საქართველო კორუმპირებული მოხელეების გარეშე

ნინო არველაძე

26 მარტს, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში”, ევროპის საბჭოს პროექტის ფარგლებში”,საქართველოს ანტიკორუფციული სტრატეგიის მხარდაჭერა (GEPAC)” – დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. პროექტი დაფინანსებულია ნიდერლანდების სამეფოს განვითარების თანამშრომლობის სამინისტროს მიერ. ევროპის კავშირი ითვალისწინებს საქართველოს ევროპისაკენ სწრაფვას, რისთვისაც აუცილებელია ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ევროკავშირ-საქართველოს სამოქმედო გეგმაში დასახული მიზნების განხორციელება, ერთ-ერთ მათგანს წარმოადგენს ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ.

პროექტი “საქართველოს ანტიკორუფციული სტრატეგიის მხარდაჭერა”” (GEPAC) მიზნად ისახავს საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერებას ევროპის საბჭოსა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ანტი-კორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების ხელშეწყობას. ასევე, პროექტი უზრუნველყოფს თანამშრომლობასა და მხარდაჭერას, საქართველოს მიერ “კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფის”” (GEPAC) რეკომენდაციების შესრულების მიზნით.
პროექტის მოქმედების პერიოდი 2007 წლის 1 სექტემბრიდან 2010 წლის მარტამდე ვრცელდებოდა, ძირითადი პარტნიორია საქართველოს მთავრობის სახელმწიფო კანცელარია, ხოლო ბენეფიციარები – კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკოორდინაციო საბჭო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
პროექტის განხორციელებასა და მის ზედამხედველობაზე პასუხისმგებელია ეკონომიკური დანაშაულის განყოფილება, კორუფციისა და თაღლითობის წინააღმდეგ მებრძოლი სამმართველო, სტრასბურგში ევროპის საბჭოს გენერალური სამდივნოს ფარგლებში. პროექტის განხორციელებას ასევე უზრუნველყოფს სახელმწიფო კანცელარიაში განთავსებული პროექტის ადგილობრივი გუნდი, რომელიც შედგება ადგილობრივი პროექტის ოფიცრისა და ეროვნული მრჩევლისგან.
ნიდერლანდების სამეფოს განვითარების თანამშრომლობის სამინისტროს მიერ 700 000 ევროს ოდენობის ნებაყოფლობითი შენატანის საფუძველზე შექმნილი ეს პროექტი ხელს შეუწყობს ტექნიკურ თანამშრომლობას სხვადასხვა სამართალდამცავ და აღმკვეთ უწყებას შორის.
ანტიკორუფციული სტრატეგიის მხარდასაჭერად ევროპის საბჭომ საქართველოში კორუფციის აღქმის შესახებ გამოკითხვა ჩაატარა. მთლიანობაში გამოიკითხა ათასი რესპოდენტი მთელი საქართველოს მასშტაბით და 800 სახელმწიფო მოხელე.
გამოკითხული საჯარო მოხელეების 20 პროცენტმა განაცხადა, რომ მათი ხელფასი 500 ლარზე ნაკლებია; 37 პროცენტის განცხადებით ხელფასი 500-დან 750 ლარამდე აქვთ, ხოლო 33 პროცენტის აზრით, მათი ხელფასი 750 ლარზე მეტია. აღსანიშნავია, რომ გამოკითხული საჯარო მოხელეების 10 პროცენტმა აღნიშნულ კითხვას პასუხი არ გასცა. რესპოდენტთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ – 99 პროცენტმა განაცხადა, რომ გასული წლის განმავლობაში მათი ხელფასები დროულად იქნა გადახდილი.
გამოკითხული საჯარო მოხელეების უმეტესობამ განაცხადა, რომ მათი ჯამაგირი 2008 წელს უფრო მეტი იყო, ვიდრე 2007 წელს. რესპოდენტთა 38 პროცენტი მიიჩნევს, რომ კერძო სექტორში უფრო მეტის გამომუშავებას შეძლებდნენ. 13 პროცენტი კი ფიქრობს, რომ საჯარო და კერძო სექტორში ერთიდაიგივე თანხის გამომუშავებას შეძლებდნენ. გამოკითხულთა 5 პროცენტს მიაჩნია, რომ კერძო სექტორში მუშაობისას ისინი უფრო ნაკლები თანხის გამომუშავებას მოახერხებდნენ.
მთლიანობაში, გამოკითხულ საჯარო მოხელეთა უმრაველსობას მიაჩნია, რომ არაკანონიერი გადახდები ძალიან იშვიათია საჯარო სექტორში და იგივე ტედენცია შეინიშნება ადგილობრივი ბიზნესის ლიდერებს, უცხოელ ინვესტორებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მიმართებაში. უფრო მეტიც, რესპოდენტები ზოგადად ძალიან მცირე ცვლილებებს ხედავენ არსებულ სიტუაციასა და იმ სიტუაციას შორის, რომელიც 3 წლის წინ არსებობდა.
რესპოდენტთა 75 პროცენტს მიაჩნია, რომ “მაგიდის ქვეშ”” განხორციელებული გადახდები საჯარო სექტორში არ არსებობს, ხოლო 4 პროცენტმა აღიარა, რომ პრაქტიკა, რომელსაც კომპანიები და საზოგადოების წევრები უხდიან ხოლმე არაკანონიერ გადასახადებს საჯარო მხელეებს “ფართოდ არის გავრცელებული””. იმ რესპოდენტთა რიცხვი, რომელსაც მიაჩნია, რომ გადასახადები გავრცელებულია ბიზნესში, უცხოელ ინვესტორთა საერთაშორისო საზოგადეობაში, გამკითხულთა 1 პროცენტს შეადგენს.

პროექტის ხუთი ძირითადი მიმართულება:
� ანტიკორუფციული პოლიტიკის გამტარებელი ინსტიტუტების უნარიანობის ამაღლება;
� ანტიკორუფციული გეგმის კოორდინირება და მეთვალყურეობა;
� პირველადი და მეორადი კანონმდებლობის შემუშავება და გაუმჯობესება, რომელიც უკავშირდება კორუფციის აღკვეთასა და მის დანაშაულად შერაცხვას;
� პროკურატურის უნარიანობის ამაღლება განსაკუთრებული მასშტაბის კორუფციული ფაქტების გამოძიებასა და დევნაში;
� საცდელ ღონისძიებათა დანერგვა, როგორც კორუფციის აღმკვეთი საშუალებებისა, ინსტიტუციური უნარებისა და ერთობლივი ქმედების გასაძლიერებლად.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი, ვახტანგ ლეჟავა აცხადებს, რომ საქართველოს ანტიკორუფციული სტრატეგია 2005 წელს დამტკიცდა, 2010 წელს კი, დოკუმენტის სახე ფორმატისა და შინაარსის თვალსაზრისით პრევენციაზე ორიენტებული უნდა იყოს. პროექტის ფარგლებში, ანტიკორუფციულმა სტრატეგიამ ტრანსფორმაცია განიცადა. სტრატეგიის პრინციპების გარკვეული ნაწილი საქართველოს რეალობიდან გამომდინარეობს, ნაწილი კი, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს ეყრდნობა.
საქართველოს ანტიკორუფციული სტრატეგია რამდენიმე თავისაგან შედგება, პირველი თავი ეხება საჯარო სამსახურებს. ამ ფენომენის მოდერნიზაციისათვის ბოლო წლებში ბევრი რამ გაკეთდა, შემდეგი თავია მომსახურების გაწევა იმ ადგილებში, სადაც მოხელეებს მოქალაქეებთან ურთიერთობა აქვთ და კონკრეტულ მომსახურებას უწევენ, ვახტანგ ლეჟავა აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია სტრატეგიაში ჩადებული სახელმწიფო შესყიდვები. გამჭვირვალეობისათვის და კორუფციული რისკების შესამცირებლად, მნიშვნელოვანია ელექტრონული მომსახურებისა და ელექტრონული ტენდერების ზრდა. ანტიკორუფციულ სტრატეგიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საჯარო ფინანსებს, ბიუჯეტის ფორმირებასა და მის ხარჯვას, ასევე, საბაჟო და საგადასახადო სისტემას, რაც კორუფციისათვის რისკის სფეროა. პრემიერ-მინისტრის აზრით, აუცილებელია კორპორატიული სტრუქტურების მხრიდან საკუთარ უწყებებში აინტიკორუფციული პოლიტიკის გატარება, რომელიც ზოგადად სამოქალაქო კულტურის ნაწილი უნდა გახდეს. ანტიკორუფციული სტრატეგიის ცენტრში, გასაკვირი არ არის, რომ მოქცეულია მართლმსაჯულების სისტემა – პროცედურების გამარტივება, წარმოების დაჩქარება, ასევე, კომუნიკაციისა და ინფორმაციის გაცემის დონის გაზრდა. სტრატეგიის მეოთხე თავი კანონმდებლობას ეხება – კარგი კანონმდებლობა კორუფციის რისკს ამცირებს. კორუფციაზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას, გამოკითხვის მიხედვით, პოლიტიკური პროცესებისადმი ნდობა საზოგადოების მხრიდან დაბალ მაჩვენებელს აფიქსირებს. აუცილებელია, პოლიტიკური პარტიების დაფინანსება მაქსიმალურად მიუახლოვდეს საერთაშორისო სტანდარტებს.
ცხადია, რომ საჯარო სექტორში გატარებულმა რეფორმებმა აღნიშნული სისტემის ფუნქციონირება გააუმჯობესა, მაგრამ საქართველოს ეკონომიკაში მაინც რჩება კორუფციის რისკის ზონები, ამ მხრივ აუცილებელია მუშაობის გაგრძელება, რათა საქართველო რეალურად იქცეს ბიზნესისა და ინვესტიციებისათვის მიმზიდველი ქვეყანად.