ხელოვნური ინტელექტის გავლენა შრომით ურთიერთობებზე

ავტორის სტილი დაცულია
ნინო ტორაძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტიnino.toradze079@eab.tsu.edu.ge

ანოტაცია

ტერმინი ხელოვნური ინტელექტი (artificial intelligence) პირველად გაჟღერდა 1956 წელს აშშ-ში სტანფორდის უნივერსიტეტის ერთ-ერთ სემინარზე, რომელიც ეძღვნებოდა ლოგიკურ და არა გამოთვლით ამოცანებს. თანამედროვე კომპიუტერის ხელოვნური ინტელექტი საკმაოდ მაღალი დონისაა, მაგრამ არა იმხელა, რომ მისი ქცევითი შესაძლებლობები უსწრებდეს ნებისმიერი პრიმიტიული ცხოველისას. მეცნიერთა ნაწილი ირწმუნება, რომ ადამიანი ვერ შეძლებს შექმნას ხელოვნური ინტელექტი, რომელიც შესაბამისობაში იქნება ბუნებრივთან. ამავდროულად, მეცნიერთა მეორე ნაწილი დარწმუნებულია იმაში, რომ ტვინის სტრუქტურის მიხედვით შექმნილი ხელოვნური ინტელექტი ტექნიკურად რეალიზებადი ამოცანაა. [1]

თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ ხელოვნური ინტელექტისა და სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამის როლი უფრო მზარდი ხდება. ტექნოლოგიური პროგრესი მნიშვნელოვნად ამსუბუქებს ადამიანის შრომას, ამარტივებს ამა თუ იმ პროცესს. თუმცა, ამ განვითარების პარალელურად წარმოიშობა არაერთი კითხვა იმის შესახებ თუ რა გავლენას მოხადენს ხელოვნური ინტელექტს განვითარება ადამიანების ყოეველდღიურობაზე, შრომით ურთიერთობებზე და ა.შ. [2]

სტატიაში განხილული თემა სწორედ ამ დამოკიდებულების კველვას ისახავს მიზნად, რა გავლენას მოახდენს განვითარებული ხელოვნური ინტელექტი დღევანდელ შრომით ურთიერთობებზე.

Annotation

 The term artificial intelligence (artificial intelligence) was first used in 1956 at a seminar at Stanford University in the USA, which was dedicated to logical rather than computational tasks. The artificial intelligence of a modern computer is quite high, but not so much that its behavioral capabilities are ahead of any primitive animal. Some scientists claim that man will not be able to create an artificial intelligence that will be in line with the natural one. At the same time, the other part of scientists is convinced that artificial intelligence created according to the structure of the brain is a technically feasible task. [1]

Following the development of modern technologies, the role of artificial intelligence and various computer programs is growing. Technological progress significantly eases human labor, simplifies this or that process. However, in parallel with this development, a number of questions arise about what impact the development of artificial intelligence will have on people’s everyday life, on labor relations, etc. [2]

The topic discussed in the article is aimed at researching this attitude, what impact will the developed artificial intelligence have on today’s labor relations.

ხელოვნური ინტექლეტის გავლენა შრომით ბაზარზე

ტექნოლოგიამ უზარმაზარი გავლენა იქონია შრომით ურთიერთობაზე, რომლის მასშტაბი შესაძლოა სრულად არ გვქონდეს გაცნობიერებული. ისტორიიდან ჩვენთვის ცნობილია თუ რა გავლენა იქონია წარმოებამ საზოგადოებაზე, მათ შორის, შრომით ურთიერთობებზე. გვსმენია რამდენიმე ტექნოლოგიური რევოლუციის შესახებ, რომელთა შორის ბოლო – ინდუსტრიული რევოლუცია, ციფრული რევოლუცია და დღესდღეობით მიმდინარე ხელოვნური ინტელექტის რევოლუციაა. 80-იან წლებშ ი, კარლ-ეიჩ ებელი ამტკიცებდა, რომ „დასაქმებაზე რობოტიზაციის ეფექტები შეიძლება განხილულ იქნეს ქარხნის, საწარმოს და მაკროეკონომიკურ დონეებზე. ქარხნის დონეზე ინდუსტრიული რობოტი როგორც წესი პირდაპირ ანაცვლებს ადამიანურ სამუშაო ძალას“  . თავიდან ვერ ავიცილებთ ტექნოლოგიის განვითარებას და უნდა მივიღოთ ის ფაქტი, რომ მას გავლენა ექნება არამარტო იმაზე, თუ როგორ ოპერირებს კომპანია, ყიდის პროდუქტებს/მომსახურებას და როგორ ხორციელდება მისი მართვა, ასევე, გავლენას იქონიებს დასაქმების საკითხებზე . ევროკავშირის დონეზე უკვე შესამჩნევია ამ საკითხისადმი მიდგომის ცვლილება და გარკვეული ქმედებები დასაქმებულების დაცვის პრობლემის გადაჭრასთან დაკავშირებით ე.წ. გიგ ეკონომიკაში. თანამედროვე კანონმდებლობაში ყურადღება გამახვილებულია ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა გაზრდილი გამჭვირვალობა, დასაქმების ახალი ფორმების დაცვის გაუმჯობესება და გამოსაცდელი პერიოდისა და ტრენინგის ახალი წესები. მას შემოაქვს დასაქმებულებისათვის ახალი მოთხოვნები და მინიმალური უფლებები და განსაზღვრავს ადეკვატური და სტაბილური სამუშაოსა და ანაზღაურების გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებს. კოვიდ-19 ვირუსმა გამოავლინა, რომ დასაქმებულის არაერთი დავალება შესაძლოა შესრულდეს დისტანციურად, თუმცა, უნდა შეგვეძლოს ციფრული რესურსების გამოყენება და მართვა, დისტანციურად კომუნიკაცია და კონტროლი. [3]

დღესდღეობით, ტექნოლოგიური განვითარების მეშვეობით იქმნება ახალი სამუშაო ადგილები, ხოლო არსებულთა ნაწილი ქრება – რაც ნიშნავს იმას, რომ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ჩაანაცვლოს თანამშრომელი. მოცემული სიტუაცია შეიძლება შეფასდეს როგორც სამუშაო ბაზრის პოლარიზაცია: დაბალი და საშუალო დონის უნარების მქონე სამუშაო ძალა ჩანაცვლდება რობოტებით. მიუხედავად ამისა, გრძელვადიან პერსპექტივაში რობოტები სრულად ვერ ჩაანაცვლებენ დასაქმებულებს, ვინაიდან ეს უკანასკნელნი საჭირო არიან ხელოვნური ინტელექტის რეგულირებისთვის, მართვისა და კონტროლისთვის, შესაბამისად, მოხდება სამსახურების მხოლოდ ცვლილება. [3]

ხელოვნური ინტელექტი და ორგანიზაციები

ინოვაციებისა და ტექნოლოგიური შესაძლებლობების რეალიზების ერაში, ხელოვნური ინტელექტი კერძო თუ საჯარო ორგანიზაციებისთვის პოტენციური სარგებლის მომტან მექანიზმად გადაიქცა. შრომის ავტომატიზაციას ორგანიზაციებში შეუძლია ხარჯების შემცირება, დროისა და ადამიანური რესურსების დაზოგვა, შრომის ეფექტიანობის გაზრდა. რადგან ხელოვნურ ინტელექტს ღრმა ანალიტიკური უნარი აქვს, იზრდება თანამშრომლების მიერ ზუსტი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების ალბათობა. სწორედ ამიტომ, უფროსი აღმასრულებელი რგოლის მენეჯერთა 84% ფიქრობს, რომ თუ უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში არ გაზრდიან ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მასშტაბებს ორგანიზაციაში, ისინი ტექნოლოგიურად დაწინაურებულ ორგანიზაციებს კონკურენციას ვეღარ გაუწევენ და ბიზნესიდან გამოთიშვის საფრთხის წინაშე დადგებიან. [4]

ხელოვნური ინტელექტის მომავალი

სამომავლოდ ხელოვნური ინტელექტის გამოყენების უამრავი გზა არსებობს. რაზე ფოკუსირდებიან ორგანიზაციები და რა მიზნების მისაღწევად გამოიყენებენ მას, თავად ორგანიზაციის ღირებულებებსა და ხედვებზეა დამოკიდებული. ადრე არსებული შიშები რომ ხელოვნური ინტელექტი ავტომატიზაციას და სამუშაო ადგილების გაქრობას გამოიწვევდა, არასწორი აღმოჩნდა. ცხადი გახდა, რომ შრომის ავტომატიზაცია აერთიანებს ადამიანების და ტექნოლოგიების შესაძლებლობებს და პრობლემების გადაწყვეტის ახლებურ გზებს გვთავაზობს. [4]

როგორ ითვისებენ ბიზნესები ხელოვნურ ინტელექტს

5-დან დაახლოებით 4 კომპანია მიიჩნევს, რომ AI არის მთავარი პრიორიტეტი მათი ბიზნეს სტრატეგიაში. კომპანიების 83% ამტკიცებს, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მათ ბიზნეს სტრატეგიებში მთავარი პრიორიტეტია. ავტომატური ელფოსტა და ჩატბოტები ხელოვნური ინტელექტის ორი ყველაზე გავრცელებული გამოყენებაა ყოველდღიურ ბიზნეს კომუნიკაციებში. [5]

დიაგრამა 1: ხელოვნური ინტელექტის გამოყენება კომპანიებში

წყარო: https://explodingtopics.com/blog/ai-statistics

შრომითი ბაზრის ცვლილებების მოლოდინები

დამსაქმებლები ელიან რომ 2025 წლისთვის სამუშაო ძალა 15.4%-დან 9%-მდე შემცირდება (6.4%-იანი კლება) და გაჩნდება ახალი პროფესიები, რომელთა რაოდენობა 7,8%-დან 13,5%-მდე გაიზრდება. (5.7% ზრდა) ამ ციფრებზე დაყრდნობით ფასდება რომ 2025 წლისთვის 85 მლნ სამსახური შეიძლება შეიცვალოს ადამინური შრომიდან მანქანურ შრომამდე, ასევე 97 მილიონი ახალი როლი შეიძლება გამოჩნდეს, რომელებიც უფრო ადაპტირებულნი არიან შრომის ახალ დანაწილებასთან ადამიანებს, მანქანებსა და ალგორითმებს შორის. [6]

ხელოვნური ინტელექტის დაჩქარება დასაქმების ზოგადი საჭიროებების შესამცირ

ებლად

კომპანიები, რომლებიც მიმართავენ ჰოლისტიკური მიდგომას, ბევრად უფრო სავარაუდოა, ვიდრე ის, ვინც პიკემიური მიდგომით მიდის, რომ გააგრძელონ სრული სიჩქარით ზრდა ხელოვნური ინტელექტის ინიციატივებით, მიუხედავად ხელოვნური ინტელექტის ნიჭის დეფიციტისა ( 23% 14%). ეს შეიძლება იყოს იმის გამო, რომ ისინი უფრო მეტად იყნებენ პრაქტიკაში, მაგალითად, შიდა ნიჭის გადამზადება ხელოვნური ინტელექტის ( 43% -თან შედარებით 33% ), და გუნდების რეორგანიზაცია, რათა უკეთესად გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტის მწირი გამოცდილება ( 41% წინააღმდეგ 32% ).  ხელოვნური ინტელექტის წარმატებული ინიციატივები უზრუნველყოფს შემოსავლის ზრდას ( ხარჯების დაზოგვის გზით ან გაძლიერებული შემოსავლით ), დაბოლოს მათ შეუძლიათ დაგეგმონ მესამე მხარის უფრო მეტი მოვაჭრეების ბერკეტირება, მაგალითად, მართული სერვისების მიმწოდებლები თავიანთი მასშტაბური და მრავალმხრივი ხელოვნური ინტელექტის სამუშაო ძალის გამოყენებით, გამოცდილებისთვის. [7]

ცხრილი1: ხელოვნური ინტელექტის დაჩქარება ავტომატიზაციის გასაზრდელად და ზოგადი დაქირავების საჭიროებების შესამცირებლად

წყარო: https://www.pwc.com/us/en/tech-effect/ai-analytics/ai-business-survey.html

ხელოვნური ინტელექტი და ეთიკა

შეუძლებელია ვახსენოთ ხელოვნური ინტელექტი და გვერდი ავუაროთ ეთიკურ საკითხებს. საზოგადოებრივი ნდობის შენარჩუნების პარალელურად ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოსაყენებლად საჭიროა ნათლად ფორმულირებული ეთიკური სტანდარტების გათვალისწინება ხელოვნური ინტელექტის ალგორითმის შექმნისას. მნიშვნელოვანია მკაფიო მეთოდოლოგიის ჩამოყალიბება, რაც ეთიკის კოდექსის განვითარებისა და საუკეთესო პრაქტიკის ჩამოყალიბების წინაპირობაა. [4]

განსაკუთრებით აღსანიშნავია პერსონალური მონაცემების გამოყენების საკითხი ორგანიზაციებმა უნდა უზრუნველყონ კონფიდენციალურობის, გამჭვირვალობისა და უსაფრთხოების პოლიტიკა ხელოვნური ინტელექტით მართულ პროგრამებში და დარწმუნდნენ, რომ მონაცემები მოპოვებული და გამოყენებულია პასუხისმგებლიანი გზით.

[4]

დასკვნა

დასკვნის სახით შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ რომ ხელოვნური ინტელექტის დანერგვის ხელშეწყობა იზრდება კომპანიებში. ინვესტრიების ხარჯებიც, გაწეული კომპანიების მხირდან, მზარდია ამ სფეროში. შესაბამისად მომავალი წლებისთვის გარკვეული სახის შრომითი საქმიანობები შესაძლოა ჩანაცვლდეს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით. თუმცა გრძელვადაინ პერსპეტივაში მშრომელთა ჩანაცვლება სრულად არ იქნება შესაძლებელი, რადგან ხელოვნური ინტელექტის მართვა, კონტროლი, ანალიზი სწორედ მათ ვალდებულებად დარჩება. თუმცა ხელოვნური ინტელექტის წყალობით ბევრი ტრადიციული შორმის საქმიანობა ჩანაცვლებდა თანაედროვე ტექნოლოგეიბით შექმნილი ხელოვნური ინტელექტით, ბევრი საქმიანობაც შეიცვლის ფორმას და უფრო ადაპტირებული გახდება განალხებულ შორმის დანაწილების ბაზრაზე.

ხელოვნურ ინტელექტის დახმარებით კომპანიებს ნაკლები დანახარჯებით მეტი მოგების მიღება შეეძლება. ხელოვნური ინტელექტით მართულ პროგრამებში აუცილებელია კომპანიებმა უზრუნველოყონ კონფიდენციალურობის, გამჭირვალობის და უსაფრთხოების პოლიტიკის გატარება, რომ დარწმუნდნენ რომ მონაცემები საჭიროებისამბერ არის გამოყენებული.

გამოყენებული ლიტერატურა

1. https://gtu.ge/Journals/mas/Referat/ASU-2019(1_28)/186_191.pdf

2.https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/345122/1/Shedarebiti_Samartlis_Qartul-Germanuli_Jurnali_2021_N7-geo.pdf

3.https://www.researchgate.net/publication/349732646_khelovnuri_intelekti_da_misi_gavlena_shromit_urtiertobebze

4.https://www.pmo-bc.com/storage/app/uploads/public/606/d6c/d75/606d6cd750134807021814.pdf  

5.https://explodingtopics.com/blog/ai-statistics

6.https://www3.weforum.org/docs/WEF_Future_of_Jobs_2020.pdf

7.https://www.pwc.com/us/en/tech-effect/ai-analytics/ai-business-survey.html