სხვადასხვაგვარი საკუთრებისა და განკარგვის უფლების შედეგები

ავტორის სტილი დაცულია

ნათია ხვთისიაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი
Khvtisiashvilin99@gmail.com

ანოტაცია
მოცემულ თემაში წარმოდგენილია სხვადასხვაგვარი საკუთრებისა და განკარგვის უფლების არსი, მასთან დაკავშირებული მიმდინარე პროცესები და შედეგები. აგრეთვე განვიხილე მისი ფორმები კაპიტალიზმისა და სოციალიზმის პირობებში. დამაინტერესა დღევანდელმა მოცემულობამ პრივატიზაციასთან მიმართებაში და ასევე მოვიძიე ინფორმაცია თუ როგორ გავლენას იქონიებს პანდემია უძრავი ქონების სექტორზე.

Annotation
This topic presents the essence of various property and disposal rights, current processes and consequences. I also discussed its forms in the context of capitalism and socialism. I was interested in the current situation regarding privatization and also found information on how the pandemic will affect the real estate sector.

საკუთრებისა და განკარგვის უფლების თანამედროვე თეორიამ საკუთრებითი ურთიერთბების მნიშვნელობის ინტეგრირება არამაქსისტული წესრიგის თეორიის ფარგლებში მოახდინა. მასში განსაკუთრებით ხაზგასმულია სტიმულირებისა და სანქციების მექანიზმები.
საქონელზე საკუთრებისა და განკარგვის უფლება ნიშნავს:
• საქონლით სარგებლობის უფლებას;
• საქონლის შეცვლის უფლებას;
• შემოსავლებზე უფლებას, რომლებიც საქონლით სარგებლობის საფუძველზე მიიღება;
• სარგებლობის უფლების სხვა პირზე გადაცემის უფლებას.
ერთმანეთისაგან განასხვავებენ საზოგადოებრივ და კერძო საქონელს:

საზოგადოებრივი საქონელი: ეკონომიკაში არის ისეთი საქონელი, რომელიც არც გამორიცხვადია და არც მეტოქეობისუნარიანი. ანუ, ადამიანებს ხელს ვერ შევუშლით საზოგადოებრივი საქონლის გამოყენებაში, და ერთი პიროვნების მიერ საზოგადოებრივი საქონლის მოხმარება ვერ შეამცირებს მეორე პიროვნებისათვის ამავე საქონლის მოხმარების შესაძლებლობას. მაგალითად ჯარი, განათლება, ფეიერვერკი შეგვიძლია განვიხილოთ საზოგადოებრივი საქონლის როლში.

კერძო საქონელი კი პირიქით გამორიცხვადია და მეტოქეობისუნარიანი, რაც გულისხმობს რომ კონკრეტული პიროვნების საკუთრებაა. მაგალითად ტანსაცმელი და საკვები პროდუქტი.
[2. www.wikipedia.]

როგორც ვიცით არსებობს ორი ტიპის იდეალური წესრიგი: კაპიტალიზმი და სოციალიზმი. სოციალიზმისთვის დამახასიათებელია საერთო საკუთრება. ასეთ შემთხვევაში ხარჯს წარმოქმნის „საერთო საკუთრების ტრაგედია“. მისი წარმოშობის მიზეზი, საერთო საკუთრებაში არსებული შეზღუდული რესურსების ზედმეტად გამოყენებაა.

კოლექტიური საკუთრება და ცენტრალური დაგეგმვა წარმოადგენს სოციალიზმის პირობებში ცენტრალიზებულად მართვად ეკონომიკას. სოციალისტური გეგმური ეკონომიკური წესრიგის მოდელში წარმოების საშუალებებზე სახელმწიფო საკუთრება უზრუნველყოფს საწარმოო და წარმოების შედეგების განაწილებას. ასეთ შემთხვევაში ვაწყდებით პრობლემას თუ რამდენადაა შესაძლებელი მომხმარებელთა ინდივიდუალური გეგმების გათვალისწინება საერთო-სახელმწიფო გეგმის შედგენის დროს.

კოლექტიური საკუთრება და საბაზრო კოორდინაცია წარმოადგენს სოციალიზმის პირობებში სასაქონლო ფულად გაცვლით ურთიერთობებზე დამყარებულ ეკონომიკას. სოციალიზმის იდეოლოგია ითვალისწინებს სოციალური თანასწორობის პრინციპებზე დამყარებული საზოგადოების მშენებლობას; სოციალიზმი ქადაგებს ადამიანის მიერ სხვა ადამიანის ექსპლუატაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციას. სოციალისტურ საზოგადოებაში მიღწეულია სრული სახალხო მმართველობა, სოციალური თანასწორობა, მაქსიმალურად მინიმუმამდეა დაყვანილი ეკონომიკური დიფერენციაცია;

ამ მოდელში კოლექტიური საკუთრების შენარჩუნების გზით საწარმოებს შეუძლიათ თვითონ მიიღონ წარმოებასა და ინვესტიციებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება. ასევე მოგებაზე ორიენტაციამ ხელი უნდა შეუწყოს მოთხოვნის შესაბამისი მიწოდების დაგეგმვას და არსებული საწარმოო ფაქტორების ეფექტურ გამოყენებას მაშინ, როდესაც კერძო საკუთრების არარსებობამ თავიდან უნდა აგვაცილოს სამუშაო ძალის შესაძლო ექსპლოატაცია.

წარმოების საშუალებებზე სახელმწიფო საკუთრებამ შესაძლებელია, ხელი შეუშალოს ახალი საწარმოების შექმნას ან საწარმოების გაერთიანებას და შესაბამისად, საქონლის ბაზარზე სხვადასხვა მიმწოდებლებს შორის ჭეშმარიტი კონკურენციის არსებობას.

ამ მოდელის ფუნქციონირების ერთ-ერთი პრობლემა ეფუძნება საკუთრებითი წესრიგის ფორმირებას. წარმოების საშუალებებზე სახელმწიფო საკუთრების შენაჩუნების შემთხვევაში ჩნდება კითხვა თუ რამდენად დამოუკიდებელი შეიძლება იყოს სახელმწიფოს მიერ დანიშნული საწარმოს ხელმძღვანელი.

მაგალითისათვის ჩინეთმა სოციალიზმის პირობებში მოახერხა შესამჩნევი ეკონომიური წინსვლა, რომლის მიზეზიც უნდა ვეძიოთ ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ გატარებულ რეფორმებში და იმ დათმობებში, რამაც ჩინურ სოციალიზმს ახალი სიცოცხლე შესძინა. ჩინეთში ბევრი ისწავლეს XX საუკუნეში არსებული სოციალისტური რეჟიმებისგან და ცადეს ფეხი აეწყოთ მსოფლიო პროგრესისათვის. კერძოდ კი ჩინეთმა მოახერხა პოსტინდუსტრიალიზაციასა და გლობალიზაციასთან ფეხის აწყობა.

ხოლო რაც შეეხება კაპიტალიზმს, იმის გამო, რომ კაპიტალიზმის დროს ყველა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს აქვს თავისი ქონების მშვიდობიანი ფლობის უფლება, ჩნდება ტრანზაქციული ხარჯები. იგი წარმოადგენს დაინტერესებულ მხარეთა კონტრაქტებზე და შეთანხმებებზე გაწეულ დანახარჯს, ანუ მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის მოსალაპარაკებელ კონტრაქტის ფასს. რაც უფრო მეტი ფლობის უფლება გვაქვს მით მეტად იზრდება ტრანზაქციული ხარჯები.

ამრიგად, ვასკვნით რომ საზოგადოებრივი საქონელი გამოირჩევა ჭარბი მოხმარებით.

კერძო საკუთრება და საბაზრო კოორდინაცია წარმოადგენს კაპიტალიზმის დროს სასაქონლო-ფულად გაცვლით ურთიერთობებზე დამყარებულ ეკონომიკას. ამ ტიპის ეკონომიკაში მცირდება სახელმწიფოს ტრანზაქციული ხარჯები, ხოლო ბაზრის ტრანზაქციის ხარჯები იზრდება. საბაზრო ეკონომიკის მახასიათებლად მიჩნეულია მიწოდებისა და მოთხოვნის ინდივიდუალური გეგმების დეცენტრალიზებული კოორდინაცია. წარმოების საშუალებებზე კერძო საკუთრება განსაკუთრებულად უზრუნველყოფს წარმოებისა და ინვესტიციების დეცენტრალიზებულ დაგეგმვას. ამისათვის ფასებმა რამდენიმე ფუნქცია უნდა შეასრულონ:
• ფასებმა უნდა უზრუნველყონ მოთხოვნა-მიწოდების გათანაბრება და საუკეთესო საბაზრო მომარაგება.
• ცალკეული ფასის ცვლილებანი უნდა იყოს სიგნალის მიმცემი ცალკეული საქონლისა და ფაქტორის დეფიციტის თაობაზე.
• საინფორმაციო, იმის გამო რომ ისინი გვაწვდიან ინფორმაციას მიწოდებისა და მოთხოვნის ცვლილებების შესახებ.

ეკონომიკურ-პოლიტიკური ჩარევის გზით შესაძლოა, საკუთრების უფლებებისა და მასტიმულირებელი სტრუქტურების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდეს და ასევე ფასწარმოქმნის პროცესში ხელისშმეშლელი ფაქტორები გაჩნდეს. აქედან გამომდინარე, წესრიგის ნეოლიბერალური თეორია კატეგორიულად უარყოფს სახელმწიფოს მხრიდან ყოველგავრი კონცეფციის გარეშე ინტერვენციას. რის გამოც მისაღებია მხოლოდ ისეთი ტიპის ქმედებები, რომლებიც საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირების პრინციპებთანაა შესაბამისობაში.

კერძო საკუთრება და ცენტრალური დაგეგმვა წარმოადგენს კაპიტალიზმის დროს ცენტრალიზებულად მართვად ეკონომიკას, როდესაც სახელმწიფო ეკონომიკური პროცესების კონტროლს კერძო საკუთრების დაცვის პირობებში ახორციელებს.

ცენტრალური დაგეგმვის დროს თითოეული ინდივიდი მხოლოდ იმ საქონლის წარმოებით არის დაკავებული, რომელშიც ნაკლები ალტერნატიული დანახარჯები აქვს. ინსტიტუციური ეკონომიკის თვალსაზრისით ცენტრალური დაგეგმვა ხარჯებთანაა დაკავშირებული, აქედან გამომდინარე ცენტრალურ დაგეგმვაზე გადასვლა მხოლოდ მაშინაა მიზანშეწონილი, როდესაც საქონლის გაცვლის შედეგად მიღებული მოგება მეტია ამ დანახარჯებზე. საქონლის გაცლის ამ ფორმის კარგი მაგალითია საბჭოთა კავშირის გეგმური ეკონომიკა, რომლის ფარგლებში საწარმოო ფაქტორები და გამოშვება სახელმწიფოს მიერ განისაზღვრება.
[1. ეკონომიკური პოლიტიკა-Rainer Klump]

რაც შეეხება დღევანდელ მოცემულობას, საქართველოში მკვიდრდება საკუთრების უფლებისადმი დასავლური დამოკიდებულება, რაც საკუთრების სოციალური ფუნქციით დატვირთვას გულისხმობს და ბოჭავს მას ზომიერების ფარგლებში.

თანამედროვე პირობებში ეჭვგარეშეა საკუთრების როლი და მნიშვნელობა საზოგადოებრივ ურთიერთობათა ჩამოყალიბების პროცესში, კერძოდ:
• საკუთრების ფორმები განსაზღვრავს წარმოების ფაქტორთა გამოყენების შესაძლებლობებს და მის მდგრადობას;
• საკუთრებით ურთიერთობებზე არის დამოკიდებული ცალკეულ საზოგადოებაში არსებული, კლასების, ფენებისა და ჯგუფების ეკონომიკური მდგომარეობა;
• საზოგადოებრივ ურთიერთობათა მთელი სისტემის საფუძველს საკუთრება წარმოადგენს;
• საკუთრების ფორმები იცვლება საწარმოო ძალების განვითარებისა და წარმოების წესების ცვლილების შესაბამისად, რაც საკუთრების ისტორიული განვითარების შედეგია;
• თითოეული ეკონომიკური სისტემისათვის დამახასიათებელია თავისი სპეციფიური საკუთრების ფორმა;
• საზოგადოებაში არსებული საკუთრების ფორმების ურთიერთქმედება ხელს უწყობს ამ საზოგადოების განვითარებას;
• საკუთრების ერთი ფორმიდან მეორეში გადასვლა შესაძლებელია როგორც ევოლუციური ასევე რევოლუციური გზით

საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში საკუთრების გარდაქმნა მიმდინარეობს ორი გზით – რადიკალური ან ევოლუციური.

საქართველომ განსახელმწიფოებრიობის კვალდაკვალ აირჩია რადიკალური მიდგომა, რაც საკუთრების უფლების სწრაფ განაწილებას გულისხმობს. რომლის დროსაც საკუთრების ობიექტების დიდი ნაწილი გადადის კერძო პირების ხელში. აღნიშნული საკითხი საკმაოდ მწვავედ იდგა განსახელმწიფოებრიობის სამართლიანად განხორციელების კუთხით. მთავარი კითხვა იყო კანონის რა ფარგლებში მოხდებოდა ქონების გადაცემა კერძო პირებზე და ვინ გახდებოდა აღნიშნული ქონების მფლობელი.

სამწუხარო და ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ სამართლიანად არ განაწილდა საქართველოს ეროვნული სიმდიდრის მნიშვნელოვანი ნაწილი. უამრავი საწარმო და ორგანიზაცია აღმოჩნდა ერთეული პირების ხელში. ათასობით ფაბრიკა-ქარხანა გადავიდა კერძო საკუთრებაში მინიმალურ ღირებულებაზე დაბალ ფასად, არასწორად გაანგარიშებული საბალანსო ღირებულებით. რამაც გამოიწვია საზოგადოებაში ქონებრივი დისბალასი, გაჩნდა ორი ფენა მდიდრები და ღარიბები. ქვეყანა განიცდის საშუალო ფენის დეფიციტს რაც ანგრევს ეკონომიკას. საბოლოო ჯამში მოსახლეობა ირჩევს ემიგრაციაში წასვლას, რის საფუძველზეც ინტელექტუალური რესურსი გაედინება ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ქვეყანა განიცდის ინტელექტუალურ გამოფიტვას.
[3. www.bsu.edu.ge]

ინტელექტუალური გამოფიტვის გარდა წინ წამოიწია საკუთრების დაცვასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა. საკუთრების უკეთ დაცვა საქართველოს ბიზნესგარემოს უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება. ამ მიმართულებით ორი გადამწყვეტი ნაბიჯია გადასადგმელი: პირველი არსებული კანონების უკეთ დაცვა და სასამართლოს ეფექტიანობის ზრდა და მეორე საკუთრების უფლების დაცვის მეტი საკანონმდებლო გარანტიების შექმნა. მაგალითად, სახელმწიფოს მხრიდან კერძო საკუთრების ექსპროპრიაციის შესაძლებლობის თითქმის გაუქმება ან მაქსიმალურად გართულება.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე საქართველოში პრივატიზაციის სამი ეტაპი განხორციელდა, სახელმწიფო საკუთრებაში კვლავ რჩება მთლიანი ქონების უდიდესი ნაწილი, რომლის პრივატიზაცია საბაზრო ეკონომიკის პირობებში აუცილებელია. უფრო მეტიც, კანონით შეზღუდულია ბუნებრივი რესურსების, სასარგებლო წიაღისეულის, ტყის ფონდის, ელექტროენერგეტიკული სექტორის დისპეტჩერიზაციის განმახორციელებელი ქონების და სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის გარკვეული კატეგორიის გაყიდვა. თავის მხრივ, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ქონებას ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობები ფლობენ. შესაბამისად, ქონების პრივატიზაციას ორივე – ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოები ახორციელებენ. მათი პრივატიზაციიდან მიღებული შემოსავლები სახელმწიფო (ცენტრალური) და სუბნაციონალური (ადგილობრივი) ბიუჯეტის შემოსულობებია. გრაფიკზე წარმოდგენილია 2005-2020 წლების განმავლობაში პრივატიზაციიდან მიღებული შემოსავლები მშპ-სთან მიმართებაში. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2006 წელს იყო, როცა აღნიშნულმა მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 4.1% შეადგინა, სადაც ცენტრალურის შემოსავალი 3.4%-ს, ხოლო სუბნაციონალურის კი 0.7%-ს შეადგენდა. ამავე წელს პრივატიზაციიდან შემოსავალი ნაერთი ბიუჯეტის მთლიანი შემოსავლების 14.7%-ს შეადგენდა.

გრაფიკი 1: პრივატიზაციიდან შემოსავლების მშპ-სთან მიმართებით (%)
1
წყარო:საქსტატი;სახელმწიფო ხაზინა


სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონებიდან ერთ-ერთი თვალსაჩინო მოცულობის სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაა, რომლის უდიდესი ნაწილი სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენს. სხვადასხვა გათვლებით, მთლიანი მიწის რესურსის 60%-ზე მეტი სახელმწიფოს საკუთრებაშია.
[5. www.bm.ge ]

რაც შეეხება პანდემიის გავლენას უძრავი ქონების სექტორზე COVID 19-ს სხვა სექტორებთან შედარებით ნაკლები ზეგავლენა ექნება, გააქტიურდება ონლაინ ბიზნესი, რაც დადებითად აისახება ლოგისტიკური ცენტრების განვითარებაზე. საცხოვრებელ სახლებს ნაკლებად შეეხება კრიზისი, ვინაიდან სახლი ყველაზე დაცული და აუცილებელი აქტივია დღესდღეობით. მეტი ბიუჯეტური და ხელმისაწვდომი მშენებლობების განვითარების საჭიროება დადგება.
[6. www.bm.ge ]

დასკვნა

ამრიგად, საქართველოში ჯერ კიდევ არ დასრულებულა პრივატიზაციის პროცესი, რადგან სახელმწიფო საკუთრებაში კვლავ რჩება მთლიანი ქონების უდიდესი ნაწილი. გარდა ამისა, არსებობს საქართველოს ეროვნული სიმდიდრის არათანაბარი განაწილების პრობლემა და ასევე მოსაგვარებელია საკუთრების დაცვასთან დაკავშირებული პრობლემები.
ჰენრი ფორდი ამბობდა: „ცხოვრება შანსს ყველას აძლევს მისი გამოყენება კი მხოლოდ რჩეულთა ხვედრია“. საკუთრების გამოყენების, ფლობისა და თავისუფლად განკარგვის შესაძლებლობას უნდა იძლეოდეს სამართლებრივი ნორმები. ამ მხრივ კი საჭიროა ისეთი პოლიტიკა, რომელიც ხელს შეუწყობს კაპიტალის განვითარებას, რაც წინაპირობაა ძლიერი და კონკურენტუნარიანი სახელმწიფოს მშენებლობისათვის. საკუთრება სახელმწიფოებრიობის განუყოფელი ნაწილია, რომელიც დაცვასა და ყურადღებას საჭიროებს.


გამოყენებული ლიტერატურა

1. ეკონომიკური პოლიტიკა-Rainer Klump
2. www.wikipedia.ge
3. www.bsu.edu.ge
4. bm.ge
5. bm.ge/ka

Leave a Reply

Your email address will not be published.