გლობალური უთანასწორობა ეკონომიკურ ჭრილში

ავტორის სტილი დაცულია

მარიამი გერგედავა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IV კურსის სტუდენტი
ელ-ფოსტა: gergedavamari56@gmail.com

ანოტაცია: ეკონომიკური ზრდა საკმარისი არაა სიღარიბის შემცირებისთვის, თუ იგი არაინკლუზიურია და არ მოიცავს მდგრადი განვითარების შემდეგ სამ განზომილებას: ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებს.
დღევანდელი გლობალური უთანასწორობა ეკონომიკურ ჭრილში არის შედეგი ორსაუკუნოვანი არათანაბარი პროგრესისა. ზოგიერთ ქვეყანაში დაფიქსირდა მნიშვნელოვანი წინსვლა, ხოლო სხვა ქვეყნებში — პირიქით. დღევანდელ დღეზე და ჩვენზეა დამოკიდებული, რომ, მიუხედავად საცხოვრებელი ადგილისა, თითოეულ ადამიანს ჰქონდეს თანაბარი პირობები განვითარებისათვის.

Annotation:
Economic growth is not enough to reduce poverty if it is not inclusive and does not include the three dimensions of sustainable development: economic, social and environmental issues.
Today’s global inequality is the consequence of two centuries of unequal progress. Some places have seen dramatic improvements, while others have not. It is on us today to even the odds and give everyone – no matter where they are born – the chance of a good life. This is not only right, but, as we will see below, is also realistic. Our hope for giving the next generations the chance to live a good life lies in broad development that makes possible for everyone what is only attainable for few today.

უძველესი დროიდან ვიცით, რომ საზოგადოება იყოფოდა უმაღლესი ან ქვედა კლასების წარმომადგენლებად. თანამედროვე მსოფლიოში მათი მსგავსი დაჯგუფების მიზეზი შეიძლება იყოს შემოსავლების გადანაწილება. საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ეკონომისტები აცხადებდნენ, რომ ეკონომიკური უთანასწორობა გარდაუვალია. ძირითადი მიზეზი არის ვარაუდი, რომ უთანასწორობის გარკვეული დონე, ფაქტობრივად, ყველაზე სასურველია, რადგან ის სტიმულს აძლევს მეწარმეებს, რომლებიც თავიანთი კაპიტალის და ცოდნის ინვესტირებას ახდენენ ბიზნესში. შედეგად, ისინი ქმნიან სამუშაო ადგილებსა და სიმდიდრეს საზოგადოების ყველა წევრისთვის.მიუხედავად ზემოთაღნიშნულისა შემოსავლის უთანასწრობის მაღალი დონე წარმოადგენს საშიშროებას, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე ქვეყნის მასშტაბის გარეთ. უთანასწორობას უკავშირდება რამდენიმე გამოწვევა, როგორიცაა: გარემოს დეგრადაცია, სიღარიბე, მუდმივი უმუშევრობა, კონფლიქტები, ძალადობა და პოლიტიკური არასტაბილურობა.
დღეს მსოფლიოს მოსახლეობის 71 % ცხოვრობს იმ ქვეყნებში, სადაც შემოსავლების მხრივ უთანასწორობა საკმაოდ გაზრდილია. (Nations, 2016)
ეკონომიკური უთანასწორობის შესაფასებლად ხშირად იყენებენ შემდეგ ინდექსებს და კოეფიციენტებს: ჯინის კოეფიციენტი, თანაფარდობის კოეფიციენტი და პალმას ინდექსი .

ჯინის კოეფიციენტი
ჯინის კოეფიციენტი აფასებს უთანასწორობას საზოგადოებაში. თუ ყველა შემოსავალს მიიღებს ერთი პირი (მაქსიმალური უთანასწორობა) და სხვები დარჩებიან შემოსავლის გარეშე, მაშინ ჯინის კოეფიციენტი გაუტოლდება 1-ს. იმ შემთხვევაში თუ შემოსავალი თანაბრად გაზიარდება ადამიანებს შორის მაშინ ჯინი 0-ის ტოლი იქნება. შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ რაც უფრო დაბალია ჯინის კოეფიციენტი, მით უფრო თანაბრადაა საზოგადოებაში შემოსავლები გადანაწილებული. (CFI)

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების უმეტესობის ჯინის კოეფიციენტი დაბალია. ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება დანიაში – 0,25. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი: ლესოთო-0,632, სამხრეთ აფრიკა-0,625, ჰაიტი-0,608. (Review, 2020)

საქართველოში ჯინის კოეფიციენტმა 2019 წელს შეადგინა 0,37. (ჯინის კოეფიციენტი მთლიანი სამომხმარებლო ხარჯების მიხედვით, 2019) ეკონომიკის ექსპერტთა ნაწილის აზრით, ეს ციფრი მიანიშნებს, რომ ქვეყანაში საშუალო ფენა, ფაქტობრივად, არ არსებობს და შემოსავლების დიდ ნაწილს მხოლოდ მდიდრების ფენა იღებს.

საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია „საქართველო 2020“ 2020 წლისათვის მიზნად ისახავს შემდეგი საპროგნოზო მაჩვენებლების მიღწევას:
1 jini
მონაცემთა წყარო: napr.gov.ge

თანაფარდობის კოეფიციენტი: მაგალითად, 20:20 კოეფიციენტი ადარებს იმას, თუ რამდენად მდიდარია უმდიდრესი ადამიანების 20%, უღარიბეს 20% -თან შედარებით.

პალმას ინდექსი: პალმას თანაფარდობა არის მაღალი შემოსავლის მქონე საზოგადოების 10%-ის თანაფარდობა ქვედა 40%-თან. თანაბარ საზოგადოებებში ეს თანაფარდობა იქნება ერთი ან ერთზე ნაკლები. ეს იმას ნიშნავს, რომ ტოპ 10% არ იღებს ეროვნული შემოსავლის უფრო მეტ წილს, ვიდრე საზოგადოების დაბალშემოსავლიანი 40%. ძალიან არათანაბარ საზოგადოებებში ეს თანაფარდობა შეიძლება იყოს 7-ის ტოლი. (ESCAP)

შემოსავალი.თუ საშუალო შემოსავალის მიხედვით ავიღებთ ყველაზე მდიდარ ქვეყანას – ყატარს, რომლის მშპ ერთ სულ მოსახლეზე თითქმის 117,000 აშშ დოლარია და შევადარებთ მსოფლიოს უღარიბეს ქვეყანას – ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკას, სადაც ეს მაჩვენებელი დაახლოებით 661 დოლარია – მაშინ ნათლად დავინახავთ კოლოსალურ განსხვავებას მათ შორის. ყატარის მაჩვენებელი 177-ჯერ აღემატება ცენტრალური აფრიკის მაჩვენებელს. (Roser, 2018)

თავის მხრივ ადამიანებს შორის ეკონომიკური უთანასწორობის სახეებია:შემოსავლის, გადასახადების და სიმდიდრის მხირვ უთანასწორობა.ამასთან, უთანასწორობა შენარჩუნებულია და დიდი განსხვავებები რჩება ჯანდაცვის და განათლების სერვისების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით.

ჯანდაცვა.ისეთ ქვეყნებში დაბადებული ბავშვები, სადაც ჯანდაცვის სისტემა არაა მაღალ დონეზე განვითარებული, დგანან 60-ჯერ მეტი რისკის წინაშე, ვიდრე ბავშვები, რომლებიც დაიბადნენ საუკეთესო ჯანდაცვის სისტემის მქონე ქვეყნებში. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში წუთში 5 წლამდე ასაკის დაახლოებით 5 ბავშვი კვდება. (Africa, 2015) მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში – ევროპასა და აღმოსავლეთ აზიაში ეს სტატისტიკა ბევრად ნაკლებია.

განათლება.ასევე გთავაზობთ შემაძრწუნებელ სტატისტიკას განათლების სფეროში. 99 ქვეყნიდან 39–ში, ყველაზე ღარიბი ბავშვების 50% –ზე ნაკლებმა დაასრულა დაწყებითი სკოლა. 75 ქვეყნიდან 35-ში, ყველაზე ღარიბი ახალგაზრდა ქალების მინიმუმ 25%-ს არ მიუღია განათლება. (World Inequality Database on Education)

გლობალური უთანასწორობის შემცირების რვა გზა

1.ფულის უკანონო გადინების შეჩერება. განვითარებადმა ქვეყნებმა 2003 წლიდან 2012 წლამდე 6.6 ტრილიონი დოლარი დაკარგეს უკანონო ფინანსური გადინებების შედეგად. ( „Global Financial Integrity”, 2014) ამ პერიოდის მანძილზე, უკანონო ფინანსური გადინებები ყოველწლიურად საშუალოდ 9.4 პროცენტით იზრდებოდა. ამ 6.6 ტრილიონი აშშ დოლარის ადამიანურ კაპიტალში, ინფრასტრუქტურასა და ეკონომიკურ ზრდაში ინვესტირების შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა სიღარიბისა და უთანასწორობის შემცირება.

2.პროგრესული საშემოსავლო გადასახადი. უმდიდრესი 1% იხვეჭს ეროვნული შემოსავლის უდიდეს ნაწილს, ამასთან ერთად კი მცირდება საგადასახადო განაკვეთები ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონეთათვის. რა მასშტაბის საგადასახადო განაკვეთი უნდა დაწესდეს ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონეთათვის? ეჭვგარეშეა, ეს ის საკითხია, რომელიც ეროვნულ დონეზე უნდა გადაწყდეს, კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეების მიერ. თუმცა, ამასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. მაგალითად, ეკონომისტი, ტონი ედისონი, ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონეთათვის 65%–იან საგადასახადო განაკვეთს გვთავაზობს.

3.სიმდიდრის გლობალური გადასახადი? თომას პიკეტი საერთაშორისო შეთანხმებას გვთავაზობს, რომელიც სიმდიდრის გადასახადს დააწესებს. მისი გეგმის მიხედვით, ქვეყნები უნდა შეთანხმდნენ ნებისმიერი სახის პერსონალური ქონების განსაზღვრული ოდენობით დაბეგვრის შესახებ. (პიკეტი, 2013)

4.ღირსეული ანაზღაურების დაწესება. ამავდროულად, კორპორაციებისათვის პრიორიტეტი უნდა გახდეს ღირსეული ანაზღაურება დასაქმებულთათვის – მიმწოდებლებთან, მყიდველებთან და ყველა იმ სხვა ჯგუფთან ურთიერთობის პროცესში, ვისთანაც საქმიანი ურთიერთობები აქვთ.

5.მშრომელთა ორგანიზების უფლება. მშრომელთა ორგანიზებისა და კოლექტიური ბრძოლის უფლება უკეთესი ანაზღაურებისა და სამუშაო პირობებისთვის ადამიანის უფლებების პრიორიტეტს წარმოადგენს გლობალურ დონეზე.

6.შეწყდეს სხვა სახის შრომითი შევიწროებები. მშრომელები, რომლებიც ხშირად მოიხსენიებიან, როგორც „პირობითი“ და „მერყევი“ მშრომელები, ასრულებენ მუდმივ სამუშაოს, ამავდროულად კი მათ არ აქვთ დასაქმებულის სტატუსი. აშშ–ში ეს პროცესი მცდარი კლასიფიკაციის სახელით არის ცნობილი, როცა დამსაქმებლები მშრომელების არასწორ კლასიფიკაციას „დამოუკიდებელი კონტრაქტორების“ სახით ადგენენ, როდესაც სინამდვილეში, ისინი დასაქმებულები არიან. პირობითი შრომა ასევე ხორციელდება აუთსორსინგის, სუბკონტრაქტირებისა და დასაქმების სააგენტოების გამოყენებით.

7. ღია და დემოკრატიული სავაჭრო პოლიტიკა. საერთაშორისო სავაჭრო ხელშეკრულებების დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებები, რომლებშიც წარმოდგენილნი მხოლოდ ბიუროკრატები და კორპორატიული ლობისტები არიან, უნდა დასრულდეს. ეს ძველი სტილის სავაჭრო შეთანხმებები ფუნდამენტურად არადემოკრატიულია, ისინი კორპორატიულ ინტერესს მშრომელების, გარემოს, ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივ ინტერესზე მაღლა აყენებენ. ჩვენ გვჭირდება ახალი სავაჭრო პოლიტიკა, რომელიც იქნება ღია, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული ხალხის წინაშე.

8.ახალი ეკონომიკები? ხშირად, ეკონომისტებს აღიქვამენ, როგორც დახშული ხედვის მქონე მეცნიერებს, რომლებიც ცოტასთვის გასაგებ ეკონომიკურ თეორიებს უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, ვიდრე ჰუმანურ ღირებულებებს. დარგობრივ, ვიწრო თეორიებზე ჩაბღაუჭებამ წარმოშვა სწორედ ისეთი “გამარჯვებულები”, როგორიცაა ვაშინგტონის კონსენსუსის სისტემა და გლობალური ფინანსური სისტემა, რომელმაც 2008 წელს კრახი განიცადა. საბედნიეროდ, ეკონომიკის თანამედროვე კურსდამთავრებულებსა და მოქმედ მეცნიერებს შორის შეიმჩნევა მოძრაობა, რომელიც დისციპლინის ახლებურ გააზრებას ემხრობა. ისინი აღნიშნავენ, რომ ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ახალი ეკონომიკა, რომელიც მუშაობს ცხოვრების ყველასთვის გაუმჯობესებისთვის და არა მხოლოდ მათთვის, ვინც უკვე ცხოვრობს ისედაც კარგ პირობებში. (Nick Galasso, 2015)

გამოყენებული ლიტერატურა:
(2014). „Global Financial Integrity”.
Africa, W. H. (2015). 5 children under age 5 die every minute in the African Region.
CFI, C. F. What is the Gini Coefficient?
ESCAP, U. N. Inequality of Outcomes.
Nations, U. (2016). Inequality – Bridging the Divide.
Nick Galasso, M. W. (2015). 8 Ways to Reduce Global Inequality;.
Review, W. P. (2020). Gini Coefficient By Country.
Roser, M. (2018). Global Economic Inequality. Our World in Data.
World Inequality Database on Education. education-inequalities.org.
პიკეტი, თ. (2013). „კაპიტალი XXI საუკუნეში”.
ჯინის კოეფიციენტი მთლიანი სამომხმარებლო ხარჯების მიხედვით. (2019). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.

Print Friendly, PDF & Email

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial