან პერუელ ეკონომისტ ჰერნანდო დე სოტოს.

ამასთან დაკავშირებით მან ჩამოაყალიბა შემდეგი ძირითადი დებულებები:
არალეგალური ეკონომიკა არის ხალხის სპონტანური და შემოქმედებითი რეაქცია სახელმწიფოს უუნარობაზე დააკმაყოფილოს გაღატაკებული მასების ძირითადი საჭიროებები.სისტემა ქმნის კანონებს, რომლებიც ხდიან შეუძლებელს ხალხის ბუნებრივ მიდრეკილებას ჰქონდეს სამუშაო და სახლი.ამ პირობებში, მასები წყვეტენ კანონების დაცვას; გამოდიან ქუჩაში, რომ გაყიდონ ის, რაც შეუძლიათ; აარსებენ საკუთარ მაღაზიებს; იქ სადაც სამუშაო არ არის, ისინი ქმნიან მას, სწავლობენ საქმეებს, რომლებზეც მანამდე უმრავლესობას წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ.ჩრდილოვან საქმიანობაში მონაწილე პირები უფრო ხელსაყრელად ცხოვრობენ, როდესაც ისინი არღვევენ კანონს, ვიდრე როცა პატივს სცემენ მას. შეიძლება ითქვას, რომ უკანონო საქმიანობა ყვავის, თუ სამართლებრივი შეზღუდვები აღემატება გარკვეულ სოციალურად მისაღები დონეს, ხოლო სახელმწიფოს არ აქვს საკმარისი იძულებითი ძალა.თავად ინდივიდები არ არიან “ჩრდილები”, მათი მოქმედებები და საქმიანობებია ჩრდილოვანი. ისინი, ვინც უკანონოდ მოქმედებენ, არ წარმოადგენს საზოგადოების კონკრეტულ სექტორს. ხალხი მიედინება ჩრდილოვან ეკონომიკაში, როდესაც კანონის აღსრულების ხარჯები აღემატება მისი აღსრულების სარგებელს .

რამდენად დიდია ჩრდილოვანი ეკონომიკა?
მისი გაზოვმის მეთოდები და არსებობის მიზეზები

ცნობილია, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკის ზომების დადგენა ძალიან რთულია. ჩრდილოვანი მუშები არ აცნობებენ სტატისტიკურ ორგანოებს, თუ როგორია მათი ეკონომიკური ბრუნვა. გადატრიალება მოხდა 1993 წელს, როდესაც გაეროს მიერ დამტკიცებული ეროვნული ანგარიშების ახალი ვერსიის თანახმად, ყველა სახელმწიფოზე რეკომენდირებული იყო გაეთვალისწინებინათ ჩრდილოვანი ეკონომიკა წარმოების მოცულობებში.

კეპლერის უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორმა ფრიდრიხ შნაიდერმა 2006 წელს გამოაქვეყნა ნაშრომი: „ჩრდილოვანი ეკონომიკა და კორუფცია მთელს მსოფლიოში: რა ვიცით სინამდვილეში?“.ის არის ჩრდილოვანი ეკონომიკისა და გადასახადებისგან თავის არიდების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ექსპერტი.

