პანდემია „COVID-19“ და საქართველოს ეკონომიკა

ავტორის სტილი დაცულია

ვერონიკა მუსერიძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულეტეტის
ბაკალავრიატის სტუდენტი
veromuseridze@gmail.com

ანოტაცია

2020 წლის დასაწყისში მსოფლიო მოიცვა პანდემიამ სახელწოდებით „COVID-19” იგივე „კორონა ვირუსმა“. იგი დაიწყო ჩინეთიდან და თანდათანობით მოედო მთელ მსოფლიოს. ამ ვირუსის გავრცელებამ იმოქმედა არამარტო ადამაინების ჯანმრთელობაზე, არამედ მსოფლიო ეკონომიკაზეც და დიდი დარტყმა მიაყენა მას. საქართველოში აღნიშნული ვირუსი 2020 წლის თებერვალში შემოვიდა და მთავრობამ მასთან გასამკლავებლად დაიწყო გარკვეული რეგულაციების დაწესება, რამაც, რა თქა უნდა, იმოქმედა ჩვენს ეკონომიკაზე. აღნიშნულ სტატიაში საუბარი იქნება იმ პრობლემებსა და პრობლემის გადაჭრის გზებზე, რომლებიც ამ პანდემიამ მოუტანა საქართველოს ეკონომიკას.
აღნიშნულ ვირუსთან გასამკლავებლად, მთელმა მსოფლიომ დააწესა რეგულაციები. შეჩერდა ტურიზმი, დაიხურა სამუშაო ადგილები და უამრავი ადამიანი დარჩა უმუშევარი. განვიხილოთ აღნიშნული პრობლემები ეტაპებად.

At the beginning of 2020 year the world was covered by a pandemic called “COVID-19” same as “KORONA VIRUS”. It was started from china and spread throughout the world gradually.
“COVID-19” made a huge damage not only human’s healthy but also world’s economic. In Georgia this virus spread in February of 2020 and the government started to conduct regulations to deal with the virus and of course it has effected on economic. This article is about problems and the ways of solutions, which pandemic has brought to our country.
To deal with this virus, world decided to conduct some regulations. Paused tourism, closed work places and a lot of people stay unemployed. Let’s discuss about above mentioned problems gradually.

საქართველოში კორონა ვირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის, რომ ვირუსის მიმდინარეობისას საქართველოს მთავრობა მუდმივად დგებოდა არჩევნის წინაშე ადამიანების ჯანმრთელობასა და საქართველოს ეკონომიკას შორის. მთავრობა გარკვეულწილად ცდილობდა, თავიდან აეცილებინა ეკონომიკური ზარალი, თუმცა ასეთი მწვავე ვირუსის პირობებში მნიშვნელოვნად დაზარალდა ეკონომიკა.

„კორონა“ ვირუსთან დაკავშირებული ეკონომიკური ღონისძიებები საქართველოში

• ტურიზმთან დაკავშირებულ კომპანიებს გადაუვადდათ 4 თვის ქონების და საშემოსავლო გადასახადები;
• 4-დან 50 ნომრამდე სიდიდის დაახლოებით 2000 სასტუმრო მიიღებს საბანკო სესხის 6 თვის პროცენტის დაფინანსებას;
• ფასის სუფსიდირებაა: ბრინჯი, ფქვილი, მაკარონი, ხორბალი, მზესუმზირის ზეთი, შაქარი, რძის ფხვნილი და მისგან წარმოებული პროდუქტები, წიწიბურა, ლობიო;
• კაპიტალური ხარჯები დამატებით გაიზრდება 300 მლნ. ლარით;
• დღგ-ს დაბრუნებები გაორმაგდება 1200მლნ ლარამდე, დაგეგმილი 600 მლნ ლარის ნაცვლად;
• ეროვნულმა ბანკმა შეარბილა საბანკო რეგულაციები;
• 3 თვით გადავადდა საბანკო სესხების მომსახეურება;
• საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან (სავალუტო ფონდი და სხვა) დაფინანსების მოზიდვაზე დაჩქარდა მუშაობა;
• თბილისის მერიამ იჯარისაგან გაათავისუფლა ღია კაფეები 2020 წელს, 3 თვით იჯარისაგან გათავისუფლდნენ მცირე/საშუალო ბიზნესები;

პირველი მთავარი დარტყმა „კორონა“ ვირუსმა მიაყენა ტურიზმს. აღნიშნული ვირუსის პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობამ ჩაკეტა საზღვრები და შეაჩერა უცხოელების შემოსვლა საქართველოში. როგორც ვიცით, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა ტურიზმია .ბოლო წლების განმავლობაში ტურიზმის სფერო ყოველწლიურად იზრდებოდა. რთულია იმის თქმა, ზუსტად რამდენი ადამიანია დასაქმებული ტურიზმის სექტორში, თუმცა მოგზაურების მიერ შემოტანილი და დახარჯული ფული პირდაპირი უცხოური ინვესტიცია გახლავთ, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესებზე ნაწილდება და სეზონურად ასაქმებს საქართველოს მოსახლეობის თვითდასაქმებულთა დიდ სეგემნტს. ასე რომ, აღნიშნულმა რეგულაციამ დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს ეკონომიკას. საქართველოს მთავრობისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლების შეთანხმებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ყველა კომპანიისათვის, ობიექტური საჭიროების შემთხვევაში, საბანკო სექტორი გარანტირებულად უზრუნველყოფდა სესხების რესტრუქტურიზაციას უახლოესი თვეების განმავლობაში. მხოლოდ ამ საშუალებით, ტურიზმის სექტორში ისინი დატოვებდნენ 100 მილიონი ლარის ფინანსურ რესურსს. ამ დარგში დასაქმებულთათვის ასევე საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქონებისა და საშემოსავლო გადასახადები გადაევადებინათ. აღნიშნული გადაწყვეტილებით ასევე ისარგებლეს რესტორნებმა, სატრანსპრტო და საექსკურსიო საქმიანობით დაკავებულმა კომპანიემა. აღნიშნული შეღავათი შეეხო 18000 კომპანიას, რომელიც დღეს ოპერირებს საქართველოშიი და 50000-ზე მეტ დასაქმებულ პირს.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიუხედავად ტურისტების შეზღუდვისა, სასტუმროების უმრავლესობა მასპინძლობდა ქვეყანაში შემოსულ ქართველ მოსახლეობას კარანტინის პირობებში.

აღნიშნული პირობებისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მოლოდინმა ხალხში გამოიწვია შიში, რომ სასურსათო პროდუქტები დეფიციტში აღმოჩნდებოდა და გაიზარდა მოთხოვნა მათზე. ზოგადად, როდესაც რაიმე პროდუქტი ბაზრაზე მცირე რაოდენობით არის ან მასზე მოთხოვნა მკვეთრად იზრდება, ფასიც იზრდება. ჩვენ შემთხვევაში, სახელმწიფომ შეიმუშავა პირვლადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამა და დაწესდა სუბსიდიები ამ პროდუქტებზე, რაც გულისხმობს იმას, რომ ფასები არ შეიცვლება პანდემიის პირობებში და მწარმოებლებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა აუნაზღაურდეთ ის დანაკარგები, რასაც ვალუტის კურსთა შორის სხვაობიდან მიიღებენ. საუბარია შემდეგ პროდუქტებზე: ბრინჯი, მაკარონი, მზესუმზირის ზეთი, ფქვილი, შაქარი, ხორბალი, რძის ფხვნილი, წიწიბურა, ლობიო. (www.ghn.ge) მიუხედავად ამისა, გაზრდილი მოთხოვნის ხარჯზე ბიზნესმენები თვითნებურად ზრდიდნენ პროდუქტზე ფასებს.

განვიხილოთ ერთი რომელიმე პროდუქტი და ჩავატაროთ გარკვეული მიკროეკონომიკური ანალიზი. მაგალითისთვის ავიღოთ წიწიბურა.
2

ბაზრის წონასწორობის დროს წიწიბურის ფასი და რაოდებობა არის P0 და Q0. როცა სახელმწიფო აწესებს სუბსიდიებს მყიდველის ფასი ნაკლებია გამყიდველის ფასზე და სუბსიდიის რაოდენობა ტოლია PS-PB. ამ პოლიტიკით სარგებელს მიიღებენ, როგორც მყიდველები, ისე გამყიდველები. რაც დამოკიდებულია ელსტიკურობაზე. ჩვენს შემთხვევაში, რადგან ელასტიკურობა თანაბარია, სარგებელსაც თანაბრად იღებენ.

დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე აუცილებელი იყო ასეთი პოლიტიკის გატარება, რადგანაც ბაზარი ყოველთვის ვერ ახრეხებს როგორც მომხმარებელთა ისე გამყიდველთა ინტერესების დაცვას, მთავრობის პოლიტიკით კი შესაძლებელია ეფექტიანობის გაზრდადა ეკონომიკის ქმედითუნარიანობის გაუმჯობესება.

შემდეგ ეტაპზე კონტროლის გამკაცრების მიზნით ქვეყნის მასშტაბით დაიკეტა ყველა სავაჭრო ობიექტი, სასურსათო მაღაზიების, საფოსტო გზავნილების ქსელისა და საბანკო განყოფილებების გარდა. უამრავი ადამიანი დარჩა უმუშევარი. ასევე ქვეყანაში მოგვიანებით გამოცხადდა კომენდანტის საათი, რის გამოც, დარჩენილ სავაჭრო ობიექტებს, რომლებიც მუშაობდნენ 24 საათიან რეჟიმში, მოუხდათ სამუშაო დროის შემცირება. ძალზე მძიმე ვითარება შეიქმნა ქვეყანაში და მთავრობამ უმუშევრად დარჩენილი მოსახლეობისთვის, მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაქირავებით დასაქმებული პირები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური მიიღებდნენ 1200 ლარს 6 თვის განმავლობაში,ხოლო არაფორმალურ სექტორში დასაქმებულები ან თვითდასაქებულები შემოსავლის დაკარგვის დასაბუთების შემთხვევაში მიიღებდნენ ერთჯერად დახმარებას- 300 ლარს. ასევე, ყოველ შენარჩუნებულ სამუშაო ადგილზე დამსამებელი მიიღებს სახელმწიფო სუბსიდიას.

გარკვეული დროის შემდეგ მთავრობამ წარმოადგინა ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა, რომელშიც განხილული იყო ბრძოლა ორი მიმართულებით- მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად და საქართველოს ეკონომიკის გადასარჩენად. მოქალაქეებს დაუფინანსდათ 3 თვის კომუნალური გადასახადები(ელექტროენერგიის, წყლისა და დასუფთავების გადასაადი) , რომლებიც შეეხო 1.2 მილიონზე მეტ ოჯახს. ასევე სახელმწიფოს დახმარებით მოქალაქეებს ბანკებში აღებული სესხების გდახდის 3 თვით გადავადების საშუალება მიეცათ.

როგორც ვიცით, ვირუსისაგან თავდასაცავად აუცილებელია ჰიგიენური წესების დაცვა და პირბადის ტარება და ლოგიკურია ისიც, რომ პანდემიის პირობებში გაიზარდა მოთხოვნა პირბადეებზე. გაზრდილი მოთხოვნის საფუძველზე მნიშვნელოვნად გაიზარდა ფასი მასზე. საბოლოოდ მივედით იქმადე, რომ პირბადეები აღმოჩნდა დეფიციტში, არამარტო საქართველოს, არამდედ მსოფლიო მასშტაბით. შესაბამისად, საქართველოში სამედიცინო პირბადეების დეფიციტის აღმოსაფხვრელად, საქართველოს მთავრობამ პირბადეების ადგილობრივი წარმოების პროგრამა დაიწყო. ამდენი დაკეტილი სავაჭრო სივრცისა და უმუშევრად დარჩენილი ადამიანების შემდეგ, იქმნება მცირე რაოდენობის, მაგრამ ახალი სამუშაო ადგილები. ამ ეტაპზე სახელმწიფო თვითონ ქმნის მარაგს, რადგან ნედლეულის მოწოდება არის გარკვეულ სირთულეებთან დაკავშრებული. ადგილობრივ პირბადეს აქვს განსაზღვრული ფასი 50 თეთრი.

ტურიზმის შემდეგ, ჩვენი ეკონომიკა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია საზღვარგარეთიდან გზავნილებზე. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრში ელიან, რომ კორონა ვირუსს უარყოფითი გავლენა ექნება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე. რადგანაც საქართველოს ძირითად ინვესტორ ქვეყნებში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ინვესტიციების მოზიდვა რთული იქნება. მოსალოდნელია ექსპორტისა და ფულადი გზავნილების შემცირება. როგორც ვიცით, აღნიშნული პანდემია მსოფლიო მასშტაბითაა გავრცელებული და უცხოეთში სამუშაოდ წასულ ხალხსაც შეექმნა პრობლემა სამსახურთან დაკავშირებით. ამ ყველაფერმა გამოიწვია გზავნილების შემცირება და ბუნებრივია, ეს ყველაფერი გავლენას ახდენს ლარის კურსზეც. ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში კიდევ უფრო გაუფასურდა. მარტის თვეში ეროვნულმა ბანკა ლარის კურსის გასამყარებლად რეზერვებიდან 100 მილიონი დოლარი გაყიდა. ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში ფულადი გზავნილების მოცულობა შესაძლოა 114 მილიონი დოლარით შემცირდეს, პესიმისტური სცენარის შემთხვევაში კი კლება შესაძლოა 629 მილიონი დოლარი იყოს, ამ ინფორმაციას ტელეკომპანიები აჟღერებენ.

1-ლი აპრილის მონაცემებით, ეკონომიკის პირდაპირი დახმარების თვალსაზრისით 2 მილიარდი ლარი გამოიყო. უშუალოდ კორონა ვირუსთან ბრძოლის ღონისძიებებისთვის კი- კრიზისულ ბიუჯეტში 351 მილიონი ლარია გათვალისწინებული, რასაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ინტერნეტ გვერდზე ვკითხულობთ.

კორონასაგან ხალხის დაცვის მიზნით ვირუსის გავრცელების დასაწყისშივე დაიხურა საგანმანათლებლო დაწესებულებები. სკოლები და უნივერსიტეტები გადავიდნენ ონლაინ რეჟიმზე, თუმცა დიდი პრობლმის წინაშე აღმოჩნდნენ ბაღის გარეშე დარჩენილი აღსაზრდელები, რადგანაც მათი კვება ბაღზე იყო დამოკიდებული. აღნიშნული პრობლემის თავიდან აცილების მიზნით, ის სავები პროდუქტები, რომლებიც ბავშვებს სტანდარტულად სააღმზრდელო პროცესში უნდა მიეღოთ, ისევ ბავშვებს მოხმარდებათ და აღსაზრდელების ოჯახებს გადაეცემათ. ასევე აღსანიშნავია, რომ მიუხედავად სასწავლო პროცესის შეჩრებებისა, ხელფასს მაინც იღებენ აღმზრდელები, მასწავლებლები, ლექტორები და ა.შ.

აღსანიშნავია ისიც, რომ დროის გარკვეულ ეტაპზე, როცა ქვეყანაში მძიმე სიტუაცია დატრიალდა აიკრძალა სატრანსპრორტო საშუალებების მიმოსვლა, გამონაკლისების გარდა. ამან გამოიწვია ის, რომ მნიშვნელოვნად შემცირდა ფასი ნავთობზე.

ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის შემუშავებისას, სახელმწიფომ ზრუნვა დაიწყო სოფელზე, სოფლის მეურნეობასა და რეგიონულ განვითარებაზე. გამოიყო 30 000ლარამდე გრანტები და აგროკრედიტები, რომლებიც ერთწლოვანი კულტურების დაფინანსებას მოიცავს. ევროკავშირმა, შვედთმა და ავსტრიამ, სოფლის მეურნეობის სექტორში სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ზემო იმერეთისთვის 1.16 მლნ ევროს მხარდაჭერა გამოაცხადა. ევროკავშირმა (EU), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) საქართველოში 50 ბენეფიციარისთვის 2.2 მილიონი ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო გრანტი გასცეს.

რა თქმა უნდა, აღნიშნული შეზღუდვები დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა, ამიტომაც მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ეტაპებად გაეუქმებინა რეგულაციები ეკონომიკის გადასარჩენად. აღდგა შიდა ტურიზმი და ასევე მომავალში დაგეგმილია საზღვრების გახსნა და ტურისტების შემოყვანა. სახელმწიფო თანდათანობით გაყვა თავის შემუშავებულ ანტიკრიზისულ გეგმას, 200 ლარი დაურიგდათ 17 წალმდე მოსახლეობას. შიდა ტურიზმის აღდგენას მოყვა ინფიცირებულთა ზრდა, რამაც კიდევ ერთი ნაბიჯიდით დაგვხია უკან ეკონომიკის განვითარების მხრივ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ასე კარგად უმკლავდება “COVID-19”-თან ბრძოლას, ჩვენი მომავლისთვის ეს არ არის საკმარისი. პანდემიაზე გამარჯვება, შესაძლოა მალე მიეცეს დავიწყებას, ხოლო ახლა დატრიალებული ეკონომიკური პრობლემები დიდი ხმის განმავლობაში იქნება გამოსასწორებელი. ყოველ დღე ახალი პრობლემა გამოიჩენს თავს, რადგანაც აღნიშნული რეგულაციებით მიღებულ ზარალს ქვეყანა მომავალში მოიმკის. არავინ იცის როდის მოეღება ბოლო ვირუსს, ამიტომ ქვეყნის ეკონომიკის გადასარჩენად უნდა ვისწავლოთ ამ ვირუსთან ერთად ცხოვრება და ეს იქნება ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი მომდევნო რამდენიმე თვის ან, შესაძლოა, წლის განმავლობაში. მზად უნდა ვიყოთ ყველაზე ცუდი სცენარისთვის და ეკონომიკური აღმავლობისკენ გადადგმული თითოეული ნაბიჯი უნდა იყოს უკიდურესად ფრთხილი და გააზრებული. თუ ვირუსი კიდევ უფრო გამძვინვარდა და საფრთხე შეექმნა ეკონომიკას, შესაძლოა, მივიდეთ რეცესიამდეც. ამჟამად, მთავრობა აცხადებს, რომ ამ კრიზისიდან ქვეყანა უნდა გამოვიყვანოთ უფრო ძლიერი და საქართველომ ეს კრიზისი უნდა გამოიყენოს, როგორც ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის , მათი რეალიზების ყველაზე კარგი შესაძლებლობა.

გამოყენებული ლიტერატურა

galtandtaggart.com
www.imedi.ge
www.parliament.ge
www.ghn.ge