რა ღირს Facebook?

მოამზადა სიფიკო სიჭინავამ

Facebook-ის საჯარო შეთავაზება სოციალური ინტერნეტის გრანდიოზული გამარჯვება უნდა გამხდარიყო, თუმცა ფინანსურ ჩავარდნად შემოტრიალდა. დღეს ქსელის აქციების თაობაზე ანალიტიკოსები თავიანთ მოსაზრებებს გამოთქვამენ. როგორია პროგნოზები?

უკვე 40 დღეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც Facebook-მა IPO-ს მიმართა, დრო, რომლის განმავლობაშიც უოლ-სტრიტის ანალიტიკოსებს უფლება არ აქვთ გაახმოვანონ აქციებთან დაკავშირებით საკუთარი რეკომენდაციები. Facebook-ის პირველმა ინვესტორებმა ყოველ ჩადებულ დოლარში უკვე გამოიმუშავეს 21 000 დოლარი. რამდენად აქვს Facebook-ს შემდგომი ზრდის შესაძლებლობა? სოციალური ქსელის აქციების პირველადმა განთავსებამ სოციალური ქსელი აქცია კომპანიად, რომლის კაპიტალიზაცია უტოლდება 104 მილიარდ დოლარს, ხოლო ცუკერბერგის ქონება 19 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. თუმცა, მეორე დღესვე კოტირება დაეცა განთავსების ფასს ქვემოთ და “ტექნოლოგიურად” ყველაზე წარმატებული IPO კატასტროფად შემოტრიალდა. როდესაც სო-ციალური ქსელის კოტირება 13%-ით შემცირდა, ინვესტორები შეშფოთდნენ, ხოლო შემდგომ ისინი პანიკამ მოიცვა. როდესაც სამი კვირის შემდეგ აქციები 30%-ით გაიაფდა, ყველაფერი სასოწარკვეთამ ჩაანაცვლა. შემდეგ უამრავმა ექსპერტმა კომპანიის ანგარიშებში “ქექვა” დაიწყო და ერთი მეორის მიყოლებით ყველამ იპოვა მასში იმის ნიშნები, რომ ვარდნა გარდაუვალი იქნებოდა (ივნისის ბოლოს ცოტათი გაიზარდა, 26 ივნისისთვის იგი 33,1 დოლარ ღირდა, 13%-ით ნაკლები განთავსების ფასზე).
Facebook-ის ანგარიში იმით არის აღსანიშნავი, რომ შეიცავს ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებულ საფუძვლებს კომპანიის მომავლის პროგნოზის გასაკეთებლად. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორია განწყობა და ბიზნესის რომელ ნაწილს უყურებთ.
დავიწყოთ პოზოტივით – Facebook-ის ყველაზე დიდი კაპიტალი მისი მომხმარებლის რაოდენობაა, რომელიც დღითი დღე იზრდება და თითქმის მიუახლოვდა 1 მილიარდიან ნიშნულს. 2011 წლისთვის იყო 800 მილიონი აქტიური მომხმარებელი (MAUs – monthly active users – თვეში ერთხელ მაინც ქსელის მომხმარებელი), 2012 წლის მარტის ბოლოსთვის მათი რიცხვი უკვე 901 მილიონია. მაგრამ უკვე აქ კითხვები ჩნდება: Fაცებოოკ თვითონვე აღიარებს, რომ მომხმარებლების რაოდენობის აღრიცხვის მეთოდი უნაკლო არ არის, ტყუილი ან დუბლირებული ექაუნთები შესაძლოა შეადგენდნენ მომხმარებლების 5-6%-ს. გარდა ამისა, აღნიშნავს კომპანია, მობილური მოწყობილობები კომპანიის სერვერებთან ავტომატურ რეჟიმში აკავშირებს მომხმარებლის მონაწილეობის გარეშე, რომელიც განახლებას ამოწმებს. ექაუნთში ასეთ “შესვლას” “მომხმარებლურს” უწოდებენ. მომხმარებლების რაოდენობა, კომპანიის შეფასებით, შეიძლება აღწევდეს დღეში 5%-ს.
თუკი Fაცებოოკ-ის განზოგადებულ მოანაცემებს გადავხედავთ, ნათელია, რომ იგი ახერხებს შეინარჩუნოს მომხმარებლების თითქმის ხაზოვანი ზრდა. მაგრამ თუკი კვარტალურ მაჩვენებელებს ვნახავთ, ჩანს, რომ ზრდის შემცირების ტენდენცია უდავოდ არის: 2010 წელს ახალი მომხმარებლების რაოდენობა საშუალოდ 62 მილიონს შეადგენს კვარტალში, 2011 წელს – 59 მილიონს, 2012 წლის I კვარტალში – 56 მილიონს. ეს უკავშირდება აშშ-სა და კანადაში აქტიური მომხმარებლების ზრდის შემცირებას, რაც საკმაოდ თვალნათელია. ქსელის ჩაშვებიდან 8 წლის შემდეგ ნიშა ახლოს არის გაჯერებასთან – ბოლო წლის ყოველ კვარტალს საშუალოდ 6 მილიონი მომხმარებელი მოჰყავს.
ახალი მომხმარებლების მატება ნელდება ევროპაშიც (იგივე პეიოდში 10 მილიონი ექაუნთი საშუალოდ). დღეს Fაცებოოკ-ის მომხმარებლების ბაზა ფართოვდება, ძირითადად, აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნების მოსახლეობის ხარჯზე. Fაცებოოკ-ის პროსპექტში შემთხვევით არ აღნიშნავენ სოციალური ქსელებისთვის ჩინეთის ბაზრის დახურვის გამო სინანულს. ამასთან, სოციალური ქსელი აცხადებს, რომ უახლოესი ამოცანა არის არა 1 მილიარდი (რაც თითქმის გადაწყვეტილ ამოცანად მაჩნიათ), არამედ 2 მილიარდი მომხმარებელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. თუმცა, მართალია, რუსეთში სოციალური ქსელები დახურული არ არის, მაგრამ ამ ქვეყანაში დიდი პოპულარულობით სარგებლობს ადგილობრივი ქსელი “В Контакте”. Fაცებოოკ, ალბათ, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში შეღწევით ეცდება მომხმარებლების წრის გაფართოებას.
Facebook-ს ბრწყივალე ფინანსური მაჩვენებლები აქვს: 2011 წელს შემოსავლები 88%-ით გაიზარდა 3,7 მილიარდ დოლარამდე, წმინდა მოგება 65%-ით 1 მილიარდ დოლარამდე, მაგრამ, მიუხედავად ამისა, შემოსავლები საერთოდ არ არის დივერსიფიცირებული: 3,7 მილიარდი დოლარიდან 85% 2011 წლის შედეგებით მხოლოდ რეკლამაზე მოდის, ხოლო 12% – საკომისიოზე, რომელიც მიღებულია კომპანია Zynga-ს სათამაშო დამატებებში ვირტუალური საქონლის გაყიდვაზე და მისი რეკლამიდან. სარეკლამო შემოსავლები Facebook-ის ბიზნესისა და მისი შეფასების საკვანძო პარამეტრს წარმოადგენს. მომხმა-რებლების ზრდის მცირეოდენი შემცირება უკვე აისახა ფინანსურ მაჩვენებლებზე. ანალიტიკოსების გამოთვლით, Facebookთითო მომხმარებლიდან 1,17 დოლარს იღებს, ხოლო ხარჯავს 0,75 დოლარს (2012 წლის I კვარტლის მონაცემები). წმინდა კვარტალური მოგება გამოდის 0,23 დოლარი თითო მომხმარებლიდან. თუმცა ხარჯები სწრაფად იზრდება, 2011 წლის I კვარტალთან შედარებით ხარჯები 49%-ით არის გაზრდილი, ხოლო შემოსავლები 9%-ით. თითო მომხმარებლიდან შემოსავალი შემცირებულია 34%-ით. თუმცა ამ მაჩვენებლებს თუ სხვა ინტერნეტ-კომპანიების მონაცემებს შევადარებთ, Fაცებოოკ ცუდად არ გამოიყურება.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ თითო მომხმარებლიდან შემოსავალი იმ შემთხვევაში გაიზრდება თუ Facebook ისწავლის იმ ტრაფიკის მონეტიზებას, რომელიც მობილური მოწყობილობიდან მოედინება. მაგალითად, 2012 წლის მარტში მთელი აუდიტორიის ნახევარზე მეტი სოციალურ ქსელში შესასვ-ლელად მხოლოდ მობილურ მოწყობილობებს იყენებდა. ამასთან, ზედმეტი არ იქნება აღინიშოს, რომ ერთი წლის მანძილზე მობილურის მომხმარებლები 69%-ით გაიზარდა. მაგრამ საქმე იმაშია, რომ რეკლამა, რომელიც Facebook-ის შემოსავლების ძირითადი წყაროა, მობილურ მოწყობილობებში არ ჩანს. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მობილური ინტერნეტი ისე სწრაფად ვითარდება, რომ არც ერთი ინტერნეტ-კომპანია ამისთვის მზად არ აღმოჩნდა. მობილურ რეკლამასთან დაკავშირებული გაურკვევლობის გამო Facebook-ის შემოსავლების ზრდის პროგნოზირება რთულია. ზოგიერთი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ Facebook-ის შემოსავლები 2012 წლისთვის 35,3%-ით შემცირდება (2011 წელს იგი 87,9%-ით გაიზარდა), 2017 წელს 23,6%-მდე. 2017 წელს კომპანია გამოიმუშავებს 18,3 მილიარდს 11,5 მილიარდიანი ხარჯის ფონზე.
მსოფლიოში შექმნილი ეკონომიკურად არაჯანსაღი სიტუაციის ფონზე, თანამედროვე მსოფლიოში არ არის სხვა ისეთი დარგი, როგორიც ინტერნეტია, რომელიც წლიდან წლამდე დამაჯერებლად იზრდება, სტაბილურად ზრდის შემოსავლებს, ქმნის სამუშაო ადგილებს და, ინვესტორებისთვის რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, წარმატების შემთხვევაში, ფანტასტიკური მოგება მოაქვს. ინტერნეტში ინვესტირებას ექსპერტები ოქროს ციებ-ცხელებას ადარებენ, მაგრამ ამ კლონდაიკთან თავის დროზე უნდა მიხვიდე, სანამ უდაბურ ადგილებში იშვიათი მარტოხელები დაეხეტებიან, რომლებიც ოქროს პო-ვნაში გამართლების იმედით იღებენ სინჯებს. მერე უკვე გვიან იქნება. მსოფლიო ქსელებში გაბნეულ ობიექტებს შორის ინვესტირების ღირსი ძალიან ცოტაა, ამიტომაც ყოველი ახალი IPO აჟიოტაჟურ მოთხოვნას იწვევს. აქციების კურსის ვარდნაც კი არ აჩერებს ინვესტორებს, რომლებთაც წარმატების მიღწევა სურთ. წარმეტების კარგი მაგალითები კი ყველას თვალწინაა. 2004 წელს Facebook-ში ჩადებული ყოველი დოლარი მის პირველ ინვესტორს, პიტერ ტილს 21 000 დოლარად ექცა. და ეს ერთი მაგალითი არ არის. “საფინანსო ბაზრის ქცევებში ყოველთვის არის ირაციონალურობის წილი, რომელიც თავს იჩენს დამოუკიდებლად იმისა, თუ რის დემონსტრირებას ახდენენ კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები. ამიტომ, ზუსტად რა ღირსFacebook, ამას დრო აჩვენებს”, – აცხადებს Mail.ru Group-ის დამფუძნებელი დიმიტრი გრიშინი. გრიშინი Facebook-ის IPO-ს IT-სექტორისთვის ისტორიულს უწოდებს და მის მთავარ შედეგად მიაჩნია ის ფაქტი, რომ Facebook-ის ანგარიშებზე უკვე დაგროვდა 5 მილარდი დოლარი, რომლის ინვესტირებაც სხვა თემებთან ერთად, მოხდება სტარტაფებისა და ტექნოლოგიურ განვითარებაში.
“ის, რაც ახლა ხდება (კოტირების შემცირება), ეს ნორმალურია, ფასი შემდეგ მაინც გაიზრდება. მილიარდიანი შემოსავლები იქნება, მთავარია, მოიფიქრო, როგორ მოხდეს მისი სწორი მონეტიზება”, – დარწმუნებულია ერთ-ერთი ბიზნესმენი, რომელმაცFacebook-ში წარმატებული ინვესტირება მოახდინა. სოციალური ქსელის უზარმაზარი აუდიტორია, მინიმუმ არ შემცირდება, ხოლო მისი შემდგომი მონეტიზაცია მხოლოდ ტექნიკური პრობლემაა. ბიზნესმენის პროგნოზით, უახლოეს წლებში Fაცებოოკ-ის კაპიტალიზაცია იმერყევებს 80-90 მილიარდი დოლარის ფარგლებში, ხოლო შემდეგ ეჭვგარეშე მიუახლოვდება 100-ს და გადააჭარბებს კიდეც.
ბევრი ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში Fაცებოოკ-ის მომავალი ცუდად არ გამოიყურება. მათი მთავარი არგუმენტები იგივეა – უდიდესი აუდიტორია და სარეკლამო ბიუჯეტის ინტერნეტში გადადინების შეუქცევადობა. სხვადასხვა კვლევებით, 2011 წელს ინტერნეტი სარეკლამო ბიუჯეტს უთმობდა მხოლოდ ტელევიზიას (22% 42%-ის საპირისპიროდ), მაგრამ მობილური ინტერნეტის ეფექტური მონეტიზაციის პირობებში, ეს პროპორცია, მინიმუმ მკვეთრად შემცირდება ინტერნეტის სასარგებლოდ.
რა ხნის ლოდინი მოუწევს Facebook-ს? მისი აქციები სერიოზული ზეწოლის ქვეშ იქნება მთელი მიმდინარე წელი და 2013 წლის დასაწყისშიც. ექსპერტთა ნაწილი ამბობს, რომ კომპანიას თანამშრომლების კომპენსაციისთვის საკმაოდ მოცულობითი პროგრამა აქვთ კომპანიის აქციების ხარჯზე. 2011 წლამდე კომპანიამ თავის თანამშრომლებზე გასცა ოპციონები, ანუ 300 მილიონი აქციის მოთხოვნის უფლება, 2012 წლის I კვარტალში – 53 მილიონი. ექსპერტთა შეფასებით, საშუალოდ ერთ მომუშავეზე მოდის 400 000 დოლარის გადახდა 2012 წელს, ანუ 1,6 მილიარდი. ეს არის კომპანიის ხარჯების 37% მიმდინარე წელს და შემოსავლების 31%. ამ გადასახდელების გამო 2012 წელს წმინდა მოგება 2011 წელთან შედარებით ორჯერ შემცირდება – 500 მილიონამდე. ხოლო II კვარტალში, რაზედაც მოდის კომპენსაციის პროგრამის ძირითადი ხარჯები, სოციალური ქსელი, საერთოდ წაგებაში იქნება. თუმცა, Facebook ინვესტორებს აფრთხილებდა მოვლენათა ასეთი განვითარების შესახებ.
აქციათა კურსის შემცირების პროვოცირება შესაძლოა მოახდინოს მსხვილი აქციონერების მხრიდან გაყიდვების მეორე ტალღამ. ეს მოსალოდნელია აგვისტოდან და შესაძლოა წლის ბოლომდეც გაგრძელდეს, როდესაც მოიხსნება აქციების გაყიდვაზე სხვადასხვაგვარი აკრძალვები.
თუმცა, ეს ყოველივე ახლომდებარე რისკებია. ერთი ან ორი წლის შემდეგ ყველაფერი დამოკიდებული იქნება შემოსავლების ახალ წყაროებზე. თვითონ მომხმარებლებს ქსელისთვის დიდი შემოსავალი არ მოაქვთ, მაგრამ ქმნიან შეუდარებელ ბაზას ტრაფიკის მონეტიზების ექსპერიმენტებისთვის.
მარკ ცუკერბერგი ჯერჯერობით ინტერნეტში ყველაზე დიდ აუდიტორიას ფლობს, ფოტოგრაფიების ყველაზე დიდ კოლექციას, ადამიანების კავშირებსა და კოორდინატებს. ბოლოს და ბოლოს მის ანგარიშზეა რამდენიმე არაბული რევოლუცია. რა ფასად უნდა შეფასდეს სოციალური ქსელის შესაძლებლობა – ჩაითრიოს მილიონობით ადამიანი ქუჩის აქციებში? რა ღირს მსოფლიო ინტერნეტ-ტრაფიკის 10%? – 50, 100 თუ 200 მილიარდი დოლარი? თუკი ვირწმუნებთ, რომ სოციალური ქსელი არ დაკარგავს თავის პოპულარობას, ამ თანხიდან ნებისმიერი შეიძლება გახდეს რეალური.