რედაქტორისაგან

ჯემალ ინაიშვილი

ინვესტიციების შიში სერიოზული რამ ყოფილა! საქართველოში დღეს წვიმის
ნიაღვარის გარდა პირდაპირი ინვესტიციების ნიაღვარია. დადგა დრო, ქვეყანამ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ინექციების გარეშე იცხოვროს. ამის ერთადერთი გზა – პირდაპირი ინვესტიციებია. აბსოლუტურად გასაგებია, რომ ბევრი სიახლე, ჩვენი საზოგადოებისა და ზოგიერთი ექსპერტისათვის უცხოა, ჩვენ ხომ ფაქტიურად სახელმძღვანელოებში თუ წაგვიკითხავს რეალურად ინვესტიციების, პორთფელური ინვესტიციების, რეალური მსოფლიო ბაზრის თამაშის წესების შესახებ და აქედან გამომდინარე, შიშიც ბუნებრივია.

კიდევ ერთხელ ვრწმუნდები იმაში, რომ უმაღლესი განათლების რეფორმა დაჩქარებული ტემპებით არის გასატარებელი და აუცილებელია დასავლური ლიტერატურის დეფიციტის შევსება. აუცილებელია დასავლეთელი სპეციალისტების ჩამოყვანა და ტრენინგებისა და ვორკშოპების გამართვაც. ამის გარეშე გაგვიჭირდება ზოგიერთ ექსპერტს ვედავოთ გარდამავალი ეკონომიკის მართვის არსებულ თუ საჭირო წესებზე. უნდა შევქმნათ ინვესტიციებისა და საფინასო სფეროს მენეჯმენტის ევროპული სკოლა, კიდევე ერთხელ გავიაზროთ მშოფლიოში მიმდინარე ბიზნეს პროცესები და ის სიახლეები, რაც ეკონომიკურმა თეორიამ განიცადა ბოლო 6-7 წლის მანძილზე. თბილისში, ევროპის სავაჭრო პალატების შეხვედრა მოეწყო, ბევრი ვისაუბრეთ ჩვენს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებზე და შედეგებზე. გულწრფელად გეტყვით, ჩვენი უცხოელი კოლეგები აღტაცებული დარჩნენ და აღნიშნეს რომ ახლა სერიოზული სამუშაოები გელითო. განათლების სფეროში საჭირო გარდაქმნებზე ვილაპარაკეთ და ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა დიდი სურვილი გამოთქვეს თავის არსენალში არსებული ყველა ბაზა დაგვახმარონ, იქნება ეს საკანომდებლო, თუ სასწავლო ასპექტები. ასევე მნიშვნელოვანი იყო თავისუფალი ეკონომიკური ზონების თემა, როგორც ინვესტიციების მოზიდვის ერთერთი ხერხი. ეს რთული გზაა, ამ პრობლემებს რამდენიმე კომპონენტის ერთობლიობა წყვიტავს, მაგრამ გინივრული თამაშის წესების შემოღების პირობებში, ქვეყნის საერთაშორისო ბაზრის ორბიტაზე გასაყვანად და იქ მნიშვნელოვანი ადგილის დასაკავაებლად სერიოზული ნაბიჯებია გადასადგმელი. საწყენია, როცა ბევრი ჩვენი კოლეგა და ოპონენტი არგუმენტებით საუბარს თავს არიდებს და მხოლლოდ ზოგადი ფრაზებით და ვარაუდებით შემოიფარგლება.
ამან გვაიძულა შემოგვეღო ისეთი რუბრიკები როგორიცაა: ევროპული მენეჯმენტის სკოლა, იურიდიული ბიურო ბიზნესისათვის, სტუდენტური გვერდი და ა.შ.
ამ ნომერში გთავაზობთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის სტატიას საფონდო ბირჟებზე და მოკლე პოზიციებზე. ეს ის გზაა, ჩვენ ახლა რომ უნდა გავიაროთ და მით უფრო მისასალმებელია როცა სტუდენტური მერხიდან ეზიარები მსოფლიო ბაზრის დეტალების ცოდნას.
იორდანიამ მსოფლიო ეკონომიკის ფორუმს უმასპინძლა და საქართველოს დელეგაცია პრეზიდენტის ხელმძღვანელობით პირველად წარსდგა ამ ფორუმზე. ძირითადი მსჯელობის საგანი მსოფლიოს განვითარების ახალი ტენდენცია და განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკის ინტეგრირების საკითხები და არაბული სამყაროს ახალი საინვესტიციო სტრატეგია იყო. საქრთველო ამ ფორუმზე სულ სხვა დონის პარტნიორად განიხილებოდა და ამ უმდიდრეს ქვეყნების გაერთიანებისათვის ჩვენი ქვეყანა დიდი ინტერესის საგანი გახდა ინვესტიციებისა და ბიზნესისათვის. ეს კონკრეტული სიტყვებია და ქუვეიტის თუ სხვათა მაგალითზე შეიძლება ვთქვათ რომ ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე დაბალანსების მნიშვნელოვანი სისტემით გამოდის.
მესმის რთული და მნიშვნელოვანი პერიოდია ჩვენი ეკონომიკისა და ექსპერტთათვის, მაგრამ, იმედია საქმენი დაარწმუნებენ ურწნმუნოთა…