მსოფლიო ეკონომიკა 2007 წლის დასაწყისში

რედაქციისაგან
2007 წელი ნავთობის ფასების სერიოზული ვარდნით დაიწყო, თუმცა ის პროგნოზირებადი მონაცემების ფარგლებშია. მიუხედავად აშშ-ის მთავრობის განცხადებისა, რომ რეზერვების სერიოზულ შევსებას აპირებს და ევროპაში დამთავრდა თბილი ზამთრის პერიოდი, აცივდა, ოპეკის მხრიდან არაერთი მუქარისა, რომ კიდევ ერთხელ შეამცირებს მოპოვების კვოტას და რუსეთის არასტაბილური მიმწოდებლის სტატუსს, მისი ფასი 49-55 დოლარი შორის მერყეობს. მოსალოდნელია, რომ ამ არეალში დარჩება მთელი კვარტალი.
– მეორე მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორი აშშ-ისა და ევროპის ეკონომიკების ზრდის ტემპების დამაიმედებელი მონაცემებია, ჩინეთის ეკონომიკის 2006 წლის 10.7% მაჩვენებელთან ერთად.
– მესამე, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დავოსში განიხილეს ენერეგოუსაფრთხოების საკითხები, აქ რუსეთი ისევ ცდილობს ევროპაზე ზეწოლას და ვერ თანხმდებიან საერთო პრინციპებზე.
რა ხდება კონკრეტულად მსოფლიო ბაზარზე და წამყვანი განვითარებული ქვეყნების ეკონომიკებში და რას უნდა ველოდოთ 2007 წლის პირველ კვარტალში.
ამერიკის შეერთებული შტატები
2006 წლის დეკემბერში სამომხმარებლო ფასების ინდექსი აშშ-ში წლიური გაანგარიშებით 2.6%-ით გაიზარდა. საშინაო კომპონენტის ზრდის ტემპი, რომელიც სამომხმარებლო ფასების ინდექსის 42,4%-ს შეადგენს, გაიზარდა და ყოველთვიური გამოთვლებით 0,4% შეადგინა, საცხოვრებელ ფართზე გადასახადის მომატების, ბუნებრივ აირსა და წყალმომარაგებაზე ფასების ზრდის ხარჯზე. დეკემბერში ფასები სასტუმრო მომსახურებასა და საცხოვრებელ ფართზე 0,4%-ით გაიზარდა და შესაბამისად ყოველთვიურად 0,5%-ით გადიდდა. ეს ზრდა განაპირობა საცხოვრებელ ფართებზე წლიური გაანგარიშებით 4,3%-მა ზრდამ. ამგვარი მკვეთრი ზრდის შემდეგ ფასები უძრავი ქონების სადაზღვევო მომსახურებაზე 1,0%-ით შემცირდა. იმავე პერიოდში ფასი ბუნებრივ აირზე 3,9%-ით გაიზარდა, ხოლო ფასები ელექტროენერგიაზე უცვლელი დარჩა. ბოლო 12 თვის მანძილზე ფასები ელექტროენერგიაზე 7,5%-ით გაიზარდა, ხოლო ბუნებრივ აირზე 14,2%-ით შემცირდა. ბენზინზე 8,0%-იანი ფასის მატების გამო ყოველთვიურად თხევად საწვავზე ფასი 3,2%-ით გაიზარდა რამაც განაპირობა ამ მაჩვენებლის წლიური 2,4-პროცენტიანი ზრდა. ფასები კომუნალურ მომსახურებაზე იზრდება როგორც თვიური, ასევე წლიური გამოთვლებით. დეკემბერში ტანსაცმელზე ფასები 0,6%-ით გაიზარდა, რაც დაკავშირებული იყო ფეხსაცმლებზე 0,7%, 1,0% და 0,4%-იანი ფასების ზრდით, ხოლო საბავშვო ტანსაცმელზე ფასები 2,0%-ით შემცირდა. დეკემბერში პროდუქტებსა და სასმელებზე ფასები არ შეცვლილა, რამაც უზრუნველყო ამ მაჩვენებლის წლიური გამოთვლებით 2,2%-იანი ზრდა. ფასები ხილსა და ბოსტნეულზე 1,5%-ით შემცირდა თვიური გამოთვლებით. ამავე პერიოდში კარაქზე ფასმა ასევე 0,6%-ით იკლო. საახალწლო და საშობაო დღესასწაულების მიუხედავად, ალკოჰოლურ სასმელებზე ფასები 0,2%-ით შემცირდა. თვიური გამოთვლებით, ფასები სამედიცინო დახმარებაზე მხოლოდ 0,1%-ით და წლიური გამოთვლებით 3,6%-ით გაიზარდა, მედიკამენტებზე ფასების შემცირების გამო. მედიკამენტებზე ფასები თვიური გამოთვლებით 0,2%-ით შემცირდა. დეკემბრის თვეში საწვავზე ფასების ვარდნამ გამოიწვია ავიაბილეთებზე ფასების 2,4%-ით შემცირება. ბილეთებზე ფასის შემცირებამ გამოიწვია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაიაფება. ფასები ახალ და ნახმარ ავტომობილებზე 0,9%-ით და წლიური გამოთვლებით 2,2%-ით შემცირდა, რაც კომპენსირებული იყო ავტომობილების ტექნიკური მომსახურების ფასების ზრდით. დეკემბერში კომპიუტერებზე, კომპიუტერულ აქსესუარებზე და პროგრამულ უზრუნველყოფაზე ფასების 1,8%-ით შემცირების ხარჯზე, საკომუნიკაციო მომსახურებაზე ფასები 0,2%-ით შემცირდა. სწავლის მომსახურეობაზე ფასები 0,5%-ით გაიზარდა რაც გამოწვეული იყო განათლებასა და სასწავლო ლიტერატურაზე ფასების 0,5%-იანი ზრდით. სამომხმარებლო ფასების ინდექსი, კვების პროდუქტებისა და საწვავის გარდა, გაიზარდა 0,2%-ით თვიური, ხოლო წლიური გამოთვლებით – 2,6%-ით (ცხრილი #1 და სურათი #1)
თვიური გამოთვლებით, იმპორტირებულ საქონელზე ფასები 1,1%-ით გაიზარდა, დეკემბერში იმპორტირებულ ნავთობპროდუქტებზე კი 4,8%-ით. ამავე პერიოდში თვიური გამოთვლებით ფასები ნავთობზე გასული წლის ნოემბერში 1,8%-იანი შემცირების შემდეგ 5,3%-ით გაიზარდა. მთლიანად საწვავზე ფასები გაიზარდა 5,2%-ით თვიური გამოთვლებით და 1,4%-ით წლიური გამოთვლებით. დეკემბერში ფასები იმპორტირებულ მოწყობილობებზე და არაენერგეტიკული წარმოშობის სამრეწველო დანიშნულების საქონელზე, წინა წლის ნოემბერში 4,05-იანი ზრდის შემდეგ, კიდევ 1,5%-ით გაიზარდა თვიური გამოთვლებით. ფასები იმპორტირებულ გადაუმუშავებელ ლითონებზე და ლითონის ნახევარფაბრიკატებზე 1,1%-ით გაიზარდა თვიური გამოთვლებით და წლიური გამოთვლებით მისი 34,4%-იანი ზრდა განაპირობა. მესამე თვეა რაც ფასები სამშენებლო მასალებზე კლებულობს. დეკემბერში დაფიქსირებული იყო 0,3%-იანი შემცირება თვიური გამოთვლებით, რაც ბაზარზე უძრავი ქონების ფასის კლების და ბინათმშენებლობის მოცულობის შემცირების შედეგია. იმპორტირებული კვების პროდუქტებისა და სასმელების ფასები თვიური გამოთვლებით 0,6%-ით და წლიური გამოთვლებით 4,1%-ით გაიზარდა, რაც სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე ფასების 1,0%-იანმა მატებამ გამოიწვია.
დეკემბერში ექსპორტირებულ საქონელზე ფასები 2006 წლის ნოემბერში 0,4%-სა და 2005 წლის დეკემბერში 0,1%-თან შედარებით 0,7%-ით გაიზარდა, შესაბამისად (ცხრ.1) წლიური გაანგარიშებით. ექსპორტირებულ საქონელზე ფასების ზრდამ 4,6% შეადგინა. ექსპორტირებულ საქონელზე ფასების მატების ძირითადი საფუძველი გახდა ფასები სამრეწველო დანადგარებზე და როგორც ხანგრძლივი, ასევე ხანმოკლე სარგებლობის საქონელზე, რომელიც დეკემბერში 2,5%-ით გაიზარდა. სამრეწველო დანადგარებზე და როგორც ხანგრძლივი, ასევე ხანმოკლე სარგებლობის საქონელზე ფასების ზრდა საწვავზე ფასის 4,2%-ით მატებამ განაპირობა. ასევე გაიზარდა ფასები ექსპორტირებულ სამშენებლო მასალებზე. დეკემბერში ფასები სამრეწველო დანადგარებსა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონელზე თვიური გამოთვლებით 3,0%-ით გაიზარდა. ექსპორტირებული წარმოების სახსრების ფასები, რომელთა წილი ექსპორტირებული საქონლის 39,6%-ს შეადგენს, თვიური გაანგარიშებით 0,1%-ით და წლიური გამოთვლებით 1,2%-ით გაიზარდა. ეს მატება განპირობებულია ტრანსპორტზე 0,4%-ით და ელექტროდანადგარებზე 0,2%-იანი ზრდით. ექსპორტირებულ კვების პროდუქტებსა და სასმელებზე ფასები, თვიური გამოთვლებით, 13,5%-ით გაიზარდა, რაც გამოიწვია სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე ფასების 15,3%-ით მომატებამ. პირველად ბოლო რამდენიმე კვარტალში ფასები ავტომობილებსა და ავტონაწილებზე, თვიური გამოთვლებით, 0,3%-ით გაიზარდა.

3
დეკემბერში მზაპროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, თვიური გამოთვლებით, 0,9%-ით გაიზარდა, ხოლო წლიური გამოთვლებით კი – 1,2%-ით, რაც გამოიწვია ბენზინზე ფასების 7,1%-ით და საწვავზე 4,0%-ით მომატებამ, შესაბამისად თვიური გამოთვლებით, იმავე პერიოდში ფასები ხილზე 26,3%-ით და ბოსტნეულზე 21,7%-ით გაიზარდა (ცხრ.1). შესამჩნევად გაიზარდა ფასები შუშის ჭურჭელზე, კვერცხზე და ფრინველის ხორცზე. ზემოთ ჩამოთვლილ საქონელზე ფასების მატება ნაწილობრივ კომპენსირებული იყო ძროხის ხორცზე ფასების 2,4%-ით და უალკოჰოლო სასმელებზე 0,5%-ით შემცირებით. დეკემბერში მზაპროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, გარდა კვების პროდუქტებისა და საწვავისა, გასული წლის ნოემბერში 0,7%-ით ზრდის შემდეგ ისევ 0,7%-ით გაიზარდა. დიზელსა და საავიაციო საწვავზე ფასების მატების გამო, ნახევარფაბრიკატებზე, დანადგარებსა და ნედლეულზე ფასები გაიზარდა 0,5%-ით, თვიური გამოთვლების მიხედვით. უჩვეულოდ თბილი ამინდების გამო ფასები ბუნებრივ აირზე, რომელიც განკუთვნილია თბოელექტროსადგურებისთვის, შემცირდა 5,0%-ით, მაშინ როცა სამრეწველო დანიშნულებისთვის განკუთვნილი ბუნებრივი აირის ფასი, თვიური გამოთვლებით 3,0%-ით გაიზარდა.
მაღალი ფასები ნავთობზე, ბუნებრივ აირსა და ლითონებზე გასულ წელს მატერიალიზებული იყო სამომხმარებლო ფასების ინდექსზე. უფრო მეტიც, მოსახლეობის შემოსავლების ზრდამ, შრომის ანაზღაურების მომატებისა და უმუშევრობის შემცირების ხარჯზე, თანდათან გაზარდა ზეწოლა ენერგეტიკის ფასების ინდექსზე. მაგრამ, მეორეს მხრივ, ენერგომატარებლებსა და ბაზარზე უძრავი ქონების ფასების მკვეთრი შემცირება ინფლაციის ტემპის ზრდის შენელებას შეუწყობს ხელს. 2007 წლის იანვრის პირველ ნახევარში, გასული წლის დეკემბერში მნიშვნელოვანი ზრდის შემდეგ, ფასები ბუნებრივ აირზე და ნავთობზე მკვეთრად შემცირდა. ამასთან დაკავშირებით ფინანსური კომპანია “Forex Club�-ის ანალიტიკოსი, არამ სააკიანი თვლის, რომ ახლო მომავალში, სამომხმარებლო ფასების ინდექსი, გარდა კვების პროდუქტებისა და საწვავისა, შესამჩნევად შემცირდება.

ევროზონა
სამომხმარებლო ფასების ინდექსის ზრდამ ევროზონაში, 2006 წლის დეკემბერში 1,9% შეადგინა წლიური გამოთვლების მიხედვით.
წლიური გამოთვლების მიხედვით ინფლაციის ზრდის თემა კვლავ უცვლელია ნოემბერში მისი შესამჩნევი მატების შემდეგ, ეს დაკავშირებული იყო შემდეგ ფაქტორებთან: დეკემბერში სამომხმარებლო ფასების ინდექსის ენერგეტიკული კომპონენტის ფასები წლიური გამოთვლების მიხედვით 2,9%-ით გაიზარდა და ამ მაჩვენებლის ნიშნულმა ბოლო 12 თვის განმავლობაში 7.7% შეადგინა. მიუხედავად თბილი ამინდებისა, რამდენიმე ენერგორესურსის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა, ბუნებრივ აირზე ფასების 10,6%-ით და ელექტროენერგიაზე 5,1%-ით ზრდამ სამომხმარებლო ფასების ინდექსის საერთო მნიშვნელობა გაზარდა 0,13 და 0.07 პუნქტით. ასეთი შესამჩნევი მომატება ნაწილობრივ კომპენსირებული იყო ბენზინზე ფასების 0,4%-ით შემცირებით, თვიური გამოთვლების მიხედვით, რამაც გამოიწვია სამომხმარებლო ფასების ინდექსის 0,1 პუნქტით შემცირება. მეოთხე თვეა, რაც ფასები საწვავზე მცირდება, მიუხედავად გათბობის სეზონისა. მარტო გასული თვის მანძილზე საწვავზე ფასები 0,9%-ით შემცირდა თვიური გამოთვლების მიხედვით და სამომხმარებლო ფასების ინდექსი 0,1 პუნქტით შეამცირა. ევროზონის სტატისტიკური სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული მასალის მიხედვით, ავიაბილეთებზე ფასები 3,9%-ით გაიზარდა თვიური გამოთვლებით. როგორც მოსალოდნელი იყო საშობაო და საახალწლო დღესასწაულებმა ხელი შეუწყო ტურისტული მომსახურეობის ფასების მკვეთრ ზრდას. დეკემბრის თვეში ტურისტული მომსახურეობა, თვიური გამოთვლებით, 17,3%-ით გაძვირდა და ხელი შეუწყო სამომხმარებლო ფასების ინდექსის 0,21 პუნქტით გაზრდას. ეს ზრდა სასტუმრო მომსახურებასა და ავიაბილეთებზე ფასების მომატების შედეგია, რაც ნაწილობრივ კომპენსირებული იყო სარესტორნო მომსახურეობაზე ფასების ზრდით. ფასები სასტუმრო მომსახურებაზე ყოველთვიური გამოთვლებით 4,2%-ით გაიზარდა, რომელთა დადებითმა ეფექტმა ინფლაციაზე 0,06 პუნქტი შეადგინა. მნიშვნელოვანი ზრდის შემდეგ, კვების პროდუქტებზე ფასების ზრდამ იკლო. 2006 წლის დეკემბერში ფასები კვების პროდუქტებზე, წლიური გაანგარიშებით, 2,6%-ით გაიზარდა. კვების პროდუქტების კომპონენტებს შორის ფასების საგრძნობი ზრდა აღინიშნა მხოლოდ ბოსტნეულზე. ბოსტნეულზე ფასების 6,4%-ით მატებამ გაზარდა სამომხმარებლო ფასების ინდექსი 0,07 პუნქტით. ფასები თევზზე 1,4%-ით გაიზარდა. 2006 წლის დეკემბერში წლიური გაანგარიშებით ფასებმა საათებსა და საიუველირო ნაკეთობებზე 11,8%-ით მოიმატა და სამომხმარებლო ფასების ინდექსი 0,05 პუნქტით გაზარდა, იმავე პერიოდში საკომუნიკაციო მომსახურების ფასები 2,7%-ით შემცირდა. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ საკომუნიკაციო მომსახურების წილი სამომხმარებლო ფასების ინდექსში 2,9%-ს შეადგენს, რის გამოც ამ კომპონენტის ნეგატიური ზეგავლენა მხოლოდ 0,13 პუნქტს შეადგენს. უარყოფითი ეფექტი სამომხმარებლო ფასების ინდექსზე, აუდიოვიზუალურ მოწყობილობებსა და ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე ფასების შემცირების გამო, 0,06 პუნქტს შეადგენს, წლიური გაანგარიშებით. სამომხმარებლო ფასების ინდექსი, საკვები პროდუქტების, საწვავისა და სიგარეტების გარდა უცვლელი დარჩა და 1,5% შეადგინა (ცხრ.2)
ევროზონის ქვეყნებს შორის ინფლაციის ყველაზე მაღალი დონე არის სლოვენიაში, საბერძნეთსა და ესპანეთში – 3,0%, 3,2% და 2,7%, ხოლო ყველაზე დაბალი დონეა ფინეთში, სადაც ფასების ზრდის დონემ 1,2% შეადგინა. ინფლაციის ზრდის ტემპი როგორც გერმანიაში, ასევე საფრანგეთში შენელდა. დეკემბრის თვეში სამომხმარებლო ფასების ინდექსი გერმანიასა და საფრანგეთში 1,4% და 1,7% იყო, წლიური გაანგარიშებით, 2005 წლის დეკემბერში 2,1%-ით და 1,8%-ით ზრდასთან შედარებით. მეტიც, გერმანიაში სტრუქტურული რეფორმების გატარების დაჩქარება, კერძოდ, დამატებით ღირებულებებზე საგადასახადო განაკვეთის გაზრდა ამ წელს, ქმნის ინფლაციის ზრდის სრულიად რეალურ შესაძლებლობას. მიუხედავად ფინეთში ინფლაციის ზრდის ტემპის დაბალი დონისა, ამ ქვეყნის წილი ევროზონის სამომხმარებლო ფასების ინდექსში უმნიშვნელოა.
კომპანია “Forex Club-ის ანალიტიკოსის არამ სააკიანის აზრით, ევროზონაში ფასების ზრდის ზომიერი ტემპი განპირობებულია შედარებით მოდუნებული შიდა მოთხოვნით, უმუშევრობის მაღალი დონით და ნავთობზე ფასის დაცემით, რომლებიც ინფლაციური ზეწოლის შეჩერებას წარმატებით აგრძელებენ ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ პროგნოზირებული დონის ფარგლებში. ჩვენი ვარაუდი სამომხმარებლო ფასების ინდექსისა და სამომხმარებლო ფასების ინდექსის გარდა კვების პროდუქტების, საწვავისა და სიგარეტებისა, შორის გარღვევის შემცირების თაობაზე, პირველის შემცირების ხარჯზე, მთლიანად დადასტურდა. ინფლაციაზე დადებითი ეფექტი დამატებით ღირებულებებზე განაკვეთის გაზრდის გამო და წარმოების სფეროში ხელფასების მომატების შესაძლებლობით გერმანიაში მთლიანად იქნება კომპენსირებული ამ წლის დასაწყისში ნავთობზე ფასების მკვეთრი შემცირებით. ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ ველოდებით, რომ ინფლაციის ზრდის ტემპი იქნება ზომიერი და ამ წლის პირველ კვარტალში 2,0%-ს არ გადააჭარბებს (სურათი 2).
დიდი ბრიტანეთი
დიდ ბრიტანეთში, 2006 წლის დეკემბრის თვეში სამომხმარებლო ფასების ინდექსი, 2,7% იყო, რაც 1995 წლის დეკემბრიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია (ცხრ.3, სურ.3). ინფლაციის ტემპის დაჩქარების ძირითადი საფუძველი საწვავზე და ავეჯზე ფასების მკვეთრი ზრდაა. 2006 წლის დეკემბერში დაფიქსირდა სატრანსპორტო კომპონენტის ნიშნულის 1,7%-ით ზრდა, რაც ძირითადად დაკავშირებული იყო ბენზინზე ფასების მომატებასთან, ასევე ავიაბილეთებზე, საზღვაო და სამდინარო სამგზავრო ბილეთების ფასის ზრდასთან. ბენზინზე ფასები 2,3%-ით გაიზარდა, ყოველთვიური გამოთვლებით. დიდი ბრიტანეთის სტატისტიკური სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, დეკემბერში ფასები ბენზინზე 2,0 პენსით გაიზარდა და გახდა ერთ ლიტრზე 87,5 პენსი, 2005 წლის იმავე პერიოდში 3,0 პენსით შემცირების შემდეგ. ამის შედეგად თხევად საწვავზე ფასები 4,7%-ით გაიზარდა, თვიური გამოთვლებით. დეკემბრის თვეში ავიაბილეთებზე, ასევე საზღვაო და სამდინარო სამგზავრო ბილეთებზე ფასები 24,4%-ით და 5,2%-ით გაძვირდა, თვიური გამოთვლებით. მთლიანად სამომხმარებლო ფასების ინდექსზე დადებითმა ეფექტმა, სატრანსპორტო კომპონენტის ტემპის მნიშვნელოვანი ზრდის გამო, 0,2 პუნქტი შეადგინა. ფასები ავეჯზე და საოჯახო ტექნიკაზე 8,7%-ით გაიზარდა თვიური გამოანგარიშების მიხედვით, რაც ზრდის ყველაზე მაღალი ზღვარია 1997 წლიდან. ეს უჩვეულო ზრდა გახდა სამომხმარებლო ფასების ინდექსის 0,11 პუნქტამდე გაზრდის მიზეზი. დეკემბერში ფასები აუდიოვიზუალურ აპარატურაზე 7,5%-ით შემცირდა წლიური გამოთვლებით, ეს მოხდა სათამაშო აპარატებზე და DVD ფლეიერებზე ფასების შემცირების ტემპის შენელების ხარჯზე. კერძოდ, წლიური გაანგარიშებით, ფასები DVD ფლეიერებზე 13,0%-ით შემცირდა, ამ საქონელმა უზრუნველყო სამომხმარებლო ფასების ინდექსის ზრდა 0,06 პუნქტით. თვიური და წლიური გამოთვლებით, ფასები ბუნებრივ აირზე გაიზარდა 1,9%-ით და 39,8%-ით ზოგიერთი კომპანიის მიერ აწეული ფასების გამო, რაც ნაწილობრივ კომპენსირებული იყო წყალმომარაგებაზე ფასების ზრდის შენელებული ტემპით. მთლიანად კომუნალურ მომსახურებაზე ფასების ზრდამ სამომხმარებლო ფასების ინდექსი 0,03 პუნქტამდე გაზარდა. ასეთი მნიშვნელოვანი დადებითი ეფექტი სამომხმარებლო ფასების ინდექსზე კომპენსირებული იყო საკვებ პროდუქტებზე, უალკოჰოლო სასმელებზე, ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე ფასების შემცირებით. კერძოდ, ყოველთვიური გაანგარიშებით საკვებ პროდუქტებზე და უალკოჰოლო სასმელებზე, ფასები მხოლოდ 0,2%-ით გაიზარდა, რაც განაპირობა ხორცზე, თევზზე და პურპროდუქტებზე ფასების ზრდამ, ეს კომპენსირებული იყო ხილზე და ბოსტნეულზე ფასების შემცირებით. წლიური გამოთვლებით, ფასები საკვებ პროდუქტებსა და უალკოჰოლო სასმელებზე 4,6%-ით გაიზარდა, იმავე პერიოდში ფასები უალკოჰოლო სასმელებზე 5,2%-ით გადიდდა, რაც მოხდა ყავაზე, ჩაისა და კაკაოზე ფასების 8,7%-ით მომატების გამო. დეკემბერში ფასები ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე 1,3%-ით შემცირდა, რაც განაპირობა ფეხსაცმელზე 2,0%-ით ფასდაკლებამ. მთლიანად ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე ფასების შემცირებამ სამომხმარებლო ფასების ინდექსის მაჩვენებელი 0,06 პუნქტით შეამცირა.
საცალო ფასების ინდექსი და გადასახადების გარეშე საცალო ფასების ინდექსი, 4,4% და 3,8%-ით გაიზარდა წლიური გამოთვლებით (ცხრ.3). დეკემბერში საცალო ფასების ინდექსი 0,8%-ით გაიზარდა, რაც განპირობებული იყო საწვავზე და ავეჯზე ფასების ზრდის ტემპის მატებით და იპოთეკურ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთის ზრდით. დეკემბრის თვეში საოჯახო კომპონენტებზე ფასები 4,4%-ით გაიზარდა იპოთეკურ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთის ზრდი გამო. ამის შედეგად, საცალო ფასების ინდექსი 0,24 პუნქტით გაიზარდა. იმავე პერიოდში დაფიქსირდა საწვავზე 2,3%-ით ფასის მატება ყოველთვიური გამოთვლების მიხედვით, რაც ნაწილობრივ კომპენსირებული იყო ავტომობილებზე და სადაზღვევო მომსახურებაზე ფასების შემცირებით. კერძოდ, ავტომობილების სადაზღვევო მომსახურებაზე ფასები 0,6%-ით შემცირდა თვიური გამოთვლებით. მაგრამ წლიური გამოთვლებით ეს მომსახურება 2,3%-ით გაიზარდა. ფასები ავტომობილებზე 0,4%-ით შემცირდა თვიური გამოანგარიშებით, რომლის წილიც საცალო ფასების ინდექსზე 0,6%-ს შეადგენს. სატრანსპორტო კომპონენტის მთლიანმა დადებითმა ეფექტმა საცალო ფასების ინდექსში 0,23 პუნქტი შეადგინა. ფასები საოჯახო მოწყობილობებზე 4,5%-ით გაიზარდა თვიური გამოთვლებით, ავეჯზე ფასების მკვეთრი ზრდის გამო. ასეთმა მნიშვნელოვანმა ზრდამ საცალო ფასების ინდექსი 0,09 პუნქტით გაზარდა.
სამომხმარებლო ფასების ინდექსის ნიშნული უკვე მეშვიდე თვეა აჭარბებს ინგლისის ბანკის მიერ პროგნოზირებულ საშუალო ზღვარს, მაგრამ ფინანსური კომპანია “Fორეხ ჩლუბ�-ის ანალიტიკოსის არამ სააკიანის აზრით, სამომხმარებლო ფასების ინდექსის შემდგომი ზრდა, უახლოეს პერსპექტივაში, იქნება შეზღუდული, რადგან ინფლაციის დონის ზრდის ძირითადი წყარო, საწვავის და ნავთობის ფასებია, რომლებიც 2007 წლის იანვარში 13,4%-ით და 7,6%-ით შემცირდა. გარდა ამისა, ახლო მომავალში, თუ მოხდება დასავლეთ ევროპიდან შრომით მიგრაციის მოცულობის შენარჩუნება და ჩრდილოეთ-ამერიკის რეგიონის ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირება, შიდა მოთხოვნა მნიშვნელოვნად შემცირდება და ეს ინფლაციურ ზეწოლას შეასუსტებს.
დიდ ბრიტანეთში 2006 წლის სექტემბერ-ნოემბერში უმუშევრობის დონემ 5,5% შეადგინა და უცვლელი დარჩა წინა პერიოდთან შედარებით (ცხრ. 4). სამი თვის მანძილზე, 2006 წლის სექტემბრიდან მოყოლებული, უმუშევართა რიცხვი 29 000-ით შემცირდა, ხოლო განაცხადები უმუშევრობაზე დახმარების მიღების თაობაზე 5 500-ით შემცირდა და 943 100 შეადგინა. 2006 წლის სექტემბერ-ნოემბერში შრომისუნარიანი მოსახლეობის დასაქმების დონე 0,1%-ით შემცირდა და 74,6% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ აშშ-ისთვის, ევროზონისა და იაპონიისთვის ეს მაჩვენებლები 72,2%, 64,5% და 70,3%-ია. იმავე პეროიდში მუშა-მოსამსახურეთა რიცხვი 14 000-ით გაიზარდა, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 274 000-ით ანუ 1%-ით გადიდდა. 2006 წლის პირველ ნახევარში მნიშვნელოვანი შეკვეცების შემდეგ, 2006 წლის ოქტომბერ-დეკემბერში ვაკანსიების რაოდენობა 2 500-ით შემცირდა და 600 900 გახდა.
2006 წლის სექტემბერ-ნოემბერში ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნა ძირითადად საფინანსო და ბიზნეს-მომსახურების, ასევე მშენებლობის, ენერგეტიკის, განათლების და ჯანდაცვის სფეროებში. კერძოდ, კომპანიებმა, რომლებიც უზრუნველყოფენ ფინანსურ და ბიზნეს-მომსახურების სფეროს შექმნეს 29,000 ახალი სამუშაო ადგილები, კვარტალური გამოთვლებით (ცხრ.4). ამის შედეგად წლიური გაანგარიშების მიხედვით, საფინანსო და ბიზნეს-მომსახურების სფეროში 1,5%-ით, ე.ი 89.000 სამუშაო ადგილით გაიზარდა. დიდი ბრიტანეთის სტატისტიკური სააგენტოს მონაცემებით, წლიური და კვარტალური გაანგარიშებით მშენებლობის სფეროში შეიქმნა 6 000 და 53 000 ახალი სამუშაო ადგილი. განათლების, ჯანდაცვის და სახელმწიფო მმართველობის სფეროებში შეიქმნა სულ 2 000 ახალი სამუშაო ადგილი, ხოლო წლიური გაანგარიშებით, მოცემულ სფეროში შეიქმნა 133 000 ახალი სამუშაო ადგილი, რაც შეადგენს მომსახურების სხვადასხვა სფეროში შექმნილი სამუშაო ადგილების 47,7%-ს. სამი თვის განმავლობაში, 2006 წლის სექტემბრიდან მოყოლებული, კომუნალური მომსახურების და ელექტროენერგიის წარმოების სფეროში 2 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, ბოლო წლის განმავლობაში კი, ამ სფეროში 9 000 ახალი სამუშაო ადგილი იყო შექმნილი. დასაქმება უმთავრესად შემცირდა სასტუმრო-სარესტორნო მომსახურების და ვაჭრობის სფეროში – 5 000 სამუშაო ადგილი. წლიური გამოთვლებით დასაქმების დონის შემცირებამ ამ სფეროში 42 000-ს მიაღწია. ამავე პერიოდში, კომპანიებმა და ორგანიზაციებმა წარმოების სფეროში 39 000 სამუშაო ადგილი შეკვეცეს.
2006 წლის სექტემბერ-ნოემბერში წლიური გამოთვლებით, მოსახლეობის შემოსავლის დონე 4,1%-ით გაიზარდა, ხოლო მოსახლეობის შემოსავლების ზრდის ტემპმა, პრემიების გარეშე, 3,8% შეადგინა, რაც მთლიანად ემთხვევა 2006 წლის აგვისტო-ოქტომბრის თვების მონაცემებს. მოსახლეობის შემოსავლების ზომიერ ზრდას, ეკონომიკაში სრული დასაქმების მდგომარეობის შენარჩუნებასთან ერთად, ინგლისის ბანკის ექსპერტები ხსნიან, 2004 წლის მაისის თვიდან 2006 წლის აგვისტომდე ევროსაბჭოს ქვეყნებიდან ემიგრანტთა მოზღვავებით, რომელთა რიცხვმაც 450 000-ს მიაღწია. შენგენის შეთანხმების მონაწილე ქვეყნების რიცხვის ზრდა, ევროსაბჭოს ახალი წევრ-ქვეყნების ხარჯზე, ხელს შეუწყობს მიგრაციის ზრდას და უეჭველად შეამცირებს ინფლაციურ ზეწოლას.

