დიმიტრი ქუმსიშვილი ლიტვის ეკონომიკის მინისტრს შეხვდა

6 სექტემბერს სასტუმრო “თბილისი მარიოტში“ საქართველოს პირველი ვიცე–პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილისა და ლიტვის ეკონომიკის მინისტრის ევალდას გუსტასის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო–ლიტვის სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობები და თანამშრომლობის განვითარების სამომავლო პერსპექტივები.

ლიტვის ეკონომიკის მინისტრი საქართველოში საქართველო–ლიტვის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაში მონაწილეობის მისაღებადაა ჩამოსული.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial