დანაშაული და ეკონომიკა

ავტორის სტილი დაცულია

გვანცა ლომიძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
IV კურის სტუდენტი
Gvancalomidze123@gmail.com

ანოტაცია

დღევანდელ რეალობაში, უნიშვნელოვანეს როლს ფინანსები და მათი ეფექტური განკარგვა წარმოადგენს, ამიტომ მნიშვნელოვანია სახელმწიფო სახსრების ეკონომიურ გამოყენებას  ემასხურებოდეს კანონშემოქმედება და სამართალგამოყენება. სახელმწიფოს საკმაოდ ძვირი უჯდება სისხლის სამართლის გამოყენება და აღსრულება.ფინანსური თვალსაზრისით დამნაშავის დასჯა ანტიდოვლათს წარმოადგენს, ვინაიდან თავისუფლება აღკვეთილ პირს არ შეუძლია რაიმე ღირებული დოვლათის შექმნა, შესაბამისად დასჯა იწვევს დოვლათიანობის შემცირებას. დანაშაულის გამომწვევი ბევრი მიზეზი შეიძლება არსებობდეს: დაუდევრობა, პირადი შურისძიება, დანაშაულის ჩადენისკენ მიდრეკილება, გამდიდრების სურვილი და სხვა, მაგრამ ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი უმუშევრობაა. უმუშევრობის მატება და ხალხის დაუსაქმებლობა პირდაპირ პროპორციულია დანაშაულის ჩადენასთან და უკუპროპორციულია ეკონომიკურ ზრდასთან და სამუშაო ადგილების გაჩენასთან მიმართებით. უმუშევრობა და სიღარიბე თანამედროვე სამყაროს უდიდესი პრობლემაა და მათ შორის, არც საქართველოა გამონაკლისი.დანაშაულის თავიდან აცილებისათვის აუცილებელია ქვეყანაში სოციალური რეფორმების გატარება, ერთ-ერთი ძირითადი ზომა არის მაგალითად ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერება, რაც გამოიწვევს უფრო მეტი მოსახლეობის დასაქმებას და შესაბამისად ის ადამიანები, რომლებიც დანაშაულს სიღარიბის გამო ჩადიოდნენ დასაქმების შემთხვევაში უმეტესი ნაწილი შეიცვლის შეხედულებას და ამით დანაშაულის დონეც იკლებს.

Annotation

In today’s reality, the most important role is played by finances and their effective management, so it is important that the economic use of public funds is facilitated by legislation and law enforcement. The use of law and enforcement is quite expensive for the state. From a financial point of view, punishing the offender is anti-wealth, since a person deprived of liberty cannot create any valuable wealth, therefore punishment leads to a decrease in wealth. There can be many causes for crime: negligence, personal revenge, propensity to commit crime, desire to get rich, and so on, but one of the major factors is unemployment. Rising unemployment and unemployment are directly proportional to crime and inversely proportional to economic growth and job creation. Unemployment and poverty are the biggest problems of the modern world, and Georgia is no exception. To prevent crime, it is necessary to carry out social reforms in the country, one of the main measures is to strengthen the country’s economy, Which will lead to the employment of more people and consequently the people who committed crimes due to poverty in case of employment most of them will change their mindset and thus the crime rate will also decrease.

დანაშაული  ეს არის საზოგადოებისთვის მორალურად ან სამართლებრივად მიუღებელი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, რომელიც სისხლის სამართლის კანონით ისჯება. კრიმინალიზაცია — ტერმინი სისხლის სამართალში, რაც ნიშნავს ამა თუ იმ ქმედების დანაშაულებრივად გამოცხადებას, რაც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლის (დასჯადობის) საფუძველია. მისი საწინააღმდეგოა დეკრიმინალიზაცია, რაც აქამდე სისხლისსამართლებრივი დანაშაულის არა დანაშაულებრივად გამოცხადებას ნიშნავს.[1]

კრიმინალისა და ეკონომიკის შორის კავშირისა და  მისი მთავარი მიზნის, იურიდიული სანქციები განხორციელდეს მაქსიმალურად ნაკლები დანახარჯებით,  მიღწევის ეტაპების განხილვისას  დაისმის კითხვა: რატომ უნდა იყოს ეკონომიკური ეფექტიანობა მართლწესრიგის ფუნდამენტალური პრინციპი? აღნიშნული მეტად პრობლემატური საკითხია, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნებისათვის, როგორიც საქართველოა. საქართველო, დიდი ეკონომიკური სტაბილურობითა და შემოსავლებით არ გამოირჩევა, ხოლო სასჯელის გამოყენება, კი სახელმწიფოს ძვირი უჯდება, რაც თავის მხრივ, კიდევ აუარესებს, როგორც სახელმწიფოს, ისე საზოგადოების მატერიალურ მდგომარეობას. სახელმწიფო იხდის სახელმწიფო ორგანოების ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯებს, როგორებიცაა: სასამართლო, პროკურატურა და სხვა. გარდა აღნიშნულისა, სახელმწიფო აშენებს ციხეებს და ქირაობს შესაბამის პერსონალს, რათა აღასრულოს სამართლის შემფარდებელი ორგანოების გადაწყვეტილება და უზრუნველყოს თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულების შესაბამის პენიტენციალურ დაწესებულებაში მოთავსება, რაც აგრეთვე, გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული.რა უფრო ძვირი უჯდება საზოგადოებას: დანაშაულობა თუ მასთან ბრძოლა? სასჯელის ეკონომიის პრინციპის თანახმად, მკაცრი სასჯელები ძვირადღირებულია, ხშირად დამნაშავის ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობისათვის მავნეა, ხოლო მისი გამოყენების შედეგი (სარგებელი) საკმაოდ საეჭვო. კრიმინალური იუსტიციის სისტემის საქმიანობა არსებითად არ განსხვავდება ნებისმიერი სხვა ეკონომიკური წარმოების პროცესისაგან. მაშასადამე, უნდა განისაზღვროს პოლიციის საქმიანობის მთავარი მიზანი ისეთი ფარგლები, რომ იუსტიციის მთელი სისტემის ზღვრული სოციალური ხარჯები ტოლი იყოს თავიდან აცილებული სამართალდარღვევათა ზღვრული სოციალური სარგებლიანობისა. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვა, რომ სახელმწიფო და საზოგადოება კარგავს ადამიანურ რესურსს, მსჯავრდებული პირის სახით, აგრეთვე იხარჯება, როგორც მატერიალურ ფინანსური, ისე ადამიანური რესურსი, რომელიც ტვირთად ისევ საზოგადოებას და სახელმწიფოს ბიუჯეტს აწვება. კრიმინალის მიმართ პოლიტიკის განხორციელების ნებისმიერი ეტაპი, იქნება ეს დანაშაულის პრევენცია, დანაშაულის გახსნა თუ დამნაშავის დასჯა, ხარჯებთანაა დაკავშირებული.ფინანსური თვალსაზრისით დამნაშავის დასჯა ანტიდოვლათს წარმოადგენს, ვინაიდან თავისუფლება აღკვეთილ პირს არ შეუძლია რაიმე ღირებული დოვლათის შექმნა, შესაბამისად დასჯა იწვევს დოვლათიანობის შემცირებას. სასჯელებთან მიმართებით მნიშვნელოვანია ალტერნატიული სასჯელის სახეების აქტიური გამოყენება, აგრეთვე ისეთი სახის სასჯელის დანიშვნა, რომელიც მსჯავრდებულის რესოციალიზაციაზე იქნება ორიენტირებული და ამავე დროს ეკონომიკური თვალსაზრისითაც გამართლებული. სამართლის ეკონომიკური ანალიზის თვალსაზრისით, ეკონომიკურად მომგებიანად უნდა მივიჩნიოთ, ისეთი საპროცესო შეთანხმება, რომელიც არ ითვალისწინებს პირის თავისუფლების აღკვეთას, ვინაიდან დაიზოგება სახელმწიფოს, როგორც ფინანსური, აგრეთვე ადამიანური რესურსი. მარტივად, რომ ვთქვათ, სამართლის ეკონომიკურ ანალიზს აინტერესებს თუ რა ღირს კანონი. [2]

რა კავშირი შეიძლება არსებობდეს კრიმინალსა და ეკონომიკას შორის? ქვეყნის  ეკონომიკური ზრდაა დამოკიდებული ქვეყანაში არსებულ კრიმინალურ ვითარებაზე თუ პირიქით – ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა განაპირობებს კრიმინალს?

დანაშაულებრივი საქმიანობა ეკონომიკაზე მოქმედებს გადასახადის მსგავსად:

  • ხელს უშლის როგორც ადგილობრივ, ისევე პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს
  • ამცირებს ფირმების კონკურენტუნარიანობას
  • იწვევს რესურსების არასწორად გადანაწილებას, ქმნის გაურკვევლობასა და ამცირებს ეფექტიანობას

არც ადგილობრივი და არც უცხოელი ინვესტორი არ მოისურვებს საკუთარი კაპიტალის განთავსებას იქ, სადაც კრიმინალი მაღალია და მომავალი გაურკვეველი. პირდაპირ თუ ირიბად კრიმინალი გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

ქვეყნის ეკონომიკა რამდენად განაპირობებს კრიმინალის დონეს მაზე მეცნიერების შეხედულებები განსხვავებულია. მეცნიერთა ერთი ნაწილი ამტკიცებს, რომ ეკონომიკური დაღმავლობის პერიოდში უფრო მეტ ადამიანს აქვს მოტივი, რომ ჩაიდინოს დანაშაული. ცუდი ეკონომიკური პირობების გამო  უფრო მეტი ადამიანი ჩადის დანაშაულს საკუთრების წინააღმდეგ (ძარცვა, ქურდობა, ყაჩაღობა), ამ გზით ისინი ცდილობენ მიიღონ ის, რისი შეძენის საშუალებაც მათ არ აქვთ. ეკონომიკური სიდუხჭირე იწვევს ასევე მეტ ოჯახურ თუ სხვა ტიპის ძალადობას. მეცნიერთა მეორე ნაწილი მიიჩნევს რომ სწორედ ეკონომიკური აღმავლობის პერიოდშია მეტი დანაშაული მოსალოდნელი. ასეთ დროს უფრო მეტი ადამიანი ფლობს ფუფუნების საგნებს, რაც მათ მოპარვას უფრო ხელმისაწვდომს ხდის. გაუმჯობესებული ეკონომიკური პირობების შედეგად იზრდება მოთხოვნა ალკოჰოლსა და ნარკოტიკულ საშუალებებზეც, რასაც კვლავაც ძალადობისკენ მივყავართ.[3] განვიხილოთ რამდენად გამართლებულია ეს მოსაზრებების სხვაობა, მაგალითად 1. უსაფრთხოების ინდექსის მიხედვით საქართველო 149 ადგილზეა მსოფლიოში[4] 2. მშვიდობის ინდექსის მიხედვით 89 ადგილზე მსოფლიოში [5] 3. კრიმინალის დონის მიხედვით 127 ადგილზე მსოფლიოში, 23,38[6] უმუშევრობის დონის მიხედვით კი 18,5% 2020 წლის მონაცემებით აზიის ქვეყნებში მესამე ადგილზეა[7].

ახლა თუ განვიხილავთ სამ  განვითარებულ ქვეყანაში იგივე მონაცემებს ვნახავთ რომ: კრიმინალის დონის მიხედვით: აშშ -56 ადგილი, 47.81, ინგლისი – 64 ადგილი, 46,07, საფრანგეთი – 44 ადგილი, 51,99 [8] როგორც ვხედავთ მხოლოდ 4 ქვეყნის მაგალითზეც კი შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მეციერების ორივე მოსაზრება გამართლებულია, თუმცა საქართველო იმ ქვეყნების რიცხვში შედის რომელიც მეციერთა პირველი ნაწილის მოსაზრებას ამართლებს. ამას ადასტურებს მონაცემებიც, სადაც კრიმინალის ყველაზე დიდი რაოდენობა სწორედ ქურდობას უკავია.

სქემა 1. მსჯავრდებულთა რაოდენობა დანაშაულის სახეობის მიხედვით

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური [13]

ეკონომიკური ზრდის მისაღწევად, ერთ-ერთს რასაც ქვეყანა უნდა ცდილობდეს არის დანაშაულის შემცირება. იმისთვის, რომ დანაშაული შემცირდეს, საჭიროა დადგინდეს რა იწვევს დანაშაულს. დანაშაულის გამომწვევი ბევრი მიზეზი შეიძლება არსებობდეს: დაუდევრობა, პირადი შურისძიება, დანაშაულის ჩადენისკენ მიდრეკილება, გამდიდრების სურვილი და სხვა, მაგრამ ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი უმუშევრობაა.[3] 2005 წლიდან 2017 წლის პირველი ორი კვარტლის ჩათვლით, საქართველოში მსჯავრდებულ პირთა სტრუქტურა დანაშაულის სახეობების მიხედვით, თითქმის ერთგვაროვანი ტენდენციით ხასიათდება: ჭარბობს ეკონომიკური დანაშაულები, კერძოდ, საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები, მათ შორის ქურდობა, ძარცვა და ყაჩაღობა, შემდეგ მოდის ნარკოდანაშაულები, რასაც მოყვება ხულიგნობა საზოგადოებრივი უშიშროების და წესრიგისა წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებიდან და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა სატრანსპორტო დანაშაულებიდან.[9] როგორც უკვე აღვნიშნე ეკონომიკური სიდუხჭირე და უმუშევრობა დანაშაულის ჩადენის ერთ-ერთ მოტივად სახელდება. 2006-2013 წლებში რეგისტრირებულ დანაშაულს, უმუშევრობასა და მოსახლეობის შემოსავლებს შორის კავშირის დასადგენად ჩატარდა ეკონომეტრიკული ანალიზი რომლის დასკვნაც შემდეგნაირია: რეგისტრირებულ დანაშაულსა და შემოსავლებს შორის არსებობს საკმაოდ მაღალი უკუკავშირი. ეს იმას ნიშნავს, რომ, თუ საქართველოში შემოსავლის ოდენობა 1 სულ მოსახლეზე გაიზრდება, შემცირდება ჩადენილი დანაშაულის რაოდენობა, ანუ გაუმჯობესდება კრიმინოგენური მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაში. უმუშევრობის დონესა და ჩადენილ დანაშაულს შორის კი პირიქით, არსებობს დადებითი კავშირი, რაც იმას ნიშნავს, რომ უმუშევრობის დონის ზრდა უკავშირდება დანაშაულის ზრდას და, პირიქით, უმუშევრობის დონის შემცირება მომავალში გამოიწვევს რეგისტრირებული დანაშაულის შემცირებას ჩვენს ქვეყანაში.[10]

ცხრილი1.რეგისტრირებულ დანაშაულს, უმუშევრობასა და მოსახლეობის შემოსავლებს შორის კავშირი (2006-2013)[10]

არასრულწლოვნების მიმართ თუ განვიხილავთ აღნიშნულ საკითხს ვნახავთ რომ 2020 წელს მსჯავრდებული 298 მსჯავრდებულიდან მნიშვნელოვანი ნაწილის ოჯახის შემოსავალი საკმარისია მხოლოდ პირველადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად (38%).მოცემული სტატისტიკური ინფორმაცია აშკარად მიუთითებს, რომ კვლევაში მოხვედრილი 298 ბავშვის ოჯახებიდან ოჯახთა თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობას შვილებისთვის მხოლოდ პირველადი და ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილების შესაძლებლობა აქვს, რაც შესაძლებელია აჩენდეს გარკვეული შურის განცდას იმ თანატოლთა მიმართ, რომელთა ოჯახებიც ეკონომიკური განვითარების გაცილებით მაღალ საფეხურზე დგანან.[11]

დიაგრამა1. არასრულწლოვანთა ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობა

წყარო: საქართველოს გენერალური პროკურატურა[11]

239 არასრულწლოვანიდან 69 არასრულწლოვანს კარგი აკადემიური მოსწრება ქონდა, 159-ს დამაკმაყოფილებელი, ხოლო 11-ს არადამაკმაყოფილებელი აკადემიური მოსწრება, 97-ის ყოფაქცევა შეფასებულია როგორც კარგი, 131-ის ყოფაქცევა შეფასებულია დამაკმაყოფილებლად, ხოლო 11-ის არადამაკმაყოფილებლად. განრიდებულ არასრულწლოვანთა უმრავლესობა – 83% გამოთქვამს მზაობას სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებით. ინდივიდუალური შეფასების განხორცილებისას სოციალური მუშაკის შეკითხვას, სურს თუ არა გააგრძელოს სწავლა მომავალში, 298 არასრულწლოვანიდან დადებითად უპასუხა 248 არასრულწლოვანმა.[11]

დიაგრამა 2. არასრულწლოვანთა განათლება

წყარო: საქართველოს გენერალური პროკურატურა

მსჯავრდებულ არასრულწლოვანთა დასაქმების მონაცემებს  რაც შეეხება 182 (61%) არასრულწლოვანი არ გახლდათ დასაქმებული,  116 (39%) არასრულწლოვანს ჰქონდა სამუშაო გამოცდილება. დასაქმებულ არასრულწლოვანთა ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზის თანახმად, ზოგადი მაჩვენებლისგან განსხვავებით, პირველ ადგილზე იმ ოჯახების მაჩვენებელმა გადაინაცვლა, რომელთა ეკონომიკური მდგომარეობა მხოლოდ პირველადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლადაა საკმარისი. დასაქმებული 116 არასრულწლოვანიდან მხოლოდ 35 არ სწავლობს, დანარჩენ 81 არასრულწლოვანს, ანუ დასაქმებულ არასრულწლოვანთა 70%-ს სწავლისა და სამუშაოს შეთავსება უწევთ.[11]

პანდემიის გავლენა დანაშაულის სტატისტიკაზე

ქვეყანაში რეგისტრირებული დანაშაულის მაჩვენებლებზე პანდემიის გავლენის შეფასების მიზნით, IDFI-მ გაანალიზა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკის მაჩვენებლები.2020 წელს, მსოფლიოში დაწყებულმა კორონავირუსის პანდემიამ განაპირობა კრიმინოგენური მდგომარეობის გაურესების საფრთხის ზრდა. მაგალითად, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომაროების გაურესება, სამუშაო ადგილების მასიური შემცირება და ა.შ. შეიცავს დანაშაულის, განსაკუთრებით ეკონომიკური დანაშაულის მატების მნიშვნელოვან რისკებს. ამასთან, 2020 წელს, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით პანდემიასთან ბრძოლის სპეციფიკამ, უამრავი ადამიანის პოტენციურ მოძალადესთან ერთ სივრცეში იზოლირება განაპირობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წელს სულ დარეგისტრირდა 56,596 დანაშაული, რაც 11.7%-ით ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებელზე, ხოლო დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი ანალოგიურ ნიშნულზეა შენარჩუნებული (35,6%).შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წელს სულ დარეგისტრირდა 56,596 დანაშაული, რაც 11.7%-ით ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებელზე, ხოლო დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი ანალოგიურ ნიშნულზეა შენარჩუნებული (35,6%).შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წელს სულ დარეგისტრირდა 56,596 დანაშაული, რაც 11.7%-ით ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებელზე, ხოლო დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი ანალოგიურ ნიშნულზეა შენარჩუნებული (35,6%). საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის ანალიზით ირკვევა რომ, 2020 წელს დანაშაულის საერთო მაჩვენებლის შემცირება, უმეტესწილად პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში დაწესებული შემზღუდავი ღონისძიებებით არის განპირობებული და ნაკლებად კავშირშია ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან.[12]

ეკონომიკასა და დანაშაულს შორის კავშირზე მნიშვნელოვანი იყო საზოგადოების შეხედულებაც. 2021 წლის 17-25 ოქტომბერს ჩავატარეთ კვლევა საქართველოში დანაშაულთან დამოკიდებულების მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულების გასაგებად და გამოვკითხეთ 67 რესპოდენტი.

კვლევის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია შემდეგ ინტერნეტ მისამართზე: https://docs.google.com/forms/d/1efx4z_GIQeMFZJsP5uYYGvZEu6hZixBR4Q8K73e6gQ/viewanalytics  .

გამოკითხული რესპოდენტების 64%-მა დადებითი პასუხი გაცა კითხვაზე – არის თუ არა კავშირის ეკონომიკასა და კრიმინალის დონეს შორის.

 

ხოლო რაც შეეხება უმუშევრობას კითხვაზე უმუშევრობა განაპირობებს თუ არა კრიმინალის ზრდას ქვეყანაში გამოკითხულთა 73%-ის პასუხი იყო დიახ, ხოლო დანარჩენი 27% მიიჩნევდა რომ მხოლოდ ნაწილობრივ განაპირობებს.

 დასკვნა

საბოლოოდ მოცემული მაგალითების, გამოკითხვისა და შესაბამისი კვლევების საფუძველზე ვფიქრობ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში კრიმინალსა და ეკონომიკას შორის კავშირი ნამდვილად არსებობს, განსაკუთრებით კი უმუშევრობა უწყობს ხელს მის ზრდას, რაც გამოიხატება იმაში რომ მაღალია ქურდობის მაჩვეენებლი, შესაბამისად უმუშევრობის აღმოფხვრა კრიმინალის შემცირების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საშუალებას წარმოადგენს.

გამოყენებული ლიტერატურა

1. https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98  2. https://openscience.ge/bitstream/1/947/1/samagistro%20muradashvili.pdf
3. https://forbes.ge/blogs/e1-83-99-e1-83-a0-e1-83-98-e1-83-9b-e1-83-98-e1-83-9c-e1-83-90-e1-83-9a-e1-83-98-e1-83-93-e1-83-90-e1-83-94-e1-83-99-e1-83-9d-e1-83-9c-e1-83-9d-e1-83-9b-e1-83-98-e1-83-99-e1-83-90/
4. https://www.visionofhumanity.org/maps/?fbclid=IwAR1pnBZ6VpOXE_jfnlqXwjO4_gIypC8_5CqI1pTtWCru9ng2Ljo3WbY8oao#/
5. https://worldpopulationreview.com/country-rankings/most-peaceful-countries
6. https://worldpopulationreview.com/country-rankings/crime-rate-by-country
7. https://tradingeconomics.com/country-list/unemployment-rate?continent=asia
8. https://worldpopulationreview.com/country-rankings/crime-rate-by-country
9. http://eprints.tsu.ge/1437/1/Foreign%20direct%20investment%20and%20criminal%20statistics%20in%20Georgia.pdf   
10.  http://press.tsu.ge/data/image_db_innova/Disertaciebi_economics/ekaterine_gloveli.pdf
11. https://pog.gov.ge/uploads/148c3ecf-kanonTan-konfliqtshi-myof-arasrulwlovanTa-maxasiaTeblebis-kvl.pdf   
12. https://idfi.ge/ge/impact_of_pandemic_on_crime_statistics
13. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/132/siskhlis-samartlis-statistika