მსოფლიო ეკონომიკის 2005 წლის შედეგები და 2006-ის პროგნოზები

რედაქციისაგან

2005 წელი მსოფლიო ეკონომიკისათვის იყო ნავთობსა და ძვირფას მეტალებზე ფასების აფეთქების წელი. ამის გამო ინფლაციური საშიშროების დასარეგულირებლად ბანკთაშორის კრედიტებზე სააღრიცხვო პროცენტის სერიოზულმა მატებამ ეკონომიკის ზრდის შეჩერება გამოიწვია.

ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკა ზრდას განაგრძობს. მესამე მეოთხედის წლიური მაჩვენებელი 4.3%-ია, რაც 2004 წლის პირველ მეოთხედთან შედარებით საკმაოდ სწრაფი ტემპია. საყოველთაო სარგებელი დაეცა, მაგრამ თუ გამოვრიცხავთ გვიან ზაფხულში გალფის სანაპიროზე მომხდარ ორ ქარიშხალს, შეიძლება ითქვას, რომ ნორმალური მდგომარეობაა.სავაჭრო პალატამ გასული თვის ივლის-სექტემბერში დაადგინა მშპ-ს 3.8%-იანი წლიური ზრდა. იმატა მომხმარებელთა დანახარჯებმა არაგამძლე პროდუქტებზე, როგორებიცაა საკვები და ტანსაცმელი.
ეკონომიკის ზრდის მინიმალური წლიური მაჩვენებელი, რომელიც 3%-დან 3.5%-მდე მერყეობს, აღმასვლის კარგი ნიშანია. მიუხედავად ყველაფრისა, ინფლაციის პრობლემა ანალიტიკოსების მსჯელობის საგანი გახდა. ფედერალური რეზერვის მონაცემებით, მომხმარებელთა დანახარჯები დაეცა, გარდა საკვების და ენერგეტიკისა და ინფლაციის მოსალოდნელი მაჩვენებელი 1.2% იყო, რაც თავდაპირველ მაჩვენებელზე 0.1%-ით ნაკლებია. ეს ორი წლის მანძილზე ყველაზე დაბალი ინფლაციის მაჩვენებელი იქნებოდა.
ალან სკრაინკა, ბაზრის მთავარ სტრატეგ ედვარდ ჯოუნსთან ერთად აცხადებს, რომ ფედერალურმა რეზერვმა კარგი სამსახური გასწია და საპროცენტო განაკვეთების ზრდით ინფლაციას საშუალება არ მისცა, გავლენა მოეხდინა სისტემაზე.
ფედერალური რეზერვის “ბეიგე ბოოკ” არის ეკონომიკური საქმიანობის შეჯამება, რომელიც შექმნილია ცენტრალური ბანკის პოლიტიკური შეხვედრებისათვის. ფედერალები აცხადებენ, რომ რაიონების უმეტესობაში ეკონომიკა კარგი ტემპით გაიზარდა, მაგრამ ზოგიერთ რაიონში “შერეული” სიტუაციაა. სენტ ლუისისა და ფილადელფიის რაიონებში ეკონომიკის გაუმჯობესების ტემპი დაბალია.
სავაჭრო პალატის მოხსენებაში მომხმარებელთა მთლიანი დანახარჯების წლიური მაჩვენებელი 4.2%-ით გაიზარდა, რამაც გადააჭარბა დაგეგმილ 3.9%-ს. უმნიშვნელოდ შემცირდა მანქანებისა და მაცივრების ყიდვა-გაყიდვა, არაგამძლე საქონლის შემოსავალმა 3.6%-მდე აიწია და გადააჭარბა გეგმურ 2.8%-ს. მომხმარებელთა დანახარჯები დაბინავების სექტორში 8.4%-ია, ბიზნესის საინვესტიციო დანახარჯები კი- 8.8% და მნიშვნელოვნად აჭარბებს გეგმურ 6.2%-ს.
ამასობაში, მესამე მეოთხედში, საყოველთაო მოგება გადასახადების შედეგად 3.7%-მდე დაეცა და შეადგინა 938.5 მილიარდი დოლარი. Bank of America-ს მთავარი ეკონომისტი პიტერ კრეთსმერი აცხადებს, რომ ეს უფრო მეტად ქარიშხლებთან დაკავშირებული დაზღვევის გადასახადების გამო მოხდა, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მოგებამ 9.4% შეადგინა.
პროგნოზების თანახმად, 2006 წლიდან აშშ-ის საბიუჯეტო დეფიციტი კლებას განაგრძობს და 2009 წლისათვის 2004 წლის მაჩვენებლის ნახევარი იქნება – 2004 წელს დეფიციტმა პიკს მიაღწია. ფედერალები Fსაპროცენტო განაკვეთს ზრდიან და თამაში დასასრულს უახლოვდება. ფედერალური რეზერვის თავმჯდომარე ალან გრინსპენი და მისი კოლეგები მოკლევადიანი სესხების საპროცენტო განაკვეთებს მეცამეტედ ზრდიან, მაგრამ მათი მესიჯის თანახმად, თვრამეტთვიანი კამპანია, რომელიც ინფლაციის გასაკონტროლებლად წამოიწყეს, დასასრულს უახლოვდება.
ეკონომისტი დაიან სვონკი: “კარგი სიახლეა, რომ ეს კამპანია დასასრულს უახლოვდება, მაგრამ ცუდია ის, რომ ეს თამაში გრინსპენის გადადგომამდე არ დასრულდება.” გრინსპენი, ვინც ფედერალური რეზერვის თავმჯდომარის პოსტზე 18 წელი გაატარა, მომავალი წლის 31 იანვარს გადადგება და მის ადგილს ბენ ბერნენკი დაიკავებს სენატში მისი კანდიდატურის გამარჯვების შემთხვევაში. მოსალოდნელია, რომ ბერნანკი გრინსპენის პოლიტიკას გააგრძელებს, მაგრამ ანალიტიკოსებს ამ საკითხზე განსხვავებული აზრი აქვთ. სვონკი აცხადებს, რომ ბენ ბერნანკს კარგი შანსი ეძლევა საკუთარი დღის წესრიგის შემოსაღებად.
პოლიტიკოსების აზრით, პროცენტული განაკვეთების მატება გაისად კიდევ ერთხელ ან მეტჯერ არის მოსალოდნელი ეკონომიკის ზრდისა და ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად. ერთი სიტყვით, ანალიტიკოსების ნაწილი ფედერალების მიერ საპროცენტო განაკვეთების ზრდის შეწყვეტას 2006 წლის შუაში ელის, მეორე ნაწილი კი ვარაუდობს, რომ ეს თამაში უფრო დიდხანს გაგრძელდება.
უკანასკნელი მონაცემებით, ეკონომიკა საკმაოდ სწრაფი ტემპით ვითარდება, თუმცა დამანგრეველმა ქარიშხლებმა ენერგეტიკაზე ფასების ზრდა გამოიწვია და ათობით ათასი ადამიანი უსახლკაროდ დატოვა, რამაც მის განვითარებას კვალი დაამჩნია.
მოკლედ, როგორც აღვნიშნეთ, ნავთობის ფასების ზრდა განაპირობა ბუნებრივმა კატაკლიზმებმა კარიბის ზღვაში თუ მექსიკის ყურეში შტორმების სახით და აგრეთვე ჩინეთის ეკონომიკის არნახულმა აყვავებამ, რის გამოც ნავთობპროდუქტებზე ამ ქვეყნის მოთხოვნა გაიზარდა.
ჩინეთის ეკონომიკა ზესწრაფად ვითარდება. მშპ (მთლიანი შიდა პროდუქტი) 2004-2005 წლებში 8.1%-ია; 2005-2006 წლებში ეს მაჩვენებელი 4.5%-დან 5.5%-მდე უნდა იყოს. ქვეყანაში დეფლაციამ 2004-2005 წლებში 0.4% შეადგინა, 2005-2006 წლებში ინფლაციის სავარაუდო მაჩვენებელი 1.5%-ია. ჩინეთის საერთო ჯამური ნამატი 12 მილიარდი დოლარია. შემაჯამებელი საბიუჯეტო დეფიციტი 2005-2006 წლებში 10.5 მილიარდ დოლარს შეადგენს. Pპროგნოზის თანახმად, 2008-2009 წლებში მთლიანი ნამატი 24.9 მილიარდი დოლარი იქნება. 2008-2009 წლისათვის, მთავრობის გეგმის თანახმად, სახელმწიფოს დანაზოგი 323 მილიარდი დოლარი უნდა იყოს. ჩინეთში მოსალოდნელი არ არის საგადასახადო ტარიფების ზრდა. Qქვეყნის პრეზიდენტი ჰუ ჯინტაო აცხადებს, რომ ეკონომიკის სწრაფი ზრდა სხვა ქვეყნებს საშუალებას აძლევს, ისარგებლონ ჩინეთის უზარმაზარი ბაზრით: “ჩინეთის განვითარება სასარგებლო იქნება არა მხოლოდ ჩვენი 1.3 მილიარდი მოსახლეობისათვის, არამედ მსოფლიოსათვის, ჩვენ მას უზარმაზარ ბაზარს და არაჩვეულებრივ შესაძლებლობებს ვთავაზობთ”.
ჩინეთი მსოფლიში უძლიერესი ეკონომიკის მქონე მეორე ქვეყანაა, რომელიც გლობალური პროდუქციის 13%-ს აწარმოებს. მისი მშპ 2004 წელში 9.5% იყო. ქვეყნის ეკონომიკის წარმატება ინვესტიციებსა და ექსპორტზე ორიენტირებული პოლიტიკის შედეგია.
მცირე შეფერხებების მიუხედავად, აზიის ეკონომიკა მაინც ძლიერია. მაგალითად, გლობალური პროდუქციის 6%-ს ინდოეთი აწარმოებს. 2005-2006 წლებში ქვეყნის ეკონომიკური აქტივობა 6%-ით გაიზარდა. ინდოეთის ეკონომიკა უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს შორის მეოთხე ადგილზეა. 2005-2006 წლებში მისი მშპ ინდექსია 8.1%, 2005-2006 წლის ბიუჯეტი – 118 მილიარდი დოლარი, საგადასახადო შემოსავლები 63 მილიარდ დოლარს შეადგენს, ფისკალური დეფიციტი კი – 32 მილიარდს.
მიუხედავად იმისა, რომ 2004 წელს იაპონიის ეკონომიკის ზრდის ინდექსი 2.6% იყო, ქვეყნის ეკონომიკური აქტივობა მცირდება ჩინეთში ინვესტიციების კლებისა და ნავთობზე ფასების მკვეთრი ზრდის გამო, ასევე შემცირებულია ექსპორტიც. შედეგად, იაპონიის ეკონომიკის ზრდა 1%-ით დაბალი იქნება 2005 წელს, 2006-ში კი 1.7%-ით გაიზრდება. მისი ორი მთავარი პარტნიორის, ჩინეთისა და შეერთებული შტატების ეკონომიკური აქტივობის გაზრდა გავლენას ახდენს იაპონიის ეკონომიკის განვითარებაზე.
გონივრული ფინანსური პოლიტიკის გამო ნავთობპროდუქტების გაძვირებას, როგორც საერთოდ ეკონომიკის მულტიპლიკატორს, არ გამოუწვევია ისეთი ინფლაციური ტალღა, რასაც ელოდნენ. მაგრამ სამაგიეროდ, არნახულად გაიზარდა ოქროსა და პალადიუმზე ფასები. ეკონომიკის ზრდაც მოსალოდნელზე გაცილებით დაბალი იყო აშშ-ში, ევროპასა და იაპონიაში.
შეიძლება ითქვას, რომ ევროპაში ზომიერი ზრდა მაინც შეინიშნებოდა. 2004 წელს ევროპის ეკონომიკურმა აქტივობამ, 2003 წელთან შედარებით, მოიმატა. 2003 წელს მისი ზრდის ინდექსი 1% იყო, ხოლო 2004-ში კი – 2.3%. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ზრდის ტენდენცია გაგრძელდება. პროგნოზის თანახმად, 2006 წელს მშპ-ს მაჩვენებელი 2% იქნება. ევროპის ეკონომიკის აღმასვლა მნიშვნელოვნად განაპირობა გერმანიამ, რომელიც ორი წლის მანძილზე ეკონომიკურ სტაგნაციას განიცდიდა. იგი ევროპის პროდუქციის თითქმის 20%-ს აწარმოებს და საბიუჯეტო ნამატი საზღვარგარეთის ქვეყნებიდან მის პროდუქციაზე (ავტომობილები, მანქანა-დანადგარები და ქიმიური მრეწველობის პროდუქტი) დიდმა მოთხოვნამ გამოიწვია. გერმანიის მშპ 2006 წელს 1.4% იქნება, ქვეყანაში საბიუჯეტო დეფიციტი 3%-ია.
კავაკასიის რეგიონში ეკონომიკური ზრდით გამოირჩეოდა აზერბაიჯანი.
ამ ქვეყნის ეკონომიკის მიმდინარე მდგომარეობა ძალიან პოზიტიურია, მისი მამოძრავებელი ძალა კი ნავთობის სექტორში განხორციელებული ინვესტიციებია. 2005 წლის მშპ, გეგმის მიხედვით, 14.5% უნდა იყოს, 2006 წლისთვის – 19.0% და 2007 წელში – 22.0%. ნავთობის ახალი საბადოს ამუშავებით აზერბაიჯანის მთავრობა 2006 წელს ნავთობის ექსპორტის მკვეთრ მატებას ელის. აგრეთვე უნდა დაიწყოს შაჰ-დენიზის საბადოდან ბუნებრივი აირის წარმოება, რაც თავისთავად შეამცირებს გაზის იმპორტს და ხელს შეუწყობს ექსპორტის ზრდას. შემოსავლის გაზრდასთან ერთად შემცირდება სამომხმარებლო იმპორტი და 2006-2007 წლებისთვის მოსალოდნელია მთლიანი იმპორტის კლება.
აზერბაიჯანს სავაჭრო კავშირები აქვს 130 ქვეყანასთან და კავკასიაში ევროპის კავშირის უმსხვილესი პარტნიორია. ბოლო ორი წლის განმავლობაში უცხოური საქონლის ტვირთბრუნვა 25%-მდე გაიზადა და თითქმის 1.6 მილიარდ დოლარს მიაღწია. მომავალში, 10 წლის მანძილზე აზერბაიჯანში უცხოური ინვესტიციები 28.7 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. ქვეყნის ინფლაციის მაჩვენებელი 2005 წლის იანვარ-ივლისის მონაკვეთში 12.1% იყო, სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის იგი 5%-ით გაიზრდება. 2005 წელს საგარეო ვაჭრობის დეფიციტმა 955786.3 დოლარი შეადგინა. A
როგორც იქაურები ფიქრობენ, აზერბაიჯანი მალე ფულში იცურავებს. “ვილა ნობელის” სასახლე აშენებულია 1885 წელს, როდესაც ბაქომ პირველად აუღო გემო ნავთობს. საბჭოთა პერიოდში იგი ნანგრევებად იყო ქცეული, ხოლო დღეს სამ მილიონ დოლარად რეკონსტრუირებული ბრწყინვალე სასახლე ქვეყანაში დასადგურებულ იმედიან განწყობას კიდევ უფრო ამაღლებს. მალე ბაქოდან თერქეთამდე, ხმელთაშუა ზღვის პორტში – ჯეიჰანში გაიგზავნება ნავთობი. დღეში მოპოვებული იქნება 1 მლნ. ბარელი. დამდეგი წლის დასაწყისში ქვეყანაში ნაღდი ფულის უზარმაზარი ნაკადი წამოვა. კომპანია BP-ის პრეზიდენტი აზერბაიჯანში ამბობს, რომ 2010 წლისათვის შემოსავლები ორჯერ გაიზრდება, ხოლო 2006 წლის ეკონომიკაში 20%-იანი ზრდაა მოსალოდნელი.
თუმცა Aაზერბაიჯანი ერთადერთი სახელმწიფო არაა, რომელმაც, ასე ვთქვათ, “ჯეკ პოტი მოხსნა” ნავთობისა და გაზის უწყვეტი პროექტების არსებობით. კასპიის ზღვის გასწვრივ ყაზახეთიც იმკის უცხოური ინვესტიციების ნაყოფს ენერგოსექტორში. მაგრამ დასავლეთი გვაფრთხილებს, რომ სანამ ეს სახელმწიფოები წმენდენ თავიანთ კორუმპირებულ პოლიტიკურ სისტემებს, შავი ოქროს გამო შეიძლება თავბედი იწყევლონ. Aაზერბაიჯანის კორუმპირებული რეპუტაცია დიდ მღელვარებას იწვევს, თუმცა ყველაფრის მიუხედავად, ეს უზარმაზარი პროექტი წინსვლას მოუტანს ქვეყნის ეკონომიკას. “ბაქო თავიდან დაიბადა და მალე ჩვენ სიმდიდრეში ვიცურავებთ” – ასეთია საერთო აზრი.
რუსეთს მსოფლიოს ენერგეტიკულ ბაზარზე მეტად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, რადგან მას მსოფლიოში ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი რეზერვი აქვს. 2004 წელს რუსეთის მშპ დაახლოებით 7.1% იყო. ქვეყნის ეკონომიკის ზრდა დიდად არის დამოკიდებული ნავთობისა და ბუნებრივი აირის ექსპორტზე. 2005 წელს მშპ მაჩვენებელი 5.5% უნდა იყოს და საბიუჯეტო შემოსავალმა, გადასახადების ჩათვლით, მშპ-ს 17.1% უნდა შეადგინოს, ხოლო დანახარჯებმა – 16.2%. 2006 წელს საბიუჯეტო შემოსავალი, საზოგადო გადასახადების ჩათვლით, მშპ-ს 16.7% უნდა იყოს, დანახარჯები კი – 15.2%. რუსეთის საბიუჯეტო ნამატი მიმდინარე წელს მშპ-ს 0.5%-ია.
“დიდი შვიდეულის” ქვეყნებს შორის რუსეთი ამGმაჩვენებლით პირველ ადგილზეა- 6.1%, აშშ – 3,6%, კანადა – 2.7%, იაპონია – 2.3%, გერმანია – 1.6%, დიდი ბრიტანეთი – 1,5%, საფრანგეთი – 1.1%, იტალია – 0.1%. მიუხედავად ამისა, საფრანგეთის შტაბ-ბინის დასკვნით, მომავალ წლებში მოსალოდნელია რუსეთის ეკონომიკის ვარდნა.Aამ ორგანიზაციის ექსპერტების პროგნოზის თანახმად, მისი Gმაჩვენებელი წლეულს იქნება 6.1%, გაისად – 5.7%, ხოლო 2007 წლისთვის – 5.3%. ინფლაციის მაჩვენებელი 11.3%-დან დაიწევს 10.7%- მდე, შემდეგ კი – 10%-მდე, – იუწყება სააგენტო “რია”.
როგორც მოსალოდნელი იყო, წლის ბოლოს მთელ მსოფლიოში გაიზარდა ბუნებრივი აირის ფასი და ერთ კუბურ ფუტზე 20 დოლარს მიაღწია. საინტერესოა, ვინ ადგენს ბუნებრივი აირის ფასებს.
ბუნებრივ აირზე ფასების მატება მრავალი მიზეზით არის განპირობებული. ეკონომიკის ზრდა ავტომატურად იწვევს მის გაძვირებას. ახალ ელექტრონულ დანადგარებს უფრო მეტი საწვავი სჭირდებათ და რადგან ნახშირსა და სხვა ალტერნატიულ ვარიანტებთან შედარებით აირი უფრო სუფთად იწვის და თანაც ნავთობის ფასმაც მოიმატა, ქარხნები ხშირად ნავთობის ნაცვლად ბუნებრივ აირს მოიხმარენ.
აშშ-ის მომმარაგებლები ფასების შესანარჩუნებლად იბრძვიან. მიუხედავად ყველანაირი მცდელობისა, გააუმჯობესონ ბუნებრივი აირის წარმოება, ის მაინც ეცემა, რადგან საუკეთესო საბადოების რესურსები ამოწურულია, რომ არაფერი ვთქვათ ერთმანეთს მიყოლებულ ორ ცნობილ ქარიშხალზე გალფის ყურეში, რამაც სისტემები მწყობრიდან გამოიყვანა და პროდუქციის უზარმაზარი დანაკარგი გამოიწვია.
ბუნებრივი აირის მომმარაგებლები ცდილობენ, სხვაობა პროდუქციის იმპორტით აანაზღაურონ, რომლის უმეტესი ნაწილიც კანადის მილსადენიდან მოდის, მაგრამ ეს რესურსიც უკვე ამოწურულია. თუმცა რჩება ერთი გზა, ბუნებრივი აირის ტანკერებით შემოტანა. ეს კი შექმნილი სიტუაციის ყველაზე სუსტი მხარეა – არ არის საკმარისი ტერმინალები. ბუნებრივი აირი სხვა ქვეყნებიდან ევროპაში იგზავნება, სადაც ასევე მაღალი ფასებია.
ზამთრის გადასატანად აშშ-ის ბუნებრვი აირის მომმარაგებლებს მარაგში 3 მილიარდი კუბური ფუტი აირი აქვთ, რაც გასული წლის მარაგთან შედარებით 5%-ით ნაკლებია.
ერთი სიტყვით, ბუნებრივი აირის ფასების წინასწარი პროგნოზი დიდად არის დამოკიდებული ამინდის პროგნოზზე. მკაცრი ზამთარი მთლიანად ამოწურავს მარაგს. Bბუნებრივი აირის ფასები ასევე დამოკიდებულია საცხოვრებელ ადგილზე: ქვეყნის იმ რაიონში, სადაც ხდება ბუნებრივი აირის წარმოება და აგრეთვე მილსადენებთან ახლოს მისი ფასი ნაკლებია იმ რაიონებთან შედარებით, სადაც აირის გადაზიდვა გემით ხდება.
მრავალი პროექტების დამუშავების მიუხედავად, ამ პრობლემის მოგვარებას წლები დასჭირდება. ენერგეტიკის დეპარტამენტის პროგნოზის მიხედვით, 2010 წლისათვის აშშ აირის იმპორტის მხოლოდ 8%-ს აწარმოებს, ხოლო 2020 წლისათვის – 14%-ს.
“გაზპრომი” – საქართველოს ურთიერთობა იწყება 1990 წლის ბოლოდან, როცა საქართველომ მოლაპარაკება დაიწყო “გაზპრომთან” “გრუზროს-გაზპრომ” სააქციო საზოგადოების კომპანიის შექმნის თაობაზე. მაგრამ 2002 წელს მოლაპარაკებები ქართული მხარის ინიციატივით წყდება, რადგან ოფიციალური თბილისი თვლის, რომ ამ სახის სააქციო საზოგადოების კომპანია ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორზე მავნე გავლენას მოახდენს.
2003 წლის ივლისში “გაზპრომის” დირექტორი ალექსანდრ მილერი საქართველოს საწვავისა და ენერგეტიკის მინისტრ დავით მირცხულავასთან ერთად ხელს აწერს 25 – წლიან შეთანხმებას, რომელიც გაზის მრეწველობაში სტრატეგიული თანამშრომლობის გარდა, პროდუქციის ტრანსპორტირების სისტემის რეკონსტრუქციის საკითხსაც ითვალისწინებს. ქვეყნის ოპოზიცია, ზურაბ ჟვანიას ჩათვლით, ამ შეთანხმებას “ქვეყნის ეროვნული ინტერესების მუხანათურ ღალატს” უწოდებს.
“იტერას” შემდეგ, 2003 წლის 1 ოქტომბრიდან “გაზექსპორტი” საქართველოს გაზით მომარაგებას იწყებს, მაგრამ პროდუქციაზე ფასები არ იცვლება (თბილისს უნდოდა, ორი მომმარაგებელი ჰყოლოდა მაგრამ “გაზპრომმა” არ მისცა “იტერას” დარჩენის საშუალება.
2004 წლის სექტემბერში ზურაბ ჟვანია, რომელიც უკვე პრემიერ – მინისტრის პოსტზეა, “გაზპრომის” დელეგაციასთან სამუშაო შეხვედრას ატარებს, სადაც განიხილება საქართველოს გაზის მრეწველობის პრივატიზაციის საკითხი. “გაზპრომი” “თბილგაზისთვის” 300 მილიონ დოლარს იხდიდა, მაგრამ ქართულ მხარეს 5,4 მილიონი დოლარი სურდა, ამიტომ მოლაპარაკება არ შედგა.
დაგროვილი ვალების გამო “გაზპრომი” (როგორც ერთ დროს “იტერა”) პროდუქციის მიწოდებას რეგულარულად გვიმცირებს. ვალების დაგროვების მთავარი მიზეზი საქართველოს მთავრობის მხრიდან დაბალი დაფინანსება და ღარიბი ბიუჯეტია. აღნიშვნის ღირსია ის ფაქტიც, რომ “გაზპრომი” (როგორც “იტერა”) სწორედ მაშინ წყვეტს საქართველოს მომარაგებას, როდესაც საქართველოსა და რუსეთს შორის პოლიტიკური დაძაბულობა იჩენს თავს. მაგალითად, ასე მოხდა 2004 წლის ივნისში, სამხრეთ ოსეთის ცნობილი მოვლენების დროს – თბილისს გაზის მიწოდება შეუწყდა.
2004 წლის ოქტომბერში “თბილგაზი” და “გაზექსპორტი” ხელს აწერენ შეთანხმებას 2005 წელში საქართველოს გაზით მომარაგების საკითხზე (ფასი 60 დოლარი 1 000 კუბურ მეტრზე). საქართველოს ვალი 2003 წლიდან თითქმის 8 მილიონ დოლარს აღწევს და ჩვენი გადახდისუნარიანობა კვლავ საეჭვოა.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 2006 წელი მთელ მსოფლიოში ჩაივლის შემდეგი ნიშნით – გაძვირებული ენერგორესურსები, ეკონომიკის ზრდის ტემპების დაცემა, ინვესტირების მატება ძვირფას ლითონებში.
მიუხედავად იმისა, რომ ოქროს ფასმა 16 წლის მანძილზე პიკს მიაღწია, ვარაუდობენ, რომ იგი კვლავ გაძვირდება. დოლარის ფასი ეცემა და ოქრო უფრო მეტ ბრწყინვალებას იძენს. ინვესტორებს ურჩევნიათ, ინვესტიციებისთვის მყარი ვალუტა გამოიყენონ და დოლარის დასუსტებისას ისინი ოქროს მიმართავენ ხოლმე, უამრავი დოლარი იხარჯება ოქროს შესაძენად და ამ კეთილშობილი მეტალის ფასიც იზრდება.
როდესაც გადაუმუშავებელი ნავთობი ძვირდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ძვირდება ყველა სამომხმარებლო საქონელი, რაც ინფლაციის პირველი ნიშანია და ამის გამო მსოფლიო პანიკაში ვარდება. ოქრო ინფლაციის საწინააღმდეგოდ საუკეთესო საშუალებად მოიაზრება.
ინდოეთი ოქროს ყველაზე მსხვილ მომხმარებელ ქვეყნად ითვლება. მას თითქმის 13 000 ტონა ოქრო აქვს შესყიდული. მასზე მოთხოვნა მოსახლეობის შემოსავლის მატებასთან ერთად გაიზარდა.
იცით ეკონომიკის პირველი გაკვეთილი? – თუ მოთხოვნა მიწოდებას აჭარბებს, მაშინ პროდუქციაზე ფასების ზრდა გარდაუვალია. ცენტრალური ბანკი, რომელსაც ოქროს დიდი მარაგი აქვს, არ გამოიტანს მას გასაყიდად, რადგან ასეთ შემთხვევაში მისი ფასი დაეცემა. პროდუქციის მიწოდების ნაკლებობის გამო ყვითელი მეტალის ფასმა შეიძლება გადააჭარბოს თავისი ღირებულების ყველაზე დიდ რეკორდს – 850 დოლარს უნციაზე (1 უნცია=28.35 გრ-ს).
ამიტომ მოსალოდნელია ეკონომიკის და მსოფლიო ბიზნესის აზიური ფრთის განვითარება, კაპიტალი და ტექნოლოგიები გადაინაცვლებს ჩინეთში, რომელიც თავისი 8.8 %-იანი ზრდით კვლავ ლიდერი იქნება. სავარაუდოდ, 2006 წელი იქნება ინფლაციის მატების, ეკონომიკის ვარდნის, სამომხმარებლო ნდობის ინდექსის დაცემისა და უმუშევრობის ზრდის წელი.

1

2

3

4

5