თავის ნაშრომში ის განმარტავს თუ რა არის ჩრდილოვანი ეკონომიკა, რა შეიძლება იყოს მისი ფორმირების და გაზრდის მიზეზი და ასევე მას აქვს გამოთვლილი ჩრდილოვანი ეკონომიკის ზომა 145 ქვეყნისათვის.ამ ქვეყნებში შედის: 96 განვითარებადი ქვეყანა, 25 გარდამავალი ეკონომიკის მქონე და 3 კომუნისტური ქვეყანა და 21 ინდუსტრიული (მაღალგანვითარებული) OECD-ს(Organization for Economic Co-operation and Development; ქართ. ეთგო-ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) ქვეყანა.
განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის, ავტორი იყენებს შემდეგ ცვლადებს და პარამეტრებს: პირდაპირი და არაპირდაპირი დაბეგვრის წილი (მშპ% –ში), როგორც ორი საგადასახადო ცვლადი; სახელმწიფო რეგულირების პარამეტრები (რეგულირების ინდექსი, Heritage Foundation, 2005), უმუშევრობის კვოტი და მშპ ერთ სულ მოსახლეზე, ბოლო ორი არის “ოფიციალური” ეკონომიკის სტატუსის ცვლადები. ინდიკატორის ცვლადებად ის იყენებს დასაქმების კვოტს (მოსახლეობის 18-დან 64 წლამდე ასაკში,მოცემული %-ში), მშპ-ს ყოველწლიური განაკვეთი და ადგილობრივი ვალუტის წლიური განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე. OECD- ის ქვეყნებისთვის ის იყენებს დამატებით ცვლადებს: სოციალური უსაფრთხოების გადახდები, მორალური გადასახადი, სახელმწიფო ინსტიტუტების ხარისხი და შრომის ბაზრის რეგულირების ინდექსი.
მე არ დავიწყებ შნაიდერის ნაშრომის მთლიან განხილვას, რადგანაც ეს გასცდება ამ სტატიის შინაარს და მასშტბს და შემოგთავაზებთ მისი ანალიზის შედეგებს გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისათვის,რადგანაც მათ შორის არის საქართველოც(საქართველო ახლა ითვლება განვითარებად ქვეყნებში,რომელიც გადასულია საბაზრო ეკონომიკის სისტემაზე).აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის 25 ქვეყნის ჩრდილოვანი ეკონომიკის საშუალო ზომა შეადგენდა ოფიციალური მთლიანი შიდა პროდუქტის 38.1% -ს 1999/2000 წლებში და გაიზარდა 40.1% 2002/2003 წლებში.როგორც ვხედავთ ამ 4 წლის განმავლობაში არის 2 პროცენტული პუნქტით ზრდა. ყველაზე მაღალი ჩრდილოვანი ეკონომიკა აქვთ საქართველოს, აზერბაიჯანსა და უკრაინას 68.0%, 61.3% და 54.7%. საშუალო ადგილები უკავია ბულგარეთს, რომელიც გარშემოც სერბეთი და მონტენეგრო 39,1% და რუმინეთი 37.4%. ქვედა დონეებზე არიან ჩეხეთი 20.1%, სლოვაკეთის რესპუბლიკა 20.2% და უნგრეთი 26.2% ოფიციალური მშპდან .

ახლა კი განვიხილოთ ფრიდრიხ შნაიდერის და ლეანდრო მედინას 2018 წელს გამოქვეყნებული ნამუშევარი: „ჩრდილოვანი ეკონომიკა მთელს მსოფლიოში: რა ვისწავლეთ ბოლო 20 წლის განმავლობაში?“.IMF-ის(International Monetary Fund) საიტზე გამოქვეყნებული მასალა 1991 წლიდან 2015 წლის ჩათვლით მსოფლიოს 158 ქვეყნაში ჩრდილოვანი ეკონომიკის დონეს შეეხება მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით. საკვლევ პერიოდში ჩრდილოვანი ეკონომიკის ყველაზე მაღალი დონე ზიმბაბვეს, ბოლივიასა და საქართველოში დაფიქსირდა. საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკის საშუალო დონე 64.9%-ია. კვლევის შედეგად, ჩრდილოვანი ეკონომიკის ყველაზე დაბალი დონე ავსტრიაში, აშშ-სა და შვეიცარიაში დაფიქსირდა.1991-2015 წლებში საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. წლების მიხედვით ქვეყანაში ჩრდილოვანი ეკონომიკის დონე იცვლებოდა და მისი ყველაზე დაბალი დონე 2015 წელს დაფიქსირდა. ამ პერიოდში ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი 53%-ია .

IMF-ში განმარტავენ, რომ კვლევაში წრმოდგენილი მსჯელობა ავტორებისაა და შესაძლოა არ ასახევადეს თავად სავალუტო ფონდისა და მისი მენეჯმენტის პოზიციას. რაც შეეხება მეთოდოლოგიას, ავტორების ინფორმაციით, ჩრდილოვანი ეკონომიკის გამოსაკვლევად პირდაპირი და არაპირდაპირი მიდგომა გამოიყენება.პირადაპირ მიდგომებში ოფიციალური სტატისტიკური ინფორმაცია, გამოკითხვა და ოჯახების შემოსავლების შეფასება იგულისხმება. არაპირდაპირი მეთოდი თავისი არსით მაკროეკონომიკურ ასპექტებს მოიცავს, რაც გულისხმობს შეუსაბამობას სახელმწიფო ხარჯებსა და შემოსავლებს შორის, ვალუტაზე მოთხოვნა და სხვა.ახალი მაკრო მეთოდები რომლებიც გამოიყენეს ავტორებმა არის : ვალუტის მოთხოვნის მიდგომა (CDA-Currency Demand Approach) და ბევრი ინდიკატორი, ბევრი მიზეზი (MIMIC-Multiple Indicators Multiple Causes ) სტრუქტურირებული ჰიბრიდული მოდელის საფუძველზე შეფასებული პროცედურაში, პერსპექტიული მიდგომებია, ეკონომეტრიული თვალსაზრისით, ახალი მიკრო შეფასებების გარდა.ეს შეფასებები საკმაოდ ახლოსაა იმ მეთოდებთან, რომლებსაც სტატისტიკური სამსახურები იყენებენ კვლევებში.

ლეანდრო მედინასა და ფრიდრიხ შნაიდერის კვლევა ლეგალური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს ეხება, რომლებიც რეგისტრირებული რომ ყოფილიყო, ქვეყნის GDP-ის ნაწილი იქნებოდა. ავტორები განმარტავენ, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკის ის ნაწილი, რომელიც უკანონო საქმიანობას გულისხმობს, კვლევაში ვერ მოხვდა.

IMF-ის საიტზე გამოქვეყნებული ნაშრომის თანახმად, ჩრდილოვანი ეკონომიკის ზომა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. მათ შორისაა ინსტიტუტების განვითარების ხარიხსი და კორუფციის დონე. ავტორების შეფასებით, საჯარო ინსტიტუტების ხარისხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისთვის, რომ არაფორმალური სექტორის განვითარებას ხელი შეუშალოს. ჩრდილოვანი ეკონომიკისთვის ასევე მნიშვნელოვანია რეგულაციები, რეგულაციების დაწესება შრომის ბაზარზე და ვაჭრობის მიმართულებით. ავტორებს მიაჩნიათ, რომ შრომის ბაზარზე რეგულაციებით ფორმალურ ეკონომიკაში სამუშაო ძალაზე ფასს ზრდის და ეს სფერო ინაცვლებს ჩრდილოვან ეკონომიკაში. ჩრდილოვან ეკონომიკაზე დადებითად აისახება ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა თვითდასაქმება, უმუშევრობა და სხვა. 2019 წლის მონაცემები IMF-ს ჯერ არ აქვს, მაგრამ შეგვიძლია მოვიყვანოთ საქსტატის მონაცემები.სტატისტიკოსების თქმით საქართველოს ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი მინიმუმ 13 პროცენტია ,მაგრამ ეს არაა საბოლოო მონაცემი რადგანაც 2019 წელს „საქსტატი“ ეროვნული ანგარიშების ახალ მეთოდოლოგიაზე გადადის, რომელიც მნიშვნელოვან ცვლილებებს ისახავს მიზნად. საქსტატი ე.წ. ჩრდილოვანი ეკონომიკის,ანუ რეპეტიტორებისა და ბინის გამქირავებლების რაოდენობისა და მათი შემოსავლების აღრიცხვას იწყებს. დიდი ალბათობით, მას შემდეგ რაც ეკონომიკის ამ სექტორის სრული სტატისტიკური სურათი დაიდება რეპეტიტორებსაც და ბინის გამქირავებლებსაც საგადასახადო ვალდებულებები დაეკისრებათ. ასევე სტატისტიკის ეროვნული სამსახური არაკანონიერი საქმიანობის შედეგებს გამოაქვეყნებს, მათ შორის ისეთების, როგორიცაა – პროსტიტუცია და ნარკომანია. ასეთი განსხვავება კველების მონაცემებს შორის ბევრ შეკითხვას იწვევს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, კვლევის შედეგები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მეთოდოლოგიასა და გამოყენებულ დაშვებებზე.IMF-ის ნაშრომში გამოყენებულია მეთოდები, რომლებიც აფასებს ჩრდილოვანი ეკონომიკის ცვლილების (ზრდა/შემცირების) სიდიდეს, ხოლო დაშვება ჩრდილოვანი ეკონომიკის საწყისი ზომის შესახებ არაა თანხვედრაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოფიციალურ შეფასებებთან.

„შეიძლება მხედველობაში მიღებული იქნას ჩრდილოვანი ეკონომიკის ზომის ცვლილების (შემცირების) დინამიკა და არა თვითონ ჩრდილოვანი ეკონომიკის ზომა,” -აცხადებენ ფინინანსთა სამინისტოროში.

ჩრდილოვანი ეკონომიკის შეფასებისას ამ ორი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული მეთოდოლოგიის შედარება შეიძლება არაფრისმომცემი იყოს. უამრავი მეთოდოლოგია არსებობს და არც ერთი მათგანი არ არის „საუკეთესო“, ყოველ მათგანს აქვს ძლიერი და სუსტი მხარეები.

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი რევაზ ჯავახიშვილი 2008 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში „ჩრდილოვანი ეკონომიკის გამომწვევი მიზეზები“
აღნიშნავს თუ რა არის ჩრდილოვანი ეკონომიკის გამომწვევი მიზეზები: გადასახადებით დაბეგვრის მაღალი დონე. თანამედროვე ეტაპზე მსოფლიოში საგადასახადო დატვირთვის დონე ზრდის ტენდეციას ხასიათდება.თუ გასული საუკუნის 70-იან წლებში ევროპულ ქვეყნებში ხელფასიდან ანარიცხებში იგი უდრიდა 27%-ს,სადღეისოდ ეს მაჩვენებელი 42%-ზე მეტია. 50%-ზე მეტი საგადასახადო ამოღების შემთხვევაში კი არსებითად ისპობა საწარმოს აქტიური საქმიანობის სტიმულები და მათი მთლიანი რაოდენობის 55% ეკონომიკის ჩრდილოვან სექტორში გადადის.

ეკონომიკური არასტაბილურობა, მისი კრიზისული მდგომარეობა. ოფიციალური ეკონომიკის დაქვეითებისა და სისტემური კრიზისის პირობებში, მისი დიდი ნაწილი „ჩრდილში“ გადადის. ეკონომიკის კრიზისული მდგომარეობა აიძულებს მეწარმეებს მოძებნონ საქმიანობის მათთვის ხელსაყრელი ნიშნები,რომელთაგან ერთ-ერთს ეკონომიკის ჩრდილოვანი სექტორი წარმოადგენს. ეს სისტემური კრიზისი მნიშვნელოვან ზიანს აყენებს,წარმოებასთან ერთად,საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა სფეროებსაც-პოლიტიკას, განათლებას, მეცნიერებას, ჯანდაცვას, კულტურასა და სხვ.

სახელმწიფო ქონების პრივიტიზების პროცესში დაშვებული შეცდომები. როგორც მთლიანად პოსტსაბჭოურ სივრცეში,ისე საქართველოში,პრივატიზება დიდი ხარვეზებით ჩატარდა. კერძოდ, არ არსებობდა ამისთვის სათანადო საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზა, რის გამოც იგი განხორციელდა არა კანონის მოთხოვნის გათვალისწინებით, არამედ, უფრო მეტად სახელმწიფო ჩინოვნიკების ნება-სურვილზე დაყრდნობით.

საკუთრების უფლების დაუცველობა. მეწარმეებში იგი „მედროვეობის“ ფსიქოლოგიას იწვევს. ასეთი სამეურნეო ქცევა ეფუძვნება შემდეგ გარემოებას:თუ საკუთრების უფლება, ადრე თუ გვიან, შეიძლება დაირღვეს და არსებული კანონმდებლობა და სამართლ-გამოყენებითი პრაქტიკა არ იძლევა მისი დაცვის გარანტიას, მაშინ მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული არსებული შესაძლებლობები. სხვანაირად,თუ შესაძლებელია გადასახადების თავის არიდება და მოგების მაქსიმიზაცია, ასეთ შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა იქნეს გაშვებული.

ეკონომიკაში სახელმწიფო სექტორის მასშტაბის ზრდა და ეკონომიკის რეგლამენტაციის ამაღლება. ეკონომიკაში სახელმწიფო სექტორის დიდი მასშტაბები განაპირობებს საბიუჯეტო რესურსების,შეაღავათიანი კრედიტებისა და სხვ. სახსრების სახელმწიფო საწარმოთა სასარგებლოდ გადანაწილებასთან დაკავშირებული კრიმინალური ურთიერთობების წარმოშობას. საბოლოო ჯამში, ამ მიმართულებით სახელმწიფოს საქმიანობას გააქტიურება იქცევა ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბების ზრდის მნიშვენლოვან ფაქტორად.
არახელსაყრელი სოციალური ფონი. მზარდი უმუშევრობა, შრომის ანაზღაურებისა და საპენსიო უზრუნველყოფის დაბალი დონე საუკეთესო პირობებს ქმნის ჩრდილოვანი ეკონომიკის გნავითარებისათვის.

პოლიტიკური არასტაბილურობა. პოლიტიკური არასტაბილურობის პირობებში ჩრდილოვანი ეკონომიკა ძალზე დინამიურად ვითარდება და, შესაბამისად, ოფიციალური კი მუხრუჭდება.სწორედ ასეთ ვითარებაში მწვავდება ბრძოლა პოლიტიკურ ელიტაში თანამშრომლობის, ძალაუფლების მოპოვებისა და ჩრდილოვანი შემოსავლების გადანაწილებისთვის.

შეჯამება
იმის შემდეგ რაც განვიხილიეთ ჩრდილოვანი ეკონომიკის არსი ვნახეთ თუ როგორ საფრთხეს შეიძლება ის წარმოადგენდეს. ეს თემა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მსოლფიო ეკონომიკაში. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ ის, რომ მისი როლი სულ უფრო და უფრო იზრდება. ამ სტატიის შემდგომ მკითხველს ექნება წარმოდგენა იმაზე თუ რა ქმნის ამ ჩრდილოვან ეკონომიკას და რა ფაქტორები გამოიყენება მის გასაზომად.სტატიიდან ვნახეთ რომ საქართელოს აქვს მაღალი ჩრდილოვანი ეკონომიკა და მთავრობის მთავარი მიზანია მოაგვაროს ეს პრობლემა.აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ტაქსის მძღოლებს დედაქალაქში აღნიშნული საქმიანობის განსახორციელებლად ლიცენზიის აღების ვალდებულება გაუჩნდათ. ამ ცვლილების შედეგად, მოსალოდნელია, რომ საქართველოს ეკონომიკაში ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი შემცირდება.

გამოყენებული ლიტერატურა
„Shadow Economies and Corruption All Over the World: What Do We Really Know?“ Friedrich Schneider
„Shadow Economies Around the World: What Did We Learn Over the Last 20 Years?“ Leandro Medina, Friedrich Schneider
ალექსანდრე პოპოვი „ეკონომიკური თეორია“. თემა 32 ჩრდილოვანი ეკონომიკა.სტრუქტურა და წარმოქმნის ბუნება.
რევაზ ჯავახიშვილი „ჩრდილოვანი ეკონომიკის გამომწვევი მიზეზები“
netgazeti.ge
commersant.ge
kvira.ge
www.researchgate.net
www.imf.org
ftp.iza.org
econ.wikireading.ru