მეტავერსი – ალტერნატიული სამყარო

ავტორის სტილი დაცულია

თეა ჭაღალიძე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის
ბაკალავრიატის სტუდენტი

chagalidzetiko@gmail.com

ანოტაცია

დღეს მეტავერსი ძალიან აქტუალური თემაა, მაგრამ ცოტამ თუ იცის ზუსტად რას წარმოადგენს იგი. ზოგიერთისთვის მეტავერსი ციფრული რევოლუციაა, ზოგი კი ფიქრობს, რომ მას არ აქვს დიდი მომავალი. ამ სტატიაში ვისაუბრებ თუ რა არის მეტავერსი, როგორ უნდა გამოვიყენოთ ის  და რატომ არის მნიშვნელოვანი იგი ეკონომიკისთვის.

Annotation

Nowadays, Metaverse is a very actual topic, but few knows what it exactly represents. Some people think, that Metaverse is a digital revolution, but the other agree, that it does not have a great future. In this article I will talk about what Metaverse is, how to use it and why is it important for the economy.

რა არის მეტავერსი?

მეტავერსის უკეთ გასაგებად, ხშირად მაგალითად მოყავთ შემდეგი მაგალითი: ეგვიპტეში მედიას პირდაპირ თუ ირიბად სახელმწიფო აკონტროლებს. ქვეყნის მასშტაბით 500-ზე მეტი ვებგვერდი დაბლოკილია და არაერთ ადამიანს აპატიმრებენ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტების გამო. სწორედ ამის გამო, მოსახლეობას ნაკლები წვდომა აქვს მნიშვნელოვან, ობიექტურად გაშუქებულ ახალ ამბებზე.  2013 წლიდან დამოუკიდებელი მედია გამოცემა, „მადა მასრი“ (Mada Masr)  ხშირად აკრიტიკებდა ხელისუფლებას, აშუქებდნენ ქვეყანაში არსებულ პრობლემებს და კორუფციის მაგალითებს. 2017 წლის მაისში ეგვიპტის მთავრობამ 21 ვებგვერდი დაბლოკა, მათ შორის იყო „მადა მასრი“. მედია გამოცემამ გადაწყვიტა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ალტერნატიული გზა ეპოვა ამბების გასავრცელებლად. ამისთვის პოპულარი თამაში „მაინკრაფტი“(Minecraft) გამოიყენეს: Minecraft არის თამაში, სადაც შეგიძლია ვირტუალურ სივრცეში ააშენო ქალაქები, სახლები, შექმნა არმია, გააშენო პლანტაციები და სხვა. ორგანიზიაციამ, „რეპორტიორებმა საზღვრების გარეშე“ (Reporters Without Borders ) Minecraft-ში შექმნა სამყარო და ციფრული ბიბლიოთეკა ააშენა, რომლის წიგნებშიც მილიონობით მომხმარებელს შეუძლია სახელმწიფოებში დაცენზორებული სტატიების წაიკითხოს. მათ შორისაა ეგვიპტეში დაბლოკილი მადა მასრის მასალებიც, რომლებიც ხელისუფლებას კორუფციაში ამხელს. [1][2]

ბევრი თვლის რომ მეტავერსის შექმნის წინაპირობად სწორედ ეს ისტორიაა. ის მაინკრაფტის მსგავსად ვირტუალურ სივრცეში შექმნილ სამყაროს მოიცავს, ოღონდ მაინკრაფტში სამყაროს თუ უყურებთ ეკრანზე, მეტავერსში შეძლებთ მასში ვირტუალურად შეხვიდეთ.

„Meta“ ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც „მიღმა“, „Verse“ კი სიტყვა Universe-დან არის შემოკლებული, რაც სამყაროს ნიშნავს. ამ ორი სიტყვის გაერთიანებით ვიღებთ მეტავერსს – სამყაროს მიღმა. მეტავერსის გასაგებად ვირტუალური რეალობისა (VR) და გაფართოებული რეალობის (AR) ცოდნაა საჭირო. ვირტუალური რეალობა (Virtual Reality – VR) კომპიუტერული გამოსახულებებითა და ხმებით  სამყაროს მოდელირებაა. სპეციალური მოწყობილობების დახმარებით ადამიანები ხედავენ , ესმით და შეიგრძნობენ ვირტუალურ სამყაროში არსებულ სიმულაციებს. დღეს ბევრი ვირტუალური სამყარო არსებობს, ზოგი მათგანი ძალიან არის განვითარებული. [3][4]  

გაფართოებული რეალობა (Augmented Reality – AR) – რეალურ სამყაროში ვირტუალური ობიექტის შემოტანაა. მაგალითად, ავეჯის მაღაზიამ IKEA გააკეთა ვებგვერდი, სადაც შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ავეჯი და გაფართოებული რეალობის აპლიკაციის საშუალებით შეამოწმოთ როგორი იქნება ის თქვენთვის სასურველ ადგილას. [5]

მეტავერსი სწორედ ამ ორი რეალობის კომბინაციაა, რომელშიც ადამიანი ვირტუალურად არის ჩართული. იგი კომპიუტერული თამაშებისა და რეალური სამყაროს შერწყმაა. მასში ადამიანები ირჩევენ თავიანთ პერსონაჟს, მისი გარეგნობა შეიძლება იყოს რეალურიც და  წარმოსახვითიც. ამის შემდეგ, ვირტუალურ სამგანზომილებიან სამყაროში გადადიან, სადაც თითქმის ყველაფრის გაკეთებაა შესაძლებელი.

დღეს თავისუფლად არის შესაძლებელი, ვიდეოზარის საშუალებით დაუკავშირდეთ შორს მყოფ მეგობარს, მაგრამ ვიდეოზარი არ ნიშნავს ფიზიკურ კავშირს. იგი უბრალოდ გამოსახულებაა ეკრანზე. თუმცა ვირტუალური სივრცე გვაძლევს საშუალებას, ვეკონტაქტოთ ადამიანებს, ვიმუშავოთ მათთან ერთად, წავიდეთ საყიდლებზე, ვისრიალოთ თოვლში და ა.შ  ამჟამად არსებობს რამდენიმე დამუშავებადი ვირტუალური სამყარო, რომელთა დახვეწაზე მუშაობენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა Microsoft, Nvidia, Roblox და Meta.

მეტავერსი – ვირტუალური ეკონომიკა

ნებისმიერი კომერციული კომპანიის მთავარი მიზანი ნაკლები დანახარჯებით მაქსიმალური მოგების მიღებაა. მეტავერსი ამის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს. აქ, როგორც ალტერნატიულ ციფრულ სამყაროში, მომხმარებლები და კომპანიები ქმნიან თავიანთ სივრცეებს, ავითარებენ ბიზნესს, ყიდიან ან ყიდულობენ ასეთი სამყაროსთვის განკუთვნილ პროდუქტსა და მომსახურებას. ამჟამად არსებულ მეტავერსულ სამყაროებში შეიძლება მიწების, ქონების, სხვადასხვა დაწესებულებების ყიდვა, გაყიდვა და გაქირავება.

თუ რისი ყიდვა და გაყიდვა იქნება მომავალში შესაძლებელი მეტავერსში, ამის თქმა ჯერ შეუძლებელია. თუმცა ამჟამად არსებული მეტავერსების გამოცდილებით შეიძლება ვივარაუდოთ ამაზე. მაგალითად, წარმოიდგინეთ, „დისნეილენდის“ მფლობელმა კომპანიმ მეტავერსში შექმნას თავისი გასართობი პარკი და ის ადამიანები, რომლებიც დისნეილენდში ფიზიკურად სტუმრობას ვერ ახერხებენ, მას მეტავერსში ეწვევიან და თითქმის რეალურის მსგავს გამოცდილებას მიიღებენ ან თქვენ შეგიძლიათ იყიდოთ მეტავერსში მიწა, შემდეგ ამ მიწაზე დაგეგმოთ კონცერტი და ნაცვლად ათასი ადამიანისა, მას შეიძლება დაესწროს მილიონობით ადამიანი, შესაბამისად თქვენ შეგიძლიათ ვირტუალური კონცერტით მიიღოთ უფრო მეტი შემოსავალი.[6]

რასაკვირველია, ისევე როგორც ყველა გამორჩეულ ტექნოლოგიას, მეტავერსსაც გააჩნია საკუთარი დამახასიათებელი ნიშნები. განვიხილოთ თითოეული:

  1. მუდმივობა: მეტავერსი სრულიად სიღრმისეული გაზიარებადი გამოცდი-ლებაა. ის მუდმივად იქნება პროცესში, რადგან ის ჩვენი პარალელური რეალობა გახდება, რომელიც არასდროს ჩერდება.
  2. სინქრონიზაცია: მეტავერსში მომხმარებლები ერთმანეთთან ინტერაქციას რეალურ დროში, ციფრულ გარემოში შეძლებენ. ისევე როგორც ფიზიკურ სამყაროში, მათ შეეძლებათ ერთმანეთზე და გარემოზე გავლენის მოხდენა.
  3. მომხმარებელზე ორიენტირებული: მეტავერსში მომხმარებლები საკუთარ კონტენტსაც ქმნიან, თუმცა მათ არსებული კონტენტის დახვეწა და გაძლიერებაც შეუძლიათ.
  4. ეფექტური ეკონომიკა: მეტავერსის ეკონომიკა სრულად იქნება დაფუძნებული უნიკალურ ტოკენებზე – NFT-ზე და კრიპტოვალუტაზე. [7]

ვირტუალურ სივრცეში სრულფასოვნად ჩართვისთვის, შესაბამისი მოწყობილობების განვითარებაცაა საჭირო. 2021 წლის სექტემბერში „ფეისბუქმა“ „რეი-ბანთან“ თანამშრომლობით გამოუშვა Ray-Ban Stories – ჭკვიანი სათვალე. აქსესუარი 20 სხვადასხვა სტილში 299 აშშ დოლარად იყიდება და გარდა სათვალის ფუნქციისა, ფოტო-ვიდეო გადაღების, დარეკვის, ზარებზე პასუხის, მუსიკისა და პოდკასტების მოსმენის საშუალებას იძლევა. ამასთანავე მარკ ცუკერბერგმა ათი მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩადო მეტავერსის განვითარებაში. [6]

ის რომ  მეტავერსი მომავლის გარდაუვალობაა, მიუთითებს სხვადასხვა ეკონომისტებისა და სპეციალისტების შეფასებები. მაგალითად გოლდმან საქსი ვარაუდობს, რომ მეტავერსის ბაზარი მალე მიაღწევს 1დან 12 ტრილიონამდე დოლარის ღირებულებას. თუმცა მანამდე განვიხილოთ 2020 სტატისტიკური და 2024 წლის საპროგნოზო მნიშვნელობები. (იხ. დიაგრამა 1).

დიაგრამა 1. მეტავერსის ბაზრის წილი 2020-2024 წლებში.

ავტორისეული გრაფიკი, წყარო: https://earthweb.com/metaverse-statistics/

ამასთანავე თუ როგორ იყო ან იქნება განაწილებული სფეროები მეტავერსში ნაჩვენებია დიაგრამა 2-ში.

დიაგრამა 2. მეტავერსის ბაზრის ზრდა სფეროების მიხედვით 2020-2024 წწ.

ავტორისეული გრაფიკი, წყარო: https://www.bloomberg.com/professional/blog/metaverse-may-be-800-billion-market-next-tech-platform/

როგორც დიაგრამიდან ჩანს, ყოველ წლიურად თითოეული მაჩვენებელი მეტ-ნაკლებად იზრდება. ყველაზე მეტი წილი კი ზრდაში სათამაშო პროგრამულ უზრუნველყოფას, სოციალურ მედიასა თუ რეკლამებს უკავია.

რაში გამოიყენებს მეტავერსს მომხმარებელი?

ბუნებრივია ჩნდება კითხვა, თუ რაში გამოიყენებს მეტავერსს მომხმარებელი. მეტავერსის უამრავი დანიშნულება შეიძლება არსებობდეს მომხმარებლისთვის. მაგალითად:

  1. კომუნიკაცია: საკუთარ სივრცეში (ეს იქნება მიწა, შენობა თუ დაწესებულება) ადამიანებთან, მეგობრებთან შეკრება, ფილმების ყურება, საუბარი და ა.შ. [https://youtu.be/afdnbXXbBTg]
  2. გართობა: სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობა, მათ შორის: კონცერტები, წვეულებებში, შოუებში და ა.შ. [https://youtu.be/kKPqNd9zfnk]
  3. მუშაობა: საკუთარი სახლიდან ოფისში მუშაობა ვირტუალურად, სამუშაო კომუნიკაცია და ა.შ. [https://youtu.be/uVEALvpoiMQ]
  4. განათლება: ვირტუალური გარემოს დახმარებით შესაძლებელი იქნება ნებისმიერი ოპერაციის შესრულება: ისტორიულ დროში მოგზაურობა, ნებისმიერი საკითხის ვიზუალურად შესწავლა და ა.შ. [https://youtu.be/KLOcj5qvOio]
  5. ფიტნესი: ვარჯიში სხვადასხვა გარემოში, სპორტული ვარჯიში თუ იოგა [https://youtu.be/hlniOe5uQ3Q]
  6. თამაშები: მაგალითად სხვადასხვა ადგილას მყოფ ადამიანებს შეეძლებათ ერთად ითამაშონ ჭადრაკი, ჩოგბურთი და ა.შ. [https://youtu.be/5FwztKGQmd8]
  7. კომერცია: ბიზნესის წარმოება მეტავერსში: ვირტუალური პროდუქტების გაყიდვა, პოტენციური კლიენტის პოვნა, რეკლამის განთავსება და ა.შ. [https://youtu.be/JGn20O-U848]

და ბოლოს, საქართველოს ბანკის მიერ, ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, მალე მას მეტავერსში შევხვდებით. ის პირველი ქართული კომპანიაა, რომელმაც მეტავერსში გადასვლაზე განაცხადა. [8] 

დასკვნა

ზემოთ წარმოდგენილი ინფორმაციით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეტავერსი მომავლის პროდუქტია, რომელიც ახლა იწყებს განვითარებას. მისი საშუალებით შესაძლებელი იქნება როგორც გართობა, ასევე მუშაობა და ბიზნესის წარმოება.  მეტავერსის ირგვლივ დიდი მარკეტინგული აჟიოტაჟია ატეხილი, დიდი კომპანიები ცდილობენ მათი მეტავერსების შექმნას და განვითარებას. ისინი ვარაუდობენ, რომ ათი ათასზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება 5 წლის განმავლობაში. თუმცა ერთი რამ ცხადია, ცვლილებები და პროგრესი აშკარაა, მიმდინარე პროცესებს არ უნდა ჩამოვრჩეთ, ფეხი დროულად უნდა ავუწყოთ, ხოლო მისი წარმატება- წარუმატებლობაზე მომავალში შევძლებთ საუბარს.

ბიბლიოგრაფია

  1. https://rsf.org/en/news/rsf-opens-uncensored-library-digital-home-press-freedom-within-global-computer-game
  2. https://youtu.be/EBI7-pL52GY
  3. https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98_%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90
  4. https://youtu.be/OK2y4Z5IkZ0
  5. https://youtu.be/UudV1VdFtuQ
  6. https://www.mediachecker.ge/ka/mediagaremo/article/90085-ra-aris-metaversi
  7. https://digitalnews.ge/ge/article/ciphruli-marketingi/442-marketingis-momavali-da-metaverse?fbclid=IwAR2cbLxthEVf0QyFsxCz31dVJw_cDwczlvSEcRPS0Dnwj6FjH0k7D9CFw7k
  8. https://www.facebook.com/BankOfGeorgia/photos/a.124659380925590/4948923771832436/