საწარმოს პოტენციალური გაკოტრების შეფასება

ზ. ღუდუშაური, ნ. ლაზვიაშვილი, მ. ფარცვანია

საქართველოს კანონით “გაკოტრების შესახებ” “გაკოტრება ეს არის მოვალის უუნარობა, დააკმაყოფილოს კრედიტორების მოთხოვნები საგადამხდელო სახსრების უკმარისობის გამო”. მაშასადამე, თუ საწარმო ვერ ასრულებს ვალდებულებებს თავის მევალეებისა /კრედიტორები/ და ბიუჯეტის წინაშე, იგი გაკოტრების სუბიექტი ხდება.

გაკოტრების სუბიექტი შეიძლება გახდეს ნებისმიერი საწარმო მისი კუთვნილებისა /სახელმწიფო, კერძო/ და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის /შპს, სპს, სააქციო საზოგადოება და ა.შ./ მიუხედავად.

საწარმო გაკოტრებულად ითვლება მხოლოდ მას შემდეგ, როცა ამ ფაქტს ცნობს საარბიტრაჟო სასამართლო ან სასამართლო. ეს უკანასკნელი გარკვეული პროცესული საკითხების მოგვარების შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას საწარმოს სახელმწიფო რეგისტრაციის რეესტრიდან ამოღების შესახებ, რაც, იმავდროულად, საწარმოს ლიკვიდაციასაც ნიშნავს.

ცხადია, არც ერთ საწარმოს არ უნდა ეს ბედი ეწიოს. ეს არ მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მმართველი გუნდი შეძლებს საწარმოს ეფექტიან ფინანსურ მართვას. ამაში, უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება იმ კანონზომიერებათა ცოდნა, რომლებიც მოქმედებენ ფირმის ფინანსების სფეროში და შემდეგ შეიძლება მათი პრაქტიკული გამოყენება.

გაკოტრების თავიდან ასაცილებლად საწარმოს ფინანსურმა მენეჯერმა უნდა აკონტროლოს შემდეგი ფაქტორები:
1. ძირითადი საქმიანობის უარყოფითი შედეგი (ზარალი);
2. საბრუნავი სახსრების ნაკლებობა;
3. სიძნელეები კომერციული კრედიტების მიღებაში;
4. სამეურნეო საქმიანობიდან ფულადი სახსრების შემოსვლის შემცირება;
5. საწარმოს მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებზე საბაზრო ფასის დაცემა;
6. ვადიანი ვალდებულებების დაფარვის შეუძლებლობა.

საწარმოს ფინანსური მდგომარეობის რაოდენობრივი პარამეტრების დასადგენად და გაკოტრების ნიშნების გამოსავლენად, საჭიროა, მორიგი ბუღალტრული ბალანსის შედგენის შემდეგ დაანგარიშდეს და შეფასდეს შემდეგი კოეფიციენტები:

1

2

საერთაშორისო პრაქტიკაში საწარმოს გაკოტრების ალბათობის გამოსაანგარიშებლად გამოყენებულია ე. ალტმანის ფორმულა ე.წ. “Z-ანგარიში” (1).თუ სათანადო გაანგარიშების შემდეგ აღმოჩნდა, რომ “Z-ანგარიში” ტოლია ან ნაკლებია 1, 8-ზე, მაშინ საწარმოს გაკოტრების ალბათობა ძალზე მაღალია, თუ იგი 1,8-დან 2,7-ის საზღვრებშია, მაშინ გაკოტრების ალბათობა მაღალია, 2,8-დან 2,9-მდე მნიშვნელობისას შესაძლებელია, ხოლო როცა “Z-ანგარიში” 3-ის ტოლი, ან მასზე მეტია, მაშინ საწარმოს გაკოტრება ნაკლებად შესაძლებელია.

საზღვარგარეთ გაკოტრების საშიშროებას აფასებენ აგრეთვე ძნელად სარეალიზაციო აქტივების დაფინანსების კოეფიციენტითაც. იგი იანგარიშება ფორმულით (2): 3

ფორმულაში X – არის სასაქონლო-მატერიულ ფასეულობათა მარაგ YY – ბრუნვის გარეშე აქტივები; A – საკუთარი სახსრები; BB – გრძელვადიანი კრედიტები; P P – მოკლევადიანი კრედიტები.
თუ X + Y>AA + B + P – გაკოტრების ალბათობა ძალზე მაღალია.
X +Y = A + B + P – მაღალია.
X +Y< A + B - შესაძლებელია. X +Y< A - ძალზე დაბალია. საწარმოთა გაკოტრების ალბათობის გამოსათვლელად რუსეთმა დამოუკიდებელი მეთოდიკა შეიმუშავა (3). მასში შევიდა სამი ფინანსური მაჩვენებელი: 1. მიმდინარე ლიკვიდობის კოეფიციენტი; 2. საკუთარი სახსრებით საწარმოს უზრუნველყოფის კოეფიციენტი; 3. გადამხდელუნარიანობის აღდგენის (დაკარგვის) 4-1კოეფიციენტი.

4-1

5

მათი ანგარიშის მეთოდიკა ასეთია: 1. მიმდინარე ლიკვიდობის კოეფიციენტი:
2. საკუთარი სახსრებით უზრუნველყოფის კოეფიციენტი:
3. გადამხდელუნარიანობის აღდგენის (დაკარგვის) კოეფიციენტი:

ჩვენი აზრით, გაკოტრების ალბათობის ანგარიშის რუსეთის მეთოდიკა ჩვენთვის უფრო მისაღებია შემდეგი მიზეზების გამო:
1. ჩვენი და რუსეთის საწარმოების ბიზნესგარემო თითქმის ერთნაირია, რასაც ვერ ვიტყვით ამერიკულ საწარმოებზე;
2. ფინანსური კოეფიციენტების რუსეთის ნორმატივები ჩვენი საწარმოების დღევანდელ მდგომარეობას უფრო შეესაბამება, ვიდრე ამერიკული ნორმატივები. ამერიკული ე. ალტმანის “ძ-ანგარიშის” მიხედვით, ყველა ჩვენი საწარმო გაკოტრების მაღალ ზონაში მოხვდება, იმიტომ რომ არ აქვთ გაუნაწილებელი მოგება, ნასესხები სახსრები მეტი აქვთ საკუთარ სახსრებზე და ა.შ.

გაკოტრების ალბათობის დადგენის რუსული მეთოდიკის მიმართ ჩვენი მონიშვნა იმაში მდგომარეობს, რომ იგი უნდა ვრცელდებოდეს არა მხოლოდ სახელმწიფო, არამედ კერძო საწარმოებზეც.

ჩვენ ვთვლით, რომ მანამ, სანამ საქართველოში დამუშავდებოდეს საწარმოთა გაკოტრების ალბათობის ანგარიშის საკუთარი, ქართულ პირობებთან უფრო მისადაგებელი მეთოდიკა, უნდა იქნას გამოყენებული მისი რუსული ვარიანტი.

დასანანია, რომ ამჟამად საქართველოში არც იმაზე ფიქრობენ, რომ შექმნან გაკოტრების ალბათობის ანგარიშის საქართველოს პირობებთან მისადაგებული მეთოდიკა და არც პრაქტიკულად რომელიმე უკვე არსებულ /ამერიკული, რუსული/ მეთოდიკას იყენებენ. ჯერჯერობით ამ საკითხში სრული წყვდიადი მეფობს. ჩვენი აზრით, აუცილებელია ვისწავლოთ საწარმოთა ფინანსური მართვა. ამისათვის სახელმწიფო დონეზე უნდა გადაწყდეს საერთაშორისო საბუღალტრო და საფინანსო სტანდარტების მცოდნე სპეციალისტებით დაკომპლექსებული ანალიტიკური ცენტრებისა და კონსალტინგური ფირმების გახსნის საკითხი, სადაც ინდივიდუალური და ჯგუფური წესით მოეწყობა ამ საკითხების სწავლება /ლექციები, კონსულტაციები, პრაქტიკული მეცადინეობები/ დაინტერესებულ პირთათვის.