აზიური ინვესტიციების მოლოდინში

აკაკი როგავა

ევროპაში განმეორებითი რეცესიის შიშის გამო ინვესტორები დიდი სიფრთხილით ეკიდებიან ნებისმიერი საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებას. საქართველოს საინვესტიციო სააგენტო სწორედ ამით ხსნის აქცენტის სპარსეთის ყურის ქვეყნებზე გაკეთებას – საინვესტიციო სააგენტოს წარმომა-დგენლები ორი კვირის მანძილზე ჩვენებურ ბიზნეს კლიმატს ქუვეითის, ყატარისა და დუბაის საქმიან წრეებს აცნობდნენ. თუმცა, მიუხედავად ამისა, ცნობილი ხდება, რომ ქართული მხარე დიდ ბრიტანეთში ბიზნეს-ფორუმის ჩატარებასაც გეგმავს. ფორუმი EBღD-ის ყოველწლიური შეკრების ფარგლებში ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი მხოლოდ ბრიტანელი ინვესტორებისათვის არ იქნება განკუთვნილი და ფორუმზე მთელი მსოფლიოს ფინანსური სექტორი იქნება წარმოდგენილი. ძირითადი თემა – ფინანსური, კონკრეტულად კი, საბანკო სექტორი იქნება.

რაც შეეხება შეხვედრებს სპარსეთის ყურის ქვეყნებში, აქ აცენტები უძრავ ქონებაზე, სოფლის მე-ურნეობაზე, ტურიზმისა და ინფრასტრუქტურის განვითარებაზე გაკეთდა, ამ სფეროებით დაინტერესებულ ჯგუფებს კონკრეტული პროექტები წარუდგინეს ქართველებმა. აღსანიშნავია ისიც, რომ საინვესტიციო სააგენტოს თან ახლდა კერძო სექტორიც და კონკრეტული პროეტების წარდგენა მათი მხრიდანაც მოხდა.
ზოგადად ინვესტორებისთვის საქართველოში ენერგეტიკა ყველაზე მიმზიდველი და საინტერესო სფეროა, მაგრამ ნახსენებ ქვეყნებში აქცენტი ტურიზმის სფეროზე გაკეთდა, კერძოდ, ბიზნეს&სჰყ;ცენტრებისა და საცხოვრებელი ფართების მშენებლობაზე თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში.
ინვესტირების შესაძლებლობების მოძიების გარდა, ქართული მხარე სავაჭრო ურთიერთობების დამყარებასც შეეცადა. ქართულმა, საკმაოდ კონკურენტუნარიანმა პროდუქციამ – მინერალურმა წყალმა და ლიმონათმა დიდი ინტერესი გამოიწვია. დაინტერესება ჰპოვა როგორც არაალკოჰოლურმა, ისე ალკოჰოლურმა სასმელებმა. კორეაში იზრდება მოთხოვნა ალკოჰოლურ სასმელებზე და, შესაძლოა, ეს ქვეყანა ქართული ჭაჭისა და წითელი ღვინის მომხმარებელი გახდეს.
საინვესტიციო სააგენტოს თავმჯდომარე, ქეთი ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ ინვესტიციის ჩადება არ არის ერთდღიანი პროცესი, მაგრამ მთავარია, რომ საქართველო საინვესტიციო ქვეყნების რადარის მოქმედების არეალში მოექცა. ამიტომაც, კონკურეტული დასკვნების გამოტანა ნაადრევია, თუმცა 2012 წლის ბოლომდე სააგენტო სერიოზულ შედგებს ელოდება როგორც ვაჭრობის, ისე ინვესტიციების შემოსვლის კუთხით.
ამ ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობების დამყარება იმ თვალისაზრისითაც არის საინტერესო და ორივე მხარისთვის მიმზიდველი, რომ უკვე ხორციელდება პირდაპირ რეისები ყატარსა და დუბაიდან. ეს კი პარტნიორობისთვის არც თუ უმნიშვნელო ბიძგია. სწორედ ამიტომაც, აქტიურობას, ძირითად, შუა აღმოსავლეთსა და აზიიდან უნდა ველოდოთ, ვიდრე ევროპიდან, რადგან ევროპელი ინვესტორები, სიტუაციიდან გამომდინარე, ჯერჯერობით, კაპიტალდაბანდებებს დიდი სიფრთხილით ახორციელებენ.
კორეელ ბიზნესმენებს თბილისმაც უმასპინძლა. აპრილის ბოლოს თბილისში საქართველო-სამხრეთ კორეის ბიზნეს ფორუმი ჩატარდა, რომელსაც 120-მდე კორეული კომპანია ესწრებოდა, ძი-რითადად, მშენებლობისა და ენერგეტიკის პროფილის წარმომადგენლები. ფორუმის ფარგლებში სამხრეთ-კორეული კომპანიებს ადგილობრივი საინვესტიციო პროექტები წარუდგინეს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია 2012 წელს სამხრეთ კორეასთან ახალი ეკონომიკური ურთიერთობების დაწყებას პროგნოზირებს. ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი კახა ბაინდურაშვილი ბიზნეს ფორუმისგან კონკრეტულ შედეგებს უკვე ერთ თვეში ელოდება.
კახა ბაინდურაშვილი, სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი: “ეს სამხ-რეთკორეული კომპანიების პირველი ვიზიტია საქართველოში. სამხრეთ კორეა ინვესტიციების განხორციელების მაჩვენებლის მიხედვით მსოფლიო ათეულში შედის. შესაბამისად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სამხრეთკორეელი ინვესტორები დავაინტერესოთ”.
მართალია, საქართველოში შემოსული პირდაპირი ინვესტიციების მოცულობას ბევრი უკლია მის რეკორდულ მაჩვენებლამდე, რომელიც 2007 წელს დაფიქსირდა, მაგრამ მსოფლიო კრიზისისა და აგვისტოს ომის უკიდურესად ნეგატიური ზეგავლენით გამოწვეული ვარდნა, 2009 წლიდან, მცირედი, მაგრამ მაინც აღმავალი დინამიკით გაგრძელდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2011 წლის მანძილზე განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა. ინფორმაციის თანახმად, გასულ წელს საქართველოში დაბანდებული უცხოური კაპიტალის მოცულობამ 981 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ეს 20 პროცენტით აღემატება 2010 წლის დაზუსტებულ
მონაცემებს. მართალია, გასული წლის მონაცემები წინასწარია, თუმცა მთავრობა მისი გადასინჯვის შემდეგ, მაჩვენებლის ზრდას ვარაუდობს. ყველაზე მთავარი, რასაც მთავრობის წარმომადგენლები და ექსპერტებიც მიუთითებენ ინვესტიციების მაჩვენებლებში ის არის, თუ რა სექტორებში განხორციელდა იგი, რადგან სექტორების ჩამონათვალში მრეწველობის ლიდერობა ცალსახად აისახება ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე, თუმცა საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი კვლავ ძალიან მაღალია. ამ შეუსაბამობის კომენტირებისას, მიმომხლიველები ადგილობრივი მუშახელის დაბალ კვალიფიკაციაზე მიანიშნებენ, რაც ხელს უშლის უმუშევართა დიდი რაოდენობის დასაქმებას მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელებისას.