ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლოება

რედაქციისაგან
აშშ-ის კონგრესმა მიიღო რეზოლუცია N420-2, რომლითაც ამერიკელებმა პატივი მიაგეს FT-19-ის 27 მფრინავს, რომლებიც 60 წლის წინ უგზოუკვლოდ გაქრნენ ე.წ “ბერმუდის სამკუთხედის” რაიონში ფრენისას. ტელეკომპანია NBCაცხადებს, რომ 27 ნოემბრისთვის ემზადება ახალი დოკუმენტური ფილმის პრემიერისათვის, რომელიც ამ შემთხვევას ეძღვნება.

ამ რეზოლუციის მიღების ინიციატორია დემოკრატი კონგრესმენი კლეი შოუ. გაზეთ Chicago Cronicle-სთვის მიცემულ ინტერვიუში შოუმ თავისი პოზიცია ასე ახსნა: ” ჩვენ არ გვსურს, სენსაციების მოყვარულებივით მოვიქცეთ, რომლებსაც იზიდავთ საიდუმლოებებით მოცული ამბები. პირადად მე ამ ტრაგედიის ბოლომდე გამოძიებას მოვითხოვ, თუნდაც იმიტომ, რომ ამ ეკიპაჟის წევრების ნათესავებს მათი ბედის შესახებ შევატყობინოთ. ეჭვგარეშეა, რომ იქ მართლაც მოხდა რაღაც არაორდინალური, რამაც გამოცდილი მფრინავები კატასტროფამდე მიიყვანა. ოდესმე ჩვენ გამოვიძიებთ ამ საიდუმლოს.”
ოთხი “შურისმაძიებელი”
იდუმალებით სავსე ბერმუდის სამკუთხედი მოიცავს ფლორიდის ნახევარკუნძულის (კი უესტსის), პუერტო რიკოს ჩრდილოეთის და ბერმუდის კუნძულებიდან ყველაზე დიდი კუნძულის მიდამოებს, საიდანაც განხორციელდა პირველი ავადსახსენებელი ფრენა. Aამ შემთხვევამდე მხოლოდ ადგილობრივი მეთევზეები და კაპიტნები ყვებოდნენ უჩვეულო ლეგენდებს. ჯერ კიდევ ესპანელების მმართველობის დროს ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, ბერმუდის სამკუთხედის რაიონში, ცურვა საშიშად ითვლებოდა. ესპანელები, როდესაც მათ კოლონიებიდან ოქრო და ვერცხლი გამოჰქონდათ, ჰავანაში იკრიბებოდნენ და შემდეგ ოკეანით მიემგზავრებოდნენ სამშობლოში. დათვლილია, რომ ბერმუდის სამკუთხედის მიდამოებში ზღვის ფსკერზე დაახლოებით 1 200 ესპანური გემია.
მოგვიანებით სამკუთხედის წყლებში იძირებოდნენ ინგლისური, ფრანგული და ჰოლანდიური გემები. ერთი სიტყვით, ატლანტიკის ამ რაიონს ყოველთვის უფრთხოდნენ, მაგრამ არ არსებობს რაიმე ისტორიული დოკუმენტი, რომელშიც იქ დატრიალებულ მოვლენებზე იყოს საუბარი, თუმცა ახლანდელ დროსთან შედარებით, გასულ საუკუნეებში უფრო მეტი დამამტკიცებელი საბუთის მოძიება შეიძლებოდა.
ინციდენტი, რომელსაც მიეძღვნა კონგრესის განსაკუთრებული დოკუმენტი, მოხდა 1945 წლის 5 დეკებერს, დღისით, როდესაც აშშ-ის ფორტ ლოდერდეინიდან აფრინდა ხუთი ტორპედოიანი ბომბდამშენი FT-19-ის ინსტრუქტორის, ჩარლზ ტეილორის ხელმძღვანელობით. Mმისიის მიზანი იყო ჯგუფური ფრენის ჩვევის გამომუშავება. ფრენის ხანგრძლივობა 3 საათი უნდა ყოფილიყო. ოთხი “ევენჯერი” (შურისმაძიებელი) შემდეგი შემადგენლობით აფრინდა: მფრინავი, შტურმან-ბომბარდირი და მსროლელი-რადისტი. ტეილორის ეკიპაზჟში არ იყო მსროლელი. ტრაგედია უკან დაბრუნებისას მოხდა. ჯგუფის ხელმძღვანელმა კი-უესტის დისპეჩერს გადასცა: ” ჩვენ ექსტრემალურ სიტუაციში ვართ და კურსიდან გადავუხვიეთ.”
40 წუთის შემდეგ ტეილორისგან მიღებული შეტყობინება იმაზე მეტყველებდა, რომ მან გადაუხვია ნაპირისაკენ საწვავის ბოლომდე დახარჯვის მიზნით. Aმას მერე ეს ხალხი არავის უნახავს. რამდენიმე საათის შემდეგ სამი ზღვის პატრული ბომბდამშენი მარტინ PBM-ი გაფრინდა დაკარგულების საძებნელად. ამ მფრინავ ნავებს შეეძლოთ წყალზე დაშვება 3, 4 და 5-ბალიანი ტალღების დროსაც კი და საუკეთესოდ იყვნენ აღჭურვილნი, საწვავის რაოდენობა კი შესაძლებელს ხდიდა, ყოფილიყვნენ ჰაერში 48 საათის განმავლობაში. ერთ-ერთი ასეთი მაშველი თვითმფრინავიც ასევე გაუჩინარდა და თან წაიღო ეკიპაჟის 13 წევრის ბედის საიდუმლო.
“მილიონი მილიონზე”
ადგილობრივმა გაზეთებმა სწრაფად შეიტყვეს მომხდარის შესახებ და ეს ისტორია სწრაფადვე გახმაურდა. ამერიკა შოკში იყო, ხუმრობა ხომ არ არის, ომის დამთავრებიდან 4 თვის შემდეგ იღუპება ხუთი საბრძოლო თვითმფრინავი გამოცდილი ეკიპაჟით, რომლებმაც ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოიარეს წყნარი ოკეანის თავზე, თან როგორი თვითმფრინავები: “ევერჯერი” (შურისმაძიებელი), იაპონური ფლოტის რისხვა, რომელიც ამერიკელებისათვის გამარჯვების სიმბოლოდ მოიაზრებოდა. საიმედო თვითმფრინავები, აღჭურვილი თანამედროვე ნავიგატორული სისტემით, იკარგება ჩვეულებრივ სიტუაციაში, როგორც ავიატორები იტყვიან “მილიონი მილიონზე” და სად! პრაქტიკულად “შიდა გუბეში”, რაიონში, რომლის თავზეც ათასობით ამერიკულ თვითმფრინავს ათიათასჯერ გადაუფრენია გერმანული და იაპონური წყალქვეშა ნავების დასაფიქსირებლად.
აჟიოტაჟს ის ფაქტიც დაემატა, რომ ასობით გემმა და თვითმფრინავმა, რომლებიც 250 000 კვადრატული მილის რადიუსში ეძებდნენ დაკარგულებს, ვერ აღმოაჩინეს კატასტროფის დამადასტურებელი ვერავითარი კვალი. მაშინ გაახსენდათ ძველი ლეგენდები, რომელთა თანახმადაც, დიდი ხნის წინ იცოდნენ, “რომ ეს ადგილი ნაძრახი იყო”. ასევე გაიხსენეს ბრიტანული სატვირთო ლაინერის, BOAC-ის ორი თვის წინანდელი კატასტროფა საეჭვო სიტუაციაში ბარბადოსიდან რეისის შესრულებისას. ოთხმოტორიან მანქანას ხელმძღვანელობდა გამოცდილი საბრძოლო ეკიპაჟი. ფლორიდაში დისპეჩერებმა მხოლოდ რამდენიმე პანიკური ფრაზა გაიგეს, რის შემდეგაც თვითმფრინავი რადარების ეკრანებიდან გაქრა. თუმცა ნაპირზე მისი ნარჩენები გამოირიყა. 23 მგზავრი და 4 მფრინავი დღემდე უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება. Mმსგავსი ისტორიები გარკვეულ დრომდე მიივიწყეს.
ჯამში გამოდის
ამ საკითხში ნამდვილი გადატრიალება მოახდინა 1974 წელში გამოსულმა წიგნმა, რომლის ავტორი ჩარლზ ბერლიცი ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლოებების მცოდნეთა შორის უგვირგვინო მეფედ ითვლება. წიგნის სათაურია “The Bermuda Triangle”” (ბერმუდის სამკუთხედი), რომელიც სწრაფად გადაეგზავნა სხვა გამომცემლობებსაც და რამდენჯერმე განმეორებით გამოიცა. Bბერლიცის წიგნის საერთო ტირაჟმა, სულ მცირე. 20 მილიონს მიაღწია.
ასე გახდა ბერმუდის სამკუთხედი ფართო აუდიტორიისათვის ხელმისაწვდომი თემა. 1978 წელს საბჭოთა გამომცემლობამაც გამოუშვა მისი რუსული ვარიანტი. ბერლიცის მომხრეები და მიმდევრები მუდმივად ეძებენ “მისტიკურობის” დამამტკიცებელ საბუთებს. მაგრამ რასთან გვაქვს საქმე სინამდვილეში? ამაზე სტატისტიკა მოგვითხრობს.
ბერმუდის სამკუთხედის შესახებ ლიტერატურაში დეტალურად არის აღწერილი 50 თვითმფრინავის გაქრობის შემთხვევები. ზოგიერთ ნაშრომში კი საკმაოდ ბურუსით არის მოცული კიდევ 40 თუ 50 შემთხვევა. ჯამში გამოდის 100 ფაქტი. ბევრია ეს თუ ცოტა? Aარ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისინი 100 წლის განმავლობაში მოხდა, ანუ საშუალოდ წელიწადში ერთი შემთხვევა. ეს, რა თქმა უნდა, ცოტაა იმ რაიონისთვის, რომელსაც ყველაზე მეტი საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტი ჰყავს და იახტის მფლობელების საყვარელი ადგილია სათევზაოდ.
სხვათა შორის, მას შემდეგ, რაც ამ ადგილებში თანამედროვე რეაქტიულმა ლაინერებმა დაიწყეს ფრენა, სამგზავრო თვითმფრინავების დიდი კატასტროფა არ მომხდარა, სამკუთხედის ბოლო მსხვერპლი 1965 წელს გახდა მძიმე სატვირთო თვითმფრინავი თ-119.
FT-19-ის ჯგუფის დაღუპვის ამბავი კვლავ თავსატეხად რჩება. ტელეკომპანია NBC-იმ მიმდინარე წელს განაცხადა, რომ საკუთარი სახსრებით გაუშვა ექსპედიცია კატასტროფის რაიონში. ფილმის პრემიერა დაინიშნა 27 ოქტომბერს. როგორც პროდიუსერები ამბობენ, ამ ექსპედიციამ პასუხებზე მეტი კითხვები წამოჭრა.