გაზის ინოვაციური კონკურენტი

მაკა ღანიაშვილი

ამჟამად გაზის მსოფლიო ბაზარზე არანორმალური სიტუაციაა. “სპოტურ” ბაზარზე თხევადი გაზის ათასი კუბმეტრი 300-320 დოლარია, ფიქლის გაზის ათასი კუბმეტრის ფასი 100 დოლარამდეა, ხოლო ჩვეულებრივი გრძელვადიანი კონტრაქტით მისაღები გაზსადენის გაზის ათასი კუბმეტრი ღირს 400-450 დოლარი. მიუხედავად ამისა, მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე ტენდენციები რუსეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებს მნიშველოვან საფრთხეს უქმნის.

აგვისტოს ბოლოს რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ რუსული გაზის ექსპორტისა და ფასების პროგნოზი მნიშვნელოვნად შეამცირა. სამინისტრო ელოდება, რომ რუსეთი 2012 წელში 193 მილიარდი კუბური მეტრის გაზის ექსპორტს განახორციელებს. 2015 წელს კი, 209 მილიარდს. აპრილში, რუსეთის პორგნოზი გაცილებით ოპტიმისტური იყო. კერძოდ, 2012 წელს რუსეთს 212 მილიარდი კუბური მეტრის გაზის ექსპორტი უნდა მოეხდინა, 2015 წელს კი, 253 მილიარდის. სამინიტროს პროგნოზით, დსთ-ს ქვეყნებში ბუნებრივი აირის საშუალო ფასი, 2012 წლის 393 დოლარიდან 2015 წელს 366 დოლარამდე დაიწევს.
რა იწვევს რუსულ გაზზე მოთხოვნის კლებასა და ფასების შემცირებას?
რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელ, ანდრე კლეპაჩის განაცხადებით, პროგნოზების შემცირება ევროპაში მოთხოვნის შემცირების ფონზე ე.წ ფიქლის აირის წარმოების გაზრდას უკავშირდება. “თუ ადრე გაზპრომი ფიქლის აირთან დაკავშირებით სიტუაციას შესაფერისად არ აფასებდა, ახლა ამ ყველაფერს ძალიან სერიოზულად უდგება,” – აღნიშნა კლეპაჩმა. ანალიტიკოსები უკვე დიდი ხანია აღნიშნავენ, რომ “გაზპრომი” ამერიკის, ჩინეთისა და ევროპის მიერ ფიქლის აირის მოპოვების გაზრდასთან ერთად, გაზის ბაზარზე პოზიციებს კარგავს. ე.წ. ფიქალის გაზის მოპოვება შესაძლებელი გახდა ჰორიზონტალური ბურღვის განვითარების შედეგად. შეგახსენებთ, რომ ამ ტიპის გაზის მეშვეობით, 2009 წელს ამერიკამ პირველად გაუსწრო რუსეთს ბუნებრივი აირის მოპოვებაში და ექსპორტზეც კი დაიწყო მუშაობა. კომპანია Cheniere Energy-მ მიმდინარე წლის დასაწყისში გათხევადებული ბუნებრივი აირის ექსპორტის მიზნით ტერმინალის მშენებლობის უფლება პირველმა მიიღო, რაც იმის ნიშანი გახდა, რომ აშშ ბუნებრივი აირის მსხვილი ექსპორტიორი ხდებოდა.
ენერგოწყაროების დივერსიფიკაციაზე ფიქრი უკრაინამაც დაიწყო. უკრაინის პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანა აპირებს ნელ-ნელა შეამციროს რუსული გაზის იმპორტი. ამას კი, ენერგეტიკაში ქვანახშირის წილის გაზრდით და ალტერნატიული გაზის წყაროების პოვნით აპირებს. უკრაინის მთავრობა განიხილავს რუსული გაზის ნორვეგიულით ჩანაცვლების საკითხსაც. თუმცა, ამ შემთხვევაში, პრობლემას უკრაინა-ნორვეგიის დამაკავშირებელი გაზსადენის არარსებობა წარმოადგენს. გემებით ან სახმელეთო ტრანსპორტით იმპორტი ძვირი ჯდება. ასევე ცნობილია, რომ 2015 წლისთვის, შავი ზღვის სანაპიროზე, იგეგმება გაზის ტერმინალის მშენებლობის დასრულება. ამ ტერმინალით უკ-რაინა, საქართველოს გავლით, აზერბაიჯანულ გაზს მიიღებს.
ამასთანავე, უკრაინამ შესაძლოა გათხევადებული გაზი ყატარისგან შეიძინოს. ამის შესახებ უკრაინის მთავრობის ხელმძღვანელმა ნიკოლაი აზაროვმა ყატარულ კომპანია RasGas-ში სტუმრობისას განაცხადა. ყატარში, ოფიცალური ვიზიტით მყოფი პრემიერის თქმით, უკრაინა ინტენსიურად მუშაობს გაზის მიწოდების დივერსიფიცირებაზე. აზაროვის თქმით, ამჟამად ყატარული გაზის ღირებულება მიწოდების ჩათვლით რუსულ გაზზე სამჯერ იაფია. მისივე განცხადებით, უკრაინა ოდესის ოლქში ტერმინალის მშენებლობისას ყატარულ გამოცდილებას გაითვალისწინებს. ყატარული გაზის შეძენის გეგმები ყველა ექსპერტს არ ხიბლავს. პრობლემა ისაა, რომ ამ ქვეყნიდან იმპორტისთვის უკრაინამ ტანკერები უნდა შეიძინოს და გემების ბოსფორზე გადაადგილებისთვის თურქეთს ფული გადაუხადოს. ამან კი, შესაძლოა, ასეთი შეთანხმების ეკონომიკური სარგებელი ნულამდე დაიყვანოს.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გასაკვირი არაა, რომ “გაზპრომმა” მისი ყველაზე მასშტაბური პროექტი, “შტოკმანის” გაზის საბადოს ათვისება შეაჩერა. როგორც ცნობილია, ეს საბადო მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი უნდა ყოფილიყო და მისი მშენებლობა ფრანგულ თოტალ-თან და შვედურ შტატოილ-თან ერთად ხდებოდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პროექტში მონაწილეობის მიღების სურვილი ჰოლანდიურ Royal Dutch Shell-საც ქონდა. საბადოს მთავარი ბაზარი აშშ უნდა ყოფილიყო, სადაც გაზის ექსპორტირება გათხევადებული სახით, გემებით, უნდა მომხდარიყო. თუმცა, დასავლელმა პარტნიორებმა გადწყვიტეს, რომ აშშ-ში გაზის ექსპორტის იდეამ აქტუალურობა “ფიქალის გაზის რევოლუციის” გამო დაკარგა.
რუსულ გაზს მსოფლიო ბაზარზე ენერგიის სხვა ალტერნატიული წყაროებიც ავიწროვებს. განახლებად ენერგიასთან ერთად, ამ მხრივ, აღსანიშნავია ელექტროენერგია. ინვაციური ტექნოლოგიები სულ უფრი დიდი რაოდენობით ელექტრო ენერგიის დაზოგვის საშუალებას იძლევა, რაც მომხმარებელს, გაზის ელექტრო ენერგიით ჩანაცვლების საშუალებას აძლევს.
მაგალითისათვის, დანიურმა მწარმოებელმა, DEVI-მ მომხმარებელს ახალი პროდუქტი DEVIregTM Touch წარუდგინა. ეს არის გათბობის ელექტრონული სისტემის მარეგულირებელი ახალი ინოვაციური თერმოსტატი, სენსორული ეკრანით. DEVIregTM Touch თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს. სისტემა ძალიან მარტივია სამართავად, დამონტაჟებიდან დაწყებული გათბობის მთლი-ანი სისტემის მართვით დამთავრებული.
ახალი პროდუქტი კარგი საშუალებაა კერძო სახლების მფლობელთათვის, რომლებიც იატაკის გათბობის ელექტრონულ სისტემებს იყენებენ. ის ვიზუალურად კარგად გამოიყურება, მოწყობილობის დიდი ეკრანი მომხმარებლისათვის კომფორტს ქმნის ტემპერატურის რეგულირებისას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანიაDEVIregTM Touch არის ენერგიის დამზოგველი მოწყობილობა. ამასთანავე, მისი მორგება ნებისმიერ ელექტრონულ სისტემაზეა შესაძლებელი.
როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, ახალი პროდუქციის შემუშავება მომხმარებლებთან მჭიდრო კონტაქტითა და, შესაბამისად, მათი ინტერესებისა და შენიშვნების სრული გათვალისწინებით მოხდა. რაც შეეხება მოწყობილობის დიზაინს, მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს სტანდარტული, კომპანიის მიერ შეთავაზებული დიზაინი ან აირჩიოს მისთვის სასურველი ფორმა და მოარგოს ინტერიერს.
ვინაიდან ევროპის ქვეყნებში ელექტრონული გათბობა უკვე ხდება ერთ-ერთი წამყვანი, განახლებად მზისა და ქარის ენერგიასთან ერთად (პირველ რიგში რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად), მოთხოვნა DEVI-ს ახალ პროდუქციაზე სულ უფრო იზრდება. მით უმეტეს, რომ “დევის” ინტელექტუალური სისტემები ენერგიის დაზოგვის კარგი საშუალებაა. ახალი მოწყობილობის ინტელექტი იმაშიც გამოიხატება, რომ მისი სენსორები მყისიერად აღიქვამს ტემპერატურის რადიკალურ ცვლილებას, მაგალითად ფანჯრის გაღებას, რაზეც მყისიერად რეაგირებს. ტემპერატურის რადიკალური ცვლილების შემთხვევაში,DEVIregTM Touch თიშავს გათბობას, რათა არ მოხდეს ენერგიის ფუჭი ხარჯვა.