გარემოსდაცვითი გადასახადები

ავტორის სტილი დაცულია

მარიამი გერგედავა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IV კურსის სტუდენტი
ელ-ფოსტა: gergedavamari56@gmail.com

ანოტაცია:
გლობალური ეკოლოგიური და ენერგეტიკული გადასახადები სულ უფრო აქტუალური ხდება, რადგან უფრო მეტი ბიზნესი ნერგავს ენერგიის მართვის და მდგრადობის დახვეწილ სტრატეგიებს და მთავრობების მიერ მუდმივად ვითარდება შესაბამისი საგადასახადო რეჟიმები. ინვესტიციების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას კომპანიებმა უნდა გაითვალისწინონ გარემოს გადასახადების მზარდი როლი, რესურსების ეფექტურობა და დაბალი ნახშირბადის აქტივობის წახალისება თავიანთ აზროვნებასა და მოდელირებაში.

Annotation:
Global environmental and energy taxes are becoming increasingly relevant as more businesses establish sophisticated energy management and sustainability strategies and as respective tax regimes are continuously developed by governments. Companies will need to factor the growing role of environmental taxes, resource efficiency and low-carbon activity incentives into their thinking and modeling when making investment decisions.

გარემოსდაცვითი გადასახადები, რომლებიც, ასევე, ცნობილია, როგორც მწვანე გადასახადები, წარმოადგენს კანონმდებლობის ფართო სპექტრს ბიზნესის და კერძო პირების მიმართ, რომლებიც მიზნად ისახავს გარემოსთვის ზიანის მიყენების პრაქტიკის შემცირებას. გარემოსდაცვითი გადასახადის მრავალი ფორმა არსებობს, რომელთაგან ზოგიერთი მიზნად ისახავს იმ პირების დაჯარიმებას, რომლებიც იყენებენ მავნე ქიმიკატებს, ხოლო ზოგი მიმართულია ეკოლოგიურად კეთილგანწყობილი პირებისა, თუ ბიზნესებისთვის ჯილდოს დაწესებისკენ.. ქვეყნების ადგილობრივი იურისდიქციები სულ უფრო მეტ სტიმულს აძლევენ ორგანიზაციებს ინვესტიციის ჩადებაში იმ პროექტებსა და ტექნოლოგიებში, რომლებიც ხელს შეუწყობენ ნახშირბადის ინტენსივობის შემცირებას მათი საქმიანობის დროს.

ეკოლოგიური გადასახადების აქტუალურობის ზრდა
ევროკავშირში, შეერთებულ შტატებში, ჩინეთსა და ასევე, ბევრ განვითარებულ ქვეყანაში დღესდღეობით გარემოსდაცვითი გადასახადები სულ უფრო დიდ პოპულარობას და მნიშვნელობას იძენს. მხოლოდ იაპონიაში, შემოსავალმა გარემოსდაცვითი გადასახადებიდან 93 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია და ასევე, 2012 წელს 2002 წელთან შედარებით 40%–ით გაიზარდა. ამავე პერიოდში, შემოსავლები გადასახადებიდან იტალიაში 20% –ით გაიზარდა და შეადგინა 60 მილიარდი აშშ დოლარი. (EY, 2016)

კომპანიების უმეტესობამ მდგრადი სტრატეგია აირჩია ისეთი გარემოებების გამო, როგორიცაა: რისკების თავიდან აცილება, ხარჯების შემცირება, მთავრობის რეგულაციები, დაინტერესებული მხარის მოლოდინი და ა.შ. თითოეული ბიზნესი უნდა მოერგოს იმ მდგომარეობას, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს გარემოსა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით და საკუთარი წვლილი შეიტანოს მისი უკეთესობისკენ შეცვლისათვის.

გლობალური მდგრადობის სტიმულირება და მდგრადი ინიციატივების კატეგორიები

ბუნებრივი რესურსების მოხმარების შემცირება: ორგანიზაციები მუდმივად უნდა იყვნენ მზად, რომ შეაფასონ მათი საქმიანობა და დაადგინონ სტრატეგიები, რომელთა შედეგადაც შეეძლებათ ბუნებრივი რესურსების მოხმარების შემცირება.

განახლებად ენერგიაზე გადასვლა: ენერგიის განახლებადი წყაროები ასევე ხელს შეუწყობს ატმოსფეროში ნახშირბადის ემისიების შემცირებას. ასევე, განახლებადი ენერგია საკმაოდ მიმზიდველია, რადგან იგი ამცირებს დანახარჯებს.

ინოვაციები.მსხვილი კორპორაციები და კომპანიები ნერგავენ წარმოების ინოვაციურ ტექნოლოგიებს. ამით ისინი აძლევენ მაგალითს შედარებით პატარა კომპანიებს და არიან სიახლის დამნეგრავები ბაზარზე.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) განსაზღვრავს 5,600-ზე მეტ გარემოსა და ენერგეტიკის გადასახადს. ამ გადასახადებიდან ყველაზე დიდი შემოსავალი ბიუჯეტში შემოდის იაპონიაში, იტალიასა და შეერთებულ შტატებში.

გარემოსდაცვითი გადასახადების ძირითადი ტიპებია:
ნახშირბადის გადასახადი. გადასახადი, რომელსაც აწესებენ ზოგადად ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სექტორში. ტერმინი ნახშირბადის გადასახადი არის ნახშიროჟანგის გადასახადის მსგავსი. პირველისგან განსხვავებით ნახშიროჟანგის გადასახადი შეიძლება დაწესდეს ნებისმიერი ტიპის სათბურის გაზზე ან სათბურის გაზების ერთობლიობაზე, რომელიც გამოიყოფა ნებისმიერი ეკონომიკური სექტორის მიერ. კვლევებმა აჩვენა, რომ ნახშირბადის გადასახადები ეფექტურად ამცირებს სათბურის გაზების ემისიას. ეკონომისტები ზოგადად ამტკიცებენ, რომ ნახშირბადის გადასახადები ყველაზე ეფექტური გზაა კლიმატის ცვლილების შესარბილებლად და ის ყველაზე ნაკლებად უარყოფითად მოქმედებს ეკონომიკაზე. 77-მა ქვეყანამ და 100-ზე მეტმა ქალაქმა უკვე აიღეო ვალდებულება საკუთარ თავზე, რომ მიაღწიონ წმინდა ნულოვან გლობალურ ემისიას 2050 წლისთვის. 2019 წლის მდგომარეობით, ნახშირბადის გადასახადები იქნა შემოღებული ან დაგეგმილი განსახორციელებლად 25 ქვეყანაში.

გადასახადი ბუნებრივი რესურსების მოპოვებაზე.რესურსები, რომლებიც ჩვეულებრივ ასოცირდება ამ გადასახადთან არის: ნავთობი, ბუნებრივი გაზი, ქვანახშირი, ურანი და მერქანი. გადასახადები ბუნებრივი რესურსების მოპოვებაზე გამოიყენება იურისდიქციებში, სადაც რესურსების მოპოვების უმეტესობა ხდება კერძო საკუთრებაში არსებულ მიწაზე ან/და იმ შემთხვევაში, როდესაც მიწისქვეშა მინერალები კერძო საკუთრებაშია (მაგალითად, შეერთებული შტატები).

შემოსავლებზე დაფუძნებული ინდივიდუალური გადასახადები.ეს გადასახადები გამიზნულია ძირითადად კერძო პირებზე, ვიდრე დიდ ბიზნესებზე. ისინი შეიძლება წარმოგვიდგნენ სხვადასხვა გადასახადის ფორმით მაგ: გაზრდილი ბენზინის გადასახადი. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ეს არ იყოს პოპულარული პოლიტიკა მოკლევადიან პერიოდში, ისტორიამ აჩვენა, რომ გრძელვადიან პერიოდში მუშაობს. მაგალითად, ლონდონში მსგავსი სახელმწიფო პოლიტიკის შეეგი იყო ის, რომ ავტომობილების მიმოსვლა შემცირდა 30%-ით, ხოლო CO2-ის ემისია – 20% -ით.

მასტიმულირებელი დაბეგვრა.ამ ტიპის დაბეგვრა შეიძლება ვრცელდებოდეს როგორც ინდუსტრიულ, ისე საყოფაცხოვრებო სფეროებზე. ზემოთ ჩამოთვლილი გადასახადებისგან განსხვავებით, ეს ტიპი განსხვავებულად მუშაობს. აღნიშნული დაბეგვრა აჯილდოვებს მათ, ვინც უფრთხილდება გარემოს, მაგალითად, მზის პანელის დაყენება და ამის შემდეგ შემცირებული გადასახადის განაკვეთი ხელს უწყობს სახლისა და ბიზნესის მეპატრონეებს, შეინარჩუნონ მდგრადი მეთოდები. ასევე, ასეთი მასტიმულირებელი დაბეგვრა უბიძგებს ადამიანებს, რომ არა დააბინძურონ, არამედ იზრუნონ გარემოზე.

ნარჩენებთან დაკავშირებული გადასახადები.ნარჩენები შეიძლება იყოს მყარი, თხევადი ან გაზის სახით წარმოდგენილი. თითოეულ ტიპს აქვს განკარგვისა და მართვის სხვადასხვა მეთოდი. ნარჩენების მართვა ეხება ყველა სახის ნარჩენს, მათ შორის, სამრეწველო, ბიოლოგიურ და საყოფაცხოვრებო ნარჩენებს. ნაგავსაყრელების არასწორი მართვისა და მიღებული სტანდარტების დარღვევის შემთხვევაში, ნარჩენებმა შეიძლება სერიოზლი საფრთხე შეუქმნას ადამიანის ჯანმრთელობას. ნარჩენები წარმოიქმნება, ასევე, ადამიანის საქმიანობით, მაგალითად, ნედლეულის მოპოვებითა და გადამუშავებით. ნარჩენების მართვა მიზნად ისახავს ნარჩენების უარყოფითი გავლენის შემცირებას ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე . (Commision, 2013)

ეკონომისტების გარკვეული ნაწილის აზრით, გადასახადებს, რომლებიც შეიძლება შემცირდეს ან ჩანაცვლდეს გარემოსდაცვითი გადასახადების ხარჯზე, წარმოადგენს:

• სახელფასო გადასახადები;
• საშემოსავლო გადასახადი;
• გადასახადები გაყიდვებზე;
• კორპორატიული გადასახადები;
• ქონების გადასახადი;

მწვანე გადასახადები პრაქტიკაში
დანიაში წყლის მოხმარება მნიშვნელოვნად შემცირდა გარემოსდაცვითი გადასახადების კომბინაციით – წყალმომარაგების გადასახადი (41%), დღგ (20%), წყლის გადასახადები (12%), მწვანე გადასახადები (14%), ცვლადი გადასახადები (9%), ჩამდინარე წყლების გადასახადი (2%) და კანალიზაციის გადასახადი (2%).
ირლანდია: პოლიეთილენის პარკების 15%-ით (0,15 ევრო) გაძვირებამ, ამ ჩანთების მოხმარება 92%-ით შეამცირა და ხელი შეუწყო გარემოსთვის უსაფრთხო ჩანთების გამოყენებას. (Agency, 2000)

გამოყენებული ლიტერატურა
Agency, E. E. (2000, November). Environmental taxes: recent developments in tools for integration.
Commision, e.-E. (2013). Environmental taxes.
EY. (2016). Global sustainability tax primer .

Print Friendly, PDF & Email

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial