დიდი ბრიტანეთის მონეტარული ხელისუფლების რთული ამოცანა

დიდი ბრიტანეთის სტატისტიკური ბიუროს მონაცემებით, ბოლო 9 თვის მანძილზე დაფიქსირდა ფასების ყველაზე მკვეთრი ზრდა. სამომხმარებლო ინფლაციის დონემ თებერვალში 2,8%-ს მიაღწია იანვრის 2,7%-ის შემდეგ. მკვეთრად გაზარდეს თავიანთი ფასები მწარმოებლებმაც – თითქმის ორჯერ – ენერგომატარებლებზე ფასების ზრდის მოლოდინის გამო. გასული წლის თებერვალთან შედარებით ინდექსი PPI 2,3%-ით გაიზარდა იანვართან შედარებით, როცა ამ მაჩვენებელმა 2,1%-ით მოიმატა.

თვიურ შეპირისპირებაში ინდექსი PPI 0,8%-ით გაიზარდა იანვრის 0,2%-იანი ზრდის შემდეგ. ინფლაცია დიდ ბრიტანეთში გასული წლის მაისიდან ყველაზე მაღალ დონეზე ნარჩუნდება და იმყოფება სტაბილურად 2,7%-ზე ოთხი თვის მანძილზე _ 2012 წლის ოქტომბრიდან მიმდინარე წლის იანვრამდე, თებერვალში კი ინფლაცია გაძლიერდა 2,8%-მდე. ეს, პირველ რიგში, გამოწვეულია ენერგომატარებლების ფასების ზრდით. დიდი ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკური ბიუროს მონაცემებით, თებერვალში ინფლაციის გაძლიერებაში ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი წყალზე, ელექტროენერგიაზე და სხვა კომუნალურ გადასახადების ზრდაზე მოდის, ერთობლივად 0,11%. თუმცა, თებერვლის სტატისტიკამ დააფიქსირა წინა, იანვრის საკვანძო ინდექსის Core CPI-ის (2,3%) მნიშვნელი, რომელშიც არ შედის კვების პროდუქტების, ალკოჰოლის, თამბაქოს და ენერგომატარებლების ფასები. გასული წლის ოქტომბერში 2,6%-მდე გაზრდილმა ინდექსმა Core CPI, სექტემბრის 2,1%-იანი ზრდის შემდეგ ნოემბერში ოქტომბრის ზრდა გაიმეორა _ 2,6% და დეკემბერში შემცირდა 2,4%-მდე. ამასობაში საცალო ფასების წლიური ზრდა (ინდექსი RPI) თებერვალში შემცირდა _ იანვრის 3,3%-დან 3,2%-მდე. სწორედ ეს ინდექსი ირჩევა შრომის ანაზღაურების ინფლაციაზე ინდექსაციისთვის.

უნდა აღინიშნოს, რომ დიდ ბრიტანეშთში ინფლაციური ზეწოლის გაძლიერება ბოლო პერიოდში გამოწვეულია არა მხოლოდ ენერგომატარებლებზე მაღალი ფასების გამო, არამედ ეროვნული ვალუტის დასუსტების მიზეზითაც. იმის გამო, რომ მოცემულ მომენტში ინფლაცია მნიშვნელოვნად აღემატება წლიურ 2%-იან კომფორტულ ზღვარს, დიდი ბრიტანეთის მონეტარულ ხელისუფლებას შეუძლია საკუთარ თავს მოქნილი პოლიტიკის უფლება მისცეს და ეკონომიკურ ზრდას დაუჭიროს მხარი. რასაკვირველია, ეს ფაქტი მართლაც აძლევთ მათ მანევრირების შესაძლებლობას და ინგლისის ბანკში შეუძლიათ გააძლიერონ ეკონომიკის მხარდაჭერა. მით უფრო, რომ ექსპერტების პროგნოზით, ქვეყანაში ინფლაცია მიმდინარე წლის უმეტეს დროს მაღალი დარჩება. Barclays è HSBC Holdings-ის ანალიტიკოსების შეფასებით, 2013 წელს CPI-ის 2,7%-ის დონეზეა მოსალოდნელი, ხოლო Goldman Sachs-ის ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ ეს ინდექსი 2,9%-მდე გაიზრდება.

5

თვითონ მერვინ კინგის უწყებაში ეკონომისტები წლიურ ინფლაციას 2,5%-ის დონეზე ელიან და ეს პროგნოზიც მაღალია სამიზნე მაჩვენებელთან შედარებით (2%). ჯერჯერობით ინგლისის ბანკმა საბაზისო განაკვეთი უცვლელი დატოვა _ 0,5%-ის დონეზე. QE-ის პროგრამის მოცულობაც. რაოდენობრივი ლიბერალიზმის (QE) პროგრამაში ბოლო ცვლილება გასული წლის დეკემბრის დასაწყისში იქნა მიღებული ბრიტანეთის მონეტარული ხელისუფლების მიერ: გამოსასყიდი აქტივების მოცულობა გაიზარდა კიდევ 50 მილიარდი ფუნტ სტერლინგით, ახლა QE-ის მთლიანი მოცულობა შეადგენს 375 მილიარდ ფუნტ სტერლინგს.

თუმცა, უნდა ითქვას, რომ ეკონომიკის მხარდაჭერა კიდევ უფრო დაასუსტებს ფუნტ სტერლინგს და ეს კიდევ უფრო გაზრდის სამეფოში იმპორტირებული, მწარმოებლებისთვის აუცილებელი ნედლეულის ფასს. ნათელია, რომ ბრიტანეთის მონეტარული ხელისუფლების წინაშე ძველებურად დგას არც თუ მარტივი ამოცანა – იზრუნონ ეკონომიკასა და ეროვნულ ვალუტაზე.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial