ბავშვთა სიღარიბე და სოციალური დაცვა

ავტორის სტილი დაცულია
როხვაძე მარიამი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი
mariamrokhvadze12@gmail.com

ანოტაცია
ბავშვთა სიღარიბე მსოფლიოში ყველაზე მწვავე პრობლემაა, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია სოციალურმა კეთილდღეობამ გავლენა მოახდინოს ბავშვის, როგორც სრულფასოვანი პიროვნების ჩამოყალიბებზე. ბავშვთა კეთილდღეობაზეა დამოკიდებული შემდეგში მათ სრულფასოვან ადამიანებად ჩამოყალიბება, აუცილებელია მათ ელემენტარული საარსებო პირობების გარდა ჰქონდეთ განათლების მიღების საშუალება. მათი სიღარიბე ყველაზე საყურადღებოა, ვინაიდან ბავშვები არიან სწორედ ის მომავალი თაობა, რომლეთაც უკეთესი მომავალი უნდა შექმნან.

ამ თემის მიზანი იყო, სწორად წარმომეჩინა ბავშვთა სიღარიბის პრობლემის სიმწვავე, განვიხილე მისი ზოგადი ანალიზი, ასევე სიმწვავე საქართველოში და ის სოციალური დაცვის პროგრამები რასაც საქართველოს მთავრობა ატარებს სიღარიბის აღმოსაფხვრელად.

Annotation
child poverty is the biggest problem of the world , as it is very important that social well-being will have an influence upon children to form them as a normal human beings. That’s why it’s very important aside a living wage , they will be provided with education. I should pay enough attention in what kind of conditions children are living as they are the ones who create future and make a world a better place.

To sum up, the goal of the essay is to highlight this problem , child poverty and mentioned it’s general analysis – a very unviable situation in Georgia , and i discussed about public welfare programs which are provided by Georgian government for redusing poverty in Georgia

ბავშვთა სიღარიბე

რა არის სიღარიბე?

სიღარიბის ყველაზე გავრცელებული განმარტება გვაძლევს ეკონომიკურ პასუხს – დღეში 1,90 დოლარზე ნაკლებით ცხოვრება. შემოსავლის სიღარიბესთან დაკავშირების ეს მიდგომა ადგენს სიღარიბის დონეს და ქვეყანაში არსებული შემოსავლების უთანასწორობას, ფინანსირებას, სიღარიბის ზღვარზე დაყრდნობით.

რა არის ბავშვთა სიღარიბე?

შემოსავლის უთანაბრობის პირობებში, ბავშვთა სიღარიბეში ჩვეულებრივ განისაზ-ღვრება, ბავშვები, რომლებიც ცხოვრობენ დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებში, სიღარიბის ზღვარზე ან მის ქვემოთ. ამასთან, მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ ბავშვთა სიღარიბის შესახებ ეკონომიკური ხედვა არასრულია. მხოლოდ ფულადი პრობლემის გადაჭრა არ შეამცირებს ბავშვთა სიღარიბეს. როდესაც გავაანალიზებთ, თუ რა იწვევს სიღატაკეს, მივხვდებით, რომ ფული მხოლოდ გადაწყვეტის ნაწილია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ბავშვებს ეხებათ. იმის გამო, რომ სიღარიბე გავლენას ახდენს ბავშვთა განვითარებაზე, ის გავლენას ახდებს ბავშვის მსოფლმხედველობაზე, ბავშვის დამოკიდებულებაზე, ქცევაზე, რწმენაზე და ოცნებებზე, ასევე ბავშვის ფიზიკურ, სოფიალურ,ემოციურ და სულიერ კეთილდღეობაზე.
როგორ მოქმედებს სიღარიბე ბავშვებზე?

ბავშობა ეს ის დროა, რომელიც უმანკოებასთან და უბრალოებასთან ასოცირდება. ეს არის სწავლის დრო, თამაშის დრო, ცხოვრების შესწავლის დრო და ყველა ის შესაძლებლობა რასაც ის გვთავაზობს. სიღარიბის ქვეშ მყოფი ბავშვები არ აქვთ ამის შესაძლებლობა. მათთვის სამყარო არ არის კეთილი, მზრუნველი ადგილი. მათ სამყაროში, ისინი იბრძვიან გადარჩენისთვის. სიღარიბის ზრდა ზიანს აყენებს ბავშვის ემოციურ და ფიზიკურ კეთილდღეობას. როდესაც ჯანმრთელი ბავშვის განვითარება შეფერხებულია, დავინახავთ მის ხანგრძლივ ეფექტს. სიღარიბის პირობებში მცხოვრები ბავშვები უფრო ხშირად განიცდიან ქრონიკულ დაავადებებს, ადრეულ ასაკში ადეკვატური კვების და ჯანმრთელობის დაცვის არარსებობის გამო. შფოთვა, შიში და თავდაჯერებულობის ნაკლებობა ხელს უშლის მათ ახალი შესაძლებლობების მიღწევაში. სიღარიბის ზრდა ასევე გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქოლოგიაზე. ბავშვებს, რომლებიც შეიძლება სხვანაირად გაიზარდონ, თავდაჯერებულები და ბედნიერები, სჯერა რომ მსოფლიოს ეს არ უნდა. ისინი წყვეტენ უკეთესი ცხოვრების შექმნას.

• ცუდი ფიზიკური ჯანმრთელობა
• ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები
• კეთილდღეობის დაბალი გრძნობა
• საკუთარ თავზე ნაკლები მუშაობა
• დასაქმების სირთულეები ზრდასრულ ცხოვრებაში
• სოციალური აღკვეთა
• ბულინგის მსხვერპლნი

ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომელიც სიღარიბეში მცხოვრები ბავშვების ხვედრია, მხოლოდ და მოლოდ იმიტომ რომ ისინი არ ცხოვრობენ ჩვეულ პირობებში. (What are the effects of child poverty?)

რა გავლენას ახდენს სიღარიბის განვითარება ბავშვის განვითარებაზე?

სიღარიბის შედეგები ბავშვებზე ფართო და მასშტაბურია. განვიხილოთ სიღარიბის სხვადასხვა სახეები და როგორ შეიძლება მათ გავლენა მოახდინოს ბავშვის ცხოვრებაზე.
სოციალური სიღარიბე, იგი გავლენას ახდენს იმ შეხებულებებზე რაც ბავშვებს აქვთ საკუთარი თავისა და სხვების მიართ. ასევე ისინი შეიძლება გახდნენ საკუთარ თავში ჩაკეტილნი, იზოლირებულნი და გახდნენ ძალადობის მარტივი სამიზნე.

საგანმანათლებლო სიღარიბე, მათ შორის განათლების ხელმისაწვდომობა და პროფესიული მომზადებიის არარსებობა, ღარიბი ბავშების მომავალსაც ისეთ არასრულ-ფასოვანს ქმნის როგორიც აწმყოა.

ჯანმრთელობის სიღარიბე, მათ შორის ფიზიკური და ემოციური ჯანმრთელობა, გავლენას ახდენს ბავშვის ცხოვრების ხარისხზე. არასათანადო კვებამ და დაავადებებმა შეიძლება გამოიწვიოს მუდმივი ფიზიკური დაზიანება ან უარესი, სიკვდილი.

სულიერი სიღარიბე, სიღარიბე ადამიანს არწმუნებს იმაში რომ თვითონ და მისი ცხოვრება უღირსია. სიღარიბის ეს ტყუილი ადამიანს აკარგვინებს თვითრწმენას, იმედს და უიმედოდ დატოვებული ვეღარ პოულობს ძალას იმუშაოს საკუთარ თავზე.

გარემო სიღარიბე, ისეთმა მოვლენებმა, როგორიცაა გვალვა, შიმშილი, კვებისა და სუფთა წყლის ნაკლებობა, შეიძლება გამოიწვიოს ან გაამწვავოს ჯანმრთელობის. ასევე გარემო ფაქტორები, როგორიცაა ომი და საცხოვრებლის უქონლობა, ღარიბ ბავშვებს დამატებით რისკების წინაშე აყენებს.

ეკონომიკური სიღარიბე ან ფინანსური რესურსების ნაკლებობა ემყარება სიღარიბის ყვე¬¬ლა სხვა მახასიათებელს და შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ფსიქიკური პრობლემები.
რატომ არის ბავშვთა სიღარიბე პრობლემა?

სიღარიბეში დაბადებული ბავშვები ცხოვრობენ განსაზღვრული ცხოვრებით. სიღარიბე ბავშვებს უკარგავს განვითარების შესაძლებლობას. უიმედობა სიღარიბის უდიდესი დამახასიათებელი თვისებაა. ბავშვთა სიღარიბე განსაკუთრებით მძიმე პრობლემაა, რადგან სიღარიბეში დაბადებულ ბავშვებს არასდროს აქვთ გამოცდილება იმ თავისუფლების რასაც არჩევანის გაკეთება ჰქვია. როდესაც ისინი იზრდებია, მათ ზრდასრულობაში გადმოაქვთ ის უიმედობა და არასრულფასოვნება რაც ბავშვობაში განიცადეს, ამ კომპლექსების მოხსნა კი ძალ¬იან რთულია. ამავე დროს, ღარიბი ბავშვებისთვის ჰოლი¬სტიკური მომსახურების გაწევას უდიდესი ძალა აქვს. ის ეხმარება მათ დეპრესიის, სასო¬წარკვეთილების და უიმედობის ციკლის გარღვევაში, რომელიც თავისთავად გაზრდის შესა¬ძ¬ლებ¬ლობებს, როგორიცაა განათება და პროფესიული მომზადება, ასევე სთავაზობს უსაფრ¬თხო ადგილებს, რაც ხელს შუწყობს ემოციურ და სულიერ განკურნებას. სწორედ ამიტომ, ბავშვთა სიღარიბისგან თავის დასაღწევად შეიქმნა ღირსი ევერეტ სვანსორის ჰოლისტიკური მოდელი რომელიც უწევს სპონსორობას ბავშვთა განვითა¬რებას და მუშაობს მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებზე. (Child poverty)

ბავშვთა სიღარიბე საქართველოში

საქართველოში ბავშვები უფრო მეტად დგანან სიღარიბის საფრთხის წინაშე, ვიდრე მო¬სა¬ხლეობის სხვა რომელიმე ჯგუფი. საქართველოს ჯერ კიდევ არ გააჩნია დაცვის სისტემა, რო¬მე¬ლიც ეხმარება ოჯახებს მოულოდნელი დარტყმების დაძლევასა და გაძლიერებაში. დღემდე ბევრი ხარვეზია ბავშვზე ორიენტირებული კანონმდებლობის / პოლიტიკის, ფულა¬დი დახმარებისა თუ სოციალური სერვისების თვალსაზრისით. ბევრი დაუცველი ოჯა¬ხი ამ სერვისების მიღმაა დარჩენილი. პირველ რიგში, ესენი არიან შეზღუდული შესაძლ¬ებლო¬ბების მქონე ბავშვები, ძალადობის მსხვერპლი ბავშვები და ბავშვები ღარიბი ოჯახები¬დან. დაუცველობის მაღალ ხარისხს ხშირად ისეთი სიტუაციებიც განაპირობებს, როცა ადამიანები მოულოდნელად ღარიბდებიან. ეს შეიძლება გამოიწვიოს ისეთმა დარტყმებმა, როგორიცაა უმუშევრობა, ავადმყოფობა ან ოჯახის წევრის სიკვდილი.გარდა ამისა, ბავშვებსა და მათ ოჯახებს არ აქვთ წვდომა სოციალურ მომსახურებებსა და ოჯახების დახმარების სერვისებზე. (Child Poverty and Social Protection)

2017 წლის “მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის” შედეგები გვიჩვენებს, რომ შინა-მეურნეობების 33.4%-ში ცხოვრობს 16 წლამდე ასაკის, სულ მცირე, ერთი ბავშვი მაინც და ბავშვებიანი შინამეურნეობების 50% სოფლებში ბინადრობს. როგორც კვლევა მიუთითებს, ბავშვები კვლავ უფრო მეტად დგანან სიღარიბის საფრთხის წინაშე. 2017 წელს უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებლები ქალაქად მცხოვრები ბავშვებისთვის გაიზარდა 5.4 %-ით ხოლო სოფლად 3.2 %-ით. აღნიშნულის საპირისპიროდ, ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებლები ბავშვებისთვის გაიზარდა 7.7 %-ით ქალაქად ხოლო სოფლად კი 1.3 %-ით. რაც შეეხება ზოგა¬დი სიღარიბის მაჩვენებელს ბავშვებისთვის, ის გაიზარდა 8.1%-ით ქალაქად და 3.2 %-ით სოფლად

ცხრილი 1. ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებლების ცვლა საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში 2009, 2011, 2013, 2015 და 2017 წელს.
1
წყარო: („ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი”, 2017)
კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვთა ოჯახების დახმარება და ბავშვთა ბენეფიტი

სოციალური დახმარებები გახდა უფრო მიზნობრივი და ბავშვის დანამატთან ერთად ხელს უწყობს ბავშვთა სიღარიბის შემცირებას; სიღარიბის დონე გაიზარდა მოსახლეობის ყველა ჯგუფისთვის; მოსახლეობისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდა ჯანდაცვის მომსახურებები; შემცირდა სხვაობა სოფელსა და ქალაქს და მდიდარ და ღარიბ მოსახლეობას შორის სკოლამდელ დაწესებულებში ჩართულობის თვალსაზრისით, თუმცა საბავშვო ბაღების არარსებობის გამო დაახლოებით 14 000 ბავშვი კვლავ ვერ დადის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში – ეს არის იუნისეფის მიერ წარმოდგენილი მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის ზოგადი შედეგი.

“ბავშვები კვლავაც რჩებიან ყველაზე დაუცველ ჯგუფად საქართველოში“ – აღნიშნა ლაილა ომარ გადმა, გაეროს ბავშვთაფონდის წარმომადგენელმა საქართველოში. “ბავშვთა სი¬ღარიბის შესამცირებლად აუცილებელია ყოვლისმომცველი სოციალური დაცვის სისტემა, ამავდროულად უნდა გაუმჯობესდეს ოჯახის მხარდაჭერის მომსახურებები და ბავშვზე ზრუნვის სისტემა, რათაბავშვიან ოჯახებს საქართველოში მეტი მხარდაჭერა ჰქონდეთ. სოციალური მომსახურების სააგენტოს აქვს შემუშავებული პროგრამა, რომ¬ელიც კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშიანი ოჯახების დახმარებას, პირველადი საჭი-როებების დაკმაყოფილებას, ბავშვის მიტოვების რისკის შემცირებასა და ოჯახურ გარემოში მათი აღზრდის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ეს პროგრამა ითვალისწინებს პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით, საკვები პროდუქტებით და საყოფაცხოვრებო საქონლით უზრუნველყოფას. სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ სიღატაკეში ან/და კრიზისში მყო-ფი ბავშვიანი ოჯახები, რომლებიც პირველად დახმარებას საჭიროებენ. მათ დახმარების მისაღებად, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებს უნდა მიმართონ. სამიზნე ჯგუფისათვის პირველადი დახმარების გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმი¬ნისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისია იღებს. ერთ ოჯახზე მისაწოდებ¬ელი საქონლის/მომსახურების ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 800 ლარს.
კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოკახების დახმარების პროგრამის ბიუჯეტი 1 800 000 ლარით განისაზღვრება. (კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარება, 2019). 2019 წლის იანვრიდან საქართველოს მთავრობა 100,000-ზე დაბალი ქულის მქონე ოჯახებში მცხოვრები ბავშვების ბენეფიტის გაზრდას გეგმავს. ამჟამად, აღნიშნული ოჯახები ყოველთვიურად თითო ბავშვისათვის 10 ლარს იღებენ, რაც თვეში 50 ლარამდე გაიზრდება. ამის მიუხედავად, აუცილებელია აღინიშნოს, რომ ღარიბი ბავშვების 56% ამ გაზრდილი დახ-მარებით ვერ ისარგებლებს, რადგან მიზნობრივი სოციალური დახმარების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული არ არის ან მათი შინამეურნეობის კეთილდღეობის ქულა 100,000-ს აღემა¬ტება. (დიმიტრი გუგუშვილი, ალექსი ლე ნესტური, 2019)

გრაფიკი 1. სიღარიბის მაჩვენებლები ბავშვთა საყოველთაო ფულადი დახმარების შემთხვევაში (თვეში 120 ლარამდე ერთ ბავშვზე)
2
წყარო: (დიმიტრი გუგუშვილი, ალექსი ლე ნესტური, 2019)

კვლევის ანალიზი*

2020 წლის 29 მაისს ჩავატარე კვლევა რომელიც ეხებოდა ბავშვთა სიღარიბეს და სო¬ციალურ დაცვას, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ჩემი რესპოდენტების აზრი ამ უმნი¬შვნელოვანეს პრობლემასთან დაკავშირებით, მასში მონაწილეობა მიიღო 50მა ადამიანმა, მათგან 74% მდედრობითი, ხოლო 26% მამრობითი სქესის წარმომადგენელია (სქემა 1), ასაკობრივი კატეგორიის გათვალისწინებით 50 ადამიანიდან 8% 10-18 , 80 % 19-25, ხოლო 12% 26+ კატეგორიას წარმოადგენდა.(სქემა 2)

3


მათგან 62% ს მიაჩნია რომ საქართველოში ბავშვთა სიღარიბე მწვავეა, 32% თვლის რომ ძალიან მწვავეა ხოლო 6% თვის კი სიღარიბის სიმწვავე ნაკლებად იგრძნობა. (სქემა 3)

4

რაც შეეხება სიღარიბის გამომწვევ მიზეზებს საინტერესო იყო რას ფიქრობდნენ ამაზე ჩვენი რესპოდენტები, მათ 32%-ს მიაჩნია რომ სიღარიბის გამომწვევი მიზეზი ოჯახში განა¬თლების ნაკლებობაა, 44% სიღარიბეს არასათანადო სოციალურ დაცვას უკავშირებს, ხოლო 24% სახელმწიფოს გულგრილობას ასახელებს უმთავრეს მიზეზად.(სქემა 4)

5

მედიასა და სოციალურ ქსელებში ხშირად იდება ინფორმაცია ბაშვთა სიღარიბესთან და-კავშირებით, უახლეს უნფორმაციებს ჩვენ გამოკითხულთა 64% ადევნებს თვალს ხოლო 36% თვის ეს საკითხი საინტერესო არაა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მათგან 100% ს მიაჩნია რომ ბავშვთა სიღარიბე სიღარიბეთა შორის ყველაზე საყურადღებოა რადგან ბავშვთა კეთილდღეობაზეა დამოკიდებული შემდეგში მათ სრულფასოვან ადამიანებად ჩამოყალიბება, აუცილებელია მათ ელემენტარული საარსებო პირობების გარდა ჰქონდეთ განათლების მიღების საშუალება. მათი სიღარიბე ყველაზე საყურადღებოა, ვინაიდან ბავშვები არიან სწორედ ის მომავალი თაობა, რომლებმაც უკეთესი მომავალი უნდა შექმნან.

ბოლო დროს სახელმწიფო უფრო მეტ ყურადღებას უთმობს სოციალურ დაცვას, თუმცა გამოკითხულთა 62% თვლის რომ ცვლილებები არ შეინიშნება სახელმწიფო პოლიტიკის იმ მიმართულებაში, რომელიც ბავშთა სიღარიბეს ემსახურება, 22% თვის ეს ცვლილებები შესამჩნევია და ამ ცვლილებებს ისინი ხედავენ სოციალური ჯანდაცვის ფულადი სახსრების, სოციალური დახმარებების, განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაში. დანაჩენი ნაწილი კი ნაკლებად ხედავს რაიმე პროგრესს. (სქემა 5)

6

მედია ხშირად აშუქებს ბავშვთა სიღარიბეზე თემებს, რასაც საზოადოების გამოხმაურე¬ბა და დახმარების სურვილი მოჰყვება ხოლმე… ჩვენი რესპოდენტების 64 % ჩართულია იმ ღონისძიებებში რაც ბავშვთა სიღარიბის აღმოფხვრას ემსახურება, 34% -ს კი ამ ღონისძიებებ¬ში მონაწილეობა არ მიუღია. (სქემა 6)

7

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში არის 3 მილიონ 800 ათასი ადამიანია, ერთ მილიონზე მეტი ავტომანქანაა რეგისტრირებული, ბავშვების 28 % კი ღარიბია და არასათანადოდ იკვებება. გვაინტერებდა ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი რესპოდენტების აზრი, მათი უმეტესი ნაწილი თვლის რომ ეს მიუთითებს ქვეყანაში ეკონომიკურ უთანასწორობაზე, ასევე სოციალურ ფენებს შორის დიფერეენციაციაზე. ასევე იყო მოსაზრება რომ მანქანა დღევანდელ დღეს ფუფუნების საგანი არაა და ამით არ უნდა ვწვეტდეთ ქვეყანაში უთანასწორობას. ზოგიერთი კი მოქალაქეთა გულგრილობას უსვამდა ხაზს.

დასკვნა

ზოგადად სიღარიბე ის საკითხია რასაც მსოფლიო მწვავე პრობლემად აღირებს, თუმცა მნიშვნელოვანია სწორად მოხდეს სიღარიბის კატეგორიების დიფერანციაცია. ბავშვთა სიღარიბე ხელს უშლის ქვეყნის მომავალ თაობას განვითარებასა და განათლების მიღებაში, რაც საბოოლოდ აისახება ქვეყნის განვითარების დონეზე. თუ ჩვენ ნამდვილად გვინდა გაუმჯობესდეს ცხოვრებისეული პერსპექტივები ღარიბი ბავშვებისთვის, საჭიროა შემცირდეს ღარიბი ბავშვების რიცხვი. ცხადია ისეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, როგორებიცაა: სამუშაოების შექმნა, ანუ დასაქმების ზრდა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია განათლების ხარისხის გაუმჯობესება და ინვესტირება ბავშვთა განათლებაში, რომელიც წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ინვესტიციას როგორც ბავშვის მომავალი აკადემიური, პიროვნული და სოციალური განვითარებისთვის, ისე საზოგადოების განვითარებისთვისაც.

თუმცა ერთი მხრივ, ეს არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და ზრდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეკონომიკური ზრდა ყოველთვის პირდაპირ არ აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე. საქართველოს მაგალითზე რომ ვიმსჯელოთ, 2001 წლიდან 2010 წლამდე იყო ეკონომიკური ზრდა, მაგრამ ეს არ აისახა პირდაპირპროპორციულად სიღარიბის კლებაზე. სტაბილური ეკონომიკური ზრდა, სამუშაო ადგილები, დაცული ეკონომიკა აუცილებელია; ამავდროულად ბავშვთა სიღარიბის დასაძლევად, ასევე არის კარგად გამართული სოციალური დაცვის სისტემა, რომელიც დღეს საქართველოში ნაკლებადაა. გვაქვს სოციალური დაცვის პროგრამები, მაგრამ სისტემა, რომელიც მთლიანობაში შეხედავს ყველაფერს და პრევენციუ¬ლი ხასიათი ექნება – არ გაგვაჩნია.

სოციალური დაცვის პროგრამა ხედავს ოჯახებს, რომლებიც უკვე ძალიან ცუდად არიან, მაგრამ პროგრამა ვერ ხედავს ოჯახებს, რომლებიც „ცუდად გახდომის“ გზაზე არიან. სოციალური დაცვის სისტემისთვის აუცილებელია, პროგრამის ნაწილი იყოს ამაზე ორიენტირებული. მნიშვნელოვანია ასეთი ოჯახების დანახვა შეძლოს სისტემამ და მათ ეხმარებოდეს სხვადასხვა სერვისით ან ბენეფიტებით. ვინაიდან სიღარიბის ზრდა იქნას თავიდან აცილებულია.

* წყარო: (მარიამ როხვაძე, ლელა ღვინიაშვილი, 2020)

გამოყენებული ლიტერატურა
1. „ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი”. (2017). საქართველოში ბავშვებისა და მათი იჯახების კეთილდღეობის კვლევა. თბილისი: გაეროს ბავშვთა ფონდი.
2. Child poverty. www.childrensdefense.org-დან
3. Child Poverty and Social Protection. https://www.unicef.org/georgia/child-poverty-and-social-protection-დან
4. What are the effects of child poverty? www.childrenssociety.org.uk-დან
5. დიმიტრი გუგუშვილი, ალექსი ლე ნესტური. (2019). მიზნობრივი სოციალური დახმარებისა და ბავშვთა სიღარიბის სიღრმისეული ანალიზი . თბილისი: გაეროს ბავშვთა ფონდი.
6. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარება. ssa.gov.ge-დან
7. მარიამ როხვაძე, ლელა ღვინიაშვილი. (2020 წლის 29 05). docs.google.com-დან

Leave a Reply

Your email address will not be published.