ეკონომიკურ-ფისკალური ტერმინოგრაფიის ასპექტები ენობრივ-გლობალისტიკურ სამყაროში

რევაზ ბერულავა
თანამედროვე ეკონომიკური სისტემით დაინტერესებულ პრაქტიკოსსპეციალისტებს ხშირად უწევთ უცხოენოვანი ტერმინების არსში წვდომა ტექსტის კონტექსტიდან გამომდინარე და, შესაბამისად, ზოგიერთი ქართული ტერმინების დადგენის მცდელობა. მათთვის საინტერესოა უცხოური ცნება-ტერმინების გაცნობა-სელექცია-ანალიზის ანუ ფისკალური შიდატერმინოგრაფიული საკითხების “სამზარეულოს” ზოგადი გაცნობა.

ეკონომიკური და ფისკალური დარგების მუშაკებს ხშირად უხდებათ სამ ალფავიტიან დოკუმენტაციაზე (ქართული, ლათინური, რუსული) მუშაობა. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ საქართველოში საბაზრო ეკონომიკის დარგებთან მიმართებაში მრავალენოვან სამეცნიერო ტერმინოლოგიაზე მუშაობა საკმაოდ დაბალ დონეზეა. არავითარი მუშაობა არ ტარდება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში. მიზეზი მარტივია. მხოლოდ და მხოლოდ ქართული ენის სპეციალისტები უძლურნი არიან თანამედროვე დარგების ტერმინოლოგიის ოდნავ მაინც შეცნობაში, ვინაიდან ცნება-ტერმინის გაგება მოითხოვს კონკრეტული დარგის საკითხების ცოდნას, ასეთი შემეცნება თუნდაც შესანიშნავ ქართველოლოგებს არ ხელეწიფებათ. მათ ენათმეცნიერული კვლევის შესანიშნავი ასპარეზი აქვთ და შედეგებიც დიდად შთამბეჭდავი. მაგრამ სამეცნიერო ტერმინოლოგია სხვა საკითხია. დარგობრივი სამეცნიერო ტერმინოლოგია ენათმეცნიერების ინსტიტუტის ტერმინოლოგიის განყოფილებისათვის არ არის მაპროფილირებელი ისეთ დარგებშიც, როგორიცაა, მაგალითად, მიკრო-, მაკრო-, მეგა-, მეზო ეკონომიკისათვის, ბიზნესის, მენეჯმენტის, განსაკუთრებით კი საფინანსო, საგადასახადო, საბაჟო, საბანკო, აგრეთვე აუდიტის, დიილინგის, ლოჯისტიკის, და მთელი რიგი დარგებისათვის.

უკვე მეორე ათეული წელია, საქართველოში ზემოთ აღნიშნული დარგობრივი სამეცნიერო ტერმინოლოგიის განვითარება არ არის დაკავშირებული მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტთან. ამის გამო საბაზრო ეკონომიკის ტერმინოლოგიის გამოყენებით დაინტერესებული ორგანიზაციები (უნივერსიტეტები, ინსტიტუტები, ბანკები, ფირმები, კომპანიები, შპს-ები და ა. შ.) იძულებულნი ხდებიან სტიქიურად, არასისტემური მიდგომით, მხოლოდ “თავიანთი საქმისათვის” (კონტრაქტები, იურიდიული ხელშეკრულებები, ინფორმაციათა გაცვლა და სხვ.) შექმნან ან “დააწესონ” ესა თუ ის ტერმინი თუ გამოთქმა (მაგალითად, ზეპირი თარგმნისას, კონფერენციებზე და სხვ.). ტერმინოლოგიური სტიქიურობა კი დროებითი მოვლენაა, ვიდრე არ იქნება ორგანიზებული ლექსიკოგრაფიული კვლევა, რაც გულისხმობს ახალი ტერმინების სელექციას, მათ ანალიზს (მაგალითად, ეტიმოლოგიურს, – სიტყვების წარმოშობასთან დაკავშირებულს), ლექსიკოგრაფიული კვლევის შედეგების დარგობრივ სამეცნიერო საბჭოებზე პრაქტიკული რეკომენდაციების ჩამოყალიბებას, და საბოლოოდ, სიტყვარების ან ლექსიკონების გამოცემას.

ასეთი ინიციატივა, საფინანსო, ეკონომიკური და იურიდიული რეფორმების შესატყვისი ტერმინოლოგიის დასამუშავებლად იკისრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო, ტექნიკურ და ეკონომიკურ მეცნიერებათა ლექსიკოგრაფიულმა ცენტრმა (ცენტრის ხელმძღვანელი – წინამდებარე წერილის ავტორი). აქ თავიანთი დარგობრივი ფუნქციების მიხედვით გაერთიანებულნი არიან დარგობრივი მეცნიერები (პროფესორები საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტები: ლადო პაპავა და ლეო ჩიქავა, პროფესორები: ლადო ჭანტურია, ავთო სილაგაძე, იაკობ მესხია, დავით გორდეზიანი, ანზორ ხელაშვილი, არჩილ ფრანგიშვილი, ჰამლეტ მელაძე და სხვ.) და ენათმეცნიერები: აკად. თამაზ გამყრელიძე, პროფესორები: ზურაბ ჭუმბურიძე, ზურაბ სარჯველაძე, მზექალა შანიძე, ელენე ბაბუნაშვილი, ნოდარ შენგელია, დოცენტები: პაატა ცხადაია, გურამ კარტოზია, დარეჯან თვალთვაძე – ცენტრის სწავლული მდივანი და სხვები. ამ ცენტრთან ჩამოყალიბებულია ექსპერტთა საბჭო (თავმჯდომარე – აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე, მდივანი, დოც. ოთარ ქაჯაია). სასიამოვნოა და მისასალმებელი, აღინიშნოს, რომ ეს მეცნიერები დროს არ იშურებენ, რომ ფაქტობრივად საზოგადოებრივ საწყისებზე ლექსიკონების შექმნასთან დაკავშირებით აკეთონ მეცნიერული, სამომავლო საქმე – მათი მდიდარი გამოცდილება რაიმე კუთხით აისახოს ამ ცენტრში ტერმინოგრაფების მიერ შექმნილ და საანალიზოდ წარმოდგენილ დარგობრივ ლექსიკონებში.

თუ აქამდე სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯით ზრუნავდა სამეცნიერო ტერმინოლოგიის შექმნაზე (გამოცემულია ზოგადტექნიკის, მეტალურგიის, სოფლის მეურნეობის და სხვათა რუსულ-ქართული ლექსიკონები) ამჟამად ეს ფუნქცია თანამედროვე ფისკალური და იურიდიული დარგებისათვის იკისრა ზემოხსენებულმა თსუ-ის ლექსიკოგრაფიულმა ცენტრმა (ჩამოყალიბდა 1987 წელს).
დარგობრივი ლექსიკონები. ფისკალური ტერმინების ეტიმოლოგია, ტერმინთსწორება და ტერმინთწარმოება.

საბაზრო ეკონომიკის ტერმინოლოგიური მხარდაჭერისათვის ზემოაღნიშნული სამეცნიერო-ორგანიზაციულ ვითარებაში შეიქმნა რამდენიმე ლექსიკონი.

ჩვენს სამენოვან ლექსიკონში (“ქართულ-ინგლისურ-რუსული პროფესიული განმარტებითი ლექსიკონი. ენციკლოპედიურ-ტერმინოლოგიური ცნობარი” გამომცემლობა “იბერთედ-პრესი”, 1999 წ. ავტორები რევაზ და თეა ბერულავები) ფიგურირებს რუსული ტერმინები, ცხადი ხდება პირველ რიგში თვით რუსულენოვან ლექსიკონებში მოცემული მრავალი ტერმინის გადახედვა როგორც სიტყვათა ეტიმოლოგიის, ასევე მათი ინგლისური ტერმინების ეკვივალენტი რუსულის გამოთქმის მიხედვით. ეს არის კვლევის პროცესიდან ბუნებრივად გამომდინარე მოთხოვნა.

