თანამედროვე ბიზნესის საფუძვლები

რედაქციისაგან

ქართული საგანმანათლებლო სივრცე თანამედროვე ბიზნესის თეორიისა და პრაქტიკის დარგის სახელმძღვანელოების უმწვავეს დეფიციტს განიცდის. ამ თვალსაზრისით საინტერესოა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ს ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის კათედრის გამგის, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ თეიმურაზ შენგელიას 2007 წელს გამოსული სახელმძღვანელო “თანამედროვე ბიზნესის საფუძვლებში”.

ამ სახელმძღვანელოს რედაქტორია ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი რომან გოცირიძე, ხოლო რეცენზენტები პროფესორები: მიხეილ ჯიბუტი და რევაზ გველესიანი. როგორც წიგნის შესავლიდან ჩანს, არქიტექტონიკის აგების პროცესში გათვალისწინებულია ამ საგნის სწავლების ამერიკული და ევროპული გამოცდილება, კენეტუკის (აშშ) უნივერსიტეტის პროფესორების: ა. ლოვენის, ი. სტივენსონის, ს. ტუზოვიკის გამოცდილება და სარეკომენდაციო შენიშვნები.
წინამდებარე სახელმძღვანელოში შესწავლილი და გაანალიზებულია თანამედროვე ბიზნესის უმნიშვლოვანესი თეორიული და პრაქტიკული პრობლემები – საქმიანი ურთიერთობების ფორმები, ბიზნესის გარემო, მისი ეთიკური და სოციალური პასუხისმგებლობა, საერთაშორისო ბიზნესის საფუძვლები, ბიზნესის მართვის პრობლემები, ადამიანური ურთიერთობები ბიზნესში, ბიზნეს-მარკეტინგის საფუძვლები და სხვ.
ამ სახელმძღვანელოს ძირითადი ფასეულობა მდიდარ თეორიულ შინაარსთან ერთად, მისი გამოყენებითი, პრაგმატული ხასიათია, რომელსაც სრულიად დაექვემდაბარა მასში წარმოდგენილი მასალების როგორც შინაარსი, ასევე სტრუქტურა.
სახელმძღვანელო განკუთვნილია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების სტუდენტებისათვის, უნივერსიტეტების ბიზნესის სკოლების მსმენელთათვის. ის ჯეროვნად დაეხმარება ამ სფეროში ცოდნის გაღრმავებაში პრაქტიკოს ბიზნესმენებს და ასევე ყველა იმ პირს, რომელიც დაინტერესებულია ბიზნესის დაწყების, ორგანიზაციისა და მართვის საკითხებით.
ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული სახელმძღვანელო არის ფართო საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი შენაძენი ბიზნესის ადმინისტრირების სწავლების დარგში.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial