აზარტული თამაშების რეკლამირების აკრძალვის ინიციატივა ჩავარდა

აზარტული თამაშების რეკლამირების აკრძალვასთან დაკავშირებით დეპუტატ დავითაშვილის ინიციატივა ჩავარდა. პაკეტი, რომელსაც უმრავლესობამ მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა, მეორე მოსმენისას ვერ გავიდა. კობა დავითაშვილს თავად უმრავლესობამ უთხრა, რომ საკითხი მომზადებული არ იყო. დავითაშვილმა კი ვერაფრით გაიგო, რატომ გახდა მის მიერ წარდგენილი ინიციატივა უმრავლესობის წევრებისთვის მეორე მოსმენისას მიუღებელი.

უმრავლესობაზე განაწყენებული კობა დავითაშვილი ხელმოწერების შეგროვებას აპირებს და სურს, რეფერენდუმზე გავიდეს სათამაშო ბიზნესის საერთოდ აკრძალვის საკითხი. ეს ერთ-ერთი ის თემაა, რომელზეც დავითაშვილი პრემიერმა საჯაროდ გააკრიტიკა.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, როცა გადაწყვეტილება რეკლამასთან დაკავშირებით მიიღეს და ზედმეტი განმარტებები არ გააკეთეს, ბევრი ინვესტორი გაჩერდა. ივანიშვილის განცხადებით, საკითხი კარგ განხილვას მოითხოვს და ინვეს-
ტორებს და ბიზნესმენებს ანგარიშის გაწევა სჭირდებათ.