უცხო სიტყვის ეტიმოლოგიის (სიტყვის წარმოშობა, საწყისი ენის სტრუქტურისა და სხვა ენებში ნათესაური კავშირები) სწორი გაგება ერთ-ერთი მძლავრი ფაქტორია გამართული, სწორი ტერმინთწარმოებისათვის, ამა-თუ იმ ენაში არსებული პოტენციალის წარმოსაჩენად და სხვ. ამ შემთხვევაში ევროპული (ინგლისური, იტალიური, ფრანგული, გერმანული, რუსული და სხვ.) ენებთან მიმართებაში ქართული ენის სიტყვა-მოდელთა წარმოქმნის პოტენციალი დიდია (რ. ბერულავა – “ქართულ სიტყვა-მოდელთა პოტენციალი. ჟურნ. “მეცნიერება და ტექნიკა”, “9, 1984) ვინაიდან ჩვენი ოცდაცამეტივე ასო და ფონეტიკა (აქ არ ვიმსჯელებთ სხვა თანაბარ პირობებში ქართული ენის დიდ გრამატიკულ შესაძლებლობებზე) ხშირად ფართო გამოყენებისაა, ვიდრე ზემოთ აღნიშნული ენების ასოების გამოთქმა (მხედველობაში არ ვიღებთ უცხო ენებში სიტყვათა გამოთქმისათვის ხელოვნურად ნაწარმოებ სატრანსკრიფციო საშუალებებს-დიფთონგებს. მაგალითად გერმანულში ასო “შ” სამი ასოთი გამოისახება, ინგლისურში ორი ასოთი და სხვ.). ასეთ პირობებს, ინგლისურ ენასთან მიმართებაში, რუსული ანბანიც ვერ აკმაყოფილებს. შედეგად ამისა ბევრი უცხოენოვანი ტერმინი რუსულ ენაში ინერგება ხელოვნური ხერხებით, ასეულობით პირველწყარო ტერმინის გამოთქმის აშკარა დამახინჯებით და სხვ. ამის ობიექტური მიზეზები თვით ამ ენის ფონეტიკური საფუძვლების შედეგია. ცხადია, ყოველი ლექსიკოგრაფი ცდილობს უცხოური ტერმინის ქართულ ენაზე სწორად გადმოტანას არა რუსული ტერმინიდან გამომდინარე, არამედ საწყისი ტერმინის ეტიმოლოგიის გათვალისწინებით (ამაზე კონკრეტულად ქვემოთ).

უკანასკნელ პერიოდამდე სამეცნიერო ტერმინოლოგიაში კარგ ტონად ითვლებოდა, და ხშირად დირექტიულად, იძულების წესით ხდებოდა რუსული კალკების დანერგვა. ამ მოვლენას არც ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგიური განყოფილებები გადაურჩნენ. გამონაკლისს არც საფინანსო-ეკონომიკური ტერმინოლოგია წარმოადგენდა. მაგალითად, საფინანსო-საბანკო სისტემისათვის რამდენიმე ათეული წელია რუსულ ენაში არსებობს ტერმინი ?ე?ი. ეს ტერმინი იტალიური ფუძისაა: (გირარე – “ჯირარე” – ბრუნვა) და გირო იკითხება როგორც “ჯირო” არასწორი ფორმაა “ჟირო” (სამწუხაროდ, არასწორი ფორმა “ჟირო” შეტანილია მ. ჭაბაშვილის მიერ შედგენილ ლექსიკონში ასევე არასწორი ფორმითაა “ჟირო” ფიქსირებული ქართულ სახელმძღვანელოებში და ლექსიკონებში. ჯირო არის ფასიანი ქაღალდით თანხის გადაცემა-გადახდა იმავე ბანკის სხვა მეანაბრისათვის და სხვა. (არსებობს ჯიროანგარიშები, ჯირობრუნვის სისტემა და სხვ.). ამიტომ ჯიროსისტემებთან დაკავშირებული იტალიურ-ფრანგული (გირო+ცჰექუე) ტერმინი გიროცჰექუე უნდა ვიხმაროთ სწორი ფორმით ჯიროჩეკი (ეროვნული ჯიროანგარიშების სისტემის კონკრეტული ანგარიშიდან ფულის მიღების საბუთი), ასევე სწორი ფორმაა ჯირობანკი და სხვ. ამრიგად, ყოველ კონკრეტულ ტერმინთან დაკავშირებით საჭიროა დავიცვათ ენის სისწმინდე (იხ. აგრეთვე რ. ბერულავა – “საჭიროა ენის დაცვის სინერგიზმი” – გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკა”. 7 ივნ. 1997. “130) ანალოგიურად, იტალიურიდან რუსულ ენაში ტერმინი აგგიო (იტალ. “აჯჯო”) დაინერგა ფრანგული ენიდან არასწორი ფორმით ა?ეი და სხვ. რუსულში შეიძლებოდა დანერგილიყო სწორი ფორმითაც: აა?ი. ეს შეცდომა ქართულ გამოცემებშიც გვხვდება (მიხ. ჭაბაშვილი, 1989 წ., რ. ბასარია, ი. აბესაძე, ე. ამაშუკელი, რ. ფაჩულია და სხვ) ქართულენოვანი ლექსიკონები, და სხვ.), რაც ადვილად გამოსასწორებელია სწორი ფორმის იტალიური ტერმინიდან “აჯჯო”, ქართული ენის ბუნებიდან გამომდინარე ერთი ასო “ჯ”-ს უგულებელყოფით (აჯო – 1. ბანკის ან სხვა საფინანსო დაწესებულების მიერ ფულის ერთი სახეობიდან სხვა სახეობაში გადასაყვანად გადახდევინების საფასური, პრემია 2. ნასესხები თანხიდან საბანკო პროცენტულ განაკვეთსა და ამ თანხის გასესხებით მიღებულ პროცენტებს შორის სხვაობა და სხვ.). იგივე ეხება რუსულ ენაში დამკვიდრებულ იტალიურ ტერმინს დისაგიო (“დიზაჯო”), რომლის არასწორი ფორმა აეცა?ეი (Aაიუაე ე ააიეე. ?ონნეი-აიაეეენეეე ოეიაინიაუე ნეიაა?უ. I., 1994 და მრავალი სხვა). ქართულშიც არასწორადაა გადმოტანილი – “დიზაჟიო”, (“კომერციული ბანკები და საბანკო საქმე. თბ. 1996 და სხვ.), სწორი ფორმაა დიზაჯო (დიზაჯო – 1. საბაზრო ფასსა და ნომინალს შორის უარყოფითი სხვაობა 2. დადგენილი ფასის კურსიდან გამოქვითვა ნომინალური ღირებულებიდან გამოქვითვა, გამოკლება და სხვ.).

იგივენაირად ერთასოიანი უზუსტობა ეხება ტერმინს ?ე?აიო (გირანტე), იტალ. “ჯირანტი” – გადამცემი გადამგზავნი). რომლის სწორი ტერმინობრივი ფორმაა ჯირანტი (ჯირანტი – თამასუქზე წარწერის ავტორი, ინდოსატი, რომელსაც გადაეცემა ფინანსური ვალდებულება და სხვ.) და ა.შ.

მოვიტანოთ რამდენიმე სხვა მაგალითი.
ინგლიციზმი (ფრანგულიდან ანგლიცისმე მომდინარე ტერმინი): ინგლისური ენიდან სხვა ენებისათვის ნასესხები ტერმინები, სასაუბრო და პროფესიული გამოთქმები რუსულ ენაში ფრანგულის გავლენით დაინერგა “ანგლიციზმი”, ქართულად გამართულად მიგვაჩნია “ინგლისიდან” მიღებული ტერმინი ინგლიციზმი. სხვა ენებში, მაგალითად, იტალიურში, წერენ ასევე “ი” საწყისით Iნგჰილტერრა – “ინგილტერრა”).

ლისინგი ლეასინგ (გამოითქმის “ლიისინგ”) ხანგრძლივი არენდა, 6 თვიდან რამდენიმე წლამდე მანქანებისა, ტექნოლოგიებისა, ნოუ-ჰაუსი, ტრანსპორტისა და ა.შ. ტერმინი რუსულად არასწორადაა ნაწარმოები საწყისი ენიდან – ინგლისურიდან ეეცეია. უხეშად და უაზროდ რუსულიდან ქართულად გადმოტანილი კალკის გამო აქამდე ქართულად არასწორად ხმარობდნენ ლიზინგი. ინგლისურ გამოთქმას “ლიისინგი” რუსული ვერ იტანს ეენა-სთან ასოციაციის (გამო “ლისა” – მელა).

ლისჰოულდი (ინგლისურიდან ლეასცჰოლდ ეეცაიეუა – 1. იჯარით დროებითი ფლობა იჯარის უფლების გამოყენება 2. არენდით აღებული საკუთრება და სხვ.). ქართულად არ უნდა ვიხმაროთ არქაული კალკი “ლიზგოლდი”. უნდა ვწეროთ და ვთქვათ ლისჰოულდი.

ადოპტერი ადოპტერ რუსულად აააიო (ქართულ სინონიმად ზოგიერთი არასწორად ხმარობს სიტყვას ადეპტი). ინგლისელები და ამერიკელები გარკვევით წერენ “ადოპტერ” ანალოგიურად იმისა როგორც იწერება ცომპუტერ “კომპიუტერ”-ი და სხვა. ადოპტერი არის რაიმე იდეის (მაგ., ექაუნტინგის მეთოდის, კომერციული ხერხის და სხვ.) ან სწავლების ფორმის მიმდევარი, შეჩვეული, ადაპტირებული პიროვნება.

ევაუელი ავოწალ (ინგლისური ტრანსკრიფციით იკითხება “ევაუელ”). ამ ტერმინის რუსული ეკვივალენტი ვერ ვიპოვეთ. რატომღაც არ ჩაითვალა საჭიროდ ეკვივალენტის წარმოება. რადგანაც ტერმინი მრავალასპექტურია, ჩვენ ვაწარმოეთ ვარიანტი ყააოაე – ევაუელი არის: 1. პირდაპირ მტკიცება ან განცხადება 2. ფაქტის აღიარება (ერთდროულად ფაქტის გამართლებით) 3. დეკლარირება და სხვ.

ევაუენტი ავოწანტ (ტრანსკრიფციულად “ევაუენტ”) – პირი, რომელმაც აშკარად აღიარა ჩადენილი ქმედება (მაგალითად, სალაროდან არასანქციონირებულად აიღო თანხა) და რომელიც, იმავდროულად ამართლებს ამ ქმედებას. ამ თანამედროვე ტერმინის რუსული ვარიანტი არ იძებნება, არის მხოლოდ განმარტება. რუსულ ვარიანტად ვთავაზობთ ყააოაიო (მაგალითად, დოკუმენტაციებში ჩასაწერად).

ტერმინების საკონტექსტო-ცნებითი შერჩევა. ხშირად ერთსა და იმავე ტექსტში (ხელშეკრულება, ხანგრძლივი და მრავალასპექტური კონტრაქტები) ერთი და იგივე სიტყვა სხვადასხვა წინადადებებში (მუხლებში, პუნქტებში, ქვეთავებში) რამდენჯერმე გვხვდება. ასეთი სიტყვა მრავალასპექტურია, ამიტომ განსაკუთრებული სიზუსტით გვმართებს მისი ქართული ეკვივალენტის ასპექტის დადგენა და ქართულ იურიდიულ ტექსტში გამართულად გამოყენება. მაგალითად, ტერმინს თენდერი ტენდერ ოაიაა? ზოგადად აქვს ოცდათორმეტი (32 !) მნიშვნელობა. საფინანსო-ეკონომიკური დარგების ზოგიერთი ტექსტის “გასაშიფრავად” შევარჩიეთ მისი 12 მნიშვნელობა: თენდერი (არასწორია ფორმა ტენდერი): 1. საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობებში – წერილობითი წინადადება განაცხადი (სავაჭრო გარიგებებში) 2. აუქციონი ვაჭრობა 3. ფინანსებში – ვალის საგადასახადო თანხა 4. საგადასახადო ინსტანციაში – (ვალის) დაფარვა გადახდა 5. (ვალდებულების) შესრულება 6. აქციონირებაში – ფასიანი ქაღალდების შესაძენად განაცხადის წარდგენა 7. (მომსახურების) შეთავაზება 8. ტრანსპორტირებაში – სპეციალური სატვირთო ან საფოსტო გემი მოცურავე ბაზა 9. (რკინიგზის სამსახურის) თენდერი 10. მცველი 11. (ამერიკული ტერმინი) ოპერატორი მექანიკოსი 12. დამხმარე (მოსამსახურე და სხვ.). (წინამდებარე და სხვა მრავალი ათეული იხ. წიგნში “ინგლისურ-ქართული უნვერსალური ბიზნეს-ლექსიკონი” ავტორები რევაზ და თეა ბერულავები. გამომცემლობა “იბერთედ-პრესი”, 1997 წ..). მრავალთაგან კიდევ ერთი მაგალითი. ალტერაცია ალტერატიონ აეოა?აოეყ 1. ცვლილება ცვლილებათა შეტანა 2. გადაკეთება გადაწყობა 3. (იურიდიული) ხელშეკრულების პირობების შეცვლა (მხარეთა თანხმობით) 4. ფინანსებში – (თამასუქის ან ჩეკის) პირობების შემცვლელი შესწორება 5. შესწორების შეტანა (დოკუმენტებში, საბუღალტრო წიგნებში) 6. გადაკეთება, რომელიც არ ცვლის მწარმოებლურობას ან საწარმოო სიმძლავრეებს და სხვ. დაბოლოს, ამ წერილის სათაურად გამოტანილი ტერმინის ზოგადი ეტიმოლოგიური საწყისების თაობაზე. ფისკალური (ლათინურად ფისცუს ნიშნავს სახელმწიფო ხაზინას, ფინანსებს ფრანგულად ფისც არის სახელმწიფო ხაზინა, საგადასახადო ადმინისტრაცია, საგადასახადო ორგანოები, გემანულად ფისცალისცჰ ნიშნავს სახელმწიფო ხაზინას, ფისკს იტალიურად და ინგლისურად ფისცალ ნიშნავს ფისკალურს, საფინანსო, საგადასახადოს და ა.შ.

არაქართული რუსულენოვანი ტერმინები. სსრკ-ის რესპუბლიკებში ვერტიკალური მართვა არა მარტო პარტიულ სტრუქტურებს ეხებოდა. მენტორიზმი ეროვნული ენების, კერძოდ სამეცნიერო ტერმინოლოგიის განვითარებაშიც იჩენდა თავს. ყოველი ტერმინოლოგია, ანუ უფრო სწორედ, რუსულ-ქართული დარგობრივი ლექსიკონები იქმნებოდა საკავშირო ტერმინოლოგიური კომიტეტის წნეხის ქვეშ. შედეგად რუსულ ენაზე მახინჯდებოდა, მაგალითად, ქართული სიტყვები და ცნება-ტერმინები. სამწუხაროდ, რუსულად დღესაც არასწორად წერენ და გამოთქვამენ აი??იიე როცა ლაპარაკია ბორჯომის წყალზე ამასთან სწორად წერენ აი?ია Aი?ა?იიე. განსაკუთრებით არასწორად წერენ ტოპონიმებს, მაგალითად, სოხუმის შესახებ წერენ Nოოოიე და არა Nიოოიე ასე იყო წარსულში, ჩვენს დროშიც დიდად არ შეცვლილა რუსული ტერმინობრივი ინდიფერენტიზმი. ფინანსებთან დაკავშირებით განვიხილოთ ერთი საყურადღეკბო მაგალითი (მაგალითი აღებულია ჩვენი წიგნიდან “ქართულ-ინგლისურ-რუსული პროფესიული განმარტებითი ლექსიკონი”, 1999 წ., გვ. 203).

ლაარი ლაარი ეა?ე მალდივიის რესპუბლიკის (Mალდივეს – Iაეუაეანეაყ ?ანიოაეეეა) ფულადი ერთეული ტოლია რუფიის (რუფიყაა – ?ოიეყ) ერთი მეასედისა. (იხ. წიგნებში Oეიაინუ. Iენოი?ანეეე ოიეეიაუე ნეიაა?უ. I., 1995. გვ. 227 Aაიუაე ე ააიეე. ?ონნეი-აიაეეენეეე ოეიაინიაუე ნეიაა?უ. I., 1996 გვ. 172 და სხვ.) არასწორადაა ინგლისურიდან რუსულად ნათარგმნი: ლაარი – ეა?ე. რუსულად უნდა ყოფილიყო არა ეა?ე არამედ ეაა?ე.

სიტყვათშემოკლებები. ენა საზოგადოების განვითარებასთან ერთად ვითარდება, იხვეწება, ახალი სიტყვებით ივსება. ამ პროცესში ერთ-ერთი მთავარი როლი ნასესხები სიტყვების ქართულად გამართვას ეკისრება.

ქართული ენის ახალი ერთეულებით შევსების ერთ-ერთი ძირითადი წყაროა სიტყვათშემოკლებები მათი ფართო გამოყენება თანამედროვე ეტაპზე ქართული ენობრივი პოტენციალის დროული გამოვლინებაა. თანამედროვე ეკონომიკურ და ფისკალურ დარგებში ამ პოტენციალის გამოვლენის აუცილებლობამ მოითხოვა სათანადო სიტყვათშემოკლებათა ახალი წესების შემუშვავება. (იხ. გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკა” რუბრიკა: “თავანკარა ქართული”: ქართული სიტყვათშემოკლება. ახალი წესები. 20 მარტი., 1998 2) საჭიროა ენის დაცვის სინერგიზმი. 7 ივნ., 1997. იხ. აგრეთვე გაზ. “ერი” – ქართული სიტყვათშემოკლების შესახებ. 20 თებ., 1991 (ამ წერილების ავტორია წინამდებარე წერილის ავტორი).

ჩვენ მიერ 1988 წელს შემუშავებული ქართულ სიტყვათშემოკლებათა წესები იმდენად მარტივი და ნათელია, რომ არა თუ მომთხოვნ მკითხველს (ეკონომისტი, ფინანსისტი, ენათმეცნიერი, მთარგმნელი, რედაქტორი და სხვ.), გაზეთის რიგით მკითხველს და თუნდაც მეექვსეკლასელ მოსწავლეს არ გაუჭირდება მისი გაგება და პრაქტიკული გამოყენება.

ამ წესებით თანხმოვნებზე დაწყებული სიტყვებისაგან მიღებული სიტყვათშესამოკლებაში ერთი ხმოვანი მაინც უნდა შედიოდეს, რომ ამ გზით მიღებული ერთეული პირდაპირ ასო-ასო წავიკითხოთ და წარმოვთქვათ. საამისოდ, ძალზე მარტივი და ნათელი მეთოდია თანხმოვნებზე დაწყებული სიტყვების პირველი ასოებისგან შედგენილ სააბრევიაციო ერთეულს (ინიციალურ აბრევიატურას) დაემატოს ბოლო სიტყვის ბოლო ასო, ანუ სააბრევიაციო ერთეულში ბოლო სიტყვას შევუნარჩუნოთ ბოლო ასო-ნიშანი, ბოლო ფონემი. ასეთი ბოლო ასო-ნიშანი კი ქართული ენის ბუნებიდან გამომდინარე, ხმოვანია. ასე მაგ., სიტყვებისაგან – დამატებული ღირებულების გადასახადი – ინიციალური წესით შექმნილი დღგ არ წარმოადგენს აბრევიატურას (იგი ასო-ნიშნების სახელწოდებების დაუმახინჯებლად ასე წარმოთქმის “დან-ღარ-გან”, ასე კი არავინ ამბობს და ასე რთულად წარმოთქმა არცაა საჭირო). სწორი აბრევიატურაა მარტივად, დღგ-ი. აქ ფონემი “ი” (“ინი”) არის სიტყვის “გადასახად-ი” ბოლო ასო.

გარდა ამისა საერთაშორისოდ აღიარებული ე.წ. ინიციალური აბრევიატურის მოდელირების წესი ქართული ენის ბუნებრივ კომპლექსთა მოთხოვნის შესატყვისად შესწორებას მოითხოვს მაშინაც, როდესაც ამგვარი მოდელის ერთ-ერთი ასო ხმოვანია. ჩვენი წესების მიხედვით ამ შემთხვევაში აბრევიატურის ტკბილხმოვნებისათვის ინიციალური სააბრევიაციო მოდელის ბოლო ასოდ შენარჩუნდეს შესამოკლებელი სიტყვების ბოლო სიტყვის ბოლო ასო, რომელიც თითქმის მუდამ ხმოვანი ასოა. მაგალითად, თუ კი ინიციალური წესით “საქართველოს ეროვნული ბანკი”-ს აბრევიატურაა სებ, უმჯობესია ვწეროთ და წარმოვთქვათ სებ-ი (სები). ანალოგიურად, “მთლიანი ეროვნული შემოსავალი”-ს აბრევიატურა იქნება მეშ-ი (მეში) და ა.შ. ასეთ შემთხვევაში სააბრევიატურო ერთეული ნათელხმოვანია, ადვილად წარმოსათქმელი და ქართული ენის ბუნებისა ამიტომ იგი სრულფასოვანი ტერმინი ხდება. ხმოვანი ასოს გამოყენებით ტკბილხმოვნობაზე (მაგრამ სხვა შემთხვევებისათვის) სულხან-საბა წერდა: “დიდად სახმარია და ამის ხმარებით დია გაშვენიერდება სიტყვა – განიხილე, გულისხმიერო!” (ს.ს ორბელიანი, ტ. II, გვ. 471, სქოლიო). ამ და სხვა ტიპის აბრევიატურები ჩვენს ლექსიკონებში საკმაოდ ჭარბადაა, იხილეთ, მაგალითად: წ-ყაროდან ა-მოღებული გ-ადასახად-ი (წაგ-ი), გადასახადზე შეღავათები (გშ-ი) გა-დასახადისაგან გ-ანთავისუფლებული ს-აპაიო ტ-რასტ-ი (გაგსტი), გენერალური ტ-ვირთ-ი (გტ-ი), წ-არმოების ფ-ას-ი (წფ-ი), წმინდა ბრუნვითი აქტივები (წბა), ზ-ონა ე-რთობრივი წ-არმოების-ა (ზეწ-ა), თ-ავისუფალი ე-კონომიკური ზ-ონ-ა (თეზა) და ა.შ.

დაბოლოს, ვასკვნით:
1. ეკონომიკისა (მიკრო-, მაკრო-, მეგა-, მეზო-, გიგა ეკონომიკა და სხვ.) და ფისკალური დარგების (ფინანსები, საგადასახადო-საბაჟო სისტემები, ბანკები, ბირჟები და ა.შ.) ტერმინთსისტემები შეიძლება ითქვას, საერთაშორისო, ენობრივგლობალიტიკური ხასიათისაა ამასთან დამახასიათებელია კონკრეტული ეროვნული-ლოკალური ცნება-ტერმინების შემოჭრა სხვა ენებში. მაგალითად, იტალიურიდან ჯირო, ფრანკო, ფრანგულიდან ფონდი, ჩეკი, ფრანჩიზა, ესპანურიდან კარგო (ტვირთი), გერმანულიდან ფრახტი, ინგლისურიდან ლისინგი, ფორვარდინგი, ასევე სხვადასხვა ქვეყნის ვალუტის სახელწოდებანი, ზომა-წონის ტერმინები და ათასობით სხვა ტერმინი

2. საერთაშორისო გამოყენების ცნება-ტერმინები ძირითადად ლათინური და ბერძნული ფუძისაა. სხვადასხვა ენაში დანერგვის მექანიზმიც სტანდარტულია, რაც გულისხმობს კონკრეტული ეროვნული ენის ნორმების მოთხოვნების შესატყვისობას ტერმინის ეტიმოლოგიასთან (ენის ფონეტიკის დაცვა, ტერმინის სწორი დაწერილობა და სხვ.)

3. თანამედროვე ენობრივ პროცესებში შეიმჩნევა “ენობრივი ეკონომიის” (ო. ჯესპერსენი) ტენდენცია, რაც გამოიხატება სიტყვათშემოკლებების შემოჭრით. ამგვარი ეკონომიის ანუ “უმცირესი ძალვის კანონის” (ა. მარტინე) არსი ნათელია: ნაწერ თუ ნაბეჭდ ტექსტში ინფორმაციულობის სწრაფი წვდომა თვით ტექსტის (ან ფრაგმენტის) შემოკლების ხარჯზე, რითაც მცირდება ბეჭდვითი (ან გამოთქმითი) სიტყვის მოცულობა, მიიღწევა ქაღალდის ეკონომია და სხვ.