კანადა
როგორც მოსალოდნელი იყო, კანადის ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომისიამ უცვლელი დატოვა 4,25%-იანი საპროცენტო განაკვეთი. ცენტრალური ბანკის პრეს-რეილიზში ნათქვამია, რომ მსოფლიო ეკონომიკის განვითარების ტემპები ისევ მაღალია მაშინ, როცა აშშ-ის ეკონომიკის განვითარების ტემპებმა იკლო. აშშ-ში სამშენებლო მასალებზე და ავტომობილებზე მოთხოვნის შემცირებამ შეიძლება კანადის მრეწველობის ზრდის ტემპები 1,6%-მდე შეამციროს. 2007 წლის იანვრის თვის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შესახებ მოხსენებაში კანადის ბანკის ექსპერტები კვლავ აკორექტირებენ კანადის პროგნოზირებულ ინფლაციის დონეს და ეკონომიკურ ზრდას. აღნიშნული მოხსენების თანახმად, ამ წლის მანძილზე, დასავლეთ-ტეხასურ ნავთობზე ფასები 59,0 დოლარის ფარგლებში დარჩება, რაც 10,0 დოლარით ნაკლებია პროგნოზირებულ მაჩვენებელზე, მაგრამ მოსალოდნელია 2007 წელს ბუნებრივ აირზე ფასების 8,0 დოლარამდე მომატება. კანადის ბანკის წარმომადგენლების გამოქვეყნებული მოხსენების მიხედვით, 2006 და 2007 წლების მშპ-ის ზრდის მოსალოდნელი დონე – აშშ-ში უძრავი ქონების ბაზარზე და ენერგომატარებლებზე ფასების მკვეთრი შემცირება, ასევე შრომის მწარმოებლურობის დონის შემცირება, მომავალ წელს კანადის ეკონომიკის ზრდის ტემპის შემცირების საწინდარი შეიძლება გახდეს. მშპ-ის ზრდის მოსალოდნელი დონე 2006 და 2007 წლისთვის 2,7%-ს და 2,3%-ს შეადგენს (ცხრ.5). ბოლო სამნახევარი წლის მანძილზე, შრომის წარმოების ზრდა კერძო სექტორში საშუალოდ 1,0%-ს შეადგენდა, რაც განაპირობა 2005 წელს ამ ზრდის მაღალმა დონემ. მაგრამ 2006 წლის პირველ ნახევარში ამ მაჩვენებლის ზრდა 1,8%-ს შეადგენდა. კანადის ბანკის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, შრომის წარმოების ზრდის დონემ 1,5% შეადგინა უახლოეს წლებში, რაც განპირობებული იყო ეკონომიკაში ზოგიერთი სტრუქტურული ცვლილებებით. კერძოდ, ნედლეულზე მაღალი ფასების გამო სამუშაო ძალის და კაპიტალის მნიშვნელოვანი ნაწილი მიმართული იყო ნავთობის, ბუნებრივი აირის და ლითონის წარმოებაზე. ეკონომიკაში ასეთი სტრუქტურული ცვლილებების პერიოდში, შრომის მწარმოებლურობა ბუნებრივია ვარდება. შრომის მწარმოებლურობის ზრდის ტემპის შემცირებასა და ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით მთლიანად უმუშევრობის დონე შემცირდა მინიმუმამდე ბოლო 30 წლის მანძილზე. ეკონომიკის ზრდის ტემპების კლებასა და ნავთობსა და ბუნებრივ აირზე ფასების მკვეთრ შემცირებასთან დაკავშირებით, კანადის ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წევრების უმრავლესობა თვლის, რომ მოსალოდნელია სამომხმარებლო ფასების ინდექსის ზრდის ტემპის შემცირება. ინფლაციის ყველაზე დაბალი დონე მოსალოდნელია 2007 წლის პირველ ნახევარში – 1,1%, ხოლო 2007 წლის მეორე ნახევარში მოსალოდნელია სამომხმარებლო ფასების ინდექსის ზრდა 1,7%-მდე, რაც მნიშვნელოვნად დაბალია აშშ-ში პროგნოზირებულ მაჩვენებელზე. ასევე აღსანიშნავია, რომ შესაძლებელია 2007 და 2008 წლის ინფლაციის დონე 1,4% და 2,0%-ს იყოს.
ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შესახებ, იანვრის თვის პრეს-რეილიზში გამოქვეყნებულმა ინფორმაციამ დაამტკიცა ფინანსური კომპანიის ანალიტიკოსის არამ სააკიანის აზრი იმის შესახებ, რომ როგორც კანადის ბანკის, ასევე აშშ-ის ფედერალურ სარეზერვო სისტემაში საპროცენტო განაკვეთების გაზრდის პოლიტიკა დასრულებულია და სხვაობა საპროცენტო განაკვეთებს შორის უცვლელი დარჩება. გარდა ამისა, ენერგომატარებლების ფასების მკვეთრმა კლებამ, კანადური დოლარის მაღალმა კურსმა და აშშ-ის ეკონომიკის ზრდის ტემპების შემცირებამ შესაძლებელია მნიშვნელოვნად შეამციროს ექსპორტის მოცულობა, რაც კანადის მშპ-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. სავარაუდოდ, ენერგომატარებლებსა და ლითონებზე ფასების თანდათანობითი ზრდის პირობებში, კანადის ბანკის ერთდღიანი კრედიტების საპროცენტო განაკვეთი 2007 წლის პირველ ნახევარში შემცირდება